კაანი თავდაჯერებული ბიჭია. ფირუზე ნათელი და მეამბოხე გოგონაა. მათი შეხვედრა, რომელიც სტუდენტობის წლებში შედგა, მართლაც საბედისწერო იყო. მაგრამ კაანი მალავს საიდუმლოს, რომელიც მის წარსულშია დამალული და საიდანაც გაქცევა არ არის - და ეს ანგრევს მის ურთიერთობას ფირუზესთან. და მის ცხოვრებაში არის ლამაზი და სუფთა ლეილა, რომელმაც დაუბრუნა რწმენა ხალხს.რამდენიმე წლის შემდეგ კაანი და ფირუზე კვლავ ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ძლიერი სიყვარული, რომელიც მათ ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ, თანაბრად ძლიერ სიძულვილში გადაიზარდა, რომლის დამარცხება თითქმის შეუძლებელია. იყო თუ არა ერთი შეხედვით ძველი გრძნობები? შურისძიება და საიდუმლოებები არის დაბრკოლებები, რომლებიც გადაულახავი ჩანს. როგორც ჩანს, თავად ბედი ეწინააღმდეგება ამ ორის ერთად ყოფნას. მაგრამ კაანი და ფირუზე, როგორც ჩანს, მზად არიან ბედის წინააღმდეგ წასულიყვნენ - მათ შეუძლიათ გადაწყვიტონ მხოლოდ ორივესთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი...
კლერი MI5-ის აგენტია, რომელიც სამეფო ძიძის როლს ფარულად ირგებს. მან უნდა გადალახოს თავისი დავალების სირთულეები, როგორიცაა პრინცი კოლინის ხიბლისადმი წინააღმდეგობის გაწევა და ამავდროულად, ოჯახის უსაფრთხოება შობის დღესასწაულზე.
ყოველი შობის წინა ღამეს შობის მოჩვენება ერთ ბნელ სულს ირჩევს, რათა იგი 3 სულის სტუმრობით შეცვალოს. თუმცა ამ სეზონზე მან არასწორი სქრუჯი აირჩია. კლინტ ბრიგსი მოჩვენებას როლს გაუცვლის და აიძულებს, საკუთარი წარსული, აწმყო და მომავალი გადააფასოს...
სალვადორ კამპოდონიკო წარმატებული ესპანელი ბიზნესმენია, რომლის ოჯახი ფლობს უდიდეს სასტუმრო კორპორაციას მთელს ესპანეთში. მათი პირველი საერთაშორისო პროექტის განსახორციელებლად, ისინი აირჩევენ განსაკუთრებულ ადგილს და სწორედ აქ ხვდება სალვადორი თავგადასავლების მოყვარულ არიანას...
მას შემდეგ, რაც „მკაცრი“ მოსამართლე მათ კოსმოსურ ბანაკში გაგზავნის, შავი ხვრელი ჩვენს მოზარდ გმირებს 24 წლით თანამედროვე მომავალში აგზავნის, სადაც დუეტი ბოროტად იყენებს ტელეფონებს, იწყებს ქულების მოპოვების ძიებას და სახელმწიფოს მთავრობის სამიზნე ხდება.
მშვიდობისმყოფელის გაგრძელების ისტორია - იძულებითი ამაო კაცის, რომელსაც სჯერა მშვიდობის ნებისმიერ ფასად, რამდენი ადამიანიც უნდა მოკლას მის მისაღებად - "თვითმკვლელთა რაზმის" მოვლენების შემდეგ.
ქეით დიკამილიოს ამავე სახელწოდბის კლასიკურ რომანზე დაფუძნებული სათავგადასავლო ანიმციური ფილმი, ახალგაზრდა პიტერის შესახებ, რომელიც მთელი მონდომებით ეძებს თავის დიდი ხნის დაკარგულ დას. როდესაც ის ბაზრობაზე მკითხავს შეხვდება, ახალგაზრდა გმირს მის მიმართ ბევრი კითხვა აქვს, მაგრამ არის ერთი ...
1983 წლის საშობაო კომედიის სიქველი, ახლა უკვე ზრდასრული მთავარი გმირის, რალფ პარკერის შესახებ, რომელიც კლივლენდ-სტრიტზე მდებარე თავისი ბავშვობის სახლში ბრუნდება, რათა მის შვილებს აჩუქოს ჯადოსნური შობა, როგორიც მას ბავშვობაში ჰქონდა.
მორისი – საზრიანი და მოლაპარაკე ქუჩის დიდი წითური კატაა. ერთ დღეს ის ნიჭიერ მესალამურე ბიჭს კიტის შეხვდება და ასევე უცნაური თაგვების არმიას გაიცნობს, რომლებიც საუბრობენ, ტანსაცმელს ატარებენ და სამოთხის კუნძულზე ოცნებობენ, სადაც თაგვები და ადამიანები ერთად იცხოვრებენ მშვიდად
უენსდეი ადამსს აგზავნიან ნევერმორის აკადემიაში, უცნაურ სკოლა-ინტერნატში, სადაც ის ცდილობს დაეუფლოს თავის ფსიქიკურ ძალებს, შეაჩეროს ქალაქის მოსახლეობის საშინელი მკვლელობები და ამოხსნას ზებუნებრივი საიდუმლო, რომელიც შეეხო მის ოჯახს 25 წლის წინ.
ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი, მარგო და ტაილერი შორეულ კუნძულზე მდებარე ექსკლუზიური და უნიკალური რესტორნის მოსანახულებლად მიემგზავრებიან, რომელსაც ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს, სადაც ამ დაწესებულების შეფ-მზარეული სლოვიკი, ახლგაზრდა გმირებს სთავაზობს მდიდრულ მენიუს შოკისმომგვრელ სიურპრიზებთან ერთად…
ზღაპარი დიდი ამბიციებისა და აღმაშფოთებელი სიჭარბის შესახებ, რომელიც ასახავს მრავალი პერსონაჟის აღზევებას და დაცემას აღვირახსნილი დეკადანსისა და გარყვნილების ეპოქაში ჰოლივუდის გადასვლისას მუნჯი ფილმებიდან და ხმოვან ფილმებზე 1920-იანი წლების ბოლოს.
პოპულარული ანიმაციური კომედიური ფრენჩაიზის “სასტუმრო ტრანსილვანია 3: ზაფხულის არდადეგები“ მეოთხე და დასკვნითი ნაწილი, სასტუმროს მფლობელი გრაფი დრაკულასა და მისი საყვარელი მონსტრების ოჯახის ახალი თავგადასავლების შესახებ, რომლის ბნელ ციხე-სასტუმროში მონსტრები ცივილიზაციისგან და ადამიანის თვალისგან შორს ისვენებენ, სადაც ყველაფერი თავდაყირა დადგება, როდესაც ლეგენდარული პროფესორის აბრაამ ვან ჰელისგინის იდუმალი გამოგონება, “მონსტრიფიცირების სხივი” გაფუჭდება და შემთხვევით დრაკულას და მის მეგობრებს ადამიანებად, ხოლო ჯონის – პირიქით, მონსტრად გადააქცევს.
პიტერი და ემა საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ როდესაც შეხვდებიან, მათ მაშინვე ერთი რამ დააკავშირებს: ორივე მოულოდნელად მიატოვა მათმა პარტნიორებმა, ენიმ და ნოემ. შედეგად, გმირების თანაგრძნობა მისიად გადაიქცევა, როცა სოციალურ ქსელში ნახავენ, რომ მათი ყოფილები სიხარულით გადავიდნენ ახალ რომანზე: ენი ლოგანთან და ნოე ჯინისთან. 30 წლის ასაკში მათი დიდი ხნის და ბედნიერი ცხოვრების შანსის დაკარგვით, და ყველაფრის თავიდან დაწყების პერსპექტივით შეშინებული, პიტერი და ემა სასოწარკვეთილ შეთქმულებას აწყობენ თავიანთი სიყვარულის დასაბრუნებლად. ახლა ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თავინთი ყოფილების ურთიერთობები შეწყვიტონ.
არიანა გოდოის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაცია, მოზარდი გოგონას რეკუელის შესახებ, რომელსაც დიდი ხანია მისი იდუმალი მეზობელი ბიჭი არესი სიგიჟემდე უყვარს. გოგონა ფარულად უთვალთვალებს მას, მაგრამ ისინი არასოდეს ლაპარაკობენ. ახალგაზრდა გმირს გადაწყვეტილი აქვს, რომ მას მისი შეყვარება აიძულოს. შედეგად, რეკუელი ვა-ბანკზე მიდის, თუმცა არესი, ის ტიპია, რომელსაც ასე ადვილად არ უყვარდება, ამიტომ მათ პოტენციურ ლტოლვას შეიძლება პატარა ბიძგი სჭირდება. ერთ დღეს ყველაფერი Wi-Fi-ის შეცვლილი პაროლით დაიწყება…
13 წლის ადამ რიდი, რომელიც ჯერ კიდევ გლოვობს მამის უეცარ სიკვდილს, ერთ ღამეს თავის ავტოფარეხში დამალულ დაჭრილ პილოტს აღმოაჩენს. ეს იდუმალი პილოტი მისი უფროსი ვერსია აღმოჩნდება მომავლიდან, სადაც დროში მოგზაურობა საწყის ეტაპზეა. მან ყველაფერი გარისკა, რათა უკან დაბრუნებულიყო საიდუმლო მისიით. ახლა ისინი ერთად უნდა წავიდნენ თავგადასავალებით სავსე წარსულში, რათა იპოვონ მამა, გამოასწორონ ყველაფერი და გადაარჩინონ სამყარო. გარდა ამისა, გმირები აღმოაჩენენ, რომ სინამდვილეში მათ არ მოსწონთ ერთმანეთი და თუ ისინი აპირებენ სამყაროს გადარჩენას, ჯერ უნდა გაარკვიონ, როგორ შეეგუონ ერთმანეთს.
2019 წლის თინეიჯერული რომანტიკული კომედიის “მაღალი გოგო“ გაგრძელება საშუალო სკოლაში ყველაზე მაღალი გოგონას ჯოდის შესახებ, რომელიც მის სახლში დაბრუნებასთან დაკავშირებით გამართულ ბალზე შთამაგონებელი გამოსვლის შემდეგ, ახალგაზრდა გმირი აღარ არის მხოლოდ “მაღალი გოგო” – ის ახლა პოპულარული და თავდაჯერებულია, რომელსაც ჰყავს მეგობარი ბიჭი და ახლახანს მიიღო მთავარი როლი წლევანდელ სასკოლო მიუზიკლში. მაგრამ რაც უფრო ძლიერდება მისი ახლად შეძენილი პოპულარობის ზეწოლა, ძლიერდება მისი დაურწმუნებლობა, და ახალი ურთიერთობები ყალიბდება, ხოლო ძველი გამოცდის წინაშე დგება. როდესაც გოგონას მიერ აშენებული სამყარო მის ირგვლივ ნგრევას იწყებს, ჯოდი ხვდება, რომ მოთმინება მხოლოდ დასაწყისია.
თანამედროვე გაცნობის ხერხების ბნელი მხარე. ახალგაზრდა ქალი ცდილობს გადაურჩეს მისი ახალი მეგობარი მამაკაცის უჩვეულო მადას.
ფილმი ამერიკული არმიის ორი ყოფილი რეინჯერის მხიარული თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მოგზაურობაში წასავლელად თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ ერთიანდებიან. არმის რეინჯერი ბრიგსი და მისი კომპანიონი, ბელგიური ნაგაზი, სახელად ლულუ, 1984 წლის Ford Bronco-ში ჯდებიან და მოგზაურობას იწყებენ წყნარი ოკეანის სანაპიროზე, იმ იმედით, რომ მიუსწრებენ მათი საუკეთესო მეგობარი თანამემამულე ჯარისკაცის და ძაღლის მწვრთნელის დაკრძალვას. გზაში ისინი ერთმანეთს აგიჟებენ, პატარა ქალაქის კანონებს არღვევენ, სასწაულებრივად გაურბიან სიკვდილს და თავიანთი წარსულის დათრგუნვას სწავლობენ, რათა ბედნიერების მოპოვების შანსი მიიღონ. ერთს ერთი კვირის სიცოცხლე დარჩა, ხოლო მეორე ისე ცხოვრობს, თითქოს ყოველი დღე მისთვის ბოლოა.
2002 წელს ჩირლიდინგის გუნდის კაპიტანი, რუბი ყველაზე ლამაზი და პოპულარული გოგონა იყო სკოლაში, რომელიც კვოტერბეკს ხვდება და მალე გამოსაშვები საღამოს დედოფალი უნდა გამხდარიყო. ყველა ბიჭი ოცნებობდა მასთან ყოფნაზე, რომელსაც ყველაფერი ქონდა მანამ, სანამ წარუმატებელი აკრობატული ტრიუკის გამო კომაში არ ჩავადრდა. ოცი წლის შემდეგ რუბი კომიდან გამოდის და ხვდება, რომ მან ცხოვრების საუკეთესო ნაწილი დაკარგა. მაგრამ 37 წლის ქალად ქცეული მთავარი გმირი სკოლაში ბრუნდება და ცდილობს თავისი სკოლის ვარსკვლავის როლი დაიბრუნოს. მაგრამ ყველაზე მეტად მას გამოსაშვები საღამოს დედოფლის გვირგვინის მორგება სურს.







































