ისტორია ვითარდება XI საუკუნეში, როდესაც ჩრდილოეთ წყლებში ვიკინგები ბობოქრობდნენ. ამ მომენტში მათ ინგლისის დაპყრობა უკვე დაწყებული ჰქონდათ
ტაიშოს ეპოქა, იაპონია. ტანჯირო, ნახშირით მოვაჭრე გულკეთილი ბიჭი, თავის ოჯახს დემონის მიერ მოკლულს პოულობს. თითქოსდა ეს საკმარისი არ ყოფილიყო, მისი უმცროსი და, ნეზუკო, დემონად იქნა გადაქცეული. ამ მწარე რეალობით განადგურებული ტანჯირო გადაწყვეტს რომ დემონების მკვლელი გახდეს, რათა დაუბრუნოს თავის დას ადამიანობა და მოკლას დემონი.
ტყით გარშემორტყმულ თავშესაფარში ერთი დიდი ოჯახივით ბედნიერად ცხოვრობენ ობოლი ბავშვები, მათზე კი ზრუნავს "დედა" - იზაბელა. ბავშვები თავისუფლად ატარებენ დროს ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევენ, თამაშობენ გარეთ, მაგრამ ერთი მთავარი წესი უნდა დაიცვან- თავშესაფრიდან ძალიან შორს არ უნდა წავიდნენ. თუმცა ყველაფერ კარგს აქვს დასასრული - რამოდენიმე თვეში ერთხელ ბავშვებს აშვილებენ და მათგან აღარაფერი ისმის. სამ ძმას კი ეჭვი აქვს იმაზე, თუ რა ხდება სინამდვილეში.
პოლარული მელა სვიტფი ამერიკის საფოსტო სამსახურში მუშაობს, მაგრამ ჰაკსის-კურიერების ელიტარული გუნდის წევრობაზე ოცნებობს. იმის დასამტკიცებლად, რომ ის ამის ღირსია, სვიფტი ერთ-ერთ მარხილს გაიტაცებს და იდუმალ პაკეტს იდუმალ ადგილას მიიტანს, სადაც საიდუმლო ციხე-სიმაგრეს აღმოაჩენს, რომელშიც ბოროტ გენიოს მორჟის ოტო ფონ ვოლრუსუს შეხვდება. მალე, სვიფტი გაიგებს, რომ ვოლრუსუ პოლარული ყინულის გადნობას აპირებს, რათა დატბორილი სამყარო მართოს. მთავარი გმირი მის მეგობრებს – თეთრ ინტრავერტ-დათვს, გადარეულ ალბატროს, შეთქმულებების თეორიებით შეპყრობილ ორ წავს და მექანიკოს-მელიას დასახმარებლად მიმართვს. მეგობრები ერთიანდებიან, რათა ოტო ფონ ვოლრუსუს ბოროტი გეგმებისგან მსოფლიო გადაარჩინონ.
ფენტეზური-სერიალი სამყაროზე, სადაც ჯადოსნური და მითიური მონსტრები ნამდვილია, კაცობრიობის სადარაჯოზე ძლევამოსილი მხედვარები დგანან – ადამიანები, რომლებმაც ბავშვობაში გაუთავებელი ვარჯიშებით განზრახ განიცადეს მუტაცია
ფილმი მოგვითხრობს სამ მეექვსე კლასელზე. ბიჭი გარბის სკოლიდან და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში ერთვება მას შემდეგ, რაც შემთხვევით მოიპარავენ ნარკოტიკებს და გადაიმტერებენ თინეიჯერ გოგონებს.
სათავგადასავლო როუდ-მუვი, დაუნის სინდრომის მქონე 22 წლის ზაკის (დებიუტანტი ზაკ გოტზაგენი, რომელმაც ავტორებს სცენარი შთააგონა) შესახებ, რომელიც ინვალიდთა სახლიდან გარბის, სადაც ის ცხოვრობს, რათა პროფესიონალ რესლერად გახდომის ოცნება აისრულოს. მთელი რიგი მოვლენების შემდეგ, ახალგაზრდა ტაილერი (შაია ლაბუფი) – ძებნაში მყოფი წვრილმანი თაღლითი, ზაკის მწრთვნელი და მოკავშირე გახდება. გმირები ერთად გაურბიან დევნას, ვისკის სვავენ, ღმერთს ეძებენ, თევზებს იჭერენ და ინვალიდთა სახლის მშვენიერ და კეთილ მედდას, ელეონორას თავიან მოგზაურობაში გაერთიანებას არწმუნებენ, რომლებიც ერთად უამრავ წარმოუდგენელ მოვლენებს განიცდიან.
უკვე მრავალი წელია დემონი თეთრი გველი ჯადოსნურ ბაღში მედიტირებს და ცდილობს შინაგან სიცარიელეს გაუმკლავდეს. მისი და, მწვანე გველი მას ნეფრიტის თმის სამაგრს აძლევს და მოგონებები ბრუნდება
"სლოკინა" და "უკბილო" ერთიანდებიან, რათა ყველა მათ მსგავსს შესახსენონ, რომ ვიკინგებსა და დრაკონებს შორის ურღვევი კავშირია.
სტუდია -დისნეის- 2013 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის -გაყინულის- მეორე ნაწილი და ამაღელვებელი ისტორიის გაგრძელება ორი დის – დედოფალი ელზას, რომელსაც თოვლის სტიქიის მართვა შეუძლია, და პრინცესა ანას შესახებ, რომელსაც ნებისმიერი გაყინული გულის გალღობა შეუძლია
ჯუჯებად გადაქცეული პრინცები ეძებენ წითელ ფეხსაცმელს, რომელიც მათ წყევლის მოხსნაში დაეხმარება.
ადამიანების არეულ-დარეულ სამყაროში მრავალი გობლინი ცხოვრობს მშვიდად და წყნარად. ლუო-ქსიაო-ჰეი, კატა-დემონი, აქეთ-იქეთ დახეტიალობს, რადგან სახლი, რომელიც ტყეში ჰქონდა, დაუნგრიეს. ხან კეთილისმსურველი გობლინები გამოჩნდებიან მის ცხოვრებაში, ხანაც პატრონი-ადამიანი. ჰეი დილემის წინაშე დგას - რომელ მხარეს უფრო მიაკუთვნოს თავისი თავი.
ბეტმანი, ბეტგირლი და რობინი ალიანსს შეკრავენ თინეიჯერ მუტანტ კუ-ნინძებთან, რათა კუ-ნინძების დაუძინებელ მტერს, შრედერს შეებრძოლონ, რომელიც, როგორც ირკვევა, შეუამხანაგდა რას ალ გალს და დაქირაევებული მკვლელების ლიგას.
ძველებური მაგია და თანამედროვე სამყარო ერთმანეთს შეხვდება, როდესაც ახალგაზრდა ალექსი მითიურ ხმალს „ექსკალიბურს“ გადააწყდება. მალე იგი თავის მტერსა თუ მეგობარს გააერთიანებს, რომლებიც რაინდები გახდებიან. მათ ლეგენდარულ ჯადოქარ მერლინთან ერთად უნდა გადაარჩინონ კაცობრიობა ბოროტი გრძნეულის, მორგანასა და მისი ზებუნებრივი მებრძოლებისგან.
გულკეთილი ქუჩის ონავარი ალადინი ლამპრის პოვნის შემდეგ, რომელიც ჯინის გამოშვებაში დაეხმარება, ჯადოსნურ მოგზაურობას დაიწყებს. ამ ლამპარის მოსაპოვებლად ერთი ძალაუფლებას მოწყურებული დიდი ვეზირიც იბრძვის, რადგან ლამპარს შეუძლია ყველას სანუკვარი ოცნება აასრულოს
ერთი არაჩვეულებრივი გასართობი პარკის ისტორია, სადაც საოცრად კრეატიული გოგონას, სახელად ჯუნის, წარმოსახვა ცოცხლდება.
მას შემდეგ, რაც ჯადოქარი შუა საუკუნეების რაინდს სერ კოოლს სადღესასწაულო სეზონის დროს ოჰაიოს აწმყოში ამოაყოფინებს თავს, იგი უმეგობრდება ჭკვიან და კეთილშობილ ბრუკს, სიყვარულში გულნატკენ მეცნიერს, რომელიც ეხმარება მას თანამედროვე სამყაროს ყოველდღიურ სირთულეებთან გამკლავებაში და ასევე მთავარი მიზნის მიღწევაში - იპოვოს შინ დასაბრუნებელი გზა. თუმცა დრო გადის და ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან, რაც დააფიქრებს სერ კოოლს იმის თაობაზე სურს თუ არა უკან დაბრუნება.
დისნეის ყველაზე უფრო სამარცხვინო ბოროტმოქმედების ახალი თაობა „დაკარგულთა კუნძულზე“ ბრუნდება, რათა საძაგელი შთამომავლების ახალი პარტია აიყვანონ აურადონის სკოლისთვის.
ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვერაგი მონარქი, მეფე სტეფანი, გარდაიცვალა (2014 წელს გადაღებულ ფილმში „მალეფისენტი“). ახლა კი, გაუთვალისწინებელმა, მაგრამ სამხიარულო მოვლენამ უნდა გააერთიენოს ულსტედის მომაკვდავი სამეფო და მოჯადოებული მურსის ზღაპრული ქვეყანა. თუმცა, კიდევ ერთხელ, საშინელი ღალატი გადაეღობება წინ ახალგაზრდების ჭეშმარიტ სიყვარულს, ბოროტი შური, მოუთოკავი ამბიცია და სულმდაბალი ფიქრები ეპარება რა ადამიანთა გულებს. ახლა, ორი მეზობელი სამყარო შიშისა და ცრურწმენების გამო ერთანეთს ემიჯნება და სამწაუხაროა, რომ მოახლოებული ერთიანობა გზას უთმობს სრულ კონფრონტაციას. მოულოდნელად, დიდებული ფრთიანი ელფი მალეფისენტი და პრინცესა ავრორა ამ ყველაფრის შუაგულში აღმოჩნდებიან. ყოველთვის ბედნიერი დასასრული აქვს კი სიყვარულს?
ჰელოუინის პირველი ოჯახი, the Addams Family, დიდ ეკრანზე დაბრუნდა! პირველი ანიმაციური კომედია ყველაზე უჩვეულო ოჯახის შესახებ.







































