გრეის მარკსის, ირნალდიელი ემიგრანტის ისტორია, რომელიც მისი დამსაქმებლის მკვლელობის გამო გაასამართლეს 1843 წელს. ქალი აცხადებს , რომ მას არ ახსოვს, როგორ ჩაიდინა დანაშაული. 10 წლის შემდეგ ექიმი საიმონ ჯორდონი ცდილობს დაეხმაროს მას წარსული მოვლენების გახსენებაში...
ერაყის ომის სამი ვეტერანის ისტორია, რომლებსაც ამერიკაში დაბრუნების შემდეგ საზოგადოებაში დაბურნება არ შეუძლიათ. ისინი აღმოაჩენენ, რომ მათ მოგონებებს საკუთარ კედლებშიც კი შეუძლიათ მათი დარუპვა.
ფილმი მოგვითხრობს ტერგუდ მარშალის, ამერიკის უმაღლეს სასამართლოში პირველი აფროამერიკელის ისტორიას. კარიერის დასაწყისში მას შეხვდა სადაო საქმე , შავკანიანი მძღოლის, რომელსაც მისი დამქირავებელი ქალბატონი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. მან ახალბედა ებრაელ ადვოკატთან ერთად გადაწყვიტა , რასიზმისა და ანტისემიტიზმის ეპოქაში, სენსაციური განცხადება გაეკეთებინა მოქალაქეთა უფლებათა თანასწორებისათვის.
ჯეფ ბაუმანის, ტრაგიკული 2013 წლის ბოსტონის მარათონის მონაწილის, ისტორია, რომელმაც აფეთქების შედეგად ორივე ფეხი დაკარგა.
ბრწყინვალე კარიერის დასრულების შემდეგ ჰოკეისტ ერიკ ლემარკს ადრენალინის გარეშე აღარ შეუძლია. იგი ნარკოტიკებით და სნოუბორდით ირთობს თავს. როდესაც მთის პატრული ყველა ტრასას დაკეტავს მოსალოდნელი ქარბუქის გამო, ერიკი გადაწყვეტს ბოლოჯერ მაინც დაეშვას. იგი თოვლის ხაფაგში აღმოჩნდება.
ფილმს საფუძვლად უდევს სამხედრო მეგან ლივისა და მისი ძაღლის მეგობრობა. ისინი ერთად მსახურობდნენ ერაყში 2004 წლიდან 2006 წლამდე, სადაც პოულობდნენ და აუვნებელყოფდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს. მათ ბევრი სიცოცხლე გადაარჩინეს.
ბერნი მედოფის ისტორია, რომელმაც უდიდესი ფინანსური პირამიდა ააშენა, რომელიც საინვესტიციო ფონდის სახელით შენიღბა. მას 150 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მისი ფინანსური მოღვაწეობა კი მთელი ოჯახისათვის კატასტროფად იქცა.
მარტოხელა დედის ისტორია, რომელიც მარტო ზრდის ორ ვაჟს, ერთ-ერთი კი გენიოსია ...
ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე. ვარშავის ზოოპარკის თანამშრომლები ნაცისტებისაგან მალავდნენ ასობით ებრაელს ზოოპარკის ცარიელ გალიებსა და საკუთარ სახლში.
ახალგაზრდა ელიზაბეტის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, როდესაც იგი მოულოდნელად ბრიტანეთის ტახტზე ადის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მონარქი ხდება. სამეფო პასუხისმგებლობები, პოლიტიკური გამოწვევები და პირადი ცხოვრება ერთმანეთში იკვეთება, რაც მას რთული გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებს. სერიალი დეტალურად ასახავს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიას, მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებსა და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დედოფალი ელიზაბეტ II ათწლეულების განმავლობაში იდგა. ისტორია გვიჩვენებს ძალაუფლების, მოვალეობისა და პირადი ბედნიერების რთულ ბალანსს.
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ეს დოკუმენტური დრამა შოკისმომგვრელ შემთხვევას იკვლევს, რომელმაც მთელი საზოგადოება შეძრა. ისტორია მოგვითხრობს ორ 12 წლის გოგონაზე, რომლებმაც თანაკლასელს სასტიკი თავდასხმა მოუწყეს და მოგვიანებით განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი ინტერნეტში გავრცელებული იდუმალი პერსონაჟის სლენდერმენის გავლენის ქვეშ გააკეთეს.
ავტობიოგრაფიული ისტორია ცნობილი ფრანგი მეცნიერის და მკვლევარის ჟაკ ივე კუსტოს შესახებ. თითქმის მთელი თავისი ცხოვრება მან მიუძღვნა მსოფლიო ოკეანეების შესწავლას, გახსნა წყალქვეშა სამყაროს უმრავი საიდუმლო და ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა მსოფლიო მეცნიერებაში...
კლოუნი "შოკოლადი"-ს ისტორია. პირველი შავკანიანი მსახიობი საფრანგეთში, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია მეცხრამეტე საუკუნეში...
„ „სასწაულები სამოთხიდან“ ეფუძნება რეალურ ისტორიას და გვიყვება მოსიყვარულე დედისა და მეუღლის ქრისტი ბიმის შესახებ, რომლის ცხოვრებაც სამუდამოდ იცვლება, მას შემდეგ, რაც მის ქალიშვილს საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული მისტიკური დაავადების დიაგნოზს დაუსვამენ...
ამბავი ნიუ-იორკში მცხოვრებ ფლორენს ფოსტერ ჯენკინზეა, რომელსაც სურდა გამხდარიყო ოპერის მომღერალი მიუხედავად იმისა, რომ საშინელი ხმა ჰქონდა...
ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს ცხოვრების ისტორია...
შთამაგონებელი ისტორია კრივის მსოფლიო ჩემპიონზე, ბინი პაციენცაზე, რომელიც ფატალური ავარიის შემდეგ აღარც კი ოცნებობდა გავლაზე. მაგრამ იგი არ დანებდა, ჩუმად სტუმრობდა სპორტ დარბაზს და უკვე სამ თვეში რინგზე გავიდა...
თევზით მოვაჭრე ევერეტის და მოდის წარმოუდგენელი რეალური რომანის ისტორია, რომლის ხელები ავადმყოფობამ დაამახინჯა. მარტოხელა მამაკაცი მოდის ძალით და სინათლით მოხიბლულია და მას თავისი ნიჭის გამოვლინებაში ეხმარება, რომ ცნობილი მხატვარი გახდეს...
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ეს ფილმი მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დასაპყრობად შეკრებილი ალპინისტების ისტორიას მოგვითხრობს. გამოცდილი მთამსვლელები ევერესტის მწვერვალისკენ მიემართებიან, თუმცა წარმატების გზაზე ბუნება მათ წარმოუდგენელ გამოცდას უმზადებს. აღმართის ყველაზე რთულ ეტაპზე მოულოდნელი ქარიშხალი იწყება, რომელიც მთას სასიკვდილო საფრთხის ზონად აქცევს. ექსტრემალურ პირობებში აღმოჩენილი ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან და ურთულესი გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. თითოეული ნაბიჯი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზღვარს კიდევ უფრო ამცირებს.
1820 წელს ვეშაპებზე მონადირე გემი ესექსი ხანგრძლივ და სახიფათო მოგზაურობაში მიემართება. ეკიპაჟი წარმატებული ნადირობის იმედით ოკეანის სიღრმეებში მიიწევს, თუმცა მათ წარმოუდგენელი საფრთხე ელით, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საზღვაო ტრაგედიად იქცევა. გიგანტურ და აგრესიულ ვეშაპთან შეხვედრის შემდეგ გემი განადგურებულია, ხოლო ეკიპაჟის წევრები ღია ზღვაში გადარჩენისთვის ბრძოლას იწყებენ. უკიდურესი შიმშილი, წყლის ნაკლებობა და ბუნების დაუნდობელი პირობები მათ ფიზიკურ და მორალურ გამძლეობას გამოცდის წინაშე აყენებს.







































