როდესაც ტროლების მუდამ მხიარული და ოპტიმისტურად განწყობილი დედოფალი პოპი გაიგებს, რომ ბერგენებს არცერთი დღესასწაული არ აქვთ, გადაწყვეტს გააკეთოს რაღაც ისეთი, რაც მათ ცხოვრებას უფრო მხიარულს გახდის...
მალეფიცენტას ქალიშვილი მოზარდი მელი, ბრუნდება მშობლიურ დაკარგულ კუნძულზე. იქ ანტიგმირების ახალი თაობის შეთქმულება მწიფდება , რომელთაც თავისუფლება წყურიათ. ამ ამბის გაგების შემდეგ მეგობრის გადასარცენად უფლისწული ბენი მიდის, რომელიც მზეთუნახავისა და ურჩხულის შვილია...
თავგადასავლების მაძიებელი მეგობრები ბოლივიის გაუვალ ჯუნგლებში მიემგზავრებიან. თუმცა მას შემდე, რაც წინამძღოლი ქრება და მეგობრები ველური ბუნების პირისპირ აღმოჩნდებიან, დაუვიწყარი თავგადასავალი გადარჩენისათვის ბრძოლად გადაიქცევა...
5 ჩვეულებრივი უფროსკლასელი გაიგებს, რომ მათი ქალაქი და მთელი დედამიწა უცხოპლანეტელების მიერ განადგურების საშიშროების ქვეშაა. მალე ისინი გააცნობიერებენ, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ პლანეტის გადარჩენა...
დაუნდობელ უდაბნოში დიად სამარხში ფარაონის ქალიშვილი განისვენებს. აი დადგა დღე და ის ბრუნდება, რათა დაიბრუნოს ის რაც მას ეკუთვნის. სამყაროს ღმერთები და მონსტრები მართავენ.
ამორძალების პრინცესა ადამიანების სამყაროში ჩნდება იმიტომ რომ გახდეს ყველაზე დიადი ქალი სუპერგმირი.
ჩვენი სამყარო ერთადერთი არ არის. მოსისხლე მტრები რონალდ დისკეინი და უოლტერ ოდიმი მუდმივი ბრძოლის რეჟიმში არიან. სასწორზე ბნელი კოშკია, რომელიც სამყაროს უკანასკნელი იმედია. მის გარეშე სამყაროში ქაოსი დაისადგურებს. სიკეთისა და ბოროტების ძალებს გადამწყვეტ ბრძოლაში მოუწევთ დაპირისპირება, რონალდ დისკეინი ერთადერთია, რომელსაც უოლტერ ოდიმის შეჩერება შეუძლია, რათა მან ბნელი კოშკი არ დააგრიოს...
ჩარლი ტომპფსონი მარტოხელა მოზარდია, რომელიც მოპარულ დოღის ცხენთან ერთად მიემგზავრება მისი უკანასკნელი ნათესავის საძებნელად, რომელიც დიდი ხნის წინ დაიკარგა. მას ელის სახიფათო და სევდიანი მოგზაურობა გზად ოცნებისაკენ...
ძალის თანაფარდობა კვლავ დაირღვევა, ეს მდგომარეობა კი წარმოუდგენელი სიჩქარით ვითარდება. რეი კი მის მეგობრებთან ერთად ცდილობს გაუმკლავდეს სიტუაციას...
ჯეკ ბეღურა გაიგებს , რომ მასზე მისი ძველი არაკეთილმოსურნე კაპიტანი სალაზარი და მისი მოჩვენება პირატები ნადირობენ. ისინი ახლახანს გამოიქცნენ ეშმაკის სამკუთხედიდან და განზრახული აქვთ გაანადგურონ ყველა პირატი, მათ შორის ჯეკიც. დახმარება მხოლოდ პოსეიდონის არტეფაქტს შეუძლია, რომელიც მის მფლობელს ყველა ზღვაზე მბრძანებლობას ანიჭებს.
ნინძაგო სითი დასახმარებლად ახალგაზრდა ლოიდსა და მის მეგობრებს მოიწვევს. წინამძღოლი კუნგ ფუს ოსტატი ბუს დამხარებით მათ უნდა შეაჩერონ ყველაზე ბოროტი დიქტატორი ჰარმანოდი, რომელიც ლოიდის მამა აღმოჩნდება.
როდესაც კინგსმენის შტაბბინას თავს დაესხმებიან და ახალი ბოროტმოქმედი გამოჩნდება, ეგსი და მერლინი იძულებულები არიან, რომ ამერიკულ სააგენტო სტეიტსმენთან ერთად იმუშაონ, რომ სამყარო გადაარჩინონ...
ფილმის მოქმედება ვითარდება კუნძულზე, რომელზეც კინგ-კონგი დაიჭირეს. მთვარი გმირი მოაწყობს ექსპედიციას კუნძულზე, რათა იპოვოს მისი დაკარგული ძმა და რაღაც საიდუმლო ნივთიერება...
ერთ დღეს სმურფეტა მიხვდება, რომ სოფელში მის გარდა, ყველას აქვს საკუთარი მიზანი და საქმე. მაშ, რაში მდგომარეობს სოფელში ერთადერთი გოგონა-სმურფეტას მისია? იმისათვის, რომ ეს გაიგოს, ის იწყებს მოგზაურობას, რომლის დროსაც ხვდება იდუმალ არსებას, რომელიც ჯადოსნურ ტყეში იმალება, და სადაც სმურფებს სასტიკად ეკრძალებათ შესვლა. სმურფეტა მის ძმებთან ერთად და ასევე ბოროტი ჯადოქარი გარგამელი, რომელიც კვალდაკვალ მიჰყვება ლურჯ გნომებს, მიემგზავრებიან თავგადასავალებით სავსე, სახიფათო მოგზაურობაში, იდუმალი და საოცარი აღმოჩენებით. ერთად მათ მოელით სმურფების უდიდესი საიდუმლოს ამოხსნა …
კორპორაცია "მირანდომ" შექმნა უჩვეულო ჯიშის გოჭები, რომლებიც მთელს მსოფლიოს ფერმერებს დაურიგა. ათი წლის მანძილზე უდიდესი ზომის ღორი გოგონა მიჯას საუკეთესო მეგობარი იყო. მაგრამ იდილია დიდხანს არ გაგრძელდა. კორპორაციამ მისი საკუთრება უკან წაიყვანა. რა თქმა უნდა მამაცი გოგონა არ ნებდება და მეგობრის გადასარჩენად მიდის, მაგრამ სამყარო ბევრად უფრო სასტიკი აღმოჩნდება, ვიდრე მას ეგონა.
ანრი შარერს გაასამართლებენ მკვლელობისთვის, რომელიც არ ჩაუდენია და სამუდამო პატიმრობამისჯილს კატორღაში გააგზავნიან. მას ზედმეტ სახელად ფარვანა მხოლოდ იმიტომ შეარქვეს, რომ მკერდზე მისი დიდი გამოსახულება აქვს ამოტვიფრული. გაქცევას ბევრჯერ ცდის, რის შემდეგაც ჯერ კარცერში ჩასვამენ, შემდეგ კი უკაცრიელ კუნძულზე გადაასახლებენ. კუნძულს სახელად სატანა ჰქვია და ის ოთხივე მხრიდან ოკეანითაა შემოსაზღვრული.
2048 წელი. ადამიანთა რასას პლანეტის დაკარგვა ემუქრება. ყველაზე საშიში მონსტრი გოძილაა - დაუმარცხებელი ხვლიკი შხამიანი სუნთქვით. ადამიანები გადაწყვეტენ დატოვონ დედამიწა და იპოვონ ახალი სახლი. კოსმოსში მოგზაურობა 20 წელი გაგრძელდა უშედეგოდ. ჰარუო 4 წლის იყო, როდესაც ხომალდზე მოხვდა. იგი თვლის , რომ კაცობრიობა ლაჩრულად დანებდა. მისი აზრი პოპულარული გახდება და ადამიანები დედამიწაზე დაბრუნებას გადაწყვეტენ. დედამიწაზე ცივილიზაციისაგან აღარაფერია დარჩენილი, სამყაროს ურჩხულები მართავენ.
მოხუცი კატაპა უამბობს შივას, თუ რატომ მოკლა მისი მამა ამარენდრუ. მას შემდეგ, რაც იგი იშვილა დედოფალმა შივაგამამ, უფროსი ნახევარ ძმა ბხალალადევა ყოველთვის შურდა მისი…
ტედი წარუმატებელი მოგზაურია. მას უცნაური მეგობრები ყავს, რომელტა შორისაც არის ნამდვილი მუმია და ჭკვიანი ძაღლი ჯეფი. ისინი მიმგზავრებიან ბოროტი მდიდარი ჯეკ რეკჰემის საძებნელად, რომელმაც სარა მოიტაცა.
მარტი 1965 წელი. ცივი ომი. ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი პირველობისთვის იბრძვიან კოსმოსურ რბოლაში. ჯერჯერობით საბჭოთა კავშირი ლიდერობს. შემდეგი სვლა ღია კოსმოსში ადამიანის შესვლაა. გაფრენამდე ორი კვირით ადრე სატესტო ხომალდი ფეთქდება. მაგრამ ყოყმანის დრო არაა, რისკების მიუხედავად საბჭოთა კავშირს ლიდერობის დაკარგვა არ შეუძლია. ორი ადამიანის ისტორია , რომელმაც შეუძლებელი უნდა შეძლოს, კოსმოსში გაფრენა სატესტო ფრენის გარეშე.







































