ძიება - * | ნაპოვნია: 949

პეიჯი და მისი ძმა ზაკი, რომლებიც მოჭიდავეთა ოჯახში დაიბადნენ, ძალიან ეგზალიტირებულნი არიან: ცხოვრებაში რომ ერთხელ ეძლევა ადამიანს, ისეთი შანსი მიეცემათ - მონაწილეობა მიიღონ პროფესიული ჭიდაობისათვის შესარჩევ საკონკურსო პროგრამაში. მაგრამ როდესაც პეიჯს საწვრთნელ პროგრამაში აიყვანენ, მოუწევს თავის საყვარელი ადამიანებისგან მოშორებულს, მარტომ გაუსწოროს თვალი ამ ახალ სასტიკ სამყაროს. ეს გამოცდილება აიძულებს ყველა რესურსი გამოიყენოს და საბოლოოდ დაამტკიცოს, რომ რაც მას გამოარჩევს სწორედ ისაა, რაც ვარსკვლავად აქცევს.

ტერიერი მაქსი უნდა შეეგუოს გარდაუვალ ცვლილებებს, როდესაც მისი პატრონი ქორწინდება და მათ ცხოვრებაში ბავშვი ჩნდება. მაქსი ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ რანჩოზე მიემგზავრება, ქალაქში კი ამ დროს საინტერესო თავგადასავალი მზადდება.

უჩვეულო და სახალისო თავგადასავალის გაგრძელება მამაც ვიკინგ ბიჭზე და მის უკბილო დრაკონზე, რომლებსაც კვლავინდებურად საოცარი მოვლენები ელოდებათ წინ. მათ უნდა მიიღონ წარმოუდგენელი გადაწყვეტილებები რათა სამფლობელო მოახლოვებული საფრთხისგან იხსნან.

ერთ პატარა ქალაქში, შობის წინა ღამეს, ქარბუქი ერთად შეყრის რამოდენიმე ადამიანს.

კლაუსი

Klaus

ელემენტარული სიკეთეც კი აუცილებლად ათბობს სხვას, თუნდაც შორეულ, გაყინულ ადგილას მყოფს. სმერსენსბურგის ახალი ფოსტალიონი ჯასპერი, უკიდურეს ჩრდილოეთით არსებულ ქალაქ სმირენსბურგში გაიგზავნება, სადაც მისი მოვალეობა წელიწადში მინიმუმ 6000 წერილის დაამუშავებაა. ადგილზე ჩასვლისთანავე ბიჭი ომის ზონაში აღმოჩნდება: ორი ოჯახურ კლანს, საუკუნეების მანძილზე დაუნდობელი მტრობა აქვს გაჩაღებული. რასაკვირველია, ასეთ გარემოში წერილების დრო არ არის და ფოსტა უკვე დიდი ხანია საქათმედ იქცა. თითქმის სასოწარკვეთილი ჯასპერი სტუმრობს თოჯინების შემქმნელ კლაუსს და მათი ნაცნობობა საოცარ მოვლენებს ჩაუყრის საფუძველს.

CGI და live-action-ის მიერ სხვაგვარად წარმოჩენილი კლასიკად ქცეული დისნეის ფილმი.

ჯოდი, სკოლაში ყველაზე მაღალ გოგონა, ყოველთვის უხერხულად გრძნობდა თავს თავისი სიმაღლის გამო. წლების მანძილზე მოხრილი დადიოდა, დაცინვის ობიექტიც იყო. და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ არ შეემჩნიათ. თუმცა, წლები გავიდა და ჯოდიმაც საბოლოოდ თავის თავში რწმენა იპოვნა.

ერთ პატარა მყუდრო ქალაქში მოულოდნელად ზომბები გაჩნდებიან და ქალაქს ატერორებენ. სამმა სათვალეებიანმა პოლიციის ოფიცერმა და უცნაურმა შოტლანდიელმა მორგის ექსპერტმა ერთიანი ძალებით უნდა დაამარცხონ ეს მკვდრეთით აღმდგარი ზომბები.

ხელისუფლების წარმომადგენელი სან-ფრანცისკოდან პატარა სასტუმროს შეიძენს ახალ ზელანდიაში, მიატოვებს ქალაქურ ცხოვრებას და ამ უძრავ ქონებას ერთი სიმპატიური მამაკაცის დახმარებით სრულიად ახალ სახეს მისცემს.

ორი განსხვავებული კლასის წარმომადგენელი ქალი შეეცდება შური იძიოს მამაკაცზე, რომელმაც ორივე მათგანი მწარედ გააწბილა. მათი ტანდემი, გვთავაზობს სახალისო და ცხოვებისეულ თავგადასავალს.

„ადამიანები შავებში“ ყოველთვის იცავდა დედამიწას სამყაროს სიბინძურისგან. ამ ახალ თავგადასავალში ისინი დღემდე არსებულ ყველაზე უფრო დიდ გლობალურ საფრთხეს შეერკინებიან - ეს ამ ორგანიზაციაში არსებული ჯაშუშია.

ბეილი მშვენივრად ცხოვრობს ფერმაში ითანთან და ჰანასთან ერთად. როდესაც მისი სული მზად იქნება ეს ცხოვრება დატოვოს და ახალს შეუდგეს, იგი ეთანს პირობას მისცემს, რომ მათ შვილიშვილს სიჯეის მოძებნის და რადაც არ უნდა დაუჯდეს, დაიცავს მას.

მოვლენები ფილმიდან - „რკინის ცა“ -25 წლის შემდეგ ხდება. ნაცისტების ყოფილი ბაზა მთვარეზე კაცობრიობის უკანასკნელი თავშესაფარი გახდება. დედამიწა ბირთვულმა ომმა გააჩანაგა, თუმცა ამ გავერანებული მიწის ქვეშ ღრმად ჩამარხულია ძალა, რომელსაც შეუძლია ის რაც კაცობრიობისგან დარჩა, გადაარჩინოს ან ერთხელ და სამუდამოდ გაანადგუროს. სიმართლე კაცობრიობის შექმნასთან დაკავშირებული სიმართლე გამჟღავნდება, როდესაც დიდი ხნის მტერი ფილმის გმირებს ფუღურო დედამიწაში სამოგზაუროდ წარუძღვება. კაცობრიობის გადასარჩენად ისინი უნდა შეებრძოლონ ვრილებს, უძველეს ფორმაცვალებადი რეპტილიების მოდგმას და მათ დინოზავრების არმიას.

ფრედ ბარტელი - პარიზის მოდური სარეკლამო სააგენტოს ქარიზმატული მფლობელი. მოულოდნელი საგადასახადო შემოწმების შემდე

სპორტული აგენტი, რომელსაც რაღაც ჯადოსნობის ძალით შეუძლია ადამინების ფიქრები ამოიკითხოს, თავის ახლადაღმოჩენილ უნარს გამოიყენებს, რათა ზემოდან მაყურებელ კოლეგებს აჩვენოს, როგორ შეუძლია ყველაფერი თავის სასარგებლოდ შემოაბრუნოს.

მუსიკოსი გადაწყვეტს წარმატებით აამუშავოს სქემა, თუ როგორ მოიწყოს კარგი ცხოვრება და დიდ შარშიც გაეხვევა.

უხამსი კომედია „მუნდოგის“, ბუნტისთავი ნარკომანისა და თაღლითის შესახებ, რომელიც თავაშვებული ცხოვრებით ცხოვრობს.

ავსტრალიელი არქიტექტორი ნატალი, უკვე დიდი ხანია ნიუ იორკში ცხოვრობს. მისი წარმოდგენები სიყვარულსა და რომანტიკაზე საკმაოდ პესიმისტურია, თუმცა ყველაფერი იცვლება, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს, ქუჩის მძარცველებს გადაეყრება.

ბავშვობის მეგობრებს ერთმანეთი სიგიჟემდე შეუყვარდებათ როდესაც წამოიზრდებიან.

მოწიფულობის ასაკში შესული მეგობრები, რომლებსაც უნივერსიტეტის დამთავრებამდე ბოლო ზაფხული დარჩათ, ახალ ურთიერთობებში გადაეშვებიან, თუმცა ძველ ურთიერთობებსაც გადასინჯავენ.