ბრიუს უეინი შუასაუკუნეების იაპონიაშია, სადაც იგი ძველ მტრებს ხვდება, რომლებიც გარემოს შესაბამისად არიან ადაპტირებულნი.
ბეატრის პოტერის კლასიკური ზღაპარი. კურდღელი პიტერი ბედნიერად ცხოვრობს მის სამ დასთან და ბიძაშვილ ბენჟმინთან ერთად მისტერ მაკგრეგორის ბოსტენულის ბაღში. როდესაც მისტერ მაკგრეგორი გარდაიცვლება და მისი ქონება ერთ-ერთ შთამომავალს დარჩება კურდღლების ცხოვრება სრულიად იცვლება. როგორ დასრულდება ბრძოლა ახლა მისტერ მაკგრეგორსა და კურდღლებს შორის?
მაქსი, თავგადასავლების მოყვარული და ცელქი ახალგაზრდა კურდღელი, მოულოდნელად აღმოჩნდება ძველმოდურ და საიდუმლოებებით სავსე სკოლაში, სადაც აღდგომის კურდღლებს განსაკუთრებულ უნარებს ასწავლიან. თავდაპირველად მას უჭირს ახალი გარემოსა და წესების მიღება, თუმცა მალე გაიცნობს მამაც და კეთილ კურდღელ გოგონას, ემის, რომელიც მის ერთგულ მეგობრად იქცევა. სკოლაში ყოფნისას მაქსი თანდათან ეუფლება აღდგომის კურდღლების საიდუმლო ძალებს და სწავლობს პასუხისმგებლობას, გუნდურ მუშაობასა და ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობას. როდესაც მზაკვრული მელების ოჯახი სკოლასა და აღდგომის ტრადიციებს საფრთხეს შეუქმნის, მაქსი და მისი მეგობრები გაბედულად ჩაერთვებიან ბრძოლაში, რათა დაიცვან საკუთარი სახლი და გადაარჩინონ დღესასწაული.
მოზარდი მეგობრების ცხოვრება მნიშვნელოვნად იცვლება, როდესაც ისინი ზრდასრულობისკენ მიმავალ გზაზე სქესობრივი მომწიფების, ემოციური ცვლილებებისა და ახალი გამოცდილებების წინაშე აღმოჩნდებიან. სერიალი იუმორითა და გულწრფელობით გვიჩვენებს მოზარდობის სირთულეებს, მეგობრობის მნიშვნელობას, საკუთარ თავთან შეგუებასა და იმ გამოწვევებს, რომლებიც ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპს ახლავს თან. თითოეული გმირი თავისებურად ცდილობს გაუმკლავდეს ცვლილებებს და საკუთარი ადგილი იპოვოს სამყაროში.
კასტლევანია არის ბნელი შუა საუკუნეების ფანტაზია ბელმონტის კლანის უკანასკნელი გადარჩენილი წევრის გადმოცემის მიხედვით. იგი ცდილობს გადაარჩინოს დასავლეთ ევროპა ვლადი დრაკულასგან.
ანიმაციური ფილმი იესო ქრისტეს ცხოვრების ამაღელვებელ ისტორიას გვიყვება მისი უკანასკნელი ცოცხალი მოციქულის იოანეს თვალით. სიუჟეტი მაყურებელს ქრისტეს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებში ამოგზაურებს და მის სწავლებებს, სიყვარულსა და ადამიანებისადმი თანაგრძნობას წარმოაჩენს.
როდესაც პოპი , ტროლების დედოფალი, გაიგებს, რომ ბერგენებს არდადეგები არ აქვთ, გადაწყვეტს გააკეთოს რაღაც მათი ცხოვრების შესაცვლელად.
მეფე შტორმს სურს წაართვას პონებს მისი მაგიური შესაძლებლობები. ბოროტმოქმედის შესაჩერებლად პონები ტოვებენ მშობლიურ მხარეს და სამოგზაუროდ მიდიან. მათ საინტერესო თავგადასავალი ელით.
ფილმი მოგვითხრობს შეშლილ მანიაკზე, რომელსაც სურს საშინელი ვირუსი, რომელიც ადამიანებს შეშლილ ზომბებად აქცევს მთელს ნიუ-იორკში გაავრცელოს და ეს ყველაფერი შურისძიების სახელით გააკეთოს…
რაპუნცელს არ სურს იქორწინოს და კოშკის კედლებში გაატაროს ცხოვრება. იგი სასახლიდან წავა და ახალ თავგადასავალში გაეხვევა...
ამბავი ორი ზედმეტი წარმოსახვის მქონე პრანკსტერის ჯორჯის, ჰაროლდის და ერთ წარმოუდგენელ ბზინვარე გმირზე...
ფილმი მოგვითხრობს ვინსენტ ვან გოგის ცხოვრებასა და მის იდუმალ გარდაცვალებაზე. ეს არის პირველი ანიმაციური ფილმი, რომლის შემქმნელებმაც გამოიყენეს ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატები მთელი ფილმის მანძილზე...
ფერდინანდი - პატარა ხარი, რომელსაც ხის ქვეშ ჯდომა და ყვავილების სურნელის შეგრძნება ურჩევნია აქეთ-იქით ხტომას, ხვნეშასა და სხვა ხარებთან დაჭიდებას. როცა იგი დიდი და ძლიერი იზრდება, მისი ტემპერამენტიც მატულობს. ერთ დღესაც ფერმაში ხუთი კაცი მოვა, რათა აირჩიონ ყველაზე დიდი, მსუქანი და ტლანქი ხარი, მადრიდში ხარების შეჯიბრზე გასაყვანად. ისინი შეცდომით ფერდინანდს აირჩევენ. ფილმი გადაღებულია მანრო ლეფის 1936 წლის საბავშვო წიგნის მიხედვით...
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის უფროსი წევრები მუსიკას უკრძალავენ, მიგელი ოცნებობს გახდეს სრულყოფილი მუსიკოსი, როგორც მისი კუმირი მიგელ დე ლა კრუსია. ნიჭისა და ტალანტის დამტკიცებისგან გადაღლილი და სასოწარკვეთილი მიგელი აღმოაჩენს განსაცვიფრებელ, ფერად სამყაროს მუსიკალური წვეულებების მთელი ჯაჭვით. გზად იგი ხვდება მომხიბლავ, მაგრამ მატყუარა ჰექტორს. ისინი ერთად გაუდგებიან თავგადასავლებით სავსე გზას, რომ ამოხსნან საიდუმლო ამბავი, რომელიც მიგელის ოჯახის ისტორიაში იმალება...
გრუმ და მისმა ცოლმა უნდა შეაჩეროს 80-იანი წლების ვარსკვლავი ბალტაზარი , რომელსაც მსოფლიოს დაპყრობა სურს...
არსებობს ბევრი რეკომენდაცია და რჩევა , როგორ უნდა მივუდგეთ ბავშვს, მაგრამ რა უნდა ვქნათ თუ პატარას ცუდი ხელმძღვანელის ყველა თვისება აქვს და მის გარშემო იგი მხოლოდ ზარმაც და უნიჭო ადამიანებს ხედავს?
როდესაც ტროლების მუდამ მხიარული და ოპტიმისტურად განწყობილი დედოფალი პოპი გაიგებს, რომ ბერგენებს არცერთი დღესასწაული არ აქვთ, გადაწყვეტს გააკეთოს რაღაც ისეთი, რაც მათ ცხოვრებას უფრო მხიარულს გახდის...
მთავარ გმირს კვლავაც სურს პირველობა შეინარჩუნოს ტრასაზე, მაგრამ გამარჯვების მისაღწევად უფრო და უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდება. მას ახალი თავგადასავლები და დაბრკოლებები ელის წინ...
ნინძაგო სითი დასახმარებლად ახალგაზრდა ლოიდსა და მის მეგობრებს მოიწვევს. წინამძღოლი კუნგ ფუს ოსტატი ბუს დამხარებით მათ უნდა შეაჩერონ ყველაზე ბოროტი დიქტატორი ჰარმანოდი, რომელიც ლოიდის მამა აღმოჩნდება.
ფილმი მოგვითხრობს თუ როგორ ცდილობს ბეტმენი ლეგო ქალაქი ჯოკერისგან იხსნას...







































