ძიება - * | ნაპოვნია: 725

ეს არის ისტორია პოლიციელზე, რომელიც გრინ ჰილის მშვიდ პატარა ქალაქში ცხოვრობს. მისი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება, როდესაც სონიკს შეხვდება და გადაწყვეტს დაეხმაროს მას საფრთხისგან თავის დაღწევაში. სონიკზე ნადირობას ხელისუფლების წარმომადგენლები იწყებენ, რადგან მისი დაჭერა სურთ. მეგობრები ერთად სახიფათო და სახალისო თავგადასავალში ეხვევიან, სადაც მათ უამრავი დაბრკოლების გადალახვა და ძლიერი მტრების დამარცხება უწევთ.

ითანი სახიფათო მოგზაურობას იწყებს, რათა დაამარცხოს ძლევამოსილი დრაკონი, რომელმაც მისი გული წაართვა. შურისძიებისა და სამართლიანობის ძიებაში იგი მრავალ დემონსა და ბნელ ძალას უპირისპირდება. თუმცა, ყოველი ბრძოლა მძიმე ფასად უჯდება. რაც უფრო უახლოვდება მიზანს, მით უფრო კარგავს საკუთარ ადამიანურ ბუნებას. სერიალი აერთიანებს ფანტასტიკას, ექშენსა და დრამას, სადაც გმირს საკუთარი სულისთვის ბრძოლაც უწევს.

ახალგაზრდა ჯადოქარი ნიმუე სახიფათო მოგზაურობაში მიემართება, რათა ლეგენდარულ არტურთან ერთად იპოვოს მერლინი და უძველესი, ძლევამოსილი ხმალი. მათი მისია სავსეა საიდუმლოებებით, ჯადოსნური არსებებითა და დაუნდობელი მტრებით. გზად ნიმუეს რთული გამოცდების გადალახვა და საკუთარი ძალების აღმოჩენა უწევს. სერიალი აერთიანებს ფანტასტიკას, თავგადასავალსა და არტურის ლეგენდებზე დაფუძნებულ ეპიკურ ისტორიას.

სიდნეი ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგონაა, რომელსაც ყოველდღიურად უწევს გამკლავება სკოლის გამოწვევებთან, ოჯახურ პრობლემებთან და მოზარდობისთვის დამახასიათებელ ცვლილებებთან. თუმცა, მისი ცხოვრება კიდევ უფრო რთულდება, როდესაც საკუთარ თავში იდუმალ ზებუნებრივ ძალებს აღმოაჩენს. სანამ სიდნეი ცდილობს საკუთარი შესაძლებლობების კონტროლს და მათი საიდუმლოდ შენახვას, მას არაერთი მოულოდნელი და სახიფათო სიტუაციის გადალახვა უწევს. სერიალი აერთიანებს დრამას, კომედიასა და ფანტასტიკურ ელემენტებს.

იდეოლოგიური დაპირისპირება, რწმენა, გადარჩენისთვის ბრძოლა და უცნობი პლანეტის საიდუმლოებები ნელ-ნელა კოლონიის მომავალს საფრთხის წინაშე აყენებს. ეს შთამბეჭდავი სამეცნიერო ფანტასტიკა ადამიანის ბუნებაზე, რელიგიასა და ცივილიზაციის გადარჩენაზე გვაფიქრებს.

როდესაც თომასი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღმოჩნდება, დომენიკი ყველაფერს აკეთებს, რათა იგი იქიდან დაიხსნას და დაეხმაროს. ამ მძიმე გზაზე მას საკუთარი წარსულის, ოჯახური ტრავმებისა და შინაგანი ტკივილის გადალახვაც უწევს.

უცხო

The Outsider

გამოძიებას პოლიციის დეტექტივი რალფ ანდერსონი ხელმძღვანელობს, რომელიც თავდაპირველად ფიქრობს, რომ საქმე მარტივად გასახსნელია. ყველა მტკიცებულება, მათ შორის დნმ-ის კვალი და თითის ანაბეჭდები, პატივსაცემ ადგილობრივ მცხოვრებზე და ბეისბოლის გუნდის მწვრთნელზე ტერი მეიტლენდზე მიუთითებს.

თუმცა ყველაფერი არ მიდის ისე, როგორც ანტუანეტი გეგმავდა. მოულოდნელი მოვლენების გამო იგი მარტო აღმოჩნდება და იძულებულია სრულიად სხვაგვარად გაატაროს არდადეგები. ამ მოგზაურობაში მას მოუწევს საკუთარ თავთან შეხვედრა, ახალი გამოცდილებების მიღება და ცხოვრების ახალი კუთხით დანახვა.

ემილის გულში დიდი სურვილია გაიცნოს მამა, რომელიც არასდროს უნახავს და გაიგოს მეტი მისი ცხოვრების შესახებ. ამ სურვილს იგი პატარა, მაგრამ გულწრფელი ნაბიჯებით მიჰყვება, რაც მას ახალ აღმოჩენებამდე და ემოციურ გამოცდილებამდე მიჰყავს.

მრავალი ომის , სიკვდილისა და ნგრევის მომსწრე დაუმარცხებელი მეფე-დემონი ანოს ვოლდიგოუდი გადაწყვეტს ყველაფერი წარსულში დატოვოს და მომავალში მოახდინოს რეინკარნაცია, იმ იმედით რომ ეს მშვიდობას და წყნარ ცხოვრებას მოუტანს. იგი ხელახლა იბადება მშვიდობიან ხანაში, სადაც მაგიაში დახელოვნების მსურველებმა აკადემიაში უნდა ისწავლონ თავიანთი უნარების განვითარებისათვის. ანოსმა მეხსიერებაც შეინაჩუნა და ძალაუფლებაც, რისი წყალობითაც იგი სწრაფად გახდება გამორჩეული სტუდენტი. მაგრამ გრძნობს რომ რაღაც რიგზე არ არის ამ ხანაში, და გადაწყვეტს გამოძიოს რა ხდება.

ჯუჯუცუ კაისენი

Jujutsu Kaisen

გულკეთილი მოზარდი იუჯი იტადორი სკოლის ოკულტურ კლუბს უერთდება გართობის მიზნით, თუმცა აღმოაჩენს, რომ მისი წევრები ნამდვილი ჯადოქრები არიან და არსებებს შორის ენერგიის მართვა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ შეუძლიათ. ის მოისმენს ლეგენდას დაწყევლილ თილისმაზე - დემონი სუკუნას თითზე, რომელზეც ყველა ნადირობს. იუჯი მეგობრების დასაცავად ჭამს თითს და მალე აღმოაჩენს, რომ მაგიური ძალის მატარებელია. ის გადაწყვეტს შთანთქოს სუკუნას ყველა თითი, რაც საშუალებას მისცემს განახორციელოს ეგზორციზმი და გათავისუფლდეს

მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კაცობრიობა გადაშენების პირას მიიყვანა უცნობი ცხოვრების ფორმების გადოლის მოულოდნელმა გაჩენამ. ის ადამიანები, რომლებიც გადარჩნენ, ახლა ცხოვრობენ 3000 მეტრის სიმაღლის მოძრავ ციხესიმაგრეში Deca-dence, რომელიც აშენებულია გადოლის საფრთხისგან თავის დასაცავად.

კომა

Coma

საშინელი და იდუმალებით მოცული უბედური შემთხვევის შემდეგ, ახალგაზრდა ნიჭიერი არქიტექტორი გონს მოვა ძალიან უცნაურ სამყაროში, რომელიც რეალობას მხოლოდ გავს. ეს სამყარო აგებულია მათ მოგონებებზე, ვინც იქ ცხოვრობენ - ადამიანები, რომლებიც ამჟამად ღრმა კომაში არიან. ადამიანური მეხსიერება არაერთგვაროვანი, ქაოტური და არასტაბილურია. ასეთია „კომა“ - ხსოვნებისა და მოგონებების უცნაური კრებული -სადაც ქალაქები, მყინვარები და მდინარეები ერთ ოთახში შეიძლება აღმოჩნდეს, სადაც ფიზიკის ყველა კანონი დარღვეულია. არქიტექტორმა კომის ზუსტი კანონები უნდა გამოარკვიოს, როდესაც იგი თავისი ცხოვრების სიყვარულს შეხვდება, იბრძვის რა სიცოცხლისთვის და ეძებს რა გასასვლელს რეალური სამყაროსკენ, რომელსაც ხელახლა უნდა გაეცნოს კომიდან რომ გამოვა.

უილი დარწმუნებულია, რომ მისი ცოლი როზალინდი უდანაშაულოა თავიანთი ვაჟის საეჭვო მკვლელობაში, თუმცა აღმოაჩენს ერთ საშინელ სიმართლეს მისი წარსულიდან, რომელიც სხვა გაუხსნელ დანაშაულს უკავშირდება.

მაგიისა და ცრურწმენების ბატონობის ხანაში, როდესაც მგლები დემონებად მიიჩნეოდნენ, ახალგაზრდა მონადირე რობინი მამასთან ერთად ირლანდიაში მიდის, რათა უკანასკნელი ხროვა გაანადგურონ. მაგრამ როდესაც რობინი მებჰს, ადგილობრივ ველურ გოგონას გადაარჩენს, მათი მეგობრობა დაეხმარება რობინს აღმოაჩინოს ადამიანი-მგლების სამყარო, და გადააქცევს იმად, რისი განადგურებაც მამამისს აქვს განზრახული.

წინარეისტორიულ ქრუდების ოჯახს მეტოქე ბეტერმანების ოჯახი გამოიწვევს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უკეთესები და უფრო განვითარებულები არიან.

ტანჯირო კამადო, ინოსუკე ჰაშიბირასა (ბიჭი, რომელიც ტახებმა გაზარდეს და ტახის თავიანია) და ზენისუ აგაცუმასთან (ბიჭი რომელიც თავის ჭეშმარიტ ძალებს ძილში ავლენს), ერთად უსასრულობის მატარებელით ახალი მისიით მიდის - დაამარცხოს დემონი, რომელიც ხალხს ტანჯავს.

ახალგაზრდა დედას მისი ქარიზმატულ ფლეიბოი მამა ეხმარება ოჯახური პრობლემების მოგვარებაში, რომელიც ამასათანავე საკუთარ შეხედულებებსაც გადასინჯავს ცხოვრეის შესახებ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ელიტარულ სამხედრო რაზმს, რომელსაც ლეიტენანტი არტემისი ხელმძღვანელობს, მოულოდნელი ქვიშის ქარიშხალი პორტალის საშუალებით, პარალელურ სამყაროში გადაიყვანს, რომელიც უზარმაზარი და შემზარავი ურჩხულების სახლია,. ისინი შეუვალნი არიან ჯარიკაცების საბრძოლო ცეცლის ძალის მიმართ. გადარჩენისთვის სასოწარკვეთილ ბრძოლაში რაზმი იდუმალ მონადირეს გადააწყდება, რომლის უნიკალური უნარები მას საშუალებას აძლევს ძლიერ არსებებს წინააღმდგობა გაუწიოს. ასეთი სერიოზული საფრთხის წინაშე მდგარი მამაცი მეომრები თავიანთ უნიკალურ შესაძლებლობებს აერთიანებენ, რათა დაიცვან პორტალი და არ დაუშვან მასში მონტრების შეღწევა.

სოციალური მედიის წარმომადგენელი მეგობრებთან ერთად მოსკოვში მიდის თავისი წარმატებული ვლოგის ახალი კონტენტის მოსაძიებლად. ისინი ყოველთვის თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ და მზარდი მაყურებლის გულსაც იგებენ. ახლაც იდუმალებითა და საფრთხით სავსე ცივ ომში შედიან. როდესაც რეალურ ცხოვრებასა და სოციალურ მედიას შორის გამყოფი ხაზები წაიშლება, ჯგუფმა ბრძოლით უნდა დაიხსნას თავი და გადარჩეს.