ძიება - * | ნაპოვნია: 949

ჯუჯებად გადაქცეული პრინცები ეძებენ წითელ ფეხსაცმელს, რომელიც მათ წყევლის მოხსნაში დაეხმარება.

ახალგაზრდა წყვილი უქმეების გასატარებლად ნიუ იორკში ჩადის, სადაც მათ უამინდობა, მრავალი თავგადასავალი და უბედურებები ელოდებათ.

ერთი ჩინელი ოჯახი გაიგებს, რომ მათ ბებიას დიდიხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია და ისე, რომ არაფერი იცის, დაგეგმავს ქორწილს, რათა ერთად შიკრიბონ, მის გარდაცვალებამდე.

ღამის შოუ

Late Night

ღამის შოუს ლეგენდარული წამყვანის ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც ერთადერთ მწერალ ქალს აიყვანს სამსახურში. მისი ეს გადაწყვეტილება, რომელიც თავდაპირველად მრავალფეროვნების კუთხით წამოჭრილი პრობლემების მოგვარებით იყო განპირობებული, მოულოდნელ შედეგს მოიტანს - ამ ორ სხვა თაობისა და კულტურის ქალბატონს გესლიანი იუმორის სიყვარული გააერთიანებს.

მისტიკური კორპორაცია პენსიაზე გავიდა, რომ ზომბებით სავსე კუნძულზე საიდუმლო გამოეკვლია

ემა კორიგანს, როგორც ყველა გოგონას, თავისი პატარა საიდუმლოებები აქვს. ერთხელაც, თვითმფრინავით მგზავრობისას, ტურბულენტურ ზონაში მოხვედრილი ემა, რომელიც ფიქრობს, რომ სადაცაა მოკვდება, თავის საიდუმლოებს გვერდით მჯდომ სიმპატიურ მამაკაცს გაუმხელს - უცხოა და იმიტომ. შემდეგ მოხდება ის, რომ სამსახურში ახალგაზრდა უფროსი მოვა...ეს სწორედ ის მამაკაცია. მან ემას ცხოვრების ყველა უხერხული დეტალი იცის.

ვიცეკვოთ

Let's Dance

ჯოზეფი, ჰიპ-ჰოპის ცეცხლოვანი მოცეკვავე უარს ამბობს მამის კომპანიაში დაიწყოს მუშაობა - თავისი ბედი უნდა მოსინჯოს პარიზში. მეგობარ გოგოსთან, ემასთან, და საუკეთესო მეგობარ ქარიმთან ერთად ცნობილი შემსრულებლის იურის პარიზულ ჯგუფს შეუერთდება და ჰიპ-ჰოპის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებას შეეცდება.

ბეტმანი, ბეტგირლი და რობინი ალიანსს შეკრავენ თინეიჯერ მუტანტ კუ-ნინძებთან, რათა კუ-ნინძების დაუძინებელ მტერს, შრედერს შეებრძოლონ, რომელიც, როგორც ირკვევა, შეუამხანაგდა რას ალ გალს და დაქირაევებული მკვლელების ლიგას.

2019 წლის კომედიის “იდუმალი მკვლელობა“ სიქველი, დაქორწინებული წყვილის, ნიკი და ოდრი სპიტცების შესახებ, რომლებიც საკუთარ სააგენტოს ხსნიან და კერძო დეტექტივებად იწყებენ მუშაობას. სამწუხაროდ, მათი ბიზნესი არ ყვავის და ახლა სპიტცები იბრძვიან სააგენტოს შესანარჩუნებლად

ქალს შანსი მიეცემა თავისი ახალგაზრდობის ის პერიოდი გააცოცხლოს, როდესაც მოწიფულობის ასაკის პრობლემები ძალიან რთული იყო გასამკლავებლად.

ორი ძალიან წარჩინებული სკოლის მოსწავლე სკოლის დამთავრების წინს მიხვდება, რომ ჯობდა ნაკლები ესწავლათ და მეტი დრო გართობისთვის დაეთმოთ. გოგონები გადაწყვეტენ თავიანთ თანაკლასელებს არ ჩამორჩნენ და მიზნად დაისახავენ ბოლო 4 წლის გართობა ერთ ღამეს მოიწყონ.

ფრედ ფლარსკი კვლავ შეხვდება თავის პირველ შეყვარებულს, მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე გავლენიან ქალს, შარლოტ ფილდს. ფრედი ისე მოხიბლავს მას, რომ შარლოტი, რომელიც პრეზიდენტობისთვის იყრის კენჭს, ფრედს საპრეზიდენტო სიტყვის დასაწერად დაიქირავებს და ნაპერწკალიც აალდება.

გუშინ

Yesterday

ფილმი მოგვითხრობს რთული ხასიათის მქონე მუსიკოსზე, რომელიც მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ ის ერთადერთია დედამიწაზე, ვისაც ბითლზები ახსოვს ...

ერთი არაჩვეულებრივი გასართობი პარკის ისტორია, სადაც საოცრად კრეატიული გოგონას, სახელად ჯუნის, წარმოსახვა ცოცხლდება.

მას შემდეგ, რაც ჯადოქარი შუა საუკუნეების რაინდს სერ კოოლს სადღესასწაულო სეზონის დროს ოჰაიოს აწმყოში ამოაყოფინებს თავს, იგი უმეგობრდება ჭკვიან და კეთილშობილ ბრუკს, სიყვარულში გულნატკენ მეცნიერს, რომელიც ეხმარება მას თანამედროვე სამყაროს ყოველდღიურ სირთულეებთან გამკლავებაში და ასევე მთავარი მიზნის მიღწევაში - იპოვოს შინ დასაბრუნებელი გზა. თუმცა დრო გადის და ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან, რაც დააფიქრებს სერ კოოლს იმის თაობაზე სურს თუ არა უკან დაბრუნება.

ამერიკელი ექსპატრიატი ცდილობს თავისი მაღალშემოსავლიანი მარიხუანას იმპერია გაყიდოს ლონდონში, რაც კონსპირაციებს, მაქინაციებს, მექრთამეობას და შანტაჟს გამოიწვევს, რადგანაც მისთვის ამ სამფლობელოს ცხვირწინ აცლა უნდათ.

კრიმინალური კომედია, ქარიზმატული ნიუ-იორკელი დილერის და იუველირის, ჰოვარდ რატნერის (ადამ სენდლერი) შესახებ, რომელიც მუდამ ბევრი ფულის შოვნის ახალი შესაძლებლობების ძიებაშია. მაგრამ ერთ მომენტში ფსონი ძალიან მაღალი იქნება და მთავარ გმირს საშიში და პროვოკაციული საქმის შესრულება მოუწევს, რის შედეგადაც მისი ბიზნესი და ოჯახი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ჰოვარდი იძულებული ხდება ვალების გასტუმრების საშვალება იპოვოს, როდესაც მოულოდნელად მისი ძვირფასი საქონელი დაიკარგება.

„ქორწინების ისტორია“ ნოა ბაუმბახის, კინოაკადემიის ჯილდოზე ნომინირებული რეჟისორის, ძალიან მწვავე და ამავე დროს თანაგრძნობით სავსე შეხედულებაა წარუმატებელ ქორწინებასა თუ მის შენარჩუნებაზე. ფილმში მთავარ როლებში არიან: სკარლეტ იოჰანსონი, ადამ დრაივერი, ლორა დერნი, ალან ალდა და რეი ლიოტა.

ენცო, მეძებარი ძაღლი, თავის პატრონთან, ფორმულა ერთის მძღოლ დენისთან განსაკუთრებული კავშირის საშუალებით ისწავლის, რომ ტექნიკა, რაც საჭიროა სარბოლო ტრასაზე, შეიძლება მანაც გამოიყენოს თავისი ცხოვრების გზაზე.

ჰელოუინის პირველი ოჯახი, the Addams Family, დიდ ეკრანზე დაბრუნდა! პირველი ანიმაციური კომედია ყველაზე უჩვეულო ოჯახის შესახებ.