ძიება - * | ნაპოვნია: 725

პოპულარული ექშენ-ფრენჩაიზის -ფორსაჟი- პირველი სპინ-ოფი აშშ-ს დიპლომატიური უსაფრთხოების სპეცაგენტის ლუიკ ჰობსის (დუეინ ჯონსონი) შესახებ

ტერიერი მაქსი უნდა შეეგუოს გარდაუვალ ცვლილებებს, როდესაც მისი პატრონი ქორწინდება და მათ ცხოვრებაში ბავშვი ჩნდება. მაქსი ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ რანჩოზე მიემგზავრება, ქალაქში კი ამ დროს საინტერესო თავგადასავალი მზადდება.

უჩვეულო და სახალისო თავგადასავალის გაგრძელება მამაც ვიკინგ ბიჭზე და მის უკბილო დრაკონზე, რომლებსაც კვლავინდებურად საოცარი მოვლენები ელოდებათ წინ. მათ უნდა მიიღონ წარმოუდგენელი გადაწყვეტილებები რათა სამფლობელო მოახლოვებული საფრთხისგან იხსნან.

იქსმენები ერთერთი ყველაზე უფრო მრისხანე და ძლევამოსილი მტრის პირისპირ აღმოჩნდებიან, როდესაც ერთეერთი თავისიანი, ჯინ გრეი, კონტროლს აღარ ექვემდებარება. კოსმოსში ერთერთი სამაშველო მისიის შესრულებისას, როდესაც მას ამოუცნობი კოსმოსური ძალა შეეჯახება, ჯინი სიკვდილს ძლივს გადაურჩება. შინ დაბრუნებულს, ეს ძალა არა მარტო უსაზღვროდ ძლიერს გახდის, არამედ ბევრად უფრო არასტაბილურსაც. იქსმენები ახლა უნდა ერთად შეიკრან, რათა მისი სული გადაარჩინონ და შეებრძოლონ უცხოპლანეტელებს, რომელთაც უნდათ გრეის ახალი შესაძლებლობები გალაქტიკაზე ბრძანებლობისათვის გამოიყენონ.

კლაუსი

Klaus

ელემენტარული სიკეთეც კი აუცილებლად ათბობს სხვას, თუნდაც შორეულ, გაყინულ ადგილას მყოფს. სმერსენსბურგის ახალი ფოსტალიონი ჯასპერი, უკიდურეს ჩრდილოეთით არსებულ ქალაქ სმირენსბურგში გაიგზავნება, სადაც მისი მოვალეობა წელიწადში მინიმუმ 6000 წერილის დაამუშავებაა. ადგილზე ჩასვლისთანავე ბიჭი ომის ზონაში აღმოჩნდება: ორი ოჯახურ კლანს, საუკუნეების მანძილზე დაუნდობელი მტრობა აქვს გაჩაღებული. რასაკვირველია, ასეთ გარემოში წერილების დრო არ არის და ფოსტა უკვე დიდი ხანია საქათმედ იქცა. თითქმის სასოწარკვეთილი ჯასპერი სტუმრობს თოჯინების შემქმნელ კლაუსს და მათი ნაცნობობა საოცარ მოვლენებს ჩაუყრის საფუძველს.

CGI და live-action-ის მიერ სხვაგვარად წარმოჩენილი კლასიკად ქცეული დისნეის ფილმი.

ბეილი მშვენივრად ცხოვრობს ფერმაში ითანთან და ჰანასთან ერთად. როდესაც მისი სული მზად იქნება ეს ცხოვრება დატოვოს და ახალს შეუდგეს, იგი ეთანს პირობას მისცემს, რომ მათ შვილიშვილს სიჯეის მოძებნის და რადაც არ უნდა დაუჯდეს, დაიცავს მას.

მოვლენები ფილმიდან - „რკინის ცა“ -25 წლის შემდეგ ხდება. ნაცისტების ყოფილი ბაზა მთვარეზე კაცობრიობის უკანასკნელი თავშესაფარი გახდება. დედამიწა ბირთვულმა ომმა გააჩანაგა, თუმცა ამ გავერანებული მიწის ქვეშ ღრმად ჩამარხულია ძალა, რომელსაც შეუძლია ის რაც კაცობრიობისგან დარჩა, გადაარჩინოს ან ერთხელ და სამუდამოდ გაანადგუროს. სიმართლე კაცობრიობის შექმნასთან დაკავშირებული სიმართლე გამჟღავნდება, როდესაც დიდი ხნის მტერი ფილმის გმირებს ფუღურო დედამიწაში სამოგზაუროდ წარუძღვება. კაცობრიობის გადასარჩენად ისინი უნდა შეებრძოლონ ვრილებს, უძველეს ფორმაცვალებადი რეპტილიების მოდგმას და მათ დინოზავრების არმიას.

იდუმალებით მოცული ახალი უარყოფითი გმირი, ჰაში, ბოროტმოქმედთა მთელ არმიას გამოიყენებს როგორც ბრუს უეინის პირადი ცხოვრების, ასევე ბეტმენის ბოროტებასთან ბრძოლის მთელი მოღვაწეობის გასანადგურებლად. ამ ყველაფერს სელინა კაილთან - ქალკატასთან - ურთიერთობა კიდე უფრო ართულებს.

პოკემონების სამყაროს ყველანი კარგად ვიცნობთ. ასევე კარგად ვიცნობთ ყველასათვის საყვარელ, ფუმფულა პიკაჩუს, რომლის საოცარი თავგადასავალი ძალიან ბევრს გაცინებთ,ცოტათი შეგაშინებთ და ბოლოს, შეიძლება, იტიროთ კიდეც.

ალიტა

Alita: Battle Angel

ალიტა მომავლის სამყაროში გამოიღვიძებს, რომელიც მისთვის სრულიად უცხოა. ისიც არ ახსოვს, თვითონ ვინ არის. მას ექიმი იდო თანაუგრძნობს, რომელიც ხვდება, რომ სადღაც, ამ კიბორგის ფუტლარის მიღმა, განსაკუთრებული წარსულის მქონე ახალგაზრდა ქალის გული და სულია.

ფილმი მოგვითხრობს ერთი ძაღლის - ბელას - გულიშიჩამწვდომ თვგადასავალს, რომელიც 400 მილის სიგრძის გზას დაადგება სახლში დასაბრუნებლად, მას შემდეგ, რაც საყვარელ ადამიანს დააშორებენ.

ხუთი ყოფილი სპეცრაზმელი სამხრეთ ამერიკის ნაკლებად დასახლებულ ზონაში სარისკო ძარცვას დაგეგმავენ. სპეცრაზმელები მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ რეგიონის კრიმინალისგან გაწმენდას, მაგრამ უშედეგოდ. გმირები დაიღალნენ, თუ როგორ ამაოდ იღუპებიან მათი კოლეგები, და ამიტომ ადგილობრივი ნარკობარონის გაძარცვას გადაწყვეტენ.

იო

IO

ახალგაზრდა მეცნიერი, ეძებს რა გზებს მომაკვდავი დედამიწის გადასარჩენად. ერთ პიროვნებას დაუკავშირდება, რომელიც გამწარებული ცდილობს როგორმე უკანასკნელი შატლი (კოსმოსური ხომალდი) შეაჩეროს და დედამიწა იხსნას.

არტურ კონან დოილის ცნობილი დეტექტიური ისტორიების ამ იუმორისტულ ვერსიაში, ლეგენდარული შერლოკ ჰოლმსი და მისი ერთგული მეგობარი ექიმი უოთსონი სრულიად ახალი კუთხით წარმოგვიდგებიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვლავ რთული დანაშაულებისა და საიდუმლოებების გამოძიებით არიან დაკავებულნი, ამჯერად მოვლენები სავსეა კომიკური სიტუაციებით, გაუგებრობებითა და მოულოდნელი თავგადასავლებით. ჰოლმსის ექსცენტრიკული ხასიათი და უოთსონის არაერთი შეცდომა გამოძიებებს ხშირად აბსურდულ მიმართულებას აძლევს.

მოქმედება ვითარდება მომავლის დისტოპიურ სამყაროში, სადაც „სიკვდილის რბოლა“ უკვე სრულად ქაოსურ და ანარქიულ ფორმას იღებს. პატიმრები და კრიმინალები მონაწილეობენ სასტიკ რბოლაში, სადაც წესები აღარ არსებობს. ახალი გმირი ცდილობს დაამარცხოს ლეგენდარული „ფრანკენშტეინი“ და მოიპოვოს თავისუფლება.

ჯადოსნობით, დრაკონებითა და უძველესი ლეგენდებით სავსე სამყაროში ადამიანებსა და მაგიურ არსებებს შორის დიდი კონფლიქტი მიმდინარეობს. მრავალწლიანი დაპირისპირების შემდეგ ორი ახალგაზრდა პრინცი და იდუმალი ელფი მოულოდნელ აღმოჩენას აკეთებენ, რომელმაც შესაძლოა ომი დაასრულოს და ორივე მხარის მომავალი შეცვალოს. საშიში მოგზაურობის დროს მათ უწევთ ძლიერი მტრების, ბნელი მაგიისა და უამრავი გამოწვევის გადალახვა. მეგობრობა, ერთგულება და გამბედაობა მათი მთავარი იარაღი ხდება, რადგან სამყაროს ბედი მათ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.

საყვარელი ფრანქსში

Darling in the Franxx

სიუჟეტი შორეულ მომავალში ვითარდება. მიწა დანგრეულია და კაცობრიობა აყალიბებს მოძრავ ციხე-ქალაქებს. შიგნით მყოფმა ბავშვებმა არაფერი იციან გარე სამყაროზე და თავისუფლებაზე. მათი ცხოვრება შედგება მისიებისა და ბრძოლისგან იმ არსებების წინააღმდეგ, რომლებიც კაცობრიობას ემუქრება

სერიები სამი საუკეთესო მეგობრის რომანოს, პენსილის და პოუპის შესახებ. მატ ერთად აქციეს წვრილმანი ხულიგნობა დიდ დანაშაულად. სანამ ამას გაიაზრებდნენ ისინი უკვე აკონტროლებდნენ კოკაინის მთელ ბაზარს ამსტერდამში. ეჭვიანობის გამო, მეგობრების ჯგუფი იშლება, რაც მათ ერთმანეთთან აპირისპირებს...

მკაცრი და არამეგობრული როტვეილერი-პოლიციელი სახელად მაქსი, დავალებით ფარულად იგზავნება ცხოველების არალეგალური ვაჭრობის შესაჩერებლად, რომლებიც ძაღლების პრესტიჟულ გამოფენაზე ლას-ვეგასში იკრიბებიან. ამისთვის მაქსი და მისი პოლიციელი ადამიანი-მეწყვილე კონკურსანტთა რიგებს შეუერთდებიან, და ახლა გმირები იძულებულნი არიან – სალონის პროცედურებით დაწყებული ქორეოგრაფიის გაკვეთილებით დამთავრებული, სპეციფიკური მომზადების კურსი გაიარონ …