ფილმი ცნობილი ბრაზიანი ჩიტების თავგადასავლების გაგრძელებაა. ამჯერად ეს ჩიტების დაუძინებელ მტრებთან დაპირისპირებაა, რაც სრულიად სხვა სიმაღლეებს იპყრობს.
ნაკლებად სავარაუდო კავშირი ორ არსებას, მოხეტიალე დამოუკიდებელ კატასა და პიტბულს შორის, მაინც ყალიბდება. ისინი ერთად გამოცდიან ნამდვილი მეგობრობის ძალას.
მამა პირველად ცდილობს თავის პატარა ქალიშვილს ვარცხნილობა მოუწესრიგოს.
ქარიზმატული სერ ლაიონელ ფროსტი თავს მითებისა და ურჩხულების მსოფლიოში უპირველეს მკვკლევარად მიიჩნევს. პრობლემა ისაა, რომ მისი არცერთი საზოგადიოების მაღალი წრის წარმომადგენელი კოლეგა ამას არ აღიარებს. იმ იმედით, რომ საბოლოოდ მაინც აღიარებული იქნება მათგან, ლიონელი წყნარი ოკენის აუზის ჩრდილოეთში იმოგზაურებს, რათა ლეგენდარული ქმნილების არსებობა დაამტკიცოს.
ტერიერი მაქსი უნდა შეეგუოს გარდაუვალ ცვლილებებს, როდესაც მისი პატრონი ქორწინდება და მათ ცხოვრებაში ბავშვი ჩნდება. მაქსი ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ რანჩოზე მიემგზავრება, ქალაქში კი ამ დროს საინტერესო თავგადასავალი მზადდება.
უჩვეულო და სახალისო თავგადასავალის გაგრძელება მამაც ვიკინგ ბიჭზე და მის უკბილო დრაკონზე, რომლებსაც კვლავინდებურად საოცარი მოვლენები ელოდებათ წინ. მათ უნდა მიიღონ წარმოუდგენელი გადაწყვეტილებები რათა სამფლობელო მოახლოვებული საფრთხისგან იხსნან.
ელემენტარული სიკეთეც კი აუცილებლად ათბობს სხვას, თუნდაც შორეულ, გაყინულ ადგილას მყოფს. სმერსენსბურგის ახალი ფოსტალიონი ჯასპერი, უკიდურეს ჩრდილოეთით არსებულ ქალაქ სმირენსბურგში გაიგზავნება, სადაც მისი მოვალეობა წელიწადში მინიმუმ 6000 წერილის დაამუშავებაა. ადგილზე ჩასვლისთანავე ბიჭი ომის ზონაში აღმოჩნდება: ორი ოჯახურ კლანს, საუკუნეების მანძილზე დაუნდობელი მტრობა აქვს გაჩაღებული. რასაკვირველია, ასეთ გარემოში წერილების დრო არ არის და ფოსტა უკვე დიდი ხანია საქათმედ იქცა. თითქმის სასოწარკვეთილი ჯასპერი სტუმრობს თოჯინების შემქმნელ კლაუსს და მათი ნაცნობობა საოცარ მოვლენებს ჩაუყრის საფუძველს.
CGI და live-action-ის მიერ სხვაგვარად წარმოჩენილი კლასიკად ქცეული დისნეის ფილმი.
იდუმალებით მოცული ახალი უარყოფითი გმირი, ჰაში, ბოროტმოქმედთა მთელ არმიას გამოიყენებს როგორც ბრუს უეინის პირადი ცხოვრების, ასევე ბეტმენის ბოროტებასთან ბრძოლის მთელი მოღვაწეობის გასანადგურებლად. ამ ყველაფერს სელინა კაილთან - ქალკატასთან - ურთიერთობა კიდე უფრო ართულებს.
პოკემონების სამყაროს ყველანი კარგად ვიცნობთ. ასევე კარგად ვიცნობთ ყველასათვის საყვარელ, ფუმფულა პიკაჩუს, რომლის საოცარი თავგადასავალი ძალიან ბევრს გაცინებთ,ცოტათი შეგაშინებთ და ბოლოს, შეიძლება, იტიროთ კიდეც.
უნიკალური შესაძლებლობებით დაჯილდოვებული ბიჭი, ადამიანების გადასარენად დემონებს ებრძვის
ჯადოსნობით, დრაკონებითა და უძველესი ლეგენდებით სავსე სამყაროში ადამიანებსა და მაგიურ არსებებს შორის დიდი კონფლიქტი მიმდინარეობს. მრავალწლიანი დაპირისპირების შემდეგ ორი ახალგაზრდა პრინცი და იდუმალი ელფი მოულოდნელ აღმოჩენას აკეთებენ, რომელმაც შესაძლოა ომი დაასრულოს და ორივე მხარის მომავალი შეცვალოს. საშიში მოგზაურობის დროს მათ უწევთ ძლიერი მტრების, ბნელი მაგიისა და უამრავი გამოწვევის გადალახვა. მეგობრობა, ერთგულება და გამბედაობა მათი მთავარი იარაღი ხდება, რადგან სამყაროს ბედი მათ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.
ბეიბი ბოსი ახალი გამოწვევების წინაშე დგას, როდესაც ცდილობს წარმატებით დააბალანსოს კარიერა და ოჯახური ცხოვრება. ძმისა და ერთგული თანამზრახველის დახმარებით იგი ყოველდღიურად ხვდება სახალისო და მოულოდნელ სიტუაციებს. სამუშაოს, ოჯახისა და ახალი მისიების შეთავსება მარტივი არ არის, მაგრამ ბეიბი ბოსი ყოველთვის პოულობს გამოსავალს. ანიმაციური სერიალი სავსეა იუმორით, თავგადასავლებითა და საინტერესო ისტორიებით, რომლებიც მთელი ოჯახისთვის სასიამოვნო საყურებელია.
სამი მოზარდი, ადამი, ქაი და მირა, მოულოდნელად უცნობ და საშიშ ადგილას იღვიძებენ. ისინი ერთმანეთს აქამდე არ იცნობდნენ, თუმცა მალე ხვდებიან, რომ გადარჩენისთვის ერთად მოქმედება აუცილებელია. გზად მათ არაერთი საიდუმლო, გამოცდა და საფრთხე ელით. საერთო ენის გამონახვითა და ერთმანეთის დახმარებით, მოზარდები ცდილობენ გაარკვიონ, როგორ აღმოჩნდნენ ამ ადგილას და შეძლონ სახლში დაბრუნება.
უშიშარი და თავისუფალი სულის მქონე ჰილდა ახალ თავგადასავლებს იწყებს, როდესაც მოჯადოებულ ტყეს ტოვებს და ქალაქისკენ მიემართება. მის წინ უცნობი სამყარო, ახალი მეგობრები და საოცარი აღმოჩენები იშლება. მოგზაურობისას ჰილდა არაერთ ჯადოსნურ არსებას შეხვდება და საინტერესო გამოწვევებს გადალახავს. ეს თბილი და ფანტასტიკური ანიმაციური სერიალი სავსეა მეგობრობით, თავგადასავლებითა და დაუვიწყარი ისტორიებით.
ბლუი ექვსი წლის ენერგიული და მხიარული ლეკვია, რომელსაც თამაში ყველაზე მეტად უყვარს. ყოველდღიურ ოჯახურ ცხოვრებაში იგი ყოველთვის ახალ თავგადასავლებს პოულობს და ჩვეულებრივ მომენტებს საინტერესო და სახალისო ისტორიებად აქცევს. ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გატარებული დრო ბლუის ეხმარება განივითაროს წარმოსახვა, შემოქმედებითი აზროვნება, ემოციური ინტელექტი და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარი. ეს თბილი და სახალისო ანიმაციური სერიალი იდეალურია მთელი ოჯახისთვის.
სანი განსხვავებულია სხვებისგან მას სჯერა, რომ განსაკუთრებული, თითქმის ზებუნებრივი შესაძლებლობები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფები ამას სერიოზულად არ აღიქვამენ, იგი არ წყვეტს ოცნებას დიდ ქალაქზე, თავისუფლებაზე და ნამდვილ თავგადასავლებზე.
როდესაც რამათეფის მისტიურ სამეფოს იაკსას კლანის ურჩხული არმია ალყაში აქცევს, სამეფოს რწმენა ახალგაზრდა მუაი ტაის მეომარს ეკისრება, რომელიც გადაწყვეტს გამოიყენოს წმინდა იარაღი - მე-9 სატრა - სამეფოში მშვიდობის აღსადგენად.
მოქალაქე-ბაიკების ცხოვრება იდილიურია, სანამ ერთ დღეს ქალაქში ახალი და საოცარი მექანიზმი, შიგაწვის ძრავა, არ გამოჩნდება. ამის შემდეგ ძალიან სასაცილო თავგადასავალი იწყება - მთის ბაიკი „სფიდი“თავისდაუნებურად გარემოსდამცველი აქტივისტების ლიდერი გახდება, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ შიგაწვის ძრავას ხელი შეუშალონ და არ დააბინძურებინონ თავიანთი ჯერ კიდევ ხელშეუხებელი ნავსაყუდელი.
ჩინურ სოფელში რამდენიმე უფროსი სკოლის მოსწავლის ისტორია ოცნებებზე, მეგობრობაზე, ოჯახზე და პირველ სიყვარულზე ახალგაზრდობის დღეებში







































