ძიება - * | ნაპოვნია: 949

ტედ ლასო

Ted Lasso

სპორტული კომედია პატარა კოლეჯის ამერიკული ფეხბურთის მწრთვნელის ტედ ლასოს შესახებ, რომელსაც ევროპულ ფეხბურთში მწვრთნელობის გამოცდილების არ ქონის მიუხედავად, ინგლისის პრემიერ ლიგის პროფესიონალური საფეხბურთო გუნდის მწვრთნელად დაიქირავებენ

მე არასდროს არ

Never Have I Ever

მინდი კალინგის ბავშვობის მოგონებებზე დაფუძნებული თინეიჯერული კომედია, შეერთებულ შტატებში მცხოვრები ინდური ფესვების მქონე თანამედროვე მოზარდი-გოგონას ცხოვრების სირთულეებსა და სოციალური პრობლემების შესახებ. დევი – საშუალო სკოლის მოსწავლეა, რომელიც დილით თავისი ღმერთების მიმართ ლოცულობს, რომელთა გამოსახულებები მის საძინებელ ოთხში სპეციალურ კვარცხლბეკზე მდებარეობს, რის შემდეგაც სკოლაში მიდის და იქ თინეიჯერული ცხოვრების საკმაოდ კომიკურ სიტუაციებს და სასაცილო მომენტებს აწყდება.

მომავლის ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, კოსმოსური თავგადასავლები და ადამიანური ბუნების ბნელი მხარეები ერთმანეთს უნიკალურ ანთოლოგიურ ისტორიებში ერწყმის. თითოეული ეპიზოდი დამოუკიდებელ სიუჟეტს გვთავაზობს, სადაც მაყურებელი სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდება და ახალ პერსონაჟებს შეხვდება. სერიალი მრავალფეროვან თემებს ეხება, მათ შორის სიყვარულს, გადარჩენისთვის ბრძოლას, რობოტების ევოლუციას, უცხოპლანეტურ ცივილიზაციებსა და რეალობის საზღვრების გადალახვას. ზოგიერთი ისტორია დაძაბული და ემოციურია, ზოგი კი იუმორით, მისტიკითა და მოულოდნელი ფინალებით გამოირჩევა.

პეიტონ ჰობარტი ამბიციური და მდიდარი სტუდენტია, რომელსაც ბავშვობიდან ერთი დიდი ოცნება აქვს ერთ დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდეს. მიზნის მისაღწევად იგი ყველაფერს გეგმავს და თითოეულ ნაბიჯს წინასწარ ითვლის. სტუდენტური საბჭოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლა, ჰარვარდში ჩაბარების სურვილი და წარმატებისკენ სწრაფვა პეიტონს რთული კონკურენციის წინაშე აყენებს. დაუნდობელ თანაკლასელებთან დაპირისპირებისას მას საკუთარი იმიჯის, რეპუტაციისა და მიზნების დაცვა უწევს. სერიალი აერთიანებს კომედიას, დრამასა და პოლიტიკურ ინტრიგებს.

ტრაგიკული დანაკარგის შემდეგ, ორი ქალი ერთმანეთის ცხოვრებაში მოულოდნელად ჩნდება. ისინი მხარდაჭერის ჯგუფის შეხვედრაზე გაიცნობენ ერთმანეთს და დროთა განმავლობაში ახლო მეგობრებად იქცევიან, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებული ხასიათისა და შეხედულებების ადამიანები არიან. მეგობრობის განვითარებასთან ერთად მათი ცხოვრება ახალ მიმართულებას იძენს, თუმცა წარსულის საიდუმლოებები და მოულოდნელი მოვლენები მათ ურთიერთობას არაერთი გამოცდის წინაშე აყენებს. სერიალი აერთიანებს დრამას, იუმორსა და ემოციურ ისტორიას.

განთიადი

Daybreak

პოსტაპოკალიფსურ ქალაქ გლენდეილში, 17 წლის ჯოში დაკარგული მეგობარი გოგონას, სემის, ძებნას იწყებს. გზაში მას უცნაური და დაუვიწყარი თანამგზავრები უერთდებიან, მათ შორის 12 წლის უშიშარი ანჟელიკა და ყოფილი ხულიგანი უესლი, რომელიც ახლა პაციფისტ სამურაიდ იქცა. მოგზაურობისას ახალგაზრდა გმირებს სასტიკ სამყაროში გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ. მათ გზაზე ხვდებიან სახიფათო ბანდები, ზომბები და უამრავი მოულოდნელი საფრთხე. სერიალი აერთიანებს კომედიას, ექშენს, თავგადასავალსა და პოსტაპოკალიფსურ ატმოსფეროს.

კათოლიკე ფრანგი წყვილის ცხოვრება სრულიად იცვლება, როდესაც მათი ოთხი ქალიშვილი სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის მამაკაცებზე გათხოვდება. ოჯახური ტრადიციები, განსხვავებები და გაუგებრობები უამრავ სახალისო და ემოციურ სიტუაციას ქმნის. თბილი კომედია ტოლერანტობაზე, სიყვარულზე და განსხვავებების მიღებაზე.

პოლარული მელა სვიტფი ამერიკის საფოსტო სამსახურში მუშაობს, მაგრამ ჰაკსის-კურიერების ელიტარული გუნდის წევრობაზე ოცნებობს. იმის დასამტკიცებლად, რომ ის ამის ღირსია, სვიფტი ერთ-ერთ მარხილს გაიტაცებს და იდუმალ პაკეტს იდუმალ ადგილას მიიტანს, სადაც საიდუმლო ციხე-სიმაგრეს აღმოაჩენს, რომელშიც ბოროტ გენიოს მორჟის ოტო ფონ ვოლრუსუს შეხვდება. მალე, სვიფტი გაიგებს, რომ ვოლრუსუ პოლარული ყინულის გადნობას აპირებს, რათა დატბორილი სამყარო მართოს. მთავარი გმირი მის მეგობრებს – თეთრ ინტრავერტ-დათვს, გადარეულ ალბატროს, შეთქმულებების თეორიებით შეპყრობილ ორ წავს და მექანიკოს-მელიას დასახმარებლად მიმართვს. მეგობრები ერთიანდებიან, რათა ოტო ფონ ვოლრუსუს ბოროტი გეგმებისგან მსოფლიო გადაარჩინონ.

ახალგაზრდა პატარძლის ქორწილის ღამე მის ყველაზე საშინელ კოშმარად იქცევა. ვის წარმოედგინა, რომ მათი ქორწილის ღამე მის ახლადშეძენილ ნათესავებთან სასიკვდილო თამაშად გადაიქცეოდა, რომელშიც გოგონას ძალიან დიდი ძალისხმევს...

ფილმი მოგვითხრობს ქალთა ჯგუფის შესახებ, რომლებმაც ერთ სამხედრო ბაზაზე მომღელათა გუნდი ჩამოაყალიბეს. წარმოუდგენელად ღრმა მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება, მუსიკა და სიცილი მათ ცხოვრებას სრულიად გარდაქმნის - ისინი ერთმაეთს ეხმარებიან დაძლიონ როგორც საკუთარი შიშები, ისე საყვარელი ადამიანების გამო შიში, რომლებიც ბრძილის ველზე არიან.

ცოლის გარდაცვალების გამო მგლოვიარე, ბრუნო უიმედოდ არის მიბმული იმ ზღვისპირა აგარაკზე, რომელიც მათ ერთად ააგეს. მაგრამ როდესაც მას აგარაკიდან გამოასახლებენ, მთავარი გმირი სახლის ნებისმიერ ფასად დაბრუნებას გადაწყვეტს და ამისთვის სარისკო გეგმას მოიფიქრებს, რაც მის ცხოვრებას და განზრახვას თავდაყირა დააყენებს…

როუზმა, საყვარელმა და მარტოხელა მართვის ინსტრუქტორმა, მისი ზებუნებრივი ძალები უნდა გამოიყენოს და ქალიშვილი დაიხსნას წარუმატებელი როკვარსკვლავისგან, რომელიც სატანისტურ გარიგებას დიდების დასაბრუნებლად იყენებს

წინა ურთიერთობებით განადგურებული ლორა და რაიანი, იმის იმედით, რომ ამჟამად მაინც გაუმართლებთ, მეორე პაემანზე მიდიან, თუმცა წარმოდგენა არ აქვთ რის გაკეთებას აპირებენ.

ერთ კაცს სერიოზული დაავადება სტანჯავს, რომელიც მწვავე ნარკოლეფსიას იწვევს ყოველ ჯერზე, როდესაც იგი კმაყოფილი და ბედნიერია. უამრავ ხერხს მიმართავს, რათა თავისთავს სიამოვნება აუკრძალოს, თუმცა ყველაფერი შეიძლება წყალში ჩაეყაროს, როდესაც სიყვარული ეწვევა.

ფილმი მოგვითხრობს სამ მეექვსე კლასელზე. ბიჭი გარბის სკოლიდან და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში ერთვება მას შემდეგ, რაც შემთხვევით მოიპარავენ ნარკოტიკებს და გადაიმტერებენ თინეიჯერ გოგონებს.

პარიზი, 2009 წელი. რაფაელი არის საშუალო სკოლის სტუდენტი, რომელიც დღეებს ატარებს საუკეთესო მეგობართან ერთად, ფელიქსთან, პარალელურად იგი ცდილობს დაასრულოს თავისი პირველი Sci-Fi რომანი, რა დროსაც ის შეხვდება ოლივიას, კიდევ ერთ სტუდენტს, რომელსაც პიანინოზე დაკვრა უნდა. მათი პირველი ჯადოსნური შეხვედრის შემდეგ, ოლივია მისი რომანის დასრულების მიზეზი გახდება. 10 წლის შემდეგ, 2019 წელს, რომანი გახდება ძალიან ცნობილი, ხოლო რაფაელი გახდება წარმატებული მწერალი, რომლის წიგნებიც საუკეთესო გაყიდვებით იქნება გამორჩეული. მას სხვებისთვის დრო აღარ რჩება და ამიტომაც, ოლივიასთან ქორწინება ყოველ ჯერზე უფრო ცივი ხდება. წიგნის დამთავრების და ოლივიასთან დაშორებაზე საუბრის შემდეგ, ისინი წავლენ დასაძინებლად. მეორე დილით, რაფაელი ალტერნატიულ რეალობაში იღვიძებს.

მუსიკის სფეროში მოღვაწე ჟურნალისტი თავის საოცნებო სამსახურს იშოვნის და სან ფრანცისკოში გადადის საცხოვრებლად, როდესაც მისი ბოინფრენდი, რომელთანაც 9 წლის ურთიერთობა აკავშირებს, გამოუცხადებს, რომ ტოვებს. ამ ტკივილის გასადატანად ორ მეგობართან ერთად გიჟურ თავგადასავალს მოიწყობს ნიუ იორკში.

ნარკოტიკებთან მებრძოლი დეტექტივების ჯგუფი ცდილობს კრიმინალური ორგანიზაცია ამხილოს. ამისათვის ფარულად უნდა იმოქმედონ და ერთ რესტორანში დაიწყებენ მუშაობას, რომელიც ქათმის არაჩვეულებრივი კერძებით გახდება ცნობილი. მოულოდნელი პოპულარობის წყალობით, დეტექტივები მათთვის სრულიად წარმოუდგენელ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.

სერფერი და მეხანძრე შეხვდებიან და ერთმანეთი შეუყვარდებათ.

გაყინული 2

Frozen II

სტუდია -დისნეის- 2013 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის -გაყინულის- მეორე ნაწილი და ამაღელვებელი ისტორიის გაგრძელება ორი დის – დედოფალი ელზას, რომელსაც თოვლის სტიქიის მართვა შეუძლია, და პრინცესა ანას შესახებ, რომელსაც ნებისმიერი გაყინული გულის გალღობა შეუძლია