ძიება - * | ნაპოვნია: 947

სათავგადასავლო ანიმაციური ფილმი, რომელშიც მოვლენები იმ ეპოქაში ვითარდება, როდესაც საშინელი ურჩხულები დაცურავდნენ ზღვებში, ხოლო მონსტრებზე მონადირეები ცნობილი გმირები იყვნენ, და არავინ იყო ისე პატივსაცემი, როგორც დიდებული ჯეიკობ ჰოლანდი. ფილმი ახალგაზრდა გოგონას მეისი ბრამბლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჯეიკობის გემზე იმალება, სადაც ყველაფერი, რაც ლეგენდარულმა ზღვის ურჩხულებზე მონადირემ იცოდა, თავდაყირა დადგება, როდესაც აღმოაჩენს, რომ გოგონა ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ და საშიშ ზღვის ურჩხულს დაუმეგობრდა ღია ზღვაში. შედეგად, გმირები მოულოდნელ კავშირს ქმნიან და ერთად იწყებენ ეპიკურ მოგზაურობას ამოუცნობ წყლებში, რომელსაც მივყავართ იქ, სადაც რუკა მთავრდება და იწყება ნამდვილი თავგადასავალი.

ცუდად

Not Okay (2022)

დენი სანდერსი, ახალგაზრდა უმიზნო დამწყები მწერალია, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში და სოციალურ ქსელებში არ ჰყავს მეგობრები და, რაც ყველაზე ცუდია, არც გამომწერები, რომელიც ინსტაგრამისთვის ინსცენირებს მოგზაურობას პარიზში, იმ იმედით, რომ გააძლიერებს მის გავლენას სოციალურ ქსელებში. როდესაც საშინელი ინციდენტი ხდება პარიზში, დენი უნებურად კიდევ უფრო დიდ ტყუილში იძირება, ვიდრე იგი წარმოიდგენდა. შედეგად, ახალგაზრდა გმირი თავისი ოცნების ბიჭს, კოლინს გაიცნობს, და ახლა როგორც ინტერნეტის გავლენიანი ვარსკვლავი, საბოლოოდ იღებს ისეთ ცხოვრებას და აუდიტორიას, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა. მაგრამ ახლა როდის გაიბზარება ფასადი ეს მხოლოდ დროის საკითხია.

სუპერ სწრაფი ლურჯი ზღარბის სონიკის თავგადასავლების გაგრძელება. ტომი და მედი მას სახლში დარჩენის უფლებას აძლევენ, სანამ ისინი დასასვენებალდ იმყოფებიან. მაგრამ დოქტორი რობოტნიკი სოკოების პლანეტიდან ბრუნდება ახალ პარტნიორთან ერთად, რომლებიც ზურმუხტის მოსაძებნად ერთიანდებიან. მას შეუძლია შექმნას და გაანადგუროს ცივილიზაციები. შედეგად, სონიკი თავის ახალ მეგობართან ერთიანდება და ისინი ერთად მიდიან მოგზაურობაში, რათა იპოვონ ზურმუხტი, სანამ ის არასწორ ხელში მოხვდება.

რომანტიკული ექშენ-კომედია, ცნობილი მწერლის ლორეტა სეიჯის შესახებ, რომელმაც მთელი თავისი კარიერა ეგზოტიკურ ადგილებზე წერას მიუძღვნა. მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგება, როდესაც ალანთან ერთად მისი ახალი წიგნის პრეზენტაციის მოსაწყენ ტურში ლორეტას ექსცენტრიული მილიარდელი ფერფაქსი გაიტაცებს, რომელიც იმედოვნებს, რომ ლორეტას შეუძლია მიიყვანოს იგი მის წიგნში აღწერილი ძველი დაკარგული ქალაქის საგანძურამდე. ალანი დარწმუნებულია, მას არა მხოლოდ წიგნების ფურცლებზე, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც შეიძლია გმირი იყოს და ლორეტის გადარჩენას გადაწყვეტს. შედეგად, ისინი წარმოუდგენელი და საშიში თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში მიდიან ჯუნგლებში, სადაც მათ გაერთიანება მოუწევთ, რათა გადარჩნენ ველურ გარემოში და იპოვონ უძველესი საგანძური, სანამ ის სამუდამოდ დაიკარგება.

კრიმინალური ექშენ-კომედია, რომელშიც მოვლენები თანამედროვე ნიუ-იორკში ვითარდება და მსოფლიოში ყველაზე საშიში დაქირავებული მკვლელის რენდის, მეტსახელად, “კაცი ტორონტოდან” და წარუმატებელი ნიუ-იორკელი ახალგაზრდა გრემის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც დაშვებული შეცდომის გამო იძულებულნი არიან მთელი ღამე ერთად გაატარონ, რაც ძალიან საშიშ თავგადასავლების სერიამდე მივა.

იღბალი

Luck (2022)

უეცრად აღმოჩენილი იღბლის აქამდე უნახავ მიწაზე, მსოფლიოში ყველაზე უიღბლო ადამიანი უნდა გაერთიანდეს იქ არსებულ ჯადოსნურ არსებებთან, რათა თავისი ბედი შეცვალოს.

ანიმაციური კომედია, 13 წლის მეი ლის შესახებ, რომელიც მის პრობლემებსა და მოსიყვარულე დედის ქალიშვილს შორის ორად იხლიჩება. მაგრამ საკუთარ სხეულში, ინტერესებსა და ურთიერთობებში ცვლილებების გარდა, მეი ლი კიდევ ერთი ძალიან უცნაური თვისების წინაშე აღმოჩნდება. ყოველთვის, როდესაც იგი ძალიან ღელავს, მაშინვე გიგანტურ წითელ პანდაად იქცევა.

ანიმაციური კომედიური სათავგადასავლო ფილმი The Bad Guys მოგვითხრობს ბოროტმოქმედი ცხოველების ჯგუფზე, რომლებიც წლების განმავლობაში ძარცვებით იყვნენ ცნობილი. ისინი გადაწყვეტენ შეცვალონ ცხოვრება და დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ კარგი მოქალაქეები გახდნენ. თავიანთი ყველაზე რთული მისიის დროს მათ უნდა გადაარჩინონ ორასი ძაღლი მკაცრი რეჟიმის ციხიდან. მაგრამ ყველაფერი ისე მარტივად არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო - ახლა უნდა გაირკვეს შეძლებენ თუ არა ისინი ნამდვილად გახდნენ კარგები.

სამცნიერო ფანტასტიკა, ჩინური წარმოშობის ამერიკელი მისის ვანის შესახებ, რომლის ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც გადასახადების გადახდისას მოულოდნელად მბრუნავი საოფისე სკამიდან პირდაპირ მულტისამყაროში მოხვდება. მთავარი გმირი ალტერნატიულ სამყაროდან თავის ქმარს ხვდება, რომელიც მას ეუბნება, რომ მან უნდა შეაჩეროს “დიდი ბოროტება”, რომელიც თითოეულ პარალელურ სამყაროში ვრცელდება და ახლა ის ერთადერთია, ვისაც შეუძლია გადაარჩინოს სამყარო გარდაუვალი სიკვდილისგან. მისის ვანი აღმოაჩენს, რომ მისი ათასობით ვერსია არსებობს და რომ მას შეუძლია თითოეული მათგანის ცხოვრებაზე მიიღოს წვდომა.

ჰასტლი

Hustle (2022)

სპორტული დრამა, წარუმატებელი პროფესიონალური კალათბურთის სკაუტის სტენლი შუგარმენის შესახებ, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მოუთმენლად ელის თავისი ღირსების აღდგენას. სტენლი თავის შესაძლო ხსნას მადრიდის გარეუბანში მდებარე პარკში თამაშის დროს შემთხვევით აღმოჩენილ, მოყვარულ კალათბურთელ ბო კრუსში პოულობს, რომელსაც ნამდვილი ესპანელი კალათბურთელი ხუანჩო ერნანგომესი თამაშობს. შედეგად, ახალი მიზნით შეპყრობილი, მთავარი გმირი ბოს ამერიკაში ჩამოყვანას და NBA-ში სათამაშოდ მის მომზადებას თავის ამოცანად აქცევს, რადგან თვლის, რომ მიუხედავად მისი რთული წარსულისა ორივეს შეუძლია ამის მიღწევა.

ლოს-ანჯელეს ვამპირებზე მონადირეს ერთი კვირა აქვს იმისათვის, რომ მოიძიოს ნაღდი ფული, რათა გადაიხადოს შვილის სწავლისა და ბრეკეტების საფასური. ამ დღეებში ცხოვრების შოვნის მცდელობამ შეიძლება მოკლას იგი.

პოპ-მუსიკის ვარსკვლავი კატ ვალდეზი და ბასტიანი კონცერტის დროს თავიანთი თაყვანისმცემლების წინაშე აპირებენ დაქორწინებას, რომელიც რამდენიმე პლატფორმაზე უნდა გაშუქდეს. განქორწინებული სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ჩარლი გილბერტი კონცერტზე მისმა ქალიშვილმა ლუმ და საუკეთესო მეგობარმა პარკერ დებსიმ წაიყვანეს. როდესაც ცერემონიამდე რამდენიმე წამით ადრე კატი გაიგებს, რომ ბასტიანმა ასისტენტთან უღალატა, მისი ცხოვრება მიმართულებას იცვლის და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სიყვარულს, სიმართლეს და ერთგულებას. მთავარი გმირი უცხო ადამიანის, ჩარლის მზერას ამჩნევს ბრბოში, რომელიც მასთან შეუღლებას გადაწყვეტს. ის, რაც იწყება, როგორც იმპულსური რეაქცია, მოულოდნელ რომანად გადაიქცევა. მაგრამ როდესაც გარე ძალები მათ დაშორებას ცდილობენ, ჩნდება უნივერსალური კითხვა: შეუძლია თუ არა ორ ადამიანს ასეთი განსხვავებული სამყაროდან მათ შორის არსებული უფსკრულის გადალახვა და ადგილის შექმნა, სადაც ისინი ბედნიერები იქნებიან.

მსახიობი ნიკ კეიჯის (ნიკოლას კეიჯი) ცხოვრებაში საშინელი კრიზისია: ის ვალებში ჩაიძირა და ქალიშვილთან ურთიერთობაში დიდი პრობლემები აქვს, რომელიც დღეს მხოლოდ უნიჭო და მცირე მაშტაბის ფილმებში თამაშობს. მოულოდნელად კეიჯის მისი დიდი თაყვანისმცემლის და საშიში ესპანელი მილიონერის, ხავი გუტიერესის (პედრო პასკალი) დაბადების დღეზე დასასწრებად 1 მილიონ დოლარს შეთავაზებენ. შედეგად, მთავარი გმირი ვალების დასაფარად შეთავაზებას თანხმდება. თუმცა, ეს მსახიობს კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, როდესაც CIA-ს აგენტი მას მილიონერის კრიმინალური საქმიანობის გამოსაძიებლად გადაიბირებს. ახლა კეიჯს ნამდვილ ჯაშუშად გახდომა და თავის ცხოვრებაში უდიდესი როლის თამაში მოუწევს.

ჰენკი – მამაცი ძაღლია, რომელიც ოცნებობს გახდეს სამურაი, მაგრამ კატების ქალაქში მას არავინ აღიქვამს სერიოზულად. თუმცა, როდესაც ფუმფულა ნინძების არმია მათ ქალაქს მოსპობით დაემუქრება, ჰენკი გადარჩენის ერთადერთი იმედი გახდება. ახლა მისი , ბრძენი მასწავლებლისა და ერთგული მეგობრების დახმარებით, მთავარი გმირი მცირე დროში უნდა დაეუფლოს დიდი მეომრის უნარებს. მხოლოდ ამ გზით ექნება მას შანსი, ულვაშებიდან კუდამდე შეიარაღებულ ძლიერ მტერთან გაიმარჯვოს ეპიკურ ბრძოლაში.

1975 წლის საკულტო საბჭოთა საახალწლო ფილმის “ბედის ირონია, ანუ გაამოთ” ჰოლივუდური ადაპტაცია, რომელიც ორი ახალგაზრდა გმირის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც სჯერათ სიყვარულის, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ პოულობენ მის ნამდვილ მნიშვნელობას. თუმცა, ყველაფერი თავდაყირა დადგება, როდესაც ბედი მათ მშფოთვარე ახალი წლის ღამეს გააერთიანებს, რის შემდეგაც იწყება ნამდვილი კომედია და ქაოსი…

ჰიჩკოკისეული შავი კომედია, უფროსკლასელი მეამბოხე გოგონების, დრეას და ელეონორას შესახებ, რომლებიც ურთიერთმტრობას ივიწყებენ და ძალებს აერთიანებენ, რათა შური იძიონ მათზე, რომლებმაც დაანგრიეს მათი ცხოვრება და რეპუტაცია, რომელთა შორისაა ქალი და ქალთმოძულე ფარისევლი ბიჭი, რომლებიც ახალგაზრდა გმირებს სურთ, რომ ცოცხლად “დაწვან”. ისინი ასევე განიხილავენ ფრაზის “შურისძიების” გრამატიკულ არსს, რომელსაც გარკვეული პრობლემები აქვს წინადადების აგებულებაში.

1993 წლის ფილმის გაგრძელება სამი ახალგაზრდა გოგონას შესახებ, რომლებიც შემთხვევით ათავისუფლებენ 29 წლიანი წყევლისგან სამ ალქაჯ დას, ვინიფრედი, სარა და მერი სანდერსონებს თანამედროვე სალემში, რის შედეგადაც დები კვლავ ბრუნდებიან ჩენს სამყაროში ჰელოუინის წინ, მოზარდების დაუდევრობის გამო, სადაც ისინი ახალ ქაოს თესავენ. ახლა ახალგაზრდა გმირები უნდა გაერთაინდნენ და გაარკვიონ, როგორ შეაჩერონ ბოროტი ალქაჯები…

რომანტიკული კომედია, ჩიკაგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული რენი ბატლერის შესახებ, რომელიც თავის საუკეთესო მეგობარ ლილისთან ერთად ინდონეზიაში მდებარე კუნძულ ბალიზე მიემგზავრება, სადაც ადგილობრივ ბიჭზე დაქორწინების ლილის მოულოდნელი გადაწყვეტილება, მისი განქორწინებული მშობლების (ჯორჯ კლუნი და ჯულია რობერტსი) გაერთიანებას და კუნძულზე ჩასვლას გამოიწვევს, რომლებიც ახლა მთელი ძალებით ცდილობენ, რომ მათი ქალიშვილი იგივე შეცდომის გამეორებსიგან გადაარჩინიონ, რომელიც მათ 25 წლის წინ დაუშვეს. იმავდროულად, რენი ბალიში რჩება და ამ პროცესში სიყვარულს პოულობს.

ახალგაზრდა გოგონა აღმოაჩენს საოცნებო სამყაროს - ძილის ქვეყნის რუკას. ექსცენტრიკული კრიმინალის დახმარებით ის სიზმრებსა და კოშმარებში მოგზაურობს, რათა მისი გარდაცვლილი მამა კიდევ ერთხელ ნახოს...

ფოტომოდელები კარლი და იაია მოგზაურობენ მოდის სამყაროში და იკვლევენ თავიანთი ურთიერთობის საზღვრებს. გმირებს მდიდრულ იახტაზე დაპატიჟებენ, სადაც მაღალი წრის საზოგადოების, მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლების და სუპერ მდიდარი რუსი ოლიგარქის, ბრიტანელი იარაღით მოვაჭრის და თავისებური ალკოჰოლიკი კაპიტანის მონაწილეობით წვეულება გაიმართება. მაგრამ ქარიშხალი იწყება, და ვახშმის დროს მგზავრებს მძიმე ზღვის ავადმყოფობა სძლევს. შედეგად, კრუიზი კატასტროფულად მთავრდება. კარლი და იაია მილიარდერების ჯგუფთან და გემის ერთ-ერთ დამლაგებელთან ერთად აღმოჩნდებიან უკაცრიელ კუნძულზე. იერარქია მოულოდნელად თავდაყირა დგება, რადგან დამლაგებელი ერთადერთია, ვინც თევზაობა იცის.