ძიება - * | ნაპოვნია: 725

პიტერ პარკერი და მისი მეგობრები ძაფხულში ევროპაში მიდიან სამოგზაუროდ. თუმცა, დასვენებას ნაკლებად შეძლებენ - პიტერს მოუწეს ნიკ ფიურის დაეხმაროს, რათა ფარდა ახადოს რაღაც არსებების საიდუმლოებას, რომლებიც სტიქიურ უბედურებებსა და ნგრევას იწვევენ მთელი კონტინენტის მასშტაბით.

ჰელბოი

Hellboy

ჰელბოი მიდის ინგლისში, სადაც უნდა დაამარცხოს ნიმუე, მერლინის მეუღლე და სისხლიანი დედოფალი. მათი ბრძოლა სამყაროს დასასრული იქნება, რასაც იგი მთელი არსებით ეწინააღმდეგება.

ფილმი მოგვითხრობს კაროლ დანვერსის შესახებ - თუ როგორ გახდება იგი სამყაროს ყველაზე უფრო ძლევამოსილი გმირი, როდესაც დედამიწას გალაქტიური ომების დროს უცხოპლანეტელების ორი რასა დაიპყრობს.

“შურისმაძიებლების” საგის მეოთხე დასკვნითი ნაწილი ოცდაორი ურთიერთდაკავშირებული ფილმის კულმინაცია გახდება, რომელიც ამ ეპიკური მოგზაურობის გარდამტეხ მომენტს წარმოგვიდგენს. ჩვენი საყვარელი გმირები აცნობიერებენ, თუ რამდენად მყიფეა ეს რეალობა და ჯერ კიდევ რამხელა მსხვერპლის გაღებაა საჭირო, რათა დაიცვან ის. შურისმაძიებელების და გალაქტიკის მცველების გადარჩენილთა ჯგუფი ძალებს კაპიტან მარველთნ აერთიანებენ, რათა ომის ბოლო ეტაპზე შეერკინონ თანოს, რომელიც ყოვლისშემძლე უსასრულობის ხელთათმანს ფლობს. გმირებს და თანოს შორის გადამწყვეტი ბრძოლა ახლოვდება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრავს არა მარტო დედამიწის, არამედ მთელი სამყაროს ბედს…

ამერიკული ეპიკური კოსმოსური ფილმი, რომლის რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსია, ხოლო მთავარ როლებს ასრულებენ : დეიზი რიდლი, ადამ დრაივერი, ბილი ლურდი, ლუპიტა ნიონგო და ოსკარ აიზეკი. გადარჩენილი "წინააღმდეგობის მოძრაობა" კიდევ ერთხელ უპირისპირდება პირველ ორდენს Skywalker საგას ბოლო ნაწილში.

მამის მკვლელობის შემდეგ, ახალგაზრდა ლომი პრინცი მიდის თავის სამეფოში მხოლოდ იმისთვის, რომ გაიგოს პასუხისმგებლობისა და სიმამაცის ნამდვილი მნიშვნელობა.

ვუდიმ მუდამ იცოდა რა ადგილი ეჭირა სამყაროში. იცოდა, რომ მისი პრიორიტეტი ბავშვების მოვლა იყო, ენდი იქნებოდა თუ ბონი. მაგრამ როდესაც ბონი თავის სათამაშოებს ახალ წევრს „ფორქის“ დაუმატებს და სამოგზაუროდ გრძელ გზას დაადგებიან, ძველ და ახალ მეგობრებთან ერთად, ვუდი მიხვდება რაოდენ დიდია ეს სამყარო პატარა სათამაშოსთვის.

ნამდვილი ამბავი ეპიკური მოგზაურობის შესახებ, რომელიც ახალგაზრდა მდიდარი ქვრივის და პილოტის, ამელი რენის (ფელისიტი ჯონსი) და ამბიციური მეცნიერი-მეტეოროლოგის, ჯეიმს გლეიშერის (ედი რედმეინი) შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც 1862 წელს აეროსტატით გაფრინდებიან და იმ დროისთვის ადამიანისთვის რეკორდულ სიმაღლეს მიაღწევენ. მაგრამ ატმოსფეროს ზედა ფენებში მკვლევარები სასიკვდილო საფრთხის პირისპირ აღმოჩნდებიან. გმირები საოცარი აღმოჩენებისკენ მიიღწვიან და ამავე დროს უპრეცედენტო სიტუაციაში გადარჩენას ცდილობენ…

საბინა უილსონი, ელენა ჰულინი და ჯეინ კანო იდუმალ ჩარლზ თაუნსენდთან მუშაობენ, რომლის უსაფრთხოებისა და გამოძიების სააგენტო საერთაშორისო მასშტაბით გაიზარდა. მსოფლიოს ყველაზე უფრო ჭკვიანი, მამაცი და ყველაზე უფრო კარგად გაწვრთნილი ქალების დახმარებით, „ანგელოზთა“ ახალი ჯგუფები ყალიბდება, რომლებიც ყველაზე უფრო რთულ საქმეებს იღებენ თავის თავზე.

სუპერ ჯაშუში ლენს სტერლინგი ( უილ სმიტი ) და მეცნიერი ვალტერ ბეკეტი ( ტომ ჰოლანდი ) ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ლენსი გლუვი, თავაზიანი და მომაბეზრებელია, თუმცა ვალტერი სხვანაირია, მაგრამ, როდესაც მოვლენები მოულოდნელად შეიცვლება, ამ დუეტს მოუწევს გაერთიანება საბოლოო მისიისთვის, რომელიც თითქმის შეუძლებელ შენიღბვას მოითხოვს - ლანსის გამბედავ და სასტიკ მტრედად გარდაქმნას. ვალტერმა და ლანსმა მოულოდნელად გუნდურად უნდა იმუშაონ, ან მთელი სამყარო საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

უკვე ხუთი წელია ცხოვრება ბრწყინვალედ მიედინება. თუმცა მალევე მშვიდობიანი მოსახლეობა უზარმაზარ საფრთხეს შეეჯახება: LEGO DUPLO დამპყრობლემა გარესამყაროდან, ყველაფერი მარტივად დაანგრიეს...

ბანდა დაბრუნდა, მაგრამ თამაში შეიცვალა. როდესაც ისინი ჯუმანჯში ბრუნდებიან საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, ისინი აღმოაჩენენ, რომ არაფერია ისე, რასაც მოელიან. მოთამაშეებს მოუწევთ იყვნენ მამაცები უცნობისა და ამოუცნობელის წინაშე, მშრალი უდაბნოდან თოვლიან მთებამდე, რათა თავიდან აიცილონ მსოფლიოს ყველაზე საშიში თამაში.

ტერმინატორი: შავბნელი ბედისწერა - ცნობილი ფრანჩიზის მეექვსე ფილმია, რომელიც ყველაფერს, რაც „ტერმინატორი 2“-ის შემდგომ მოხდა, გადახაზავს. სარა კონორი სხვა მეომრებთან ერთად კვლავ იბრძვის თავისი პლანეტისა და კაცობრიობის მომავლისათვის.

სამი მოზარდი უნდა დაეხმაროს იეტს შინ დაბრუნებაში. ისინი უნდა მოერიდონ მდიდარ მამაკაცს და ზოოლოგს, რომლებსაც იეტის გამოყენება საკუთარი საჭიროებებისთვის სურთ.

ვიეტნამის ომის ვეტერანი ჯონ რემბო პოსტტრავმული სტრესული აშლილობით იტანჯება და არიზონაში მდებარე უბრალო რანჩოში ცხოვრეობის დალაგებას ცდილობს

დორა - გოგონა, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი, მის მშობლებთან ერთად, ჯუნგლების აღმოჩენაში გაატარა. ახლა კი სახიფათო თავგადასვლისთვის ემზადება - ეს არის საშუალო სკოლა

ფილმი ცნობილი ბრაზიანი ჩიტების თავგადასავლების გაგრძელებაა. ამჯერად ეს ჩიტების დაუძინებელ მტრებთან დაპირისპირებაა, რაც სრულიად სხვა სიმაღლეებს იპყრობს.

ასტრონავტი როი მაკბრაიდი მზის სისტემის გარე კიდესთან მოგზაურობს, რათა დაკარგული მამა იპოვნოს და ფარდა ახადოს საიდუმლოებას, რომელიც ჩვენი პლანეტის გადარჩენას საფრთხეს უქმნის. მისი მოგზაურობა გამოააშკარავებს საიდუმლოებებს, რომელიც ადამიანური ყოფის ბუნებას და კოსმოსში ჩვენს არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

მოვლენები 1960 წლის გაზაფხულზე, ჯომოლუნგმას მყინვარწვერზე ვითარდება და ჩინელი მთამსვლელების ჯგუფის შესახებ ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც დედამიწის ყველაზე მაღალ მწვერვალზე, ევერსტზე ასასვლელად ემზადებიან. მათი ამოცანა ყველაზე რთული ნაწილის გადალახვაა, რომელსაც ისინი მეორე საფეხურს უწოდებენ. ეს მათი მეხუთე მცდელობაა, ხოლო წინა ოთხი მთამსვლელების მარხით დასრულდა, ამიტომ ამჯერად გმირებმა თავიანთ დასახულ მიზანს აუცილებლად უნდა მიაღწიონ…

ქარიზმატული სერ ლაიონელ ფროსტი თავს მითებისა და ურჩხულების მსოფლიოში უპირველეს მკვკლევარად მიიჩნევს. პრობლემა ისაა, რომ მისი არცერთი საზოგადიოების მაღალი წრის წარმომადგენელი კოლეგა ამას არ აღიარებს. იმ იმედით, რომ საბოლოოდ მაინც აღიარებული იქნება მათგან, ლიონელი წყნარი ოკენის აუზის ჩრდილოეთში იმოგზაურებს, რათა ლეგენდარული ქმნილების არსებობა დაამტკიცოს.