ძიება - * | ნაპოვნია: 120

მათ აღარ უდგათ ოქროს ხანა, თუმცა კომიკოსების, სტენ ლოურელისა და ოლივერ ჰარდის, დუეტი ბრიტანეთსა და ირლანდოაში საესტრადო ტურნეს კვლავ იწყებს. მიუხედავად საშინელი დღის წესრიგისა , მეუღლეების - ლუციისა და იდას დახმარებით ამ დუეტმა შეინარჩუნა პროფესიის სიყვარული, ურთიერთსიყვარული და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მაყურებლის გულებში.

ანგელოზი

El Angel

17 წლის კარლიტოსს ანგელოზის მსგავსი უმანკო იერი და გარყვნილი შეხედულებები აქვს. მისი წვრილმანი ხულიგნობები სერიოზულ სახეს რამონთან სეხვედრის შემდეგ იძენს. ისინი ქმნიან ბრწყინვალე დუეტს. დახვეწილი ქურდობისა და ტყუილების გზაზე მათი დანაშაულებრივი საქმიანობა საიკეთესო თვითგამოხატვის საშუალებად იქცა.

მას მერე რაც პირველ ცოლს გაშორდა, ჟურნალისტი დევიდ შეფტი ყველაფერს აკეთებს, რომ თავის თინეიჯერ შვილს ნიკს, დაეხმაროს. რომელიც სხვადასხვა ნარკოტიკების მიღების შემდეგ, საშინლად დამოკიდებული ხდება მეტამფეტამინზე.

როდესაც მსოფლიოს ფული და კავშირები მართავს, ერთ ადამიანს შეუძლია შეუზღუდავი ძალაუფლება მოიპოვოს. ადამიანებზე ზემოქმედების უნიკალურმა ნიჭმა, გამორჩეულმა გონებამ და საჭირო კავშირებმა მისცა მას საშუალება ემართა ყველაზე გავლენიანი წრეები კულისებიდან. მან შეძლო ჩრდილში დარჩენილიყო და სამუდამოდ შეეცვალა ისტორიის კურსი...

ჯონ გოტი მის კრიმინალურ კარიერას ყველაზე აბსურდული დავალებების შესრულებით იწყებდა. მოგვიანებით იგი მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა კრიმინალურ სამყაროში. მისი ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძალაუფლების მქონეა ნიუ იორკში. დადგა დრო, როდესაც გოტის საქმე მის ვაჟშ უნდა გადაებარებინა, მაგრამ ვაჟმა განაცხადა, რომ არ სურდა საერთო ჰქონოდა კრიმინალთან. მაგრამ როგორ მოიქცევა ვაჟი, როდესაც ოჯახი საფრთხეში აღმოჩნდება?

კოლორადოს ყოფილი სენატორი გარი ჰარტი, დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი კანდიდატი ხდება. მისი ქარიზმა, ინტელექტი და იდეალიზმი იპყრობს ახალგაზრდა ამომრჩევლების მხარდაჭერას.უტყუარი წარმატება ეჭვქვეშ დგება, როდესაც მედიაში მისი რომანის შესახებ ინფორმაცია გაჟონავს, რაც საპრეზიდენტო კამპანიასთან ერთად, პირად ცხოვრებასაც დანგრევით ემუქრება.

სახელგანთქმული მაგრამ მძიმე გზაგამოვლილი მხატვარი ვინსენტ ვან გოგი ცხოვრების უკანასკნელ წლებს არლიში, საფრანგეთში ატარებს, სადაც ის ქმნის შედევრებს იმ მშვენიერების აღწერით რაც მას გარს ახვევია.

მარია სტიუარტი, ბევრის მხრიდან ინგლისის ტახტის ერთადერთ ლეგიტიმურ მემკვიდრედ აღიარებული ქალი ცდილობს საკუთარი ბიძაშვილის, დედოფალი ელიზაბეტ პირველის ტახტიდან ჩამოგდებას.

ასტრონავტი ნილ არმსტრონგის ცხოვრების ისტორია და ლეგენდარული კოსმოსური მისიის შესრულების ამბავი, რომელმაც კოსმონავტი, 1969 წლის 20 ივლისს, პირველ მთვარეზე მოსიარულე ადამიანად აქცია.

ზაფხული

Leto

ფილმი მოგვითხრობს ვიქტორ ცოის შემოქმედებითი გზის დასასწყისზე. ეს არის ფილმი 80-იანი წლების ლენინგრადზე, სიყვარულზე, ძიებასა და დიდი იმედებზე - განწყობაზე, რომელიც ჩვენთან სამუდამოდ დარჩება.

ფილმი მსოფლიო კინოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ლეგენდარულ რეჟისორს ეძღვნება. სიუჟეტი გვიჩვენებს მის შემოქმედებით გზას ბავშვობაში გადაღებული უბრალო სამოყვარულო კადრებიდან დაწყებული, ჰოლივუდის გრანდიოზულ ბლოკბასტერებამდე.

ანიმაციური ფილმი იესო ქრისტეს ცხოვრების ამაღელვებელ ისტორიას გვიყვება მისი უკანასკნელი ცოცხალი მოციქულის იოანეს თვალით. სიუჟეტი მაყურებელს ქრისტეს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებში ამოგზაურებს და მის სწავლებებს, სიყვარულსა და ადამიანებისადმი თანაგრძნობას წარმოაჩენს.

1950 წელს, კორეის ომში სერჟანტი შემთხვევით წააყდება ნახევრად გაყინულ გოგონას, რომელიც დაკარგულია და მშობლებიც დაკარგული ჰყავს.

მტრობა

FEUD

სერიალი ლეგენდარული კინოვარსკვლავების, ბეტი დევისისა და ჯოანა ქროუფორდის გახმაურებული მტრობის ისტორიას გვიყვება, რომელიც მსახიობების კარიერის საწყის ეტაპზე განვითარდა...

რამოდენიმე წარუმატებელი წიგნის შემდეგ, ჩარლზ დიკენსი გადაწყვეტს დაწეროს და მისივე სახსრებით გამოუშვას წიგნი "საშობაო სიმღერა".

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდედობაზე დანიშვნიდან, რამდენიმე დღის შემდეგ უინსტონ ჩერჩილი, მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემის პირისპირ დგება, მან უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: ნაცისტურ გერმანიასთან მოლაპარაკებების დაწყება და თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ან მისი ქვეყნის მოქალაქეების უფლებები და თავისუფლების დაცვა.

ფილმი მოგვითხრობს ფ.ტე. ბარნუმას ცხოვრების შესახებ, სკანდალური ამერიკელი მეწარმე, მისტიკის ოსტატი, რომელმაც შეძლო წარმატების მოპოვება მისი ოსტატობის მეშვეობით და დააარსა მისი სახელობის ცირკი.

არტურ მილნისა და მისი ვაჟის კრისტოფერ რობინის ისტორია. სწორედ კრისტოფერის სათამაშოებმა შთააგონა მილნი დაეწერა ვინი პუჰის უჩვეულო თავგადასავალი.

მოლი ბლუმს პოკერის პრინცესას ეძახდნენ. მან ყველაზე დიდი იატაკქვეშა კაზინო გახსნა ჰოლივუდში. დიდ ფულს სისხლის სუნი ასდის. როგორ უნდა გადარჩე როდესაც შენზე მაფია და ეფბიაი ნადირობს?

ფილმი მოგვითხრობს მსოფლიოში ყველაზე საშიშ ნარკო ბარონ პაბლო ესკობარსა და კოლუმბიელ ჟურნალისტ ვირჯილია ვალეოს სიყვარულის შესახებ, რომელიც ქვეყანას შუაზე გახლეჩს...