ამ ანიმაციურ ფილმში, ეგზოტიკური თავგადასავლის მაძიებელი ზოოპარკის ცხოველები ადამიანის ხელით შექმნილ კომფორტულ საცხოვრებელს ტოვებენ. ზოოპარკიდან გაქცევის შემდეგ, ოთხ მეგობარს: ლომს, ჰიპოპოტამს, ზებრას და ჟირაფს - უკან, აფრიკაში აბრუნებენ. გემი მათ კუნძულ მადაგასკარზე გადმოსვამს, რომელიც შეშლილი მხეცებით არის დასახლებული. მეგობრები უნდა შეეგუონ ჯუნგლებში ცხოვრებასა და ველური ცხოველების ახალ ამპლუას
12 წლის აანგი ავატარის გამოჩენამდე ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. ახლა ის ცეცხლის ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას უნდა ჩაუდგეს სათავეში, რათა სამყაროში წონასწორობა აღადგინოს. აანგს წყლის მაგი კატარა და მისი მებრძოლი ძმა სოკკა ეხმარებიან. ლეგენდის თანახმად აანგმა ჯერ წყლის მაგია უნდა შეისწავლოს, შემდეგ მიწის და ბოლოს ცეცხლის
ბალტოს და მის შვილს დიდი მოგზაურობა ელით. საქმე იმაშია, რომ ციგებს, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე გადაადგილების საშუალებად იყენებდნენ, უცნაური მოწყობილობა ავიწროვებს. ახალი დროა და ძნელად მისასვლელ ადგილებში ახლა თვითმფრინავით შეიძლება მოხვედრა. ეს ბალტოს სულაც არ მოსწონს. მან გადაწყვიტა შეეჯიბროს გამოცდილ მფრინავ დიუკს. ვინ უფრო სწრაფად მიიტანს ფოსტას დანიშნულების ადგილას. Balto 3 ბოლტო
ბობ პარმა, რომელიც ოდესღაც ცნობილი სუპერგმირი იყო, იძულებული გახდა გმირულ წარსულზე უარი ეთქვა და ჩვეულებრივი ცხოვრებით ეცხოვრა. ახლა იგი სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელია და თავის ყოფილ გმირ მეუღლესთან ერთად სამი შვილის აღზრდითაა დაკავებული. თუმცა მშვიდი ოჯახური ცხოვრება მისთვის მოსაწყენი ხდება, რადგან ძველი თავგადასავლები და გმირობა კვლავ ენატრება.
ფილმი Shark Tale მოგვითხრობს წყალქვეშა სამყაროში განვითარებულ კომიკურ და დაძაბულ ისტორიას. როდესაც ზვიგენთა მაფიოზური კლანის ლიდერის შვილი მოულოდნელად იღუპება, მთელი ოკეანე პანიკაში ვარდება. შემთხვევით მოვლენათა გამო, პატარა მაგრამ ამბიციური თევზი ოსკარი მთავარი ეჭვმიტანილი ხდება და მალე ზვიგენების შურისმაძიებელი კლანის სასტიკი დევნის სამიზნედ იქცევა. გადარჩენისა და სიმართლის დამტკიცების მცდელობისას, ოსკარი აღმოჩნდება დიდ თავგადასავალში, რომელიც სავსეა იუმორით, მეგობრობითა და მოულოდნელი მოვლენებით.
ეს არის ნარუტოს მესამე ფილმი, ახალი თავგადასავლებითა და დაძაბული მომენტებით ნარუტო და მისი მეგობრები ისევ ებრძვიან ბოროტებას
მეშვიდე გუნდმა კაკაშისთან ერთად მიიღო ახალი მისია, ძალიან ცნობილი მსახიობი უნდა მიიყვანონ დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ, თუმცა ყინულოვანი თოვლის ქვეყანაში ისინი დაუპირისპირდებიან დაქირავებულ ნინძებს, რომლებიც აღჭურვილნი არიან ახალი საბრძოლო მოწყობილებებით
გზაში მერლინი უამრავ უცნაურ და მხიარულ ზღვის ბინადარს ხვდება, ხოლო ყველაზე ერთგული თანამგზავრი გულკეთილი და გულმავიწყი თევზი დორი ხდება. ერთად ისინი ოკეანის სიღრმეებში უამრავ სირთულეს გადალახავენ, რათა ნემო სახლში დააბრუნონ.
ეს ისტორია ჩრდილოეთ ამერიკაში ვითარდება, იმ დროში, როდესაც კონტინენტზე ჯერ კიდევ არ იყვნენ მისული უცხოელი დამპყრობლები. ინდიელთა ტომში ტრაგედია ხდება — ტომის ბელადი დათვთან ბრძოლის დროს იღუპება. განრისხებული შვილები მამის სიკვდილის გამო შურისძიებას გადაწყვეტენ.
შობა ტოკიოში. სამი უსახლკარო მეგობარი: ახალგაზრდა გოგო, ტრანსვესტიტი და შუა ხნის მამაკაცი ნაგავში ქექვისას შემთხვევით მიტოვებულ ჩვილ ბავშვს პოულობენ. ჰანა, ტრანსვესტიტი პერსონაჟი ოცნებობს დედობაზე და დაარწმუნებს დანარჩენებს, რომ ბავშვი დილამდე დაიტოვონ. მეორე დღეს ბავშვზე აღმოჩენული გასაღების საშუალებით კი ცდილობენ მის მშობლებს მიაკვლიონ და პროცესში უამრავი თავგადასავალი ხვდებათ.
გამყინვარების ეპოქის დაწყებისას, როდესაც ცხოველები გადარჩენისთვის თბილი ადგილებისკენ მიემართებიან, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამი არსება მოულოდნელად ერთიანდება. მენი გულჩათხრობილი მამონტი, დიეგო მოხერხებული ბასრკბილებიანი ვეფხვი და სიდი მხიარული და მოუხერხებელი ზარმაცა, შემთხვევით პოულობენ ადამიანის დაობლებულ ჩვილს. მეგობრები გადაწყვეტენ, ყველა სირთულის მიუხედავად, ბავშვი მშობლებს დაუბრუნონ. სახიფათო მოგზაურობის განმავლობაში მათ უამრავი დაბრკოლების, ველური ბუნების საფრთხისა და მოულოდნელი გამოწვევის გადალახვა უწევთ. ამ გზაზე უცნაური თანამგზავრები ნელ-ნელა ნამდვილ მეგობრებად იქცევიან და სწავლობენ ერთმანეთის ნდობასა და დახმარებას.
ყველასთვის საყვარელი ანიმაციური ზღაპრის გაგრძელება, რომელიც კონკიას ახალ ცხოვრებას გვაცნობს. მას შემდეგ, რაც კონკია პრინცზე დაქორწინდება და სასახლეში გადადის, ის სწრაფად ხვდება, რომ სამეფო ცხოვრება და ახალი პასუხისმგებლობები გაცილებით რთულია, ვიდრე წარმოედგინა. სასახლის წესებთან და ეტიკეტთან შეგუებისას, კონკია ცდილობს საკუთარი კეთილი და გულწრფელი ბუნება შეინარჩუნოს. სირთულეების გადასალახად ის დახმარებას სთხოვს თავის ერთგულ მეგობრებს – თაგუნიებს, ასევე საყვარელ ფერია ნათლიას, რომლებიც ყოველთვის მის გვერდით არიან. კონკიას წინ მრავალი საინტერესო გამოწვევა, სასაცილო თავგადასავალი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ელოდება, რომლებიც მას ასწავლის, რომ ნამდვილი ბედნიერება საკუთარი თავის ერთგულებაშია.
ლეგენდარული ძაღლის ბალტოს თავგადასავლების გაგრძელება. სურათის პირველ ნაწილში, რომელსაც პროდიუსირებას სტივენ სპილბერგი უწევდა, არაჩვეულებრივი წარმატება მოიპოვა; მაგრამ მაყურებლებს გაგრძელება სურდათ! და აი ისისც - ის თქვენ წინაშეა! ჩვენი გმირი ბალტო - მამაცი და ერთგული ძაღლია! მაგრამ ის ხომ მხოლოდ ნახევრადაა ძაღლი. მეორე ნახევარი ტყის სიბნელეში დამალულს ნაცრისფერ მხეცს ეკუთვნის. და თუ მის ძარღვებში მგლის სისხლი ჩქებს, ის ყველაფრისთვის უნ და იყოს მზად... ასე მოხდა, რომ ბალტო მამა გახდა. მანყველაფერი იღონა იმისათვის, რომ თავისი შვილები კარგ ოჯახებში მომხდარიყვნენ. მაგრამ ერთმა გოგონამ ძაღლმა, სახელად ალუ, მოულოდნელად იგრძნო, რომ ვერასოდეს დაემსგავსება თვის დებს და ძმებს. იმის მერე, როგორც ის ტყეში მონადირეს შეხვდა, ალუმ შინაგანად იგრძნო საიდუმლო მგლის ბუნების გაღვიძება. ვინ არის ის - ძაღლი თუ მგელი?
ერთ დღეს მისი ცხოვრება სრულიად იცვლება, როდესაც უცნაურ არსებას სტიჩს შეხვდება, რომელსაც თავდაპირველად ჩვეულებრივ ძაღლად მიიჩნევს. სინამდვილეში კი სტიჩი სახიფათო და დაუმორჩილებელი უცხოპლანეტელი ექსპერიმენტია, რომელმაც ინტერგალაქტიკური ციხიდან გაქცევა მოახერხა და დედამიწაზე დამალვა გადაწყვიტა. პოლიციისგან თავის დასაღწევად იგი ძაღლის იერს იღებს და ლილოს ოჯახში ხვდება.
ოდესღაც ტიეკო ფუძივარა იაპონიის კინემატოგრაფიის ცნობილი ვარსკვლავი იყო. მაგრამ ოცდაათი წლის წინ მოულოდნელად შეწყვიტა გადაღებები და საზოგადოებას ჩამოშორდა. მისმა ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა თაყვანისმცემელმა - გენია ტატიბანამ, ფუძივარაზე ფილმის გადაღება ჩაიფიქრა. მისმა ჩამოტანილმა პატარა ძველმა გასაღებმა, ტიეკოს მოგონებებს თითქოსდა ჩარაზული კარი გაუხსნა.
„ლედის და მაწანწალას“ ლეკვი უქნარა ბავშვობიდანვე განსხვავებული ხასიათით გამოირჩევა. ის არ ემორჩილება წესებს, ხშირად გარბის სახლიდან და უფრო მეტად იზიდავს ქუჩის თავისუფალი, თავგადასავლებით სავსე ცხოვრება, ვიდრე მშვიდი და დაცული გარემო ოჯახში. მისი სურვილი დამოუკიდებლობისა და თავგადასავლებისკენ თანდათან ძლიერდება, რაც მას სხვადასხვა გარემოში ხვედრებსა და ახალ მეგობრებს აძებნინებს. ქუჩის ცხოვრება ერთი მხრივ თავისუფლებას აძლევს, მაგრამ მეორე მხრივ აჩვენებს მის მკაცრ და ხშირად სახიფათო რეალობასაც.
ჯეიმს სალივანი და მაიკ ვაზოვსკი მონსტრების სამყაროში ცხოვრობენ და სპეციალურ კომპანიაში მუშაობენ, სადაც ენერგიას ბავშვების შეშინებით მოიპოვებენ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს მონსტრების ეშინიათ, სინამდვილეში თავად მონსტრებს უფრო აშინებთ ბავშვები და მათ სამყაროში ბავშვის გამოჩენა ნამდვილ საფრთხედ ითვლება.
ოჯახი ყიდულობს სახლს შორეულ და ძალიან მშვიდ სოფელში. მათ ყავთ ათი წლის ქალიშვილი ჩიხირა, რომელიც, როგორც ყველა მისი ასაკის ბავშვი ძალიან ცნობისმოყვარეა. ერთერთ მზიან დღეს ის პოულობს, რაღაცას გვირაბის მაგვარს, რომლლის მეორე მხარეს სხვა სამყაროა, რომელიც განსხვავდება ამ სამყაროსგან თავისი უცნაურობებით, საიდუმლოებით და იდუმალებით. უცნობი ძალა პატარა გოგონას შეიტყუებს გვირაბში და ის აღმოჩნდება სხვა, იმ სამყაროში, რომელსაც შორიდან ხედავდა. თავიდან მას ეშინოდა, მაგრამ მერე მიეჩვია და ნახა ძალები აჯობოს თავის თავში შიშის გრძნობას და სამუშაოზე მოწყობაც მოახერხა!
მასხარების პრინცი კვლავ ბრუნდება თავისი ქაოსური და დამანგრეველი სტილით, რათა გოთემში შიში და არეულობა გაავრცელოს. სანამ ბეტმენი ჯოკერის სახიფათო გეგმებისა და რთული თავსატეხების ამოხსნას ცდილობს, ახალგაზრდა გმირი ტერი მაკჯინისი შოკისმომგვრელ საიდუმლოებებს აღმოაჩენს. ნელ-ნელა ირკვევა, რა მოხდა ბეტმენისა და ჯოკერის უკანასკნელი დაპირისპირების ღამეს მოვლენამ, რომელმაც მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
მეცამეტე ათასწლეული. ატომური ჰოლოკოსტის შემდეგ რამოდენიმე ათასი წელია გასული. ღამის წყვდიადში კვლავ ვამპირები მეფობენ, მაგრამ მათი დღეები დათვლილია, რაოდენობაც იკლებს. ვამპირი მაიერ ლინგომი, ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანის ქალიშვილს იტაცებს. მის მოსაძებნად, ვამპირებზე მონადირე ნახევარსისხლა ვამპირი - დი მიდის. გატაცებული გოგონას კვალს, ძმები მარკუსებიც მიყვებიან.







































