ძიება - * | ნაპოვნია: 120

ბრიტანელი მხატვრის ლუის უეინის რეალური ისტორია, რომლის ნახატებმაც სამუდამოდ შეცვალეს საზოგადოების წარმოდგენა კატებზე. მოვლენები მე-19 საუკუნის ბოლოს ვითარდება და შთამაგონებელი, შეუმჩნეველი მთავარი გმირის წარმოუდგენელი თავგადასავალების შესახებ მოგვითხრობს.

ბიოგრაფიური ფილმი რობერტო ბაჯოზე, იტალიელ ფეხბურთელზე, ადამიანზე რომელმაც თაობებს მისცა ფეხბურთის თამაშის სტიმული. უნიკალურ ფეხბურთელზე, რომელსაც შეეძლო თაყვანისმცემლების აღფრთოვანება გამოეწვია მთელს მსოფლიოში.

გათხრები

The Dig

არქეოლოგი ისტორიულად მნიშვნელოვან გათხრებს იწყებს 1938 წელს.

ილინოისის „შავი პანტერების პარტიის“ თავმჯდომარის, ფრედ ჰამპტონის ისტორია, და გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმანტის - უილიამ ო’ნილის მიერ მისი საბედისწერო ღალატი.

ფილმი მოგვითხრობს განსაკუთრებული ჯიშის ცხენის შესახებ, რომელიც უელსის ბარმენის, იან ვოკსის მიერ იქნა გამოყვანილი. ძალიან მცირე თანხით და არანაირი გამოცდილებით, იან დაარწმუნებს მეზობლებს დაუჭირონ მხარი მას და ფსონი მის ცხენზე დადონ, რადგან ის დარწმუნებულია მის უნიკალურობაში და სწამს, რომ შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ელიტურ ჯიშებს. ჯგუფის ინვესტიცია მართლდება, როდესაც ცხენი სახელად ,,ოცნება" მართლაც მიიწევს წინ და უელსის გრანდ ნაციონალში ნამდვილ გამარჯვებას მოიპოვებს.

ჯო ბელი

Good Joe Bell

ნამდვილი ამბავი აშშ-ს პატარა ქალაქზე, მუშათა კლასის წარმომადგენელი მამის შესახებ, რომელიც აშშ-ში ჯვაროსნულ ლაშქრობას იწყებს ბულინგის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მის შვილს საშუალო სკოლაში აწამებენ.

ტესლა

Tesla

ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ნიკოლა ტესლასა და მის ურთიერთობას ტომას ედისონთან და ჯეიპი მორგანის ქალიშვილ ამასთან. ასევე მის უმნიშვნელოვანეს გარღვევას ელექტროობაში. .

მენკი

Mank

ფილმი მოგვითხრობს სცენარისტ ჰერმან ჯ. მანკიევიჩის მიერ ორსონ უელსის საკულტო შედევრის“მოქალაქე კეინის“ (გადაღებული 1941 წელს) მიხედვით კინოსცენარის დაწერის ისტორიას.

კაპონე

Capone

47 წლის ალ კაპონეს, ათი წელი ციხეში ყოფნის შემდეგ, დემენცია და თავისი ძალადობრივი წარსული სტანჯავს.

სამოქალაქო უფლებების დამცველი, სახელად ენ ეთვოთერი, იწყებს ბრძოლას დანაშაულებრივი კლანის წინააღმდეგ, რომელიც სასკოლო ინტეგრაციის საკითხებს შეეხება. მოქმედება ვითარდება 1971 წელს, ჩრდილოეთ კაროლინაში...

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული დრამატული თრილერი, უელსელი ჟურნალისტის, გარეტ ჯონსის შესახებ, რომელიც გერმანიის ახალი კანცლერისგან, ადოლფ ჰიტლერისგან წარმატებით იღებს ინტერვიუს, ხოლო შემდეგ ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერის, დეივიდ ლოიდ ჯორჯის მრჩევლის თანამდედობას იკავებს.

ფილმი გადაღეებულია პიტერ ქერის რომანის მიხედვით. ეს არის ავსტრალიელი ყაჩაღის ნედ კელისა და მისი ბანდის ამბავი, როდესაც ისინი 1870იან წლებში ხელისუფლების წარმომადგენლებს გაექცნენ და თავს უშველეს.

ჰარიეტი

Harriet

წარმოუდგენელი ამბავი უბრალო შავკანიანი მონის, ჰარიეტ ტაბმენის შესახებ, რომლის სიცოცხლე მარადიული კატორღისთვის იყო განწირული. თუმცა ჰარიეტის თავისუფლებისკენ სწრაფვა მას მონათმფლობელების კლანჭებისგან დაღწევაში და უსაფრთხო ადგილმდე წარმოუდგენელი მანძილის გადალახვაში დაეხმარება, სადაც მთავარი გმირი მიხვდება, რომ ამერიკას სასწრაფოდ ცვლილებები სჭირდება და მას შეუძლია ამ პროცესის დაწყებას ჩაუყაროს საფუძველი.

ფილმი მოგვითხრობს ორ კონკურეტ კომპანიას ფორდსა და ფერარის შორის დაპირისპირებაზე - 1966 წელს ჩატარებულ 24 საათიან ლე მანის რბოლაზე.

ტედ ბანდის დანაშაულების ქრონიკა, მისი დიდიხნის მეგობარი გოგონას, ელიზაბეტ კლეპფერის, პერსპექტივიდან დანახული, რომელიც წლების მანძილზე არ იჯერებდა სიმართლეს მის შესახებ.

ტოლკინი

Tolkien

ფილმი გვიჩვენებს დაობლებული ავტორის ფორმირების წლებს სკოლაში, სადაც იგი ეზიარება მეგობრობის გრძნობას, სიყვარულს და მხატვრულ შთაგონებას თავის თანატოლ გარიყული თანაჯგუფელების გარემოცვაში. ასე მიდის მისი ცხოვრება პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. რამაც მათ ერთადყოფნას შესაძლოა წერტილს დაუსვას. ეს გამოცდილება შემდგომ ტოლკინის შთაგონების წყარო იქნება მისი ცნობილი რომანებისთვის.

ბრექსიტი

Brexit

პოლიტიკის სტრატეგი დომინიკ ქუმინგსი, 2015 წლიდან დღემდე, ხელმძღვანელობს პოპულარულ მაგრამ საკამათო კამპანიას რათა დაარწმუნოს ბრიტანელი ამომრჩეველი ევროკავშირიდან გამოსვლის დადებით ასპექტებში.

ელტონ ჯონის ცხოვრების ისტორია, დაწყებული მისი ვუნდერკინდობიდან მუსიკის სამეფო აკადემიაში სწავლისას დამთავრებული მისი გავლენიანი და ხანგრძლივი მუსიკალური თანამშრომლობით ბერნი ტოპენთან.

ბიოგრაფიული დრამა ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების, ვინგ ჩუნის ცნობილი გროსმაისტერის, იპ მანის შესახებ, რომელიც 1960-იან წლებში ამერიკაში, სიეტლში ჩადის, რათა თავის მოწაფეს ბრიუს ლის უშუს სკოლის, ვინგ ჩუნის გახსნაში დაეხმაროს, სადაც ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების გროსმაისტერი, იპ მანი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ახალი თაობის ბოროტმოქმედებს უპირისპირდება.

ნამდვილი ამბავი, რომელიც ბრიტანეტის დაზვერვის აგენტის, კეტრინ განის (კირა ნაიტლი) შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 2003 წელს ამერიკის ჯარების ერაყში შეჭრის მზადების დროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების წინააღმდეგ აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი უკანონო ჯაშუშური ოპერაციიების შესახებ NSA-ს (აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო) სრულიად საიდუმლო და სკანდალური ჩანაწერები პრესას გადასცა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ აშანტაჟებდა აშშ და ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ექვს წევრს, რათა მათ ერაყში შეჭრისთვის ხმა მიეცათ. პროფესიული რისკის მიუხედავდ, ჟურნალისტი მარტინ ბრაიტი საიდუმლო დოკუმენტებს ლონდონის გაზეთში აქვეყნებს, შედეგად ომის სასარგებლოდ გაეროს რეზოლუციის მიღების შანსები საბოლოოდ იმსხვრევა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ბუში განაცხადებს, რომ მას გაეროს მხარდაჭერა აღარ უნდა, და მაინც შეიჭრება. როდესაც ერაყი ქაოსში ჩაიძირება, კეტრინს დააპატიმრებენ და სახემწიფო საიდუმლოს კანონის დარღვევაში დასდებენ ბრალს. მარტინიც ასევე პოტენციური ბრალდებების წინაშე აღმოჩნდება, რომლის გამოძიება კიდევ უფრო მოულოდნელ და საშიშ საიდუმლოებებს გამოავლენს ...