ძიება - * | ნაპოვნია: 949

კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“ 1969წლის ლოს ანჯელესში გადავყავართ, სადაც ყველაფერი იცვლება, როდესაც ტელევარსკვლავი რიკ დალტონი (ლეონარდო დი კაპრიო) და მისი დიდიხნის დუბლიორი კლიფ ბუთი (ბრედ პიტი) გზას იკვალევენ ინდუსტრიაში, რომელიც ისე შეცვლილა, რომ ვეღრც იცნობ. ავტორ-რეჟისორის ეს მეცხრე ფილმი მონაწილე მსახიობების დიდ არმიას და სიუჟეტური ხაზების მრავალფეროვნებას გვთვაზობს, რითაც პატივს მიაგებს ჰოლივუდის ოქროს ხანის დასასრულს.

ქეითი ახალგაზრდა ქალია, რომელიც ცუდი გადაწყვეტილებების მიღების ოსტატია. მისმა წინა პაემანმა საშინლად ჩაიარა. გოგონა სავაჭრო ცენტრში სანტას ელფად იწყებს მუშაობას, სადაც ტომს გაიცნობს. მისი ცხოვრება შეიცვლება, თუმცა ქეითი ფიქრობს, რომ ყველაფერი ზედმეტად კარგად მიდის ...

ორი ადამიანის ისტორია, რომლებიც ბავშვების აღზრდით და ახალგაზრდა აუტისტების მოვლით არიან დაკავებულნი.

როდესაც მოკრძალებული და მშვიდი Uber-ის ტაქსის მძღოლი, სახელად სტიუ, მოულოდნელად აღელვებულ მგზავრს, ვიკის აიყვანს, რომელიც დაუნდობელი მკვლელის ცხელ კვალზე მდევარი პოლიციელი აღმოჩნდება, სტიუ მისი მძევალი გახდება, რომელსაც უნებლიედ გიჟური დევნის ეპიცენტრში ჩაითრევს. მთავარი გმირი მტკივნეული გამოცდის წინაშე დგება, სადაც ის სასოწარკვეთილი ცდილობს მისი გონებამახვილობა, მისი სიცოცხლე, და მისი ხუთვარსკვლავიანი მძღოლის რეიტინგი შეინარჩუნოს…

რა მოხდებოდა, რომ უკან წარსულში დაბრუნება შეგეძლო? სწორედ ესეთი მომსახურება აქვს კომპანიას, რომელსაც შეკვეთით ნებისმიერი ეპოქის დეტალების სრულად აღდგენა შეუძლია. კომპანიის ერთ-ერთი კლიენტი ნიჭიერი მხატვარი ხდება, რომელსაც თავის საყვარელ მეუღლესთან რთული ურთიერთობები აქვს. ის ამ შანსს იყენებს, რომ ის დღე კვლავ განიცადოს, როდესაც მთელი თავისი ცხოვრების სიყვარულს პირველად შეხვდა ...

ვუდიმ მუდამ იცოდა რა ადგილი ეჭირა სამყაროში. იცოდა, რომ მისი პრიორიტეტი ბავშვების მოვლა იყო, ენდი იქნებოდა თუ ბონი. მაგრამ როდესაც ბონი თავის სათამაშოებს ახალ წევრს „ფორქის“ დაუმატებს და სამოგზაუროდ გრძელ გზას დაადგებიან, ძველ და ახალ მეგობრებთან ერთად, ვუდი მიხვდება რაოდენ დიდია ეს სამყარო პატარა სათამაშოსთვის.

დეტექტივი იკვლევს ექსცენტრიული და ერთმანეთთან მტრულად განწყობილი ოჯახის უფროსის მკვლელობას.

ოჯახური კომედია, მამაცი ოფიცერის, ჯეკ კარსონის და მისი ელიტური მეხანძრე-მაშველების რაზმის შესახებ, რომლებიც სახიფათო და არაპროგნოზირებად გარემოში მუშაობას მიეჩვივნენ, მაგრამ ერთ დღეს მამაცი მეხანძრეები ყველაზე დაუოკებელ სტიქიას დაუპირისპირდებიან, რაც კი მათ ოდესმე უნახავთ – ბავშვები, რომლებსაც ისინი ცეცხლმოკიდებული სახლიდან გადაარჩენენ. მეხანძრეები ცელქი ბავშვების მშობლებს ვერ პოულობენ და ახალა იძულებულნი არიან, დროებით ძიძების როლი შესარულონ, რაც სინამდვილეში ისეთვიე ძნელი და სახიფათო საქმე აღმოჩნდება, როგორც ცეცხლთან ბრძოლა. ამიტომ გმირებს უამრავ სასაცილო და უხერხული სიტუაციები ელოდებათ, რადგან დაუღალავმა და პრობლემურმა ბავშვებმა მოზარდებისთვი უწყვეტი სირთულეების მოტანა იციან ...

საბინა უილსონი, ელენა ჰულინი და ჯეინ კანო იდუმალ ჩარლზ თაუნსენდთან მუშაობენ, რომლის უსაფრთხოებისა და გამოძიების სააგენტო საერთაშორისო მასშტაბით გაიზარდა. მსოფლიოს ყველაზე უფრო ჭკვიანი, მამაცი და ყველაზე უფრო კარგად გაწვრთნილი ქალების დახმარებით, „ანგელოზთა“ ახალი ჯგუფები ყალიბდება, რომლებიც ყველაზე უფრო რთულ საქმეებს იღებენ თავის თავზე.

სუპერ ჯაშუში ლენს სტერლინგი ( უილ სმიტი ) და მეცნიერი ვალტერ ბეკეტი ( ტომ ჰოლანდი ) ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ლენსი გლუვი, თავაზიანი და მომაბეზრებელია, თუმცა ვალტერი სხვანაირია, მაგრამ, როდესაც მოვლენები მოულოდნელად შეიცვლება, ამ დუეტს მოუწევს გაერთიანება საბოლოო მისიისთვის, რომელიც თითქმის შეუძლებელ შენიღბვას მოითხოვს - ლანსის გამბედავ და სასტიკ მტრედად გარდაქმნას. ვალტერმა და ლანსმა მოულოდნელად გუნდურად უნდა იმუშაონ, ან მთელი სამყარო საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

უკვე ხუთი წელია ცხოვრება ბრწყინვალედ მიედინება. თუმცა მალევე მშვიდობიანი მოსახლეობა უზარმაზარ საფრთხეს შეეჯახება: LEGO DUPLO დამპყრობლემა გარესამყაროდან, ყველაფერი მარტივად დაანგრიეს...

სატირა მეორე მსოფლიო ომზე, რომელიც ერთ ეულ გერმანელ ბიჭზე, სახელად ჯოჯო, მოგვითხრობს, რომლის შეხედულებაც სამყაროზე სრულიად იცვლება, როდესაც იგი აღმოაჩენს, რომ მისი მარტოხელა დედა ახალგაზრდა ებრაელ გოგონას მალავს სახლის სხვენში. ჯოჯო უნდა დაუპირისპირდეს საკუთარ ბრმა ნაციონლიზმს.

ბანდა დაბრუნდა, მაგრამ თამაში შეიცვალა. როდესაც ისინი ჯუმანჯში ბრუნდებიან საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, ისინი აღმოაჩენენ, რომ არაფერია ისე, რასაც მოელიან. მოთამაშეებს მოუწევთ იყვნენ მამაცები უცნობისა და ამოუცნობელის წინაშე, მშრალი უდაბნოდან თოვლიან მთებამდე, რათა თავიდან აიცილონ მსოფლიოს ყველაზე საშიში თამაში.

სამი მოზარდი უნდა დაეხმაროს იეტს შინ დაბრუნებაში. ისინი უნდა მოერიდონ მდიდარ მამაკაცს და ზოოლოგს, რომლებსაც იეტის გამოყენება საკუთარი საჭიროებებისთვის სურთ.

ჯექსი

Jexi

ფილს დამოკიდებულების პრობლემა აწუხებს - თავის ტელეფონსაა მიჯაჭვული. მეგობრები არ ჰყავს, პოპ-კულტურის პირველი ათეულის სიის შედგენაზე მუშაობს, ხოლო სიყვარულს რაც შეეხება, მის ცხოვრებაში საერთოდ არ არსებობს. თუმცა ეს სადაცაა შეიცველბა. როდესაც ახალი მობილურის ყიდვა მოუწევს, აღმოაჩენს, რომ მას თან მოულოდნელი სერვისიც მოჰყვება - ჯექსი - ხელოვნური ინტელექტის ვირტუალური ასისიტენტი. მისი დახმარებუთ ფილი რეალურ ცხოვრებას ეზიარება. მაგრამ რაც უფრო ნაკლებად დამოკიდებული გახდება თავის მობილურზე, ჯექსის ხელოვნური ინტელექტი ტექნიკურ კოშმარად შეიცვლება, რომელსაც განზრახული აქვს რომ ფილი მთლიანად მიისაკუთროს, თუნდაც ეს მისი წარმატების შანსებს სრულიად ანგრევდეს.

Zombieland: Double Tap არის 2019 წლის ამერიკული ფილმი, რომელიც გადაიღო რუბენ ფლაიშერმა, ხოლო სცენარისტები დეივ კალაჰემი, რეტ რიზი და პოლ ვერნიკი არიან. კოლუმბოსი, ტალაჰასე, უიჩიტა და პატარა როკი ამერიკის კუნძულებზე გადაადგილდებიან რათა დაუპირისპირდნენ გამრავებულ ზომბებს.

ფილმი ცნობილი ბრაზიანი ჩიტების თავგადასავლების გაგრძელებაა. ამჯერად ეს ჩიტების დაუძინებელ მტრებთან დაპირისპირებაა, რაც სრულიად სხვა სიმაღლეებს იპყრობს.

მამა პირველად ცდილობს თავის პატარა ქალიშვილს ვარცხნილობა მოუწესრიგოს.

ცდილობს რა გაუმკლავდეს საკუთარ შიშებს, ბუღალტერი კეისი კარატის წრეზე ჩაეწერება. შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ძალადობის და ჰიპერმასკულინობის უცნაურ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც მამაკაცურობის სტანდარტები ყოვლისმომცველია.

ქარიზმატული სერ ლაიონელ ფროსტი თავს მითებისა და ურჩხულების მსოფლიოში უპირველეს მკვკლევარად მიიჩნევს. პრობლემა ისაა, რომ მისი არცერთი საზოგადიოების მაღალი წრის წარმომადგენელი კოლეგა ამას არ აღიარებს. იმ იმედით, რომ საბოლოოდ მაინც აღიარებული იქნება მათგან, ლიონელი წყნარი ოკენის აუზის ჩრდილოეთში იმოგზაურებს, რათა ლეგენდარული ქმნილების არსებობა დაამტკიცოს.