ძიება - * | ნაპოვნია: 889

„მაიმუნების პლანეტის სამეფო“ (2024) აგრძელებს ლეგენდარულ „მაიმუნების პლანეტის“ საგას და მოგვითხრობს ახალი ერის დასაწყისზე, სადაც მაიმუნები, რომლებიც ინელექტითა და ორგანიზებულობით სჭარბობენ ადამიანებს, ქმნიან საკუთარ სამეფოს. ცივილიზაცია გაყოფილია ახალი ლიდერების და კლანების გავლენით, და სამეფო იწყებს თავისი ძალაუფლების განმტკიცებას. ამასთანავე, ადამიანთა გადარჩენილი ჯგუფი იბრძვის საკუთარი ადგილისთვის ამ ახალ სამყაროში, სადაც ისინი უმცირესობას წარმოადგენენ. ფილმი გვიჩვენებს, როგორ ებრძვიან ერთმანეთს მაიმუნთა სხვადასხვა ფრაქციები და როგორ ეცდებიან ადამიანები კვლავ იპოვონ გზა გადარჩენისკენ. "Kingdom of the Planet of the Apes" არის შთამბეჭდავი სამეცნიერო ფანტასტიკური თავგადასავალი, რომელიც სავსეა რთული მორალური დილემებით, გლობალური კონფლიქტებითა და პერსონაჟების პირადი ბრძოლებით.

2021 წლის ფანტასტიკური ექშენის “გოძილა კონგის წინააღმდეგ” სიქველი, რომელშიც ძლევამოსილი კონგი და მრისხანე გოძილა ისევ უპირისპირდებიან კოლოსალურ უცნობ სასიკვდილო საფრთხეს, რომელიც იმალება ჩვენს სამყაროში, რაც საფრთხეს უქმნის მათი და ჩვენი სახეობების არსებობას. ეპიკური ახალი ფილმი უღრმავდება იდუმალი ტიტანების ისტორიებს, მათ წარმომავლობას, თავის ქალის კუნძულისა და მის ფარგლებს გარეთ საიდუმლოებებს, ასევე გამოავლენს მითიურ ბრძოლას, რომელიც დაეხმარა ამ არაჩვეულებრივი არსებების შექმნას, რამაც ისინი სამუდამოდ დააკავშირა და გააერთიანი კაცობრიობასთან.

სათავგადასავლო კომედია, რომელშიც მოვლენები ვითარდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მას შემდეგ, რაც იდუმალი ბოროტმოქმედი გაიტაცებს სანტა კლაუს ჩრდილოეთ პოლუსიდან, უკიდურესად დიდი და მრისხანე ელფი ოპერმუშაკი კალუმ დრიფტი იძულებულია ითანამშრომლოს მოფლიოში ყველაზე გამოცდილ კვალმძებნელთან ჯეკ ო’მელისთან გატაცებული სანტას მოსაძებნად და შობის გადასარჩენად…

თავშეკავებული ავტორი, რომელიც წერს ჯაშუშურ რომანებს საიდუმლო აგენტისა და გლობალური ჯაშუშური სინდიკატის შესახებ, აცნობიერებს, რომ ახალი წიგნის სიუჟეტი, რომლის დაწერის პროცესშიცაა, რეალურ დროში რეალური მოვლენების ასახვას იწყებს...

ადამ კლეი – პენსიაზე გასული სამთავრობო აგენტია, რომელიც ადრე მუშაობდა ძლევამოსილ საიდუმლო ორგანიზაციაში, კოდური სახელწოდებით “მეფუტკრეები”. ახლა ადამი მეფუტკრეობას მისდევს. მაგრამ როდესაც კეთილი ქალი, რომელიც მასზე ზრუნავდა, ერთ დღეს, თაღლითობის მსხვერპლი გახდება და თავს მოიკლავს, შურისძიებით შეპყრობილი, მთავარი გმირი იწყებს ერთპიროვნულ და დაუნდობელ ომს, რათა აიძულოს დამნაშავეებს პასუხი აგონ…

„დუბლიორი“ (The Fall Guy, 2024) არის ექშენ-ფილმი, რომელიც დაფუძნებულია 1980-იანი წლების ცნობილი სატელევიზიო შოუს სახასიათო გმირზე. სიუჟეტი მიჰყვება ყოფილ კასკადიორს, რომელიც ახლა იძულებულია ჰოლივუდში დაბრუნდეს და მოძებნოს გაუჩინარებული მსახიობი, რომლისთვისაც ოდესღაც დუბლიორად მუშაობდა. ფილმი სავსეა დაუნდობელი მოქმედებებით, მანქანებით დევნებითა და იუმორით, რომლებიც კლასიკური ჰოლივუდური თავგადასავლების სტილშია გადმოცემული. „The Fall Guy“ აერთიანებს კასკადიორების რთულ და სახიფათო სამუშაოს დაძაბულ სამყაროს და მძლავრ პერსონალურ ისტორიას, რომელიც გამოარჩევს მას ჩვეულებრივი ექშენ-ფილმებისგან.

ანიმაციური ფილმის “კუნგ–ფუ პანდა 3“ მეოთხე ნაწილი, პანდა პოს მხიარული თავგადასავლების შესახებ, რომელიც მთელი ძალებით ემზადება გახდეს მისი მშვიდობის ველის სულიერი ლიდერი, მაგრამ მას ასევე სჭირდება ვინმე, ვინც დრაკონის მეომრის მის ადგილს დაიკავებს. შედეგად, მთავარი გმირი იწყებს ახალი კუნგ-ფუ ოსტატის მომზადებას ამ ადგილისთვის, რომლის დოსაც ტოვებს მშვიდობის ველს და მიემართება ქალაქში, სადაც მას მოუწევს დაუპირისპირდეს ძლევამოსილ ბოროტმოქმედს, სახელად ქამელეონს, რომელსაც შეუძლია პოს წარსულიდან მტრების გამოძახება.

კორა და გადარჩენილი მეომრები ემზადებიან, მათი ახალი სახლის დასაცავად, მის ხალხთან ერთად სამეფოს წინააღმდეგ. მეომრები უპირისპირდებიან თავიანთ წარსულს და ავლენენ თავიანთ მოტივებს, სანამ სამეფო ძალები ჩამოვლენ, რათა ჩაახშოს მზარდი აჯანყება... მეამბოხე მთვარე 2 ქართულად

სიმაღლე

Elevation

ფანტასტიკური თრილერი, რომელშიც მოვლენები ვითარდება პოსტ-აპოკალიფსურ კლდოვან მთებში, რომელიც მოგვითხრობს მარტოხელა მამისა და ორი ქალის შესახებ, რომლებიც გადაწყვეტენ დატოვონ თავიანთი უსაფრთხო სახლი, რათა შეებრძოლონ საშინელ არსებებს და გადაარჩინონ პატარა ბიჭის სიცოცხლე

ებიგეილი

Abigail

დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამტაცებლების ჯგუფს მიჰყავს პატარა გოგონა დანიშნულ ადგილას ღამით მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუმცა, მოულოდნელად გამტაცებლები აღმოაჩენენ, რომ ისინი გამოკეტეს სახლში, და პატარა გოგონა, რომელიც მათ გაიტაცეს, სხვა არავინაა, თუ არა დრაკულას ქალიშვილი, რომელიც ახლა მათზე ნადირობს

ფილმში “აპოკალიფსი Z: დასასრულის დასაწყისი” უცნობი დაავადება, რომელიც ცოფს ჰგავს, მთელ პლანეტაზე ვრცელდება და ადამიანებს აგრესიულ არსებებად აქცევს. მანელი თავის კატასთან ერთად სახლში იმალება და გადარჩენისთვის სხვადასხვა ხერხებს იყენებს. თუმცა, მალე იძულებული ხდება საკვების საძებნელად სახლი დატოვოს და უსაფრთხო ადგილები იპოვოს ხმელეთზე და ზღვაზე.

1989 წლის ამავე სახელწოდების საკულტო ფილმის რიმეიკი, აბსოლიტური საბრძოლო ჩემპიონატის საშუალო წონის ყოფილი მებრძოლის, ელვუდ დალტონის (ჯეიკ ჯილენჰოლი) შესახებ, რომელიც იწყებს მუშაობას ფლორიდა-კისში მდებარე გზისპირა კლუბში. თუმცა, ის მალევე აღმოაჩენს, რომ ტროპიკულ სამოთხეში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, სადაც მთავარი გმირი კორუმპირებულ ბიზნესმენს უპირისპირდება, რომელსაც ტერორში ჰყავს პატარა ქალაქის მოსახლეობა

„ცუდი ბიჭები 4: Ride or Die“ განაგრძობს მაიკ ლოურისა და მარკუს ბარნეტის წლების მეგობრობასა და პარტნიორობას პოლიციის დეპარტამენტში. ამჯერად, მათ წინაშე დგას ყველაზე საშიში და მასშტაბური გამოწვევა, სადაც საქმე მხოლოდ კანონთან არაა – ისინი პირისპირ შეხვდებიან ძველ მტრებს და ახალ მოწინააღმდეგეებს, რომლებიც მათ ცხოვრებას საფრთხეში აგდებენ. ფილმი გაჯერებულია განუწყვეტელი მოქმედებებით, დინამიკითა და იუმორით, რასაც გულშემატკივრები წინა ფილმებიდან იცნობენ. „Ride or Die“ აერთიანებს ძველ და ახალ პერსონაჟებს, ქმნის ახალ საფრთხეებს და აჩვენებს გმირების მტკიცე ერთგულებას ერთმანეთის მიმართ, რაც მათი მთავარი ძალაა.

ფილმი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ იქცევა სერგეი კრეივენი პატარა ბიჭიდან, რომელიც გაიზარდა მძიმე პირობებში, სასიკვდილო საფრთხედ. მთავარი გმირი ფლობს ისეთ ზეადამიანურ შესაძლებლობებს, როგორიცაა ძალის გაძლიერება, სიჩქარე, სიმარჯვე, ამტანობა და სიმტკიცე, ასევე მის ხელთ არსებული იარაღის ფართო სპექტრი, კრეივენი ეძებს თავის მსხვერპლს შეუდარებელი ენერგიით. კრავენი ქართულად, კრეივენი ქართულად

მას შემდეგ, რაც მისი სახლი დაპყრობილ იქნა ტირანი იმპერატორების მიერ, რომლებიც ახლა რომს ხელმძღვანელობენ, ლუციუსი იძულებულია შევიდეს კოლიზეუმში და დაუპირისპირდეს საკუთარ წარსულს, რათა იპოვოს ძალა, რომ რომის დიდება მის ხალხს დაუბრუნოს

პენსიაზე გასული დაქირავებული მკვლელი ტერი იუბანკსი, რომელიც კვლავ თვლის თავს საუკეთესოდ თავის საქმეში, სიხარულით უბრუნდება პროფესიას, რათა მოამზადოს რთული ხასიათის მქონე – ახალგაზრდა ახალბედა ვუნდერკინდი მკვლელი ვილბორგი. შედეგად, მათ სთხოვენ, გაანადგურონ კონკურენტი კრიმინალური სინდიკატის საუკეთესო წევრები და ამ პროცესში გმირები გამოავლენენ დამსაქმებლის ნამდვილ მოტივებს: ძველი გვარდიის ლიკვიდაცია და სინდიკატის ხელში ჩაგდება. თუმცა, ორგანიზაცია არ ელოდა, რომ ტერის გამოცდილება და ვილბორგის გონებრივი შესაძლებლობები, შექმნიდა მათ შორის ასეთ წარმოუდგენელ კავშირს...

პანდას გეგმა მოგვითხრობს ჯეკი ჩანზე, რომელსაც პანდას გადარჩენაში უწევს მონაწილეობა, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო კრიმინალური სინდიკატი ცდილობს საყვარელი პანდის გატაცებას. ის თავის აგენტთან და პანდას მომვლელთან ერთად სახიფათო, მაგრამ სასაცილო თავგადასავალში ერთვება, რათა გადაურჩეს სინდიკატის მახეებს.

ფილმში “ვენომი: უკანასკნელი ცეკვა” ედი ბროკი და მისი სიმბიოტი ვენომი იძულებულნი არიან გაქცევაში იყვნენ, რადგან ორივე სამყაროსგან არიან ნადირობის ობიექტები.

როდესაც ყოფილი მრბოლელი, პიტი, იძულებულია თავისი ძველი ცხოვრება უკან მოიტოვოს, მას კვლავ მიეცემა შანსი, უკან დაბრუნდეს ავტოსპორტის სამყაროში, თუმცა ამჯერად საქმე მხოლოდ სისწრაფეზე არ იქნება. წლების წინ, პიტმა ყველაფერი დაკარგა – ოჯახი, კარიერა და საკუთარი თავიც, მაგრამ მოულოდნელი შეთავაზება, უკანასკნელი შანსი და ახალი გუნდის ხელმძღვანელობა მის წინაშე ახალ გამოწვევას აყენებს. ახლა, მას არა მხოლოდ უნდა დაამტკიცოს, რომ კვლავ სისწრაფის მეფეა, არამედ პირად ბრძოლაშიც გაიმარჯვოს, რათა დაუბრუნდეს იმ ცხოვრებას, რომელსაც ერთხელ ასე მიატოვა. მისი გადაწყვეტილებები ახლა არა მხოლოდ მის ცხოვრებას, არამედ გარშემომყოფების ბედსაც განსაზღვრავს.

ბარგი

Carry-On

საიდუმლოებით მოცული მოგზაური აშანტაჟებს გადაზიდვის სამსახურის ახალგაზრდა თანამშრომელს, რათა საშიში ამანათი შეუმჩნევლად გაატაროს უსაფრთხოების კონტროლზე და შობის დღეს რეისზე მოხვდეს