მდევრისგან თავდასაცავად ბამბლი, კალიფორნიის შტატის - პატარა ქალაქის, ავტომობილების სასაფლოზე იმალება. იქ ცხოვრობს გოგონა ჩარლი. მას მალე 18 წელი შეუსრულდება. ის ცდილობს საკუთარი თავის დამკვიდრებას ამ ქვეყანაზე. სწორედ ის იპოვნის დამტვრეულ ბამბლის და მოიყვანს გონზე. გოგონა მიხვდება, რომ ყვითელი ფოლცვაგენი ხოჭო უბრალო მანქანა არ არის.
ჯვაროსნული ლაშქრობის გმირი რობინი და მისი მეთაური ილაშქრებენ ქვეყნის გამყიდველი, კორუმპირებული ინგლისის მეთაურის წინააღმდეგ.
დედამიწაზე პარაზიტული არსება გამოჩდება – უცხოპლანეტური ანომალია, ამ ნივთიერებას პლანეტაზე მთელი სიცოცხლის შეცვლა შეუძლია, ადამიანის სხეულში მოხვედრის შემდეგ, მას უკიდურესად სასტიკად გარდაქმნის, განსაკუთრებულ ძალას აძლევს, მაგრამ ამავე დროს მის ნებას ახშობს და ბნელი აზრებით შთააგონებს.
ნიჭიერმა გენეტიკოსებმა შექმნეს პრეისტორიული დინოზავრების სახეობები. პარკი, სადაც ისინი ბინადრობენ, უკაცრიელ კუნძულზეა განთავსებული და უჩინარ სამხეცედ გადაიქცა. ამ სენსაციურმა პროექტმა დიდი შემოსავალი მოიტანა. ძალაუფლებისა და შემოსავლის მოპოვების მიზნით მსოფლიო მეცნიერებმა გაათმაგებული ტემპებით დაიწყეს პრეისტორიული ურჩხულების სხვადასხვა სახეობების გამოყვანა, რაც სამყაროს კარგ შედეგს არ მოუტანს...
2045 წელი. რეალური სამყარო სასტიკი ადგილია. უეიდ უოტსი თავს ცოცხლად მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც ოაზისშია, სადაც მთელი მსოფლიოს დიდი ნაწილი ატარებს დროს. ოაზისში შეგიძლია იყო ვინც გინდა, გააკეთო რაც გინდა, წახვიდე სადაც გინდა - ერთადერთი შეზღუდვა საკუთარი წარმოსახვაა. ოაზისი შექმნა ბრწყინვალე და ექსცენტრიულმა ჯეიმს ჰოლიდეიმ, რომელმაც ბედს მიანდო მისი მემკვიდრის პოვნა. მემკვიდრე კონკურსში გამარჯვებული გახდება. უეირდი მეგობრებთან ერთად განძის ძიების კონკურსში ჩაერთვება.
ძლევამოსილი ბნელი ჯადოქარი გრინდელვადი ციხიდან გარბის და თანამოაზრეების შეკრებას იწყებს. მისი შეჩერება მხოლოდ ერთადერთ ადამიანს შეუძლია, რომელიც ადრე მისი საუკეთესო მეგობარი იყო - ალბუს დამბლდორს. თუმცა იგი მტერს მარტო ვერ გაუმკლავდება, ამიტომ დახმარებას ყოფილ მოსწავლეს ნიუტ სკამანდერს თხოვს.
ფილმი მოგვითხრობს ითანის კიდევ ერთ შეუსრულებელ მისიაზე. ამჯერადაც ითანსა და მის გუნდს წარმოუდგენელი უნარ-ჩვევების გამოველნა მოუწევთ კიდევ ერთი რთული ამოცანის ამოსახსნელად...
ლარა კროფტი თავგადასავლების მაძიებლის ქალიშვილია, რომელიც დაიკარგა , როდესაც ლარა მოზარდი იყო. ახლა ის 21 წლისაა და კურიერად მუშაობს ლონდონის დასავლეთში. მას სურს თავად გაიკვალოს გზა ცხოვრებაში და უარს ამბობს მამის იმპერიის სათავეში ჩადგომაზე. მიუხედავად რჩევებისა, რომ შეეგუოს მამის დაკარგვას, იგი მაინც განაგრძობს მის ძებნას.
ქალაქ მარსელის პოლიციაში გადმოსვლის შემდეგ ოფიცერს ევალება იტალიელი მძარცველების ბანდის დაკავება, რომლებიც ფერარის მარკის ავტომობილით დადიან საქმეზე. მის დასახმარებლად კი დენიელის დისშვილი მოდის თეთრი ლეგენდარული ტაქსით, რომელიც საშინელი მძღოლია.
ერთი ამერიკელი იპოქონდრიკი, რომელიც კეიპტაუნის აეროპორტში ბარგის მტვირთავად მუშაობს, იძულებულია თავის შიშებს როგორღაც გაუმკლავდეს, როდესაც განუკურნებელი დაავადების ბოლო სტადიაზე მყოფი ბრიტანელი თინეიჯერი თავის ექსცენტრული სურვილების შესრულებაში დახმარებას სთხოვს.
ტობი, სარეკლამო სამსახურის ცინიკოსი ხელმძღვანელი ერთი მოხუცი ესპანელი ფეხსაცმლის ხელოსნის სულელური ბოდვების მსხვრეპლი აღმჩნდება, რომელსაც იგი დონ კიხოტი ჰგონია. კომიკური და სურეალისტური თავგადასავლების ფონზე, ტობის მოუწევს თავის გადაღებული ახალგაზრდობის დროინდელი იდელისტური ფილმის გამოძახილებს შეეწინააღმდეგოს.
მოვლენები კოსმოსურ ხომალდზე ვითარდება, რომელიც შავი ხვრელების შესასწავლად გალაქტიკის სივრცეებს კვეთს. მისიის წევრებს ენერგიის ალტერნატიული წყაროს მოძიება სურთ, რადგან საუკუნეების მანძილზე კაცობრიობის დაუდევრობის გამო დედამიწა თანდათანობით კვდება. ამ პროგრამის უნიკალურობა ის არის, რომ ექსპედიციის წევრები სიკვდილმისჯილი პატიმრები არიან, რომლებსაც მთავრობა ამ არაპროგნოზირებადი დასასრულის მქონე სახიფათო მოგზაურობაში მონაწილეობის სანაცვლოდ მათ თავისუფლებას დაპირდა. მაგრამ დამნაშავეები მოტყუებულები აღმოჩნდებიან, ახლა ისინი სასტიკი მეცნიერების ექსპერიმენტებში მხოლოდ გამოსაცდელი ვირთხები არიან. მეცნიერები შავ ხვრელთან ახლოს ინდივიდის სექსუალურ შესაძლებლობებზე კოსმოსური ვაკუუმის გავლენას აკვირდებიან. პარალელურად, საფრენ აპარატზე ხელოვნური განაყოფიერების ექსპერიმენტები ტარდება. შედეგად, მთავარ გმირს სახელად მონტეს ქალიშვილი შეეძინება, რომელსაც უილის დააქმევენ. თავდაპირველად, მამაკაცი ბავშვის მიმართ არ გრძნობს მამობრივ სითბოს. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი არა მხოლოდ სისხლით გახდებიან ახლობლები, არამედ ასევე სულით ...
ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ბიჭი პოულობს უცხოპლანეტელთა უმძლავრეს იარაღს, რომლის დახმარებითაც, ცდილობს სხვადასხვა ბოოროტმქმედთა ბანდებისგან საკუთარი ძმის დაცვას.. მათი ნაწილი იდევნება ფედერალური აგენტებისა და მისტიური პირების მიერ, რომელთა მიზანს იარაღის ხელში ჩაგდება წარმოადგენს.
A.X.L. გასაიდუმლოებული რობოტი ძაღლია, რომელიც უმეგობრდება ბიჭს, მაილსს და მზადაა ყველაფრის ფასად დაიცვას ის.
როდესაც მისი უდიდებულესობის საიდუმლო სამსახურის ყველა აგენტი ხელმიუწვდომელი აღმოჩნდება, საქმეში სათადარიგო ვარიანტი, ინგლისური სტილის მაგალითი, ლამაზმანების ფატალური სიყვარულით გამორჩეული და ციფრული სამყაროს მეფე, ბრიტანეთის დაზვერვის ტკივილი და სიამაყე აგენტი ჯონი შემოდის.
ერთ პატარა ეზოში, თიხის გნომები ცხოვრობენ, რომლებიც ცოცხლდებიან და დროს მხიარულად ატარებენ. ერთ დღეს მთთან საშინელება დატრიალდება, რის გამოც შერლოკი გამოძიებას დაიწყებს.
როდესაც პატარა ბიჭი, შემთხვევით, სამყაროს ყველაზე უფრო სასტიკი მკვლელი მონადირეების დედამიწაზე დაბრუნებას შეუწყობს ხელს, მხოლოდ ყოფილი ჯარისკაცების თავზეხელაღებული ჯგუფი და მეცნიერი შეძლებენ აღკვეთონ ადამიანური რასის განადგურება.
პატარა ბიჭი მაუგლი, რომელიც მგლების ხროვამ გაზარდა და ახლა ჯუნგლების სრულფასოვანი წევრია, უპირისპირდება სასტიკ კაციჭამია ვეფხს, შერხანს.
მათი მოულოდნელი შეხვედრა ტაიტიზე გახდა დიდი სიყვარულის დასაწყისი. ახალგაზრდები სამოგზაუროდ მიდიან წყნარ ოკეანეში მდიდრული იახტით. ისინი ისტორიაში ყველაზე დიდ შტორმში მოხვდებიან. ამ წუთიდან არა მხოლოდ მათ მომავალს, არამედ მათ სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება.
ჩახლართული გენეტიკური ექსპერიმენტის გამო მშვიდი გორილა უზარმაზარ მძვინვარე არსებად იქცევა. სიტუაციას ამძაფრებს ისიც, რომ აღმოჩენილია სხვა ცხოველებიც მსგავსი პრობლემებით. ისინი კი ჩრდილოეთ ამერიკისკენ მოემართებიან ყველაფრის გასანადგურებლად. პრიმატოლოჯისტ ოკოიეს რაზმი კი ცდილობს აღმოაჩინოს ანტიდოტი. მას უნდა, რომ არამხოლოდ დაიცვას მსოფლიო განადგურებისგან, არამედ გადაარჩინოს მისი მეგობარი გორილა.







































