ძიება - * | ნაპოვნია: 727

ბეატრის პოტერის კლასიკური ზღაპარი. კურდღელი პიტერი ბედნიერად ცხოვრობს მის სამ დასთან და ბიძაშვილ ბენჟმინთან ერთად მისტერ მაკგრეგორის ბოსტენულის ბაღში. როდესაც მისტერ მაკგრეგორი გარდაიცვლება და მისი ქონება ერთ-ერთ შთამომავალს დარჩება კურდღლების ცხოვრება სრულიად იცვლება. როგორ დასრულდება ბრძოლა ახლა მისტერ მაკგრეგორსა და კურდღლებს შორის?

მიკა ცხენების სამყაროში უკვე დიდი სახელია მისი გამოცდილება და განსაკუთრებული კავშირი ცხენებთან მას მთელ გერმანიაში ცნობილს ხდის. კალტენბახში ცხენების მფლობელები ასობით კილომეტრს გადიან, რათა მისგან რჩევა მიიღონ და რთული შემთხვევების გადაწყვეტაში დახმარება სთხოვონ. თუმცა ამ დიდმა პოპულარობამ თავისი ფასი მოიტანა. მუდმივი ყურადღება, პასუხისმგებლობა და ზეწოლა მიკასთვის ნელ-ნელა დამღლელი ხდება და მას საკუთარი ცხოვრების რიტმის დაკარგვის განცდა უჩნდება.

კასტლევანია არის ბნელი შუა საუკუნეების ფანტაზია ბელმონტის კლანის უკანასკნელი გადარჩენილი წევრის გადმოცემის მიხედვით. იგი ცდილობს გადაარჩინოს დასავლეთ ევროპა ვლადი დრაკულასგან.

ბოდლერების ოჯახის სამი ბავშვი ტრაგიკული ხანძრის შემდეგ ობლად რჩება. მათი მეურვეობა ექსცენტრულ და მზაკვარ გრაფ ოლაფს გადაეცემა, რომელსაც სინამდვილეში ბავშვების უზარმაზარი მემკვიდრეობის ხელში ჩაგდება სურს. ბავშვები მალე ხვდებიან, რომ გრაფ ოლაფი მათთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და მის გეგმების მხილებას ცდილობენ. თუმცა, მათი გაფრთხილებების მიუხედავად, გარშემომყოფებს სიმართლის დაჯერება უჭირთ. სერიალი სავსეა თავგადასავლებით, საიდუმლოებებითა და მოულოდნელი მოვლენებით.

როდესაც პოპი , ტროლების დედოფალი, გაიგებს, რომ ბერგენებს არდადეგები არ აქვთ, გადაწყვეტს გააკეთოს რაღაც მათი ცხოვრების შესაცვლელად.

ღარიბი ფერმერის მამაცი ვაჟი ესპენი ძმებთან ერთად იწყებს სახიფათო და დაუვიწყარ მოგზაურობას. მათი მიზანია გადაარჩინონ გატაცებული პრინცესა საშინელი და ძლევამოსილი მონსტრისგან, რომელიც ცნობილია როგორც Mountain King Troll — მთის მეფედ ცნობილი საზიზღარი ტროლი.

მტრები

Hostiles

1892 წელს არმიის კაპიტანს სამსახურიდან გადადგომამდე უკანასკნელ დავალებაზე უშვებენ: დაიცვას შაიენის შეფი და მისი ოჯახი საშიშ ტერიტორიაზე...

მეფე შტორმს სურს წაართვას პონებს მისი მაგიური შესაძლებლობები. ბოროტმოქმედის შესაჩერებლად პონები ტოვებენ მშობლიურ მხარეს და სამოგზაუროდ მიდიან. მათ საინტერესო თავგადასავალი ელით.

ფილმი მოგვითხრობს შეშლილ მანიაკზე, რომელსაც სურს საშინელი ვირუსი, რომელიც ადამიანებს შეშლილ ზომბებად აქცევს მთელს ნიუ-იორკში გაავრცელოს და ეს ყველაფერი შურისძიების სახელით გააკეთოს…

რაპუნცელს არ სურს იქორწინოს და კოშკის კედლებში გაატაროს ცხოვრება. იგი სასახლიდან წავა და ახალ თავგადასავალში გაეხვევა...

არქეოლოგიის პროფესორი ჯეკი, რომელიც სიანში ტერაკოტის არმიის მუზეუმში მუშაობს, აშმიტასთან და კირასთან ერთად ცდილობს იპოვოს მაგადაჰას საგანძური. ტიბეტში ყინულის გამოქვაბულში, ისინი სამეფო არმიის ნაშთებს აღმოაჩენენ, რომელიც საგანძურთან ერთად გაქრა. ამავე დროს, მათ თავს ესხმის რენდალი, ამბოხებული ჯარის შთამომავალი ლიდერი. მას შემდეგ, რაც ისინი ტყვეობიდან თავს დაიხსნიან, მიდიან დუბაიში, სადაც აუქციონზე გეგმავენ ყინულის გამოქვაბულში ნაპოვნი ბრილიანტის გაყიდვას. მთელი რიგი წარუმატებლობის შემდეგ, ჯეკი და მისი გუნდი ინდოეთში მდებარე ტაძარში მიდიან, სადაც ბრილიანტს გამოიყენებენ როგორც ნამდვილი საგანძურის გასაღებს…

ფილმი მოგვითხრობს ვალერიანისა და ლაურენის თავგადასავალზე 28-ე საუკუნეში, რომლებიც დროში მოგზაური აგენტები არიან...

ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მარსზე ექსპერიმენტალურ კოლონიაში გაიზარდა, მოდის დედამიწაზე, რათა შეხვდეს მის შეყვარებულს. მათ ერთამენთი ინტერნეტის საშუალებით გაიცნეს...

ყველა ადგილზეა: პიტერ ქვილი, სიტყვაძუნწი დრაქსი, მწვანეკანიანი ჰამორა, ცოცხალი ხე გრუტი და მოლაპარაკე ენოტი. გმირები ჩვეულ რიტმს არ ღალატობენ: ეხვევიან გაუგებარ სიტუაციებში და საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების გარეშე პოულობენ გამოსავალს. ამჯერად მათ ყველაზე დიდი საიდუმლოს ამოხსნა მოუწევთ. მათ უნდა გაიგონ, თუ ვინ არის პიტერ ქვილის მამა...

კოკო

Coco

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის უფროსი წევრები მუსიკას უკრძალავენ, მიგელი ოცნებობს გახდეს სრულყოფილი მუსიკოსი, როგორც მისი კუმირი მიგელ დე ლა კრუსია. ნიჭისა და ტალანტის დამტკიცებისგან გადაღლილი და სასოწარკვეთილი მიგელი აღმოაჩენს განსაცვიფრებელ, ფერად სამყაროს მუსიკალური წვეულებების მთელი ჯაჭვით. გზად იგი ხვდება მომხიბლავ, მაგრამ მატყუარა ჰექტორს. ისინი ერთად გაუდგებიან თავგადასავლებით სავსე გზას, რომ ამოხსნან საიდუმლო ამბავი, რომელიც მიგელის ოჯახის ისტორიაში იმალება...

გრუმ და მისმა ცოლმა უნდა შეაჩეროს 80-იანი წლების ვარსკვლავი ბალტაზარი , რომელსაც მსოფლიოს დაპყრობა სურს...

შეიკარით ღვედები! ჰავანა, ნიუ იორკი, ბერლინი დაუმარცხებელი გუნდისთვის შეუძლებელი არაფერია, როდესაც ისინი ერთად არიან, მაგრამ როდესაც მათ წინ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი აღუდგება, მათი გზები იყოფა...

პიტერ პარკერი ცდილობს დააბალანსოს თავისი ცხოვრება, როგორც ჩვეულებრივმა სტუდენტმა და ებრძოლოს კრიმინალს, როგორც ადამიანმა ობობამ...

დაუნდობელი ჰელას მიერ მისი სამშობლოს განადგურებისა და ასგარდიული ცივილიზაციის სიკვდილის შემდეგ, თორი სამყაროს მეორე მხარესაა პატიმრობაში და დროის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება, რათა ასგარდთან დაბრუნდეს რაგნაროკის შესაჩერებლად...

წყლის ფორმა კიდევ ერთი მსოფლიო ამბავია, რომელიც უკავშირდება 1962 წლის ამერიკას ცივი ომის პერიოდში. წყალქვეშა ლაბორატორიაში მომუშავე მუნჯ თანამშრომელს შეუყვარდება ამფიბია მამაკაცი, რომელიც იქ ტყვეობაშია. ქალი იმუშავებს გეგმას, რომ მამაკაცს გაქცევაში დაეხმაროს...