ტრიგონის დემონურმა ძალებმა სამართლიანობის ლიგის წევრების სხეულები დაიპყრო და ძლევამოსილი გმირები ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყო. გამოცდილი ვეტერანები ახალგაზრდა გმირების მტრებად იქცნენ, რის შედეგადაც სამყარო ქაოსისა და განადგურების ზღვარზე აღმოჩნდა. ახლა ახალგაზრდა თაობას მოუწევს გაერთიანება და დაუნდობელ ბოროტებასთან ბრძოლა, რათა დედამიწა სრული განადგურებისგან იხსნან.
როდესაც კუნძულის დასახლება ორიენტირებულია იმაზე, რომ იყვნენ ბედნიერები, მათ არსაიდან ეწვევიან ბურუსით მოცული მწვანე გოჭები, კუნძულის რამდენიმე მოსახლე მათ ეჭვის თვალით უყურებს და ცდილობენ გაარკვიონ, რა იმალება ამ ყველაფრის უკან...
”კუნგ ფუ პანდა 3” ისევ დიდ თავგადასავალს გვპირდება. ამჯერად პო და მისი ისევ გამოჩენილი ღვიძლი მამა ლი მიემგზავრებიან საიდუმლო პანდების ადგილსამყოფელში, სადაც ისინი ბევრ წინააღმდეგობას აწყდებიან. მათ მთავარ საშიშროებას ცბიერი და ზებუნებრივით დაჯილდოვებული კაი წარმოადგენს. პანდა პოს რთული მისია აკისრია – მან სხვა პანდებს საბრძოლო ხელოვნება უნდა ასწავლოს. არც თუ ისე მარტივი დავალება აქვთ ფუმფულა პანდებს
ანიმაცია მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონას, მოანას და მისი ბედისწერის შესახებ. ნახევრად ღმერთთან, მაუისთან ერთად მოგზაურობისას ის საოცარი მოვლენების მთავარი გმირი ხდება...
სკრატი, მოუხელთებელი რკოს დევნის დროს შემთხვევით კატაპულტირდება პირდაპირ კოსმოსში, სადაც გამოიწვევს კოსმოსურ მოვლენებს. ზუსტად ეს მოვლენები შეცვლიან მთელ სამყაროს. იმისთვის, რომ გადარჩნენ სიდი, მენი, დიეგო და სხვა ცხოველები, მათ უნდა დატოვონ თავიანთი სახლები და გაემართნონ სამოგზაუროდ ეგზოტიკურ ახალ მიწებზე სადაც შეხვდებიან მრავალ ახალ პერსონაჟს...
ზღაპრულ სამეფო ლიუცისში ინახება წმინდა კრისტალი. მტრულად განწყობილი ნიფლჰეიმის იმპერია არ დაიხევს უკან და ყველანაირად ეცდება რელიქვიის ხელში ჩაგდებას. ლიუცისის მეფე რეგისი ხელმძღვანელობს ელიტალურ რაზმს. ისინი შეიარაღებულნი არიან მეფის მაგიით. ამ მეომრების მიზანია დაიცვან დედაქალაქი ინსომნია იმპერიული ჯარისგან...
პატარა ეგზოტიკურ კუნძულზე თუთიყუში ცხოვრობს თავის გადარეულ მეგობართან ერთად სამოთხეში. სამშაბათი ვერ წყვეტს სამყაროზე ფიქრს. დიდი შტორმის შემდეგ სამშაბათი და მისი მეგობარი კრუზოს დაინახავენ. კრუზო კი მიხვდება რომ ერთადერთი გადაღცენის საშვალება სამშაბათისა და მისი მეგობრის დახმარებით შეი₾ძება. თავიდან ცოტა რთული იქნება რადგან ცხოველებს ხომ ადამიანების ენა არ ესმით. მაგრამ თანდათან ისინი ერთად ჰარმონიულ ცხოვრებას იწყებენ. მაგრამ ესეც იცვლება როდესაც ორი შავი ავაზა ცდილობს დაეპატრონოს მთელ კუნძულს...
კოალა სახელად ბასტერი მოიწვევს თავის საუკეთესო მეგობარს დასახმარებლად თავის თეატრის ბიზნესში მუსიკალური შეჯიბრის მასპინძლობისას.
ისტორია გვიჩვენებს ჩიტების იდუმალ როლს, სამყაროში ბავშვების მოყვანაში...
რაჩეტი და კლანკი გმირები არიან რადგან ცდილობენ შეაჩერონ უცხოპლანეტელი სახეელად ჩეარმენ დრეკი. რომელიც ყველა პლანეტას ანადგურებს. ამ ორმა თავიანთი ძალები გალაქტიკის რეინჯერებთან უნდა გააერთიანონ რომ დაიცვალ პლანეტა. ამავდროულად ისინი სწავლობენ გმირობას, მეგობრობას...
იშიდა შოია ამცირებს მის თანაკლასელ გოგონას, ნიშიმია შოუკოს, რომელსაც სმენა აქვს დაქვეითებული, რის შედეგადაც მისი თანაკლასელები პირიქით მას დაუწყებენ დამცირებას. ანიმე მოგვითხრობს მეგობრების და მომავლის გეგმების გარეშე დარჩენილი იშიდა შოიას დანაშაულის გამოსყიდვის მცდელობის ისტორიას...
რაილი 11 წლის გოგონაა, რომლის ყოველდღიურ ცხოვრებას ხუთი ემოცია მართავს: სიხარული, შიში, რისხვა, მწუხარება და ზიზღი. ისინი ერთად ეხმარებიან მას გადაწყვეტილებების მიღებაში და ცხოვრების სხვადასხვა გამოწვევასთან გამკლავებაში. როდესაც რაილი ოჯახთან ერთად მშობლიური ქალაქიდან სან-ფრანცისკოში გადადის, მისი ცხოვრება სრულიად იცვლება. ახალ გარემოსთან შეგუების პროცესში ემოციებს ერთმანეთთან თანამშრომლობა და რთული სიტუაციების გადალახვა უწევთ, რათა გოგონამ საკუთარი ბედნიერება და შინაგანი ბალანსი შეინარჩუნოს.
ბუგი იწყებს შიშს, როცა ტყეში საშიში ლეგენდის შესახებ ისტორიები ვრცელდება და ის ფიქრობს, რომ იდუმალი არსება რეალურად არსებობს. ელიოტი და მეგობრები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ეს მხოლოდ მითია, თუმცა სიტუაცია სწრაფად გადაიქცევა ქაოსურ და სასაცილო თავგადასავლად. ადამიანები და ცხოველები ერთმანეთში ირევიან, ტყეში კი იწყება სრული გაუგებრობა, რაც გმირებს აიძულებს ერთიანად იმოქმედონ. ფილმი სავსეა იუმორით, მეგობრობით და აბსურდული სიტუაციებით.
მოგზაურობის განმავლობაში ისინი ერთმანეთის დახმარებით სწავლობენ გამბედაობას, ნდობასა და მეგობრობის მნიშვნელობას. მათი მთავარი მიზანი კი საკუთარ ოჯახთან უსაფრთხოდ დაბრუნებაა, თუმცა ამ გზაზე ისინი ბევრ დაუვიწყარ თავგადასავალს გადაიტანენ.
ანიმაციური ფილმის სიუჟეტი საიდუმლო და საშიში ორგანიზაციის გარშემო ვითარდება, რომელიც ბავშვებს იტაცებს და მათგან დაუნდობელ მეომრებს ზრდის. წლების განმავლობაში დამალული ეს დაჯგუფება საკუთარ მიზნებს ძალადობითა და შიშით აღწევს. გმირებს კი მოუწევთ სიმართლის გამოვლენა და უდანაშაულო ბავშვების გადარჩენა, სანამ ორგანიზაცია კიდევ უფრო გაძლიერდება.
დრაკულა და მისი მეგობრები ცდილობენ რომ ნახევრად ადამიანი და ნახევრად ვამპირი შვილიშვილი მონსტრად გაზარდონ, რათა მეივისმა სასტუმრო არ დატოვოს.
ელვინი, საიმონი და თეოდორი ძმები არიან, ისინი ჩვეულებირვი სკოლის მოსწავლეები არიან. მაგრამ სწავლის გარდა ისინი ცნობილი, როკის ვარსკვლავებიც არიან ..
ბლუ, ჯიუველი და მათი შვილები მშვიდად ცხოვრობენ რიოში, თუმცა ყველაფერი იცვლება, როდესაც ისინი ამაზონის ჯუნგლებში მიემგზავრებიან და აღმოაჩენენ, რომ მათი ჯიშის კიდევ ბევრი წარმომადგენელი არსებობს. ქალაქურ ცხოვრებას მიჩვეული ბლუ ველურ გარემოში ადაპტაციას ცდილობს, ხოლო ჯიუველი საკუთარ ოჯახს და ძველ სამყაროს უბრუნდება. თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში მათ ახალი მეგობრები, მეტოქეები და საფრთხეები ელოდებათ, რომლებიც ოჯახს ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს.
ახალგაზრდა ჰირო ჰამადა ნიჭიერი გამომგონებელი და ნამდვილი გენიოსია, რომელიც რობოტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნით არის გატაცებული. თავის უფროს ძმასთან, ტადაშისთან ერთად, იგი მომავლის ქალაქ სან-ფრანცისკოში მდებარე ტექნიკურ უნივერსიტეტში ინოვაციურ იდეებს რეალობად აქცევს.
ბეტმენი მოულოდნელად იგებს, რომ მისი ურჩი და დაუმორჩილებელი შვილი ფარულად შეუერთდა საშიშ ტერორისტულ ორგანიზაციას „მკვლელების ლიგას“. ბნელი რაინდისთვის ეს არა მხოლოდ ახალი საფრთხეა, არამედ პირადი ბრძოლაც, რადგან მას მოუწევს საკუთარი შვილის გადარჩენა და იმ ბნელი გზიდან დაბრუნება, რომელმაც შესაძლოა იგი სამუდამოდ შეცვალოს.







































