ძიება - * | ნაპოვნია: 947

სიუზანს, სერიოზულ და გამრჯე ადვოკატს ძალიან ბევრი საქმე აქვს აღებული, რომელშიც გასამრჯელოს არ იღებს. თავისი პატარა იურიდიული ფირმა რომ გადაარჩინოს, სიუზანი მაღლანაზღაურებად, რეზონანსულ საქმეს აიღებს ახალგაზრდა სიმპატიური კლიენტისგან , რომელიც გაცნობის ვებგვერდს, უჩივის რომელიც მომხმარებლებს სიყვარულის პოვნის გარანტიას აძლევს. მალე სიუზანი და ნიკი მედიის შემოტევის ობიექტები აღმოჩნდებიან. რაც უფრო მწვავდება საქმე, უფრო ძლიერდება მათი გრძნობებიც ერთმანეთის მიმართ. ამან კი შესაძლოა ყველაფერი რისკის ქვეშ დააყენოს.

2019 წელი, მადრიდი. სეიული მკვლელი ქალქში ქაოსს თესავს. ვიღაც კლავს ადამიანებს , რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ ერთმანეთთან, თუმცა ყველანი ცნობილ სუპერგმირებს განასახიერებენ იმგვარად, როგორადაც ისინი პირველად გამოჩნდნენ.

გორილა სახელად ივანი ცდილობს აღიდგინოს ფაქტები წარსულიდან სპილოს სახელად სტელას დახმარებით, მაშინ როდესაც ისინი ტყვეობიდან თავის დაღწევას ცდილობენ.

როდესაც გაირკვევა, რომ კვინ აკერმანისათვის საოცნებო კოლეჯში მოხვედრა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოვა ცეკვის შეჯიბრზე, იგი სახელდახელო მოცეკვავეთა ჯგუფს შექმნის სკოლის საუკეთესო გუნდს რომ დაუპირისპირდეს.. ახლა მთავარია ცეკვა ისწავლოს.

მორცხვი ეროვნებით ჩინელ-ამერიკელი ბეჯითი სტუდენტი კლასელ გოგონას მეცადინეობაში ეხმარება. დროთა განმავლობაში კი მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.

სიბრუკის საშუალო სკოლის მოსაწავლეების - ადისონისა და ზედის თავგადასავლები, რომელთა ახლადჩასახულ სიყვარულს მაქციების გამოჩენა საფრთხეს სშეუქმნის.

ემა

Emma.

ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაცია, ლამაზი, ჭკვიანი, მეოცნებე და მდიდარი მემამულის ქალიშვილის, ემა ვუდჰაუზის შესახებ. ხალისიანი გუნების პატრონი, ახალაგზრდა ემა მიიჩნევს, რომ კარგად ესმის ადამიანური ბუნების და ამიტომ შეუძლია მისი მეგობრებისთვის და ახალგაზრდა ადამიანებისთვის მაჭანკალის როლის შესრულება. ის თავის მეგობარს, თავმდაბალ გოგონას ჰარიეტ სმიტს, ფერმერთან დაქორწინებაში არწმუნებს და მისთვის მისტერ ელტონს არჩევს. თუმცა, ამ უკანასკნელს თავად ემა შეუყვარდება. უარის თქმის შემდეგ, ელტონი გარბის, ხოლო ჰარიეტ სმიტი საქმროს გარეშე რჩება. შემდეგ ეშმაკი ემა, ჰარიეტის თავის ახალ ნაცნობთან – ფრენკ ჩერჩილთან დაახლოვებას ცდილობს ...

ბიჭი საოცრად დაინტერესდება იდუმალი და უცნაური სტუდენტით, სახელად „სთარგერლი“, და მთელ დროს გოგონას შესახებ მეტის გაგებას უთმობს.

გაგრძელება 2006 წლის კომედიური ფილმისა, რომელიც გამოგონილი პერსონაჟის - ყაზახეთის ტელევიზიის ჟურნალისტის, ბორათის, ცხოვრებისეულ თავგადასავალზე მოგვითხრობს.

მონსტრაპოკალიფსიდან 7 წლის გასვლის შემდეგ მტავარი გმირი ჯოელ დაუსონი სხვა გადარჩენილებთან ერთად მიწისვეშ ცხოვრობს,ხოლო ღია ცის ქვეშ სამყაროში გიგანტური არსებები ბინადრობენ. მას შემდეგ, რაც რადიოთი დაუკავშირდა თავის დიდი ხნის უნახავ შეყვარებულს,რომელიც 80 მილის მოშორებით მდებარე კოლონიაშია, ჯოელი მიხვდება რომ მას მიწის ქვეშ აღარაფერი დარჩენია. საშიში მონსტრების მიუხედავად, იგი გადაწყვეტს ყველაფრის ფასად მიაღწიოს შეყვარებულთან ...

სული

Soul

მუსიკოსი, რომელმაც მუსიკისადმი ყოველგვარი ვნება დაკარგა, ტრანსპორტირდება საკუთარი სხეულიდან, რათა განიწმინდოს და იპოვოს გზა საკუთარ თავთან დასაბრუნებლად.

პიტერი აღელვებულია ფაქტით, რომ ბაბუა საცხოვრებლად მის ოჯახთან გადმოდის. ბაბუას მის ოთახს უთმობენ, რის გამოც პიტერს სხვენში უწევს გადანაცვლება. მართალია ბაბუა ძალიან უყვარს, თუმცა თავისი ოთახის დაბრუნება სურს და სხვა გზა აღარ აქვს, მეგობრებთან ერთად ათასგვარ გეგმებს აწყობს, რომ ბაბუას ოთახის დატოვება აიძულოს, თუმცა ბაბუა გაცილებით უფრო გამჭრიახია ვიდრე პიტერი ფიქრობს.

მომხიბლავი და თავდაჯერებული, მარლა გრეისონი – სასამართლოს მიერ დანიშნული მოხუცების პროფესიონალი მეურვეა, რომელთა ქონებას ის საეჭვო, მაგრამ კანონიერი საშუალებებით ითვისებს. ეს კარგად გააზრებული რეკეტია, რომელსაც მარლა და მისი ბიზნეს პარტნიორი და საყვარელი ფრანი ბრუტალური ეფექტურობით იყენებენ თავიანთი უკანასკნელი მსხვერპლის, უმემკვიდრეო და უოჯახო მდიდარი პენსიონერის – ჯენიფერ პატერსონის მიმართ. მაგრამ როდესაც გაირკვევა, რომ მათ მსხვერპლს არანაკლებ ბნელი საიდუმლოებები და საშიშ განგსტერებთნ კავშირი აქვს, მარლა იძულებული ხდება თამაშის დონე აწიოს, რომელშიც თამაში მხოლოდ მტაცებლებს შეუძლიათ.

როდესაც საშუალო სკოლის მოსწავლეები იწყებენ აუხსნელ აფეთქებას, უფროსები მარა და დილანი იბრძვიან გადარჩენისთვის იმ სამყაროში, სადაც ყოველი მომენტი შეიძლება უკანასკნელი იყოს. როდესაც მათ შორის მოულოდნელი რომანი აღმოცენდება, მარა და დილანი მიხვდებიან, რომ როდესაც ხვალინდელი დღე გარანტირებული არ არის, აწმყოთი ტკბობა უნდა დაიწყონ.

მთებში მდებარე პატარა ქალაქში შიში დაისადგურებს რადგან ყოველი სავსე მთვარის შემდეგ გვამებს პოულობენ. ოფიცერი მარშლი, რომელსაც თინეიჯერი გოგონა ეზრდება და ავადმყოფი მამა ჰყავს, ძილს და მოსვენებას დაკარგავს. იგი ცდილობს თავი დაირწმუნოს, რომ მაქციები არ არსებობენ.

სლოანს და ჯეკსონს დღესასწაულებზე მარტო ყოფნა არ უყვართ, რადგან ოჯახის სხვა წევრები განიკითხავენ და ლექციებს უკითხავენ. ამიტომ, ისინი ქუჩაში ორ უცნობს შეხვდებიან და ოჯახურ დღესასწაულზე წაიყვანენ.

უდარდელი ნაილსი და ფრეილინა სარა შემთხვევით ქორწილში შეხვდებიან ერთმანეთს პალმ სფრინზსში. საქმე რთულდაა, რადგან არ შეუძლიათ თავი დააღწიონ ამ ღონისძიებას და ... ერთმანეთს.

ოდესღაც ცნობილი ბავშვი დეტექტივი ახლა 32 წლისაა და დღესაც იდუმალებით მოცული საქმეების გახსნითაა დაკავებული , თუმცა ეს საქმეები ძირითადად ნაბახუსევსა და თვითმწუხარებას შეეხება. ერთ დღეს გულუბრყვილო კლიენტი მას პირველ ზრდასრულთა საქმეს მიუტანს და დაავალებს , რომ თავისი შეყვარებულის მკვლელი იპოვოს.

უცნაური

Freaky

მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა გოგონასა და სერიული მკვლელის სხეულები შეიცვლება, გოგონა აღმოაჩენს რომ მას მხოლოდ 24 საათი აქვს სხეულის დასაბრუნებლად.

შეყვარებულის ოჯახთან პირველი შეხვედრა როგორც წესი რთულია, გეგმავ, თუ როგორ შეხვდე მათ და როგორ დაესწრო მათ ყოველწლიურ საშობაო ვახშამს თუმცა შემდეგ აანალიზებ რომ გოგო გეია, ეს კი საქმეს უფრო ართულებს