ძიება - * | ნაპოვნია: 727

ჰონკონგის ბრძოლის შემდეგ ოპტიმუს პრაინს ახალი საფრთხე ელის, რომელსაც მარტო ვერ გაუმკალვდება. ამიტომ მას უწევს ახალი მოკავშირეების ძებნა, რათა გადაარჩინოს დედამიწა და სამყარო...

სუპერმენის თავგანწირვით შთაგონებულ ბრუს უეინს კვლავ უბრუნდება კაცობრიობის რწმენა. იგი დიანა პრინსთან ერთად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს უპირისპირდება. ბეტმენი და სუპერქალი სწრაფად კრებენ გუნდს ახალ საფრთხესთან გასამკლავებლად. მაგრამ სუპერგმირების უნიკალური გუნდის მიუხედავად, შეიძლება დედამიწის გადარჩენა შეუძლებელი იყოს.

ერთხელ 10 წლის გოგონა სახელად მეარი მის შავ კატას გაჰყვება, რომელიც მას უცნაურ ყვავილთან მიიყვანს, რომლის გვერდით ცოცხი აგდია. ყვავილის სურნელის შესუნთქვის შემდეგ, მეარი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მას ცოცხით ფრენა შეუძლია. ცოცხს იგი მაგების სკოლაში მიჰყავს, სადაც გოგონა გალიაში გამოკეტილ უბედურ ცხოველებს აღმოჩენს. იგი მათ გადაარჩენს, მაგრამ მას შეამჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ მეარი გაქცევას ახერხებს, მისი შავი კატა ტყვედ ვარდება…

ამჯერად ჯუმანჯის სახიფათო სამყაროში ოთხი მოზარდი აღმოჩნდება. მათ ელით ბრძოლა მარტორქებთან და შავ მაბებთან. ყველა ნაბიჯზე უამრავი ხაფანგი და გამოცანაა.

ხანგრძლივი ცურვის შემდეგ მეტეოროლოგი ფრენდი მიაღწევს ოკეანეში მიკარგულ კუნძულს. კუნძულზე მხოლოდ შუქურის გუშაგი დახვდება. ფრენდი ხვდება რომ გუშაგი რაღაცას მალავს და კუნძული მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს დაუსახლებელი.

ეს პირველი შობაა, მას შემდეგ რაც სამეფო კოშკის კარი ყველა ერენდელის მაცხოვრებლისათვის ღიაა. ელზამ და ანნამ დიდი საშობაო წვეულება გამართეს, მაგრამ გულდაწყვეტილები დარჩნენ, როდესაც 12 საათისთვის ყველამ საკუთარ ოჯახს მიაშურა. ოლაფი გადაწყვეტს ირემ სვენთან ერთად გოგონებს დაუვიწყარი შობა მოუწყოს. ისინი სამეფოს ყველა ოჯახს ჩამოივლიან , რათა საუკეთესო ტრადიცია საშობაო აღმოაჩინონ.

მსოფლიოში პანიკა და ქაოსია. ცა სავსეა კოსმოსური ხომალდებით, ისინი ძლიერი ლურჯი სხივის საშუალებით ზეცაში იტაცებენ ადამიანებს. დეტექტივს მოუწევს აგრესიული უცხოპლანეტელების ხომალდზე მოხვდეს, რათა იპოვოს მისი დაკარგული შვილი.

ციყვისა და მისი მეგობარი ვირთხა ბადის თავგადასავალი გრძელდება! რას მოიფიქრებენ ისინი ამჯერად, ქალაქში ცხოვრება რომ შეძლონ? პატარა მხეცუნები, თხილის ძიებაში ახალ თავგადასავალს წააწყდებიან, რაც ხიფათებითაა აღსავსე. უკვე, ქალაქის არაერთმა მაცხოვრებელმა ჩაასო კბილი ამ პატარა ონავრებს. მაგრამ, კაკლის ძიებაში მეგობრები ახალ დამნაშავეებს გამოააშკარავებენ და ისინი მოულოდნელად, გმირები გახდებიან!..

ბეტმენი და ნაითვიგი ჰარლი ქვინთან ერთიანდებიან, რათა ხელი შეუშალონ შხამიანი სუროსა და ფლორონიკ მენს დედამიწის განადგურებაში.

ცივი ომის დროს, საიდუმლო ორგანიზაციამ "პატრიოტი" შექმნა სუპერგმირების არმია, რომელშიც შედიოდნენ სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკის წევრები. მათ დიდი ხნის განმავლობაში მოუწიათ ჩრდილში ყოფნა, მაგრამ ქვეყნისათვის საჭირო დროს, მათ გამოჩენა მოუწიათ.

ტარა მარკოვი გოგონა, რომელიც ფლობს ძალას მიწასა და ქვაზე. მას მეტი შეუძლია ვიდრე ეს გარეგნულად ეტყობა. წარმოადგენს ახალი ტიტანი საფრთხეს?

ბრწყინვალე კარიერის დასრულების შემდეგ ჰოკეისტ ერიკ ლემარკს ადრენალინის გარეშე აღარ შეუძლია. იგი ნარკოტიკებით და სნოუბორდით ირთობს თავს. როდესაც მთის პატრული ყველა ტრასას დაკეტავს მოსალოდნელი ქარბუქის გამო, ერიკი გადაწყვეტს ბოლოჯერ მაინც დაეშვას. იგი თოვლის ხაფაგში აღმოჩნდება.

ქსანდერ კეიჯი და მისი მეგობარი გოგონა ყველას მკვდარი ეგონა, მაგრამ ეს მხოლოდ შენიღბვა იყო. რვა წლის შემდეგ იგი ბრუნდება და მზადაა ახალი სუპერსაიდუმლო დავალების შესასრულებლად.

როკ დოგი

Rock Dog

ეს ემოციური ანიმაციური ისტორია გვიყვება ახალგაზრდა ძაღლზე, რომელიც ცნობილი და ძლიერი მეომრის შვილია. მისი მამა ამაყი და მკაცრი მებრძოლია და შვილსაც იმავე გზაზე აყენებს ცდილობს, რომ იგი მისი კვალის მიმდევარი გახდეს და მეომრის ცხოვრება აირჩიოს. თუმცა მთავარი გმირი შინაგანად სხვა ოცნებას ატარებს. ერთ დღეს იგი გადაწყვეტს, რომ თავისი ნამდვილი გზა მუსიკაშია და არა ბრძოლებში. ეს არჩევანი მის ოჯახთან და ტრადიციებთან სერიოზულ დაპირისპირებას იწვევს, რადგან მამას არ ესმის შვილის განსხვავებული სურვილები.

ძველი ეგვიპტის სამყაროში ღმერთები და ადამიანები ერთად ცხოვრობენ. როდესაც ბნელი ღმერთი სეტი იპყრობს ტახტს, ქვეყანა ქაოსში იძირება. ახალგაზრდა გმირი ბეკი და ღმერთი ჰორუსი ერთიანდებიან, რათა დაამარცხონ სეტი და აღადგინონ სამართლიანობა. ბრძოლა მოიცავს მაგიას, მითოლოგიურ არსებებს და ეპიკურ დაპირისპირებებს.

დედამიწის მომავალი ახალი ენერგიის წყაროსა და ინოვაციურ ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული. თუმცა, კაცობრიობის გადარჩენის გზაზე მოულოდნელი საფრთხე ჩნდება, როდესაც მოვლენები კონტროლიდან გამოდის. ლაბორატორიაში ჩაკეტილი გმირები დროის მარყუჟში აღმოჩნდებიან და იძულებულნი არიან თავი დააღწიონ ნიღბიან დამპყრობლებს. ამავდროულად, მათ უნდა დაიცვან ენერგიის უნიკალური წყარო, რომელიც შესაძლოა მთელი კაცობრიობის გადარჩენის გასაღები აღმოჩნდეს.

„ალიჯენტი“, „დივერგენტის“ სერიის მესამე ნაწილი, აგრძელებს ბეატრისისა და მისი თანამებრძოლების ისტორიას. ფრაქციებად დაყოფილ სამყაროში მცხოვრები გმირები ამჯერად ქალაქის საზღვრებს მიღმა გადიან, რათა სიმართლე აღმოაჩინონ. მოგზაურობისას ისინი შოკისმომგვრელ საიდუმლოებებს იგებენ და ექსპერიმენტის ავტორებს ხვდებიან, რომლებმაც მათი სამყარო შექმნეს. ახალი აღმოჩენები გმირებს რთული არჩევანის წინაშე აყენებს და კაცობრიობის მომავლის შესახებ წარმოდგენას მთლიანად ცვლის.

ნიუ-იორკის ერთ ბინაში მცხოვრები ძაღლი მაქსი მოულოდნელად კარგავს მშვიდ ცხოვრებას, როცა მის პატრონს სახლში მეორე ძაღლი, დიუკი მოჰყავს. მათი ურთიერთობა თავიდან დაძაბულია, თუმცა მალე ორივე ერთიანდება და იწყებენ დიდ თავგადასავალს ქალაქში. პარალელურად სხვა შინაური ცხოველები ცდილობენ მათ პოვნას, ხოლო ამბიციური კურდღელი სნოუბოლი გეგმავს საკუთარი „მიტოვებული ცხოველების არმიას“. ფილმი გვიჩვენებს, რას აკეთებენ შინაური ცხოველები მაშინ, როცა ადამიანები სახლში არ არიან - სავსე იუმორით, ენერგიით და თბილი მომენტებით.

ნემოს პოვნიდან ერთი წლის შემდეგ გულკეთილი და გულმავიწყი დორი მოულოდნელად საკუთარი წარსულის გახსენებას იწყებს. მას უჩნდება სურვილი, კვლავ იპოვოს ოჯახი, რომელიც დიდი ხნის წინ დაკარგა.

ზოოტოპია

Zootopia

ამ სამყაროში ახალი პოლიციელი, ენერგიული და მიზანდასახული კურდღელი ჯუდი ჰოპსი, ოცნებას ისრულებს და პოლიციის რიგებს უერთდება. თუმცა პირველივე დღიდან ხვდება, რომ პატარა და ფუმფულა კურდღლისთვის დიდ და ძლიერ პოლიციელებს შორის თავის დამკვიდრება ადვილი არ იქნება.