ძიება - * | ნაპოვნია: 353

ჰოლივუდის ჩამქრალი ვარსკვლავი და ოდესღაც პოპულარული სიტკომის ლეგენდა ახლა ცდილობს დაიბრუნოს ძველი დიდება. ყოველდღიურობაში ებრძვის პირად პრობლემებს, დამოკიდებულებებს და შინაგან კრიზისს, სადაც იუმორი და სევდა ერთმანეთში ირევა. მისი ცხოვრება სავსეა ქაოსით, კამათით და უცნაური გადაწყვეტილებებით, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მის რეალობას.

ანიმაციური სათავგადასავლო კომედია Penguins of Madagascar მოგვითხრობს ცნობილი პინგვინების ოთხეულის - სკიპერის, კოვალსკის, რიკოსა და პრივეტის - ახალ და სახიფათო მისიაზე. ისინი ერთიანდებიან საიდუმლო ორგანიზაცია North Wind-თან, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უმწეო ცხოველებს იცავს. მათ ერთად მოუწევთ დაუპირისპირდნენ ბოროტ გენიოს რვაფეხას Dave-ს, რომელიც შურისძიებითაა შეპყრობილი და მსოფლიოს განადგურებას გეგმავს. პინგვინების გუნდს ელოდება სწრაფი, იუმორით სავსე და სახიფათო თავგადასავალი, სადაც მეგობრობა, გამბედაობა და გუნდური მუშაობა გადამწყვეტ როლს თამაშობს.

სონიკის, ეოჟიკის და მათი მეგობრების თვაგადასავლები. სონიკი კვლავ მის დაუწყნარებელ მტერთან ეგმანომთან ბრძოლაში იქნება ჩართული, სადაც მას ერთგული მეგობრები დაიხმარებიან ...

ბენი და საორსი დედის გაუჩინარების შემდეგ, ბებიასთან საცხოვრებლად გადადიან ქალაქში. როდესაც ისინი უკან სახლში დაბრუნებას გადაწყვეტენ, მათ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ.

სმურფების მშვიდ ცხოვრებას საფრთხე ემუქრება, როდესაც ბოროტი ჯადოქარი გარგამელი ახალ მზაკვრულ გეგმას შეიმუშავებს და სმარფეტას მოიტაცებს. მისი მიზანია სმარფეტას საიდუმლო ცოდნის გამოყენება, რათა ძლიერი ჯადოსნური ძალა მოიპოვოს და სმურფებზე საბოლოო გამარჯვება მოიპოვოს. სმურფები დახმარებისთვის თავიანთ ადამიან მეგობრებს მიმართავენ და სმარფეტას გადასარჩენად სახიფათო მისიას იწყებენ. მათ უამრავი დაბრკოლების, მოულოდნელი თავგადასავლისა და კომიკური სიტუაციის გადალახვა უწევთ, რათა დროულად მიაღწიონ მიზანს და მეგობარი ბოროტების ხელიდან იხსნან.

ფილმი მოგვითხრობს მაიკისა და სალის ახალგაზრდობის პერიოდზე, როდესაც ისინი მონსტრების უნივერსიტეტში სწავლობდნენ და ჯერ კიდევ არ იყვნენ საუკეთესო მეგობრები. ამბიციური და შრომისმოყვარე მაიკი ოცნებობს ერთ-ერთი ყველაზე საშიში მონსტრი გახდეს, ხოლო თავდაჯერებული და პოპულარული სალი საკუთარ შესაძლებლობებში ზედმეტად დარწმუნებულია.

გაყინული

Frozen

ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი, უშიშარი და ოპტიმისტი ანა, სახიფათო და დაუვიწყარ მოგზაურობაში მიდის, რათა თავისი და ელზა იპოვოს. ელზა იდუმალი ძალების გამო მარადიული ზამთრით მოცულ სამყაროში იმალება, რის შედეგადაც მთელი სამეფო ყინულმა და თოვლმა მოიცვა.

კრუდსების ოჯახი

The Croods

მოქმედება პრეისტორიულ დროში ვითარდება.კრეგს, მიწისძვრით განადგურებული სოფლის დატოვება და ოჯახთან ერთად სამოგზაუროდ წასვლა უწევს, რის შედეგადაც ოჯახი ფანტასტიკურ, ზღაპრულ სამყაროში აღმოჩნდება.

ანიმაციური ფილმი Cloudy with a Chance of Meatballs 2 აგრძელებს ფლინტ ლოკვუდის თავგადასავალს უცნაური და გემრიელი აღმოჩენებით სავსე სამყაროში. წინა მოვლენების შემდეგ კუნძულ ტივტივას ყველა მცხოვრებმა დატოვა სახლები, ხოლო გამომგონებელი ფლინტ ლოკვუდი მუშაობას იწყებს ცნობილ ტექნოლოგიურ კომპანიაში The Live Corp-ში და თავისი კუმირი ჩესტერის გუნდს უერთდება. თუმცა ყველაფერი იცვლება, როდესაც ფლინტი გაიგებს, რომ მისი ცნობილი საკვების გამომქმნელი მანქანა კვლავ მუშაობს და ქმნის უცნაურ და საშიშ საკვებ-ჰიბრიდებს. მეგობრებთან ერთად მას მოუწევს კუნძულზე დაბრუნება, რათა შეაჩეროს ახალი საფრთხე და გადაარჩინოს მსოფლიო.

საზიზღარი მე 2

Despicable Me 2

გრუ და გოგონები, ექიმი ნეფარიო და ძალიან ბევრი საყვარელი მინიონი, აგრეთვე ახალი პერსონაჟები და თავგადასავალი

ტიტანებთან შერკინება

Attack on Titan

საუკუნეების წინ ადამიანთა მოდგმა განადგურების პირას იდგა, მათი მთავარი მტერი ტიტანები იყვნენ, რომლებიც უბრალოდ გართობის მიზნით ანადგურებდნენ ადამიანებს. გადარჩენილი ადამიანების მცირე ჯგუფი მაღალი კედლით შემოსაზღვრულ ქალაქში ცხოვრობს, მაცხოვრებლებს არ უნახავთ ტიტანები უკვე ას წელზე მეტია. ერთ დღესაც ტიტანი გამოჩნდა და ქალაქის კედლის ნაწილი დაანგრია...

რიკი და მორტი

Rick and Morty

ანიმაციური სერიალი adult-swim-ზე უსასრულო თავგადასავლების შესახებ რიკის, გენიალური ალკოჰოლიკი და უფრთხილესი მეცნიერის, მის შვილიშვილთან ერთად, მორტი, 14 წლის შიშიანი ბიჭი, რომელიც იმდენად ჭკვიანი არ არის. ერთად ისინი იძიებენ უსასრულო სამყაროებს; ანარქიას იწვევენ და პრობლემებში ხვდებიან.

მიწისქვეშა სამყაროში განცდილი თავგადასავლების შემდეგ შვიდი წელი გავიდა და ბუნებაში მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. კონტინენტების გადაადგილებამ მთელი სამყარო თავდაყირა დააყენა, რის შედეგადაც მენი, დიეგო, სიდი და მათი მეგობრები საკუთარ სახლს მოსწყდნენ და გადარჩენისთვის სახიფათო მოგზაურობის დაწყება მოუწიათ. მეგობრები აისბერგს მცურავ პლატფორმად გამოიყენებენ და უზარმაზარ ოკეანეს გადაკვეთენ. ამ დაუვიწყარი მოგზაურობისას ისინი აღმოჩნდებიან სრულიად უცნობ და ეგზოტიკურ სამყაროში, სადაც მათ საოცარი ცხოველები, ახალი მეგობრები და არაერთი საფრთხე ელით. თუმცა ყველაზე დიდი გამოწვევა მეკობრეების ბანდასთან დაპირისპირებაა, რომლებიც მათ გზაზე სერიოზულ დაბრკოლებად იქცევიან.

მამაცი

Brave

ერთ დღეს მერიდა დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას იღებს და სამეფოს უძველეს წესს არღვევს, რაც საშიშ ქაოსსა და მოულოდნელ მოვლენებს იწვევს. მდგომარეობის გამოსასწორებლად იგი იძულებულია სახიფათო მოგზაურობაში წავიდეს და იდუმალი მოხუცი ბრძენი ქალის დახმარება მოიპოვოს.

დამანგრეველი რალფი

Wreck-It Ralph

რალფი არის ძველი კომპიუტერული თამაშის მეორეხასისხოვანი პერსონოჟი, ის ათი წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდა ბოროტმოქმედის როლს, მაგრამ მას მობეზრდა სულ მთავარი პერსონაჟის ჩრდილში ყოფნა და გადაწყვიტა წავიდეს მოგზაურობაში სხვადასხვა ჟანრის თამაშებში, რათა დაამტკიცოს, რომ მასაც შეუძლია იყოს გმირი.

გრაფმა დრაკულამ თავისთვის და თავის გოგოსთვის აიშენა წყნარი და ყველა თვალისგან შეუმჩნეველი სასტუმრო, სადაც მონსტრები ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან ოჯახური პრობლემებისგან, ყოველდღიური საქმეებისგან და რა თქმა უნდა ხალხისგან დასასვენებლად. მაგრამ ყველგანმავალი ტურისტები აქაც აღწევენ. თუმცა ყველაფერი მაშინ იცვლება,როდესაც იქ ადამიანი შეაღწევს, რომელსაც სასტუმრის მფლობელის ქალიშვილი შეუყვარდება

ქურდმა სახელად ვისპერე პრინცესას გვირგვინიდან ლალის თვალი მოიპარა. ჩექმებიანი კატა მიემგზავრება მის კვალდაკვალ და მას ამ მოგზაურობაში მიჰყვებიან კნუტები, სახელად ეშმაკუნები. ახლა კი მან როგორმე უნდა მოათვინიეროს ისინი ან წინააღმდეგ შემთხვევაში მისია დარჩება შეუსრულებელი

მადაგასკარი 3

Madagascar 3: Europe's Most Wanted

ლომი ალექსი, ზებრა მარტი, ჟირაფი მელმანი და ბეჰემოტი გლორია შეუერთდნენ მომთაბარე ცირკს იმ იმედით, რომ დაბრუნდებიან ნიუ–იორკში.

დაქირავებული მკვლელი დგამს პირველ ნაბიჯებს საკუთარი თავის შეცნობის საქმეში. ამას აკეთებს ბრძოლის ველზე სადაც (თუ დავუჯერებთ ძველ ანდაზას)საკუთარ მშობლებსაც კი არ უნდა ენდო, სადაც ყოველი ქვა შეიძლება შენი საფლავის ქვად გადაიქცეს. რაც უფრო გრძელდება ომი - მით უფრო იშვიათია ნაცნობი სახის დანახვა.

ემი და იუკი — მხოლოდ გარეგნობით არიან უბრალო ბავშვები, რომლებსაც სამყაროს მძიმე ტვირთი არ უნდა აწვებოდეს. როდესაც მათი მამა დაიღუპება, უძველესი მაქციების კლანის ბოლო წარმომადგენელი, მათ დედას - ჩვეულებრივ ...