ეს სერიალი მაყურებელს კარმენის წარსულში ამოგზაურებს და მის ნამდვილ ისტორიას გვაცნობს. სიუჟეტი ეტაპობრივად ავლენს მის ვინაობას, ბავშვობის საიდუმლოებებსა და იმ მოვლენებს, რომლებმაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მაყურებელი გაიგებს, თუ რა მიზეზებმა აქცია მომავალი დეტექტივი პროფესიონალ ქურდად და როგორ ჩამოყალიბდა მისი უნიკალური პიროვნება. სერიალი სავსეა თავგადასავლებით, საიდუმლოებებითა და მოულოდნელი აღმოჩენებით.
ნიჭიერი თინეიჯერი ქუჩის მრბოლელების გუნდი მოულოდნელად სახიფათო მისიაში ერთვება, როდესაც მათ კრიმინალურ დაჯგუფებაში შეღწევა ევალებათ. სიჩქარე, გამბედაობა და მართვის უნარები მათი მთავარი იარაღი ხდება. დაფარული ოპერაციის დროს ახალგაზრდა გმირებს არაერთი საფრთხის, დევნისა და რთული გამოწვევის გადალახვა უწევთ. სერიალი აერთიანებს ექშენს, თავგადასავალსა და სწრაფი ავტომობილების სამყაროს, სადაც თითოეულ რბოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
პოლარული მელა სვიტფი ამერიკის საფოსტო სამსახურში მუშაობს, მაგრამ ჰაკსის-კურიერების ელიტარული გუნდის წევრობაზე ოცნებობს. იმის დასამტკიცებლად, რომ ის ამის ღირსია, სვიფტი ერთ-ერთ მარხილს გაიტაცებს და იდუმალ პაკეტს იდუმალ ადგილას მიიტანს, სადაც საიდუმლო ციხე-სიმაგრეს აღმოაჩენს, რომელშიც ბოროტ გენიოს მორჟის ოტო ფონ ვოლრუსუს შეხვდება. მალე, სვიფტი გაიგებს, რომ ვოლრუსუ პოლარული ყინულის გადნობას აპირებს, რათა დატბორილი სამყარო მართოს. მთავარი გმირი მის მეგობრებს – თეთრ ინტრავერტ-დათვს, გადარეულ ალბატროს, შეთქმულებების თეორიებით შეპყრობილ ორ წავს და მექანიკოს-მელიას დასახმარებლად მიმართვს. მეგობრები ერთიანდებიან, რათა ოტო ფონ ვოლრუსუს ბოროტი გეგმებისგან მსოფლიო გადაარჩინონ.
უკვე მრავალი წელია დემონი თეთრი გველი ჯადოსნურ ბაღში მედიტირებს და ცდილობს შინაგან სიცარიელეს გაუმკლავდეს. მისი და, მწვანე გველი მას ნეფრიტის თმის სამაგრს აძლევს და მოგონებები ბრუნდება
სერფერი და მეხანძრე შეხვდებიან და ერთმანეთი შეუყვარდებათ.
"სლოკინა" და "უკბილო" ერთიანდებიან, რათა ყველა მათ მსგავსს შესახსენონ, რომ ვიკინგებსა და დრაკონებს შორის ურღვევი კავშირია.
სტუდია -დისნეის- 2013 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის -გაყინულის- მეორე ნაწილი და ამაღელვებელი ისტორიის გაგრძელება ორი დის – დედოფალი ელზას, რომელსაც თოვლის სტიქიის მართვა შეუძლია, და პრინცესა ანას შესახებ, რომელსაც ნებისმიერი გაყინული გულის გალღობა შეუძლია
ჯუჯებად გადაქცეული პრინცები ეძებენ წითელ ფეხსაცმელს, რომელიც მათ წყევლის მოხსნაში დაეხმარება.
ადამიანების არეულ-დარეულ სამყაროში მრავალი გობლინი ცხოვრობს მშვიდად და წყნარად. ლუო-ქსიაო-ჰეი, კატა-დემონი, აქეთ-იქეთ დახეტიალობს, რადგან სახლი, რომელიც ტყეში ჰქონდა, დაუნგრიეს. ხან კეთილისმსურველი გობლინები გამოჩნდებიან მის ცხოვრებაში, ხანაც პატრონი-ადამიანი. ჰეი დილემის წინაშე დგას - რომელ მხარეს უფრო მიაკუთვნოს თავისი თავი.
მისტიკური კორპორაცია პენსიაზე გავიდა, რომ ზომბებით სავსე კუნძულზე საიდუმლო გამოეკვლია
ბეტმანი, ბეტგირლი და რობინი ალიანსს შეკრავენ თინეიჯერ მუტანტ კუ-ნინძებთან, რათა კუ-ნინძების დაუძინებელ მტერს, შრედერს შეებრძოლონ, რომელიც, როგორც ირკვევა, შეუამხანაგდა რას ალ გალს და დაქირაევებული მკვლელების ლიგას.
„სუპერმენის სიკვდილის“ შემდეგ , მსოფლიო „ფოლადის კაცის“ დაკარგვას ჯერ კიდევ გლოვობს, რაც ურჩხულთან მის ფატალურ ბრძოლას მოჰყვა. თუმცა, როგორც კი მისი სხეული მიწას მიებარა, სუპერმენის ფარის ოთხი ახალი მატარებელი გამოჩნდა, რომელმაც მისი ადგილი უნდა დაიკავოს. კრიპტონის უმცროსი შვილი, სუპერბიჭი, სტილი და კიბორგ სუპერმენი - ყველა მათგანი ცდილობს შეავსოს ვაკუუმი, რაც მსოფლიოს უდიდესი ჩემპიონის წასვლის შემდეგ გაჩნდა. ამასთანავე, სუპერმენის სიკვდილმა სამყაროს ამცნო, რომ დედამიწა დაუცველია. შესძლებენ ეს ახალი სუპერმენები და სხვა დარჩენილი გმირები საწინააღმდეგო დაამტკიცონ?
ერთი არაჩვეულებრივი გასართობი პარკის ისტორია, სადაც საოცრად კრეატიული გოგონას, სახელად ჯუნის, წარმოსახვა ცოცხლდება.
ახალგაზრდა სპილო, რომელსაც უზარმაზარი ყურებით ფრენა შეუძლია, პრობლემებით სავსე ცირკს ეხმარება, მაგრამ როდესაც ცირკი ახალ გეგმებს დაისახავს, დამბო და მისი მეგობრები ცირკის ნიღბის მიღმა ბნელით მოცულ საიდუმლოებებს აღმოაჩენენ.
ჰელოუინის პირველი ოჯახი, the Addams Family, დიდ ეკრანზე დაბრუნდა! პირველი ანიმაციური კომედია ყველაზე უჩვეულო ოჯახის შესახებ.
სკოლის მოსწავლე ტოკიოში გაიქცევა და დაუმეგობრდება გოგოს, რომელსაც ამინდის კონტროლი შეუძლია.
ვუდიმ მუდამ იცოდა რა ადგილი ეჭირა სამყაროში. იცოდა, რომ მისი პრიორიტეტი ბავშვების მოვლა იყო, ენდი იქნებოდა თუ ბონი. მაგრამ როდესაც ბონი თავის სათამაშოებს ახალ წევრს „ფორქის“ დაუმატებს და სამოგზაუროდ გრძელ გზას დაადგებიან, ძველ და ახალ მეგობრებთან ერთად, ვუდი მიხვდება რაოდენ დიდია ეს სამყარო პატარა სათამაშოსთვის.
სუპერ ჯაშუში ლენს სტერლინგი ( უილ სმიტი ) და მეცნიერი ვალტერ ბეკეტი ( ტომ ჰოლანდი ) ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ლენსი გლუვი, თავაზიანი და მომაბეზრებელია, თუმცა ვალტერი სხვანაირია, მაგრამ, როდესაც მოვლენები მოულოდნელად შეიცვლება, ამ დუეტს მოუწევს გაერთიანება საბოლოო მისიისთვის, რომელიც თითქმის შეუძლებელ შენიღბვას მოითხოვს - ლანსის გამბედავ და სასტიკ მტრედად გარდაქმნას. ვალტერმა და ლანსმა მოულოდნელად გუნდურად უნდა იმუშაონ, ან მთელი სამყარო საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
უკვე ხუთი წელია ცხოვრება ბრწყინვალედ მიედინება. თუმცა მალევე მშვიდობიანი მოსახლეობა უზარმაზარ საფრთხეს შეეჯახება: LEGO DUPLO დამპყრობლემა გარესამყაროდან, ყველაფერი მარტივად დაანგრიეს...
სამი მოზარდი უნდა დაეხმაროს იეტს შინ დაბრუნებაში. ისინი უნდა მოერიდონ მდიდარ მამაკაცს და ზოოლოგს, რომლებსაც იეტის გამოყენება საკუთარი საჭიროებებისთვის სურთ.







































