ძიება - * | ნაპოვნია: 947

მრავალი ომის , სიკვდილისა და ნგრევის მომსწრე დაუმარცხებელი მეფე-დემონი ანოს ვოლდიგოუდი გადაწყვეტს ყველაფერი წარსულში დატოვოს და მომავალში მოახდინოს რეინკარნაცია, იმ იმედით რომ ეს მშვიდობას და წყნარ ცხოვრებას მოუტანს. იგი ხელახლა იბადება მშვიდობიან ხანაში, სადაც მაგიაში დახელოვნების მსურველებმა აკადემიაში უნდა ისწავლონ თავიანთი უნარების განვითარებისათვის. ანოსმა მეხსიერებაც შეინაჩუნა და ძალაუფლებაც, რისი წყალობითაც იგი სწრაფად გახდება გამორჩეული სტუდენტი. მაგრამ გრძნობს რომ რაღაც რიგზე არ არის ამ ხანაში, და გადაწყვეტს გამოძიოს რა ხდება.

ამბიციური ამერიკელი მარკეტოლოგი, ემილი პარიზში მისთვის საოცნებო სამსახურში იწყებს მუშაობას, რათა მათ ამერიკული ხედვა გაუზიაროს ბევრ საკითხზე...

მდიდარი მემკვიდრის და პრესტიჟული სასტუმრო "ბელგრადის" მფლობელის პოლის ცხოვრება გიჟურ თავგადასავლად გადაიქცევა, როცა ყველაფერი ერთმაეთში აირევა.

თაფლობის თვის პირველ ღამეს ცოლ-ქმარი ისრაელის ქუჩებში ირეალურ მოგზაურობას იწყებენ.

12 წლის ტექნოლოგიის სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩაიშლება და მთავარი გმირი ტელეპატიურად დაუკავშირდება თავის საუკეთესო მეგობარ ძაღლს , ისინი ერთად მოქმედებენ და სკოლაშიც კი ერთად დადიან.

ორი უცნობის რომანტიკული ისტორია, რომლებიც ერთმანეთს ანკარადან იზმირში მოგზაურობისას შეხვდნენ.

“ჩემი გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ მოკვდე იქამდე, სანამ ფული გამითავდება” – ამბობს 60 წლის მანჰეტენელი გაღატაკებული ბანოვანი და ქვრივი ფრენსის პრაისი (მიშელ პფაიფერი), მაგრამ ყველაფერი ისე არ წარიმართება, როგორც ის გეგმავდა. როდესაც 20 წლის წინ გარდაცვლილი მისი მეუღლის ფრანკლინის უზარმაზარი მემკვიდრეობიდან აღარაფერი აღარ დარჩება, ფრენსისი უკანასკნელ ნივთს ყიდის და პარიზში ანონიმურად ნაქირავებ მოკრძალებულ ბინაში ცხოვრებას იწყებს, სადაც მას თან თვისი უმიზნო და ხელმოცარული ვაჟი მალკომი და კატა, სახელად პატარა ფრენკი მიჰყავს, რომელშიც, როგორც ის ფიქრობს, ქმრის სული ცხოვრობს.

ნათლია

Mama Weed

სიუჟეტი თარჯიმანის შესახებ, რომელიც პოლიციის ნარკოგანყოფილების სატელეფონო ზარების თარგნაზეა პასუხისმგებელი. როდესაც იგი მიხვდება, რომ იცნობს ერთ-ერთი ნარკორეალიზატორის დედას, გადაწყვეტს ხელი დააფაროს მას და უფრო და უფრო ღრმად ერთვება ნარკოტიკებით ვაჭრობის სამყაროში. მალე იგი იყენებს ცოდნას და პოლიციის რესურსებს საკუთარი კრიმინალური ქსელის შესაქმნელად და იღებს სახელს ნათლია.

ფილმი მოგვითხრობს განსაკუთრებული ჯიშის ცხენის შესახებ, რომელიც უელსის ბარმენის, იან ვოკსის მიერ იქნა გამოყვანილი. ძალიან მცირე თანხით და არანაირი გამოცდილებით, იან დაარწმუნებს მეზობლებს დაუჭირონ მხარი მას და ფსონი მის ცხენზე დადონ, რადგან ის დარწმუნებულია მის უნიკალურობაში და სწამს, რომ შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ელიტურ ჯიშებს. ჯგუფის ინვესტიცია მართლდება, როდესაც ცხენი სახელად ,,ოცნება" მართლაც მიიწევს წინ და უელსის გრანდ ნაციონალში ნამდვილ გამარჯვებას მოიპოვებს.

ოდრი ცდილობს შეაჩეროს მისი ძმა და გადააფიქრებინოს დაქორწინება ახალგაზრდა ფრანგ ქალზე, ჰემპტონში, წინასაქორწილო უქმეების განმავლობაში, რაც ასევე მის 40 წლის იუბილეს ემთხვევა. ოდრი კარგავს კონტროლს და ცდილობს ჩაშალოს ქორწინების ცერემონიალი, მაგრამ საბოლოოდ თვალს უსწორებს სიმართლეს, რომ იგი ვერ აღუდგება წინ ჭეშმარიტ სიყვარულს.

ნამდვილი ამბავი, სადაც მოვლენები 1970 წელს ლონდონში “მის მსოფლიოს” სილამაზის პოპულარული მე–20 კონკურსისი დროს ვითარდება, რომლის წამყვანი აშშ-იდან კომედიის ლეგენდა, ბობ ჰოუპი იყო. ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობის უკმაყოფილო აქტივისტთა ჯგუფი და ფემინისტი სალი ალექსანდერი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ სილამაზის კონკურსი ქალებს ამცირებს, კარგად მოფიქრებული საბოტაჟის გეგმის შემუშავებას გადაწყვეტენ. შედეგად გმირები ერთ ღამეში ცნობილები გახდებიან, როდესაც კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას ჩაშლიან, როლმის აუდუტორია 100 მილიონ მაყურებელს შეადგენდა. ხოლო როდესაც მაუწყებლობა განახლდება, ​​კონკურსის გამარჯვებული მოულოდნელად არა შვედი ფავორიტი, არამედ პირველი შავკანიანი ქალი, მის გრენადა გახდება, რომელმაც მის მსოფლიო ტიტული მიიღო.

რა იქნებოდა ყველა ურთიერთობიდან რომელშიც ყოფილხარ, სუვენირი დაგეტოვებინა? ნიუ – იორკში მცხოვრები 20 წელს გადაცილებული უნიკალური გოგონას, ლუსის ისტორია, რომელიც სამხატვრო გალერეაში ასისტენტად მუშაობს და ამავდროულად ძალიან ემოციური ადამიანია. უკანასკნელ მეგობარ ბიჭთან მწარე გამოცდილების შემდეგ, ლუსი გადაწყვეტს გააკეთოს სივრცე იმ ნივთებისთვის, რომელიც ურთიერთობებიდან რჩება.

**„ჩემი აგენტი“ (My Spy, 2020)** არის კომედიური ექშენ-ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ჯეი ჯეი-ზე, მკაცრ და დაუნდობელ CIA-ს აგენტზე, რომელსაც ახალი დავალება ერგება – თვალი ადევნოს პატარა გოგონას, სოფის ოჯახს, რადგან მისი ოჯახი ჩართულია საიდუმლო ოპერაციაში. თუმცა, სოფი მალევე აღმოაჩენს ჯეი ჯეის თვალთვალის მცდელობას და მას შანტაჟს უწევს: თუ ჯეი ჯეი ასწავლის მას ჯაშუშობის ხრიკებს, იგი არ გასცემს მის საიდუმლოს. შედეგად, იუმორით სავსე სიტუაციები ვითარდება, სადაც აგენტი და პატარა გოგონა ერთმანეთთან ემოციურად ახლოვდებიან. „ჩემი აგენტი“ არის კომედია, რომელიც აერთიანებს ხუმრობებსა და მძაფრსიუჟეტიან მომენტებს, რაც ფილმს ოჯახური გართობისთვის იდეალურს ხდის.

წინარეისტორიულ ქრუდების ოჯახს მეტოქე ბეტერმანების ოჯახი გამოიწვევს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უკეთესები და უფრო განვითარებულები არიან.

ხარბი პროდიუსერი მაქს ბარბერი გადაწყვეტს სახიფათო ახალი ფილმი გადაიღოს. ყველაფერი კი მხოლოდ იმისთვის , რომ მთავარი მსახიობი მოკლას და დაზღვევის ფული მიიღოს , მაგრამ როცა როლზე დიუკ მონტანას დაამტკიცებს , წარმოდგენაც კი არ აქვს , რომ მოხუცი მამაკაცი ,რომელიც ყოველთვის მსახიობობაზე ოცნებობდა , კამერების წინაშე ასე წარსდგება. ფილმის გადაღებები ისე კარგად მიმდინარეობს , რომ მსახიობის მოკვლა მაქსს უკვე შეუძლებლად ეჩვენება . ეს ფილმი მაქსის კარიერის მწვერვალი გახდება.

შვილები

Figli

სარა და ნიკოლა მეორე ვაჟის დაბადებას ელოდებიან. ფილმში შესანიშნავად არის აღწერილი თანამედროვე იტალიაში მშობლად ყოფნის ყველა სასიხარულო თუ სანერვიულო მომენტი.

ახალგაზრდა და გამოუცდელი ფერია-ნათლია გადაწყვეტს დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები და უშველოს პატარა გოგონას, რომელსაც დახმარებაზე უარი უთხრეს.

ახალგაზრდა დედას მისი ქარიზმატულ ფლეიბოი მამა ეხმარება ოჯახური პრობლემების მოგვარებაში, რომელიც ამასათანავე საკუთარ შეხედულებებსაც გადასინჯავს ცხოვრეის შესახებ.

თოვლის ბაბუა უნდა გაუმკლავდეს იმედგაცრუებული ბავშვის მიერ გაგზავნილ დაქირავებულ მკვლელს.

მას შემდეგ, რაც ქოულმა სატანურ კულტზე გაიმარჯვა, რომელსაც მისი ძიძა ხელმძღვანელობდა, ორი წელი გავიდა და ახლა იგი სხვა კოშმარშია : ეს სკოლაა. წარსულის დემონებიც არსად წასულან - ჯოჯოხეთად უქციეს ცხოვრება ...