ძიება - * | ნაპოვნია: 353

„ბიგფუთის შვილი 2“ არის 2017 წლის ანიმაციური ფილმის გაგრძელება, რომელიც მოგვითხრობს მოზარდი ადამის ახალ თავგადასავალს. ადამი ცდილობს უკეთ გაიგოს საკუთარი წარმომავლობა და იმ საიდუმლოს ამოხსნა, რომელიც მის ოჯახს უკავშირდება. როდესაც იგი იგებს, რომ მისი მამა ლეგენდარული ბიგფუთი შესაძლოა კვლავ ცოცხალია, ადამი გადაწყვეტს სახიფათო და ამაღელვებელ მოგზაურობაში წასვლას. მისი მიზანია დაკარგული მამის პოვნა და იმ კითხვებზე პასუხის მიღება, რომლებიც მთელი ცხოვრება აწუხებდა.

ძველ საბერძნეთში მცხოვრები ახალგაზრდა ჰერონი ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს, სანამ ერთ დღეს არ გაიგებს, რომ მისი ნამდვილი წარმოშობა ბევრად უფრო განსაკუთრებულია. იგი აღმოაჩენს, რომ ზევსის ძეა და მას დიდი მისია აკისრია. როდესაც დემონური არმია სამყაროს განადგურებით ემუქრება, ჰერონი იძულებულია საკუთარი ძალები აღმოაჩინოს და ბოროტებას დაუპირისპირდეს. სერიალი აერთიანებს ბერძნულ მითოლოგიას, ეპიკურ ბრძოლებსა და დაუვიწყარ თავგადასავლებს.

მაგიისა და ცრურწმენების ბატონობის ხანაში, როდესაც მგლები დემონებად მიიჩნეოდნენ, ახალგაზრდა მონადირე რობინი მამასთან ერთად ირლანდიაში მიდის, რათა უკანასკნელი ხროვა გაანადგურონ. მაგრამ როდესაც რობინი მებჰს, ადგილობრივ ველურ გოგონას გადაარჩენს, მათი მეგობრობა დაეხმარება რობინს აღმოაჩინოს ადამიანი-მგლების სამყარო, და გადააქცევს იმად, რისი განადგურებაც მამამისს აქვს განზრახული.

წინარეისტორიულ ქრუდების ოჯახს მეტოქე ბეტერმანების ოჯახი გამოიწვევს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უკეთესები და უფრო განვითარებულები არიან.

ჯოსი – ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც ბავშვობიდან ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული, ფერწერის, წიგნების და წარმოსახვის საკუთარ სამყაროში ცხოვრობს. ერთ დღეს იგი ფერდობიდან ვარდება და მხოლოდ ცუნეოს დროული გამოჩენა უშველის. ცუნეო საზღვაო ბიოლოგიას შეისწავლის და მხოლოდ მექსიკაში მობინადრე ნარინჯისფერი თევზის ხილვაზე ოცნებობს. მათი შემთხვევითი შეხვედრის შედეგად, ჯოსის ბებია ცუნეოს ნახევარ განაკვეთზე სამუშაოს სთავაზობს, როგორც გოგონას მომვლელს. მიუხედავად იმისა, რომ ეგოისტი და მომთხოვნი ჯოსის ცხოვრებას ვერ აადვილებს ცუნეო, ის მასთან ყოფნას განაგრძობს. შედეგად მათ შორის ურთიერთობა სახეს იცვლის და ჯოსი ოცნების ახდენას გადაწყვეტს.

ტანჯირო კამადო, ინოსუკე ჰაშიბირასა (ბიჭი, რომელიც ტახებმა გაზარდეს და ტახის თავიანია) და ზენისუ აგაცუმასთან (ბიჭი რომელიც თავის ჭეშმარიტ ძალებს ძილში ავლენს), ერთად უსასრულობის მატარებელით ახალი მისიით მიდის - დაამარცხოს დემონი, რომელიც ხალხს ტანჯავს.

გორილა სახელად ივანი ცდილობს აღიდგინოს ფაქტები წარსულიდან სპილოს სახელად სტელას დახმარებით, მაშინ როდესაც ისინი ტყვეობიდან თავის დაღწევას ცდილობენ.

„დეილი პლანეტის“ სტაჟიორი კლარკ კენტი თავის მაქსიმუმს გააკეთებს, მაშინ როდესაც ლობო და პარაზიტი მეტროპოლისს ამოიღებენ მიზანში.

რა იქნებოდა თუ სუპერმენი საბჭოთა კავშირში გაიზრდებოდა? Elseworld-ის ისტორიის ეკრანიზაცია DC-ის კომიქსებიდან

ამერიკელი მწერლის, ჯეკ ლონდონის სათავგადასავლო რომანის ეკრანიზაცია, სადაც მოვლენები კანადაში 1890-იანი წლების კლონდაიკის ოქროს ციებ-ცხელების დროს ვითარდება, როდესაც ძლიერ მარხილის ძაღლებზე დიდი მოთხოვნა იყო. მთავარი გმირი მეგობრული ძაღლი – სახელად ბეკია, რომელიც კალიფორნიაში სანტა კლარას რანჩოშ ცხოვრობს. მაგრამ მისი ცხოვრება თავადაყირა დედგება მას შემდეგ, რაც მას მოიპარავენ და გაყიდიან მარხილის ძაღლად ველურ და ცივ ალასკაზე, სადაც ის უბრუნდება ველურ გარემოს. ბეკი იძულებულია, იბრძოლოს მარხილის სხვა ძაღლებთან, რათა მოიპოვოს უპირატესობა მკაცრ კლიმატში. საბოლოოდ, ის კარგავს მოთვინიერებული ცხოველის ცივილიზებულ სახეს, იბრუნებს მისი მოდგმის პირველყოფილ ინსტინქტებს და სწავლობს, როგორ უნდა გახდეს ველურ სამყაროში ლიდერი ...

სული

Soul

მუსიკოსი, რომელმაც მუსიკისადმი ყოველგვარი ვნება დაკარგა, ტრანსპორტირდება საკუთარი სხეულიდან, რათა განიწმინდოს და იპოვოს გზა საკუთარ თავთან დასაბრუნებლად.

შეხვედრას ორ ადამიანს შორის, რომელთაც კომუნიკაციის პრობლემები აქვთ, გრძნობაც მოჰყვება: ბიჭი ყურსასმენებს ატარებს და „ჰაიკუს“ ტიპის ლექსებს იყენებს, მორცხვი გოგონას კი ნიღაბი უკეთია და მხოლოდ ონლიაინ ვიდეოებს იღებს.

ახალგაზრდა მამაკაცი მიზანს ეძებს სიძულვისისა და ძალადობის დაბურდულ ქსელში, რომლის გაკონტროლებასაც ცდილობს.

მიო სასაკი უცნაური მეორე კურსელი სტუდენტია, რომელსაც თანაკურსელი კენტო ჰინოდე შეუყვარდება. ის ცდილობს , რომ ყოველ დღე შეხვდეს თავის სატრფოს, თუმცა ისეთი საიდუმლო აქვს , რომელსაც ვერავის გაუმხელს. მას აქვს მაგიური ნიღაბი, რომელიც საშუალებას აძლევს კატად გადაიქცეს, თუმცა არსებობს იმის შანსიც, რომ თუ ნიღბის გამოყენებას განაგრძობს ადამიანის სხეულს ვეღარასდროს დაუბრუნდება.

ეს არის მესამე მხატვრული ფილმი, რომელიც დაფუძნებულია პოპულარულ სერიალებზე.

სკუბი

Scoob!

პოპულარული მულტიპლიკაციური სერილის “სკუბი-დუ” სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი ცნობილი ძაღლის, სახელად სკუბი-დუს და მისი თინეიჯერი დეტექტივი-მეგობრების ფრედის, დაფნას, ველმას და შაგის შესახებ, რომლებიც -ზებუნებრივ- ფენომენებს ავლენენ, რომელიც ვიღაცის დანაშაულებრივ გეგმებს ემსახურება. სკუბი-დუ და მისტიკური კორპორაცია, ძალებს აერთიანებენ, რათა გენერლისგან, დიკ დასტარდლისგან და მისი ბოროტი გეგმებისგან გადაარჩინონ სამყარო

გრიზლი , პანდა და პოლარული დათვი კანადაში მოგზაურობენ, თუმცა ნაციონალური ნაკრძალის კონტროლი გადაწყვეტს , რომ მათ პარპაშს ბოლო მოუღოს.

იმაში დარწმუნებულნი, რომ აღმზრდელი არ ჭირდებათ და საკუთარ თავს თავად მიხედავენ, ბავშვები ეგოისტი მშობლების სახლიდან გასტუმრებას გეგმავენ. ამის შემდეგ ისინი შეეცდებიან ოჯახის ნამდვილ მნიშვნელობას ჩასწვდნენ.

წინსვლითი

Onward

ოდესღაც ამ ფენტეზურ სამყაროში, სადაც ადამიანები არ არსებობენ, სამაგიეროდ ელფები, ტროლები, ფერიები და სხვა წარმოუდგენელი არსებები არსებობენ, ხოლო ცალრქიანი ცხენები უბრალოდ საზიზღრები და მავნებლები არიან

მომავლის ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, კოსმოსური თავგადასავლები და ადამიანური ბუნების ბნელი მხარეები ერთმანეთს უნიკალურ ანთოლოგიურ ისტორიებში ერწყმის. თითოეული ეპიზოდი დამოუკიდებელ სიუჟეტს გვთავაზობს, სადაც მაყურებელი სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდება და ახალ პერსონაჟებს შეხვდება. სერიალი მრავალფეროვან თემებს ეხება, მათ შორის სიყვარულს, გადარჩენისთვის ბრძოლას, რობოტების ევოლუციას, უცხოპლანეტურ ცივილიზაციებსა და რეალობის საზღვრების გადალახვას. ზოგიერთი ისტორია დაძაბული და ემოციურია, ზოგი კი იუმორით, მისტიკითა და მოულოდნელი ფინალებით გამოირჩევა.

<1...5678...18>