ახალგაზრდა გოგონასა და სუპერძალების მქონე ციყვის თავგადასავალი
როდესაც ბოდი და მისი ჯგუფი,,თრუ ბლუ“ დატოვებენ ,,სნოუ მაუნტინს“ და ტურნეში გაემგზავრებიან თვიანთი პოპ- სენსაციით - „ლილ-ფოქსი“, მიხვდებიან, რომ დიდება მარტივად არ მოდის.
ანიმაციური ფილმის გმირები გადაშენებული საყვარელი ფუმფულა არსებები, სახელად ფლამელები არიან, რომელთაგან ორი ოპი და ედი შემთხვევით წარსულიდან ჩვენს დროში მოხვდებიან და აღმოაჩენენ, რომ მათი სახეობა გადაშენდა. ახლა მათი თავის და სახეობის გადასარჩენად გმირები თავგადასავლებით სავსე არაჩვეულებრივ და ამაღელვებელ მოგზაურობას იწყებენ, სადაც ისინი კვლავ წარსულში დაბრუნებას და ისტორიის მსვლელობის შეცვლას ცდილობენ.
ასტრონავტი, ტყისმცველი, მულტიპლიკატორი. ახალგაზრდა რაკელს კიდევ უამრავი სხვა გეგმა აქვს და მათში არ შედის დედობა. ურჩევნია წვეულებებზე იაროს, დალიოს ან ნარკოტიკები მიიღოს, ნაცვლად იმისა, რომ ტუალეტში გაატაროს საათები. მაგრამ, ფაქტს ვერ უარყოფ. მისი ბრალია თუ... ბავშვის?
1987 წელი. დენვერი. ერთ გიჟური ღამე ოთხი მეგობრის ცხოვრებაში, რომლებიც სრულ ჭკუაზე არ არიან თავიანთი საკულტო ბრიტანული ჯგუფის - სმიტების - უცაბედი დაშლით.
როდესაც კომედიური ჟანრის ვეტერანი მწერალი ჩარლი ბერნსი, რომელიც ნელა კარგავს კავშირს რეალობასთან, ერთ დღეს ნიუ-იორკელ ნიჭიერ ქუჩის მომღერალს ემა პეიჯს შეხვდება, მათ შორის წარმოუდგენელი, მხიარული და მგრძნობიარე მეგობრობა ყალიბდება, რომლებიც თაობებს შორის ბარიერს შლიან და ხელახლა აღმოაჩენენ სიყვარულისა და ნდობის მნიშვნელობას…
მილიარდერი ბიზნესმენი, ისტორიაში თავის კვალის დატოვებას და სენსაციური ფილმის გადაღებას გადაწყვეტს. ამისათვის იგი ცნობილ რეჟისორს ლოლა კუევასის, ჰოლივუდის გულთამპყრობელ მსახიობს ფელიქს რივეროს და რადიკალურ თეატრალურ მოღვაწეს ივან ტორესს ქირაობს. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ გმირებს ერთდ მუშაობა არ შეუძლიათ. რივერო და ტორესი შეიძლება ძალიან ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ მათ კიდევ უფრო დიდი ეგო აქვთ. იმისათვის, რომ მათში თავმდაბლობის გრძნობა გააღვიძოს, ლოლას სულ უფრო შემოქმედებითი დავალებების მოფიქრება უწევს, რომლის მიზანია არამხოლოდ ერთმანეთის მიღება, არამედ საკუთარი მემკვიდრეობის გააზრება.
ბასტერი და მისი ახალი შემადგენლობა აპირებენ ახალი შოუს გამართვას გლამურული Redshore City- ის კრისტალ თაუერის თეატრში. კავშირების გარეშე, მან და მისმა მომღერლებმა უნდა შეაღწიონ Crystal Entertainment- ის ოფისში, რომელსაც ხელმძღვანელობს დაუნდობელი მგლის მაგნატი ჯიმი კრისტალი, სადაც ბანდა უბიძგებს სასაცილო იდეას ლომის როკის ლეგენდის კლეი ქალოუის გადაცემაში. ბასტერმა უნდა მოძებნოს ძებნა, რათა იპოვნოს ახლა იზოლირებული თიხა და დაარწმუნოს, რომ დაბრუნდეს ადგილზე.
მისიკალური ანიმაციური ფილმი, კინკაჟუს სახელად ვივოს შესახებ, რომელიც მთელ დღეებს თავის საყვარელ მფლობელ ანდრესთან ერთად ჰავანას ხალხით სავსე ხმაურიან მოედანზე მუსიკის დაკვრაში ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება ერთ ენაზე არ საუბრობდნენ, ვივო და ანდრესი მუსიკისადმი საერთო სიყვარულის გამო იდეალურ დუეტს ქმნიან. მაგრამ როდესაც ტრაგედია დატრიალდება ყველაფერი იცვლება და ვივოს განსაკუთრებული მისია ეკისრება.
თითქმის 30 წლის ჯული იძულებულია აღიაროს, რომ მას ჯერ არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში და ნაკლებად სავარაუდოა რამე შეიცვალოს უახლოს მომავალში. ამ დროს მისი 44 წლის მეგობარმა ბიჭმა აკსელიმ მიაღწია წარმატებას და ახლა ჯულისთან ოჯახის შექმნა სურს. ერთ ღამეს ჯული წვეულებაზე მოხვდება, სადაც მიმზიდველ და ენერგიულ ახალგაზრდა ევინდს გაიცნობს. მასთან გატარებული ღამის შემდეგ ჯული ძველი ურთიერთობის დასრულებას და ცვლილებების იმედით ახალ პარტნიორთან ერთად ცხოვრებას გადაწყვეტს. ერთი წლის შემდეგ ჯული გაიგებს, რომ აკსელი მძიმედ არის ავად და მას საავადმყოფოში სტუმრობს.
სათავგადასავლო ანიმაციური ფილმი, 15 წლის გოგონას, მირაბელ მადრიგალის შესახებ, რომელიც ჯადოქრების ოჯახში დაიბადა. თუმცა, თავად გოგონა არ ფლობს ჯადოსნურ შესაძლებლობებს. მოვლენები კოლუმბიის მთებში დამალუ ადგილას, სახელწოდებით “ენკანტო”-ში ვითარდება – ჯადოსნური სამყარო, რომელშიც საოცრებები ხდება. და სწორედ მირაბელს მოუწევს მისი ოჯახის და ენკანტოს დაღუპვისგან გადარჩენა…
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმიალური კომედია, სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული დიასახლისის, კონის და მისი საუკეთესო მეგობრის, მეოცნებე ვიდეობლოგერის ჯოჯოს შესახებ, რომლებიც თავიანთ ჰობის მრავალმილიონიან აფიორად აქცევენ.
სასიყვარულო წერილმა ჟურნალისტებისთვის, რომელიც ერთ ამერიკულ გაზეთში დაიბეჭდა, მეოცე საუკუნის საფრანგეთის ერთ გამოგონილ ქალაქში ბიძგი მისცა მოთხრობების კრებულს, რომელიც ჟურნალ „საფრანგეთის მოამბე“-ში დაიბეჭდა.
ანიმაციური ფილმი, საოცარი ხელოვნური ინტელექტის – მოსიარულე და მოსაუბრე რობოტების შესახებ, რომლებიც მთელს მსოფლიოში ბავშვებს ეძებენ, რათა მათი მეგობრები გახდნენ. ღარიბ ოჯახში მცხოვრები 11 წლის ბიჭის, ბარნის ერთ-ერთი ასეთი რობოტი-მეგობარი, სახელად რონი გახდება, რომელიც შეზღუდული ფუნქციების მქონე უხარისხო მოდელი აღმოჩნდება. ბიჭი მალე ხვდება, რომ მისი რობოტი არასწორად მუშაობს. ამიტომ გაუმართაობის კომპესირებისთვის ახალგაზრდა მთავარი გმირი გადაწყვეტს რონის ყველაფერი ასწავლოს, რაც მან უნდა იცოდეს. ახლა მას უწევს გაარკვიოს კომპიუტერების და ინტერნეტის სამყაროში, როგორია ნამდვილი მეგობრობის ფასი, რაც საბოლოოდ მათი ლამაზი, მხიარული და ამაღელვებელი მეგობრობის დასაწყისი გახდება.
2019 წლის ანიმაციური ფილმის “ადამსების ოჯახი“ გაგრძელება ყველაზე უცნაური და გოთური, ადამსების ოჯახის შესახებ. მროტიშა და გომესი თავზარდაცემულები არიან იმით, თუ რამდენად სწრაფად იზრდებიან მათი შვილები, რომლებიც სულ უფრო ხშირად ტოვებენ ოჯახურ სადილს და მას გაცილებით სისხლის გამყინავ საქმიანობას ამჯობიენებენ. შედეგად, ოჯახური კავშირის დასაბრუნებლად, მშობლები უენდსის, პაგსლის და ბიძია ფესტერის არცთუ ისე ბედნიერ ერთობლივ მოგზაურობაში წაყვანას გადაწყვეტენ თავიანთი მოჩვენებების კამპერით. მათ მხიარულ თავგადასავალს მთელს ამერიკაში, გმირები მათი სტიქიიდან გამოჰყავს, სადაც ისინი გომესის ლეგენდარულ ბიძაშვილს და ბევრ უცნაურ ახალ პერსონაჟს შეხვდებიან.
პატარა ქალაქში გადასვლის შემდეგ, ორმა მოზარდმა, დედასთან ერთად, გაარკვია, რომ მათი ოჯახი დაკავშირებულია მოჩვენებებზე მონადირეებთან და ბაბუამ მათ დაუტოვა იდუმალი მემკვიდრეობა.
ისტორია არაპროგნოზირებადი და ამბიციური კარგი გოგონას ლუსი ჰატონის და მისი დაუძინებელი მტრის ჯოშუა ტემპლემანის შესახებ, რომლებიც ერთად მუშაობენ ნიუ-იორკის დიდ გამომცემლობაში და პირველივე დანახვიდან სძულთ ერთმანეთი. ლუსი ცდილობს წარმატებას მიაღწიოს თავის პროფესიაში, მაგრამ საბოლოოდ ცივსისხლიან მტერზე, ჯოშუაზე დომინირების დაუნდობელ თამაშში ერთვება, მეტოქეობაში, რომელიც კიდევ უფრო რთულდება ჯოშუას მიმართ მოულოდნელად გაჩენილი გრძნობებით. ერთ დღეს ლიფტში ვნებიანი კოცნა ყველაფერს თავდაყირა აყენებს, თუმცა მაღალი პოზიციისთვის ბრძოლა ყველაფერს თავის ადგოლზე აბრუნებს. ნუთუ ყოველთვის ასე იქნება? არის სიყვარულის ადგილი ამ თამაშში?
მთავარმა გმირმა და დიდებულმა მეომრებმა ძალები უნდა გააერთიანონ და ერთად წავიდნენ ეპიკური მოგზაურობაში, რათა ჯადოქართა იდუმალ ორდერს შეებრძოლონ, რომელიც მსოფლიოს დაპყრობას აპირებს.
ტომასი და ბეა დაქორწინდნენ, ახლა პიტერთან და მის კურდღლების ოჯახთან ერთად ცხოვრობენ. ბაღში ცხოვრებით თავმობეზრებული პიტერი დიდ ქალაქში წავა, გაიცნობს საეჭვო პერსონაჟებს და მთელ ოჯახს ქაოსსა და აურზაურში გაჰხვევს...







































