ძიება - * | ნაპოვნია: 725

რობინ ჰუდი ომიდან ბრუნდება, რათა მერიანს შეხვდეს, მაგრამ ნოტინჰემის შურისმაძიებელი შერიფი მათ ჩასაფრებას უწყობს.

ჭირის მსგავსი ქარი უბერავს პოსტაპოკალიფსური იაპონიის უნაყოფო, ქვიშიან სივრცეს. მსოფლიოში კატასტროფული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზად კი სოკოს სპორებს თვლიან. ბისკო აკაბოში კიბორჩხალა აკუტაგავას და ახალგაზრდა ექიმ მილო ნეკოიანაგის გვერდით, იაპონიის უდაბნოებში ეძებს ლეგენდარულ "საბიკუის" - პანაცეა სოკოს, რომელიც ყველაფერს გამოასწორებს.

ქეით დიკამილიოს ამავე სახელწოდბის კლასიკურ რომანზე დაფუძნებული სათავგადასავლო ანიმციური ფილმი, ახალგაზრდა პიტერის შესახებ, რომელიც მთელი მონდომებით ეძებს თავის დიდი ხნის დაკარგულ დას. როდესაც ის ბაზრობაზე მკითხავს შეხვდება, ახალგაზრდა გმირს მის მიმართ ბევრი კითხვა აქვს, მაგრამ არის ერთი ...

მორისი – საზრიანი და მოლაპარაკე ქუჩის დიდი წითური კატაა. ერთ დღეს ის ნიჭიერ მესალამურე ბიჭს კიტის შეხვდება და ასევე უცნაური თაგვების არმიას გაიცნობს, რომლებიც საუბრობენ, ტანსაცმელს ატარებენ და სამოთხის კუნძულზე ოცნებობენ, სადაც თაგვები და ადამიანები ერთად იცხოვრებენ მშვიდად

რიჩერი

Reacher

ჯეკ რიჩერი მკვლელობისთვის დააკავეს და ახლა პოლიციას მისი დახმარება სჭირდება. დაფუძნებულია ლი ჩაილდის წიგნებზე.

დრაკონის სახლი

House of the Dragon

სერიალი, გამოგონილი კონტინენტის ვესტეროსის მოვლენების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც “სატახტოთა თამაში“ მოვლენებამდე დაახლოებით 200 წლით ადრე მოხდა. სიუჟეტის ცენტრში სამოქალაქო ომი აღმოჩნდება, რომლის მიზეზი ვესტეროსის წარჩინებული ორი სახლის შტოს შორის დინასტიური კრიზისი გახდება.

მოქმედება ვითარდება პირველი ფილმის მოვლენებიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ, "ავატარი: წყლის გზა" იწყებს სალის ოჯახის (ჯეიკი, ნეიტირი და მათი შვილების) ისტორიის მოთხრობას, უბედურებაზე, რომელიც მათ მოჰყვება, მათ სიგრძეზე. ერთმანეთის დაცვა, ბრძოლები, ისინი იბრძვიან სიცოცხლის შესანარჩუნებლად და ტრაგედიები, რომლებსაც ისინი იტანენ.

მენიუ

The Menu (2022)

ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი, მარგო და ტაილერი შორეულ კუნძულზე მდებარე ექსკლუზიური და უნიკალური რესტორნის მოსანახულებლად მიემგზავრებიან, რომელსაც ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს, სადაც ამ დაწესებულების შეფ-მზარეული სლოვიკი, ახლგაზრდა გმირებს სთავაზობს მდიდრულ მენიუს შოკისმომგვრელ სიურპრიზებთან ერთად…

პოპულარული ანიმაციური კომედიური ფრენჩაიზის “სასტუმრო ტრანსილვანია 3: ზაფხულის არდადეგები“ მეოთხე და დასკვნითი ნაწილი, სასტუმროს მფლობელი გრაფი დრაკულასა და მისი საყვარელი მონსტრების ოჯახის ახალი თავგადასავლების შესახებ, რომლის ბნელ ციხე-სასტუმროში მონსტრები ცივილიზაციისგან და ადამიანის თვალისგან შორს ისვენებენ, სადაც ყველაფერი თავდაყირა დადგება, როდესაც ლეგენდარული პროფესორის აბრაამ ვან ჰელისგინის იდუმალი გამოგონება, “მონსტრიფიცირების სხივი” გაფუჭდება და შემთხვევით დრაკულას და მის მეგობრებს ადამიანებად, ხოლო ჯონის – პირიქით, მონსტრად გადააქცევს.

პიტერი და ემა საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ როდესაც შეხვდებიან, მათ მაშინვე ერთი რამ დააკავშირებს: ორივე მოულოდნელად მიატოვა მათმა პარტნიორებმა, ენიმ და ნოემ. შედეგად, გმირების თანაგრძნობა მისიად გადაიქცევა, როცა სოციალურ ქსელში ნახავენ, რომ მათი ყოფილები სიხარულით გადავიდნენ ახალ რომანზე: ენი ლოგანთან და ნოე ჯინისთან. 30 წლის ასაკში მათი დიდი ხნის და ბედნიერი ცხოვრების შანსის დაკარგვით, და ყველაფრის თავიდან დაწყების პერსპექტივით შეშინებული, პიტერი და ემა სასოწარკვეთილ შეთქმულებას აწყობენ თავიანთი სიყვარულის დასაბრუნებლად. ახლა ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თავინთი ყოფილების ურთიერთობები შეწყვიტონ.

13 წლის ადამ რიდი, რომელიც ჯერ კიდევ გლოვობს მამის უეცარ სიკვდილს, ერთ ღამეს თავის ავტოფარეხში დამალულ დაჭრილ პილოტს აღმოაჩენს. ეს იდუმალი პილოტი მისი უფროსი ვერსია აღმოჩნდება მომავლიდან, სადაც დროში მოგზაურობა საწყის ეტაპზეა. მან ყველაფერი გარისკა, რათა უკან დაბრუნებულიყო საიდუმლო მისიით. ახლა ისინი ერთად უნდა წავიდნენ თავგადასავალებით სავსე წარსულში, რათა იპოვონ მამა, გამოასწორონ ყველაფერი და გადაარჩინონ სამყარო. გარდა ამისა, გმირები აღმოაჩენენ, რომ სინამდვილეში მათ არ მოსწონთ ერთმანეთი და თუ ისინი აპირებენ სამყაროს გადარჩენას, ჯერ უნდა გაარკვიონ, როგორ შეეგუონ ერთმანეთს.

იდუმალ ძალას მთვარე მისი ორბიტიდან გადაჰყავს და მას დედამიწისკენ მოძრაობას აიძულებს, რაც პლანეტაზე კატაკლიზმების პროვოცირებას ახდენს. მსოფლიო განასგურების პირას აღმოჩნდება, მაგრამ შეჯახებამდე რამდენიმე დღით ადრე, NASA–ში მომუშავე ყოფილი ასტრონავტი ჯო ფაულერი დარწმუნებულია, რომ მას ამ კატასტროფის თავიდან აცილების და კაცობრიობის გადარჩენის გასაღები აქვს, თუმცა ცოტას სჯერა ფაულერის, გარდა მისი ყოფილი კოლეგის, ბრაიან ჰარპერის და შეთქმულების თეორეტიკოსის კ. ჰასუმენის. შედეგად, გმირები დედამიწაზე ტოვებენ ყველას, ვინც მათ უყვართ, და შეუსრულებელ უკანასკნელ მისიაში მიდიან კოსმოსში, სადაც ისინი აღმოაჩენენ, რომ ჩვენი მთვარე ისეთი არ არის ის, როგორიც ჩვენ გვონია.

არმიის კაპიტანი ჯეი ჯეი კოლინზი წყნარი ოკეანის შუაგულში მდებარე სამხედრო ბაზაზე აღმოჩნდება მას შემდეგ, რაც მას შეცდომით გაათავისუფლებენ პენტაგონში საოცნებო სამსახურიდან. როდესაც ერთდროული კოორდინირებული თავდასხმა დაემუქრება თავად ბაზას, კოლინზი უპირისპირდება ქარიზმატულ, მაგრამ არაკეთილსინდისიერ აშშ-ს სამხედრო დაზვერვის ყოფილ ოფიცერს ალექსანდრე კესელის, რომელიც აპირებს წარმოუდგენელი გეგმის განხორციელებას. ახლა მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე, კოლინზმა უნდა გამოიყენოს თავისი ტაქტიკური წვრთნა და სამხედრო გამოცდილება, რათა დაადგინოს, ვის შეუძლია ენდოს, და ხელი შეუშალოს კესელის და მის ფარულ დაქირავებულებს მათი რთული და საშინელი მისიის დასრულებაში.

ქუჩის ქურდის, ნათან დრეიკის ისტორია, რომელსაც გამოცდილი საგანძურზე მონადირე ვიქტორ “სალი” სალივანი დაიქირავებს, რათა ფერდინანდ მაგელანის მიერ 500 წლის წინ დაკარგული ქონება ხელში ჩაიგდოს. ის, რაც გმირებისთვის უბრალო ძარცვად იწყება, მალე გლობალურ ბრძოლაში გადაიზრდება.

ექშენ-ჰორორი, ახალგაზრდა მეცნიერის, მაიკლ მორბიუსის (ჯარედ ლეტო) შესახებ, რომელიც სისხლის იშვიათი დაავადებისგან განკურნებას, ძალიან ორიგინალური საშუალებით – ღამურების დახმარებით გადაწყვეტს, მაგრამ შემთხვევით ცოცხალ ვამპირად გადაიქცევა და ნამდვილი ვამპირის წარმოუდგენელ ძალას მიიღებს. თავიდან ის, რაც ერთი შეხედვით, რადიკალურ წარმატებად ჩანდა, მალე დაავადებაზე უარესი აღმოჩნდება. ადამიანის სისხლის მიმართ საკუთარი წყურვილისადმი ზიზღის მიუხედავად, მორბიუსი ადამიანებზე ნადირობას იწყებს, ოღონდ მხოლოდ დამნაშავეებზე, რომლებსაც იგი სიცოცხლის ღირსად არ თვლის.

ფენტეზური ფრენჩაიზის მესამე ნაწილი საიდუმლო საზოგადოების წევრი, ჯადოქრისა და მწერლის ნიუტ სკამანდერის თავგადასავალების შესახებ, რომელშიც მოქმედება “ჯადოსნური ცხოველები 2: გრინდელვადის დანაშაულის“ მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, რიო-დე-ჟანეიროში და ბერლინში ვითარდება და ჯადოქრების სამყაროს მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობაზე მოგვითხრობს. გაძლიერებული ბოროტი ჯადოქარის, გელერტ გრინდელვალდის შესაჩერებლად, ალბუს დამბლდორი ნიუტ სკამანდერს და მის მეგობრებს რთულ მისიას ანდობს, რომელიც ახლა გრინდელვალდის არმიას უნდა დაუპირისპირდეს, და ამავე დროს მომავალ ომში დარჩენილი დრო შეაჩეროს.

ეპიკური ისტორიული თრილერი, სასტიკი შურისძიების შესახებ, რომელშიც მოვლენები ისლანდიაში მე-10 საუკუნის ბოლოს ვითარდება, როდესაც ახალი მიწების ძიებაში დაუნდობელი ვიკინგები თავიანთ სამშობლოს ტოვებენ და იწყებენ უცხო ტერიტორიების ხელში ჩაგდებას. ფილმი ახალგაზრდა სკანდინავიელი პრინცის ამლეტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მისი მოკლული მამის გამო შურისძიებას და სამართლიანობის აღდგენას მთელი ძალებით ცდილობს.

სათავგადასავლო ანიმაციური ფილმი, რომელშიც მოვლენები იმ ეპოქაში ვითარდება, როდესაც საშინელი ურჩხულები დაცურავდნენ ზღვებში, ხოლო მონსტრებზე მონადირეები ცნობილი გმირები იყვნენ, და არავინ იყო ისე პატივსაცემი, როგორც დიდებული ჯეიკობ ჰოლანდი. ფილმი ახალგაზრდა გოგონას მეისი ბრამბლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჯეიკობის გემზე იმალება, სადაც ყველაფერი, რაც ლეგენდარულმა ზღვის ურჩხულებზე მონადირემ იცოდა, თავდაყირა დადგება, როდესაც აღმოაჩენს, რომ გოგონა ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ და საშიშ ზღვის ურჩხულს დაუმეგობრდა ღია ზღვაში. შედეგად, გმირები მოულოდნელ კავშირს ქმნიან და ერთად იწყებენ ეპიკურ მოგზაურობას ამოუცნობ წყლებში, რომელსაც მივყავართ იქ, სადაც რუკა მთავრდება და იწყება ნამდვილი თავგადასავალი.

სუპერ სწრაფი ლურჯი ზღარბის სონიკის თავგადასავლების გაგრძელება. ტომი და მედი მას სახლში დარჩენის უფლებას აძლევენ, სანამ ისინი დასასვენებალდ იმყოფებიან. მაგრამ დოქტორი რობოტნიკი სოკოების პლანეტიდან ბრუნდება ახალ პარტნიორთან ერთად, რომლებიც ზურმუხტის მოსაძებნად ერთიანდებიან. მას შეუძლია შექმნას და გაანადგუროს ცივილიზაციები. შედეგად, სონიკი თავის ახალ მეგობართან ერთიანდება და ისინი ერთად მიდიან მოგზაურობაში, რათა იპოვონ ზურმუხტი, სანამ ის არასწორ ხელში მოხვდება.

იღბალი

Luck (2022)

უეცრად აღმოჩენილი იღბლის აქამდე უნახავ მიწაზე, მსოფლიოში ყველაზე უიღბლო ადამიანი უნდა გაერთიანდეს იქ არსებულ ჯადოსნურ არსებებთან, რათა თავისი ბედი შეცვალოს.