ძიება - * | ნაპოვნია: 893

მსოფლიოში პანიკა და ქაოსია. ცა სავსეა კოსმოსური ხომალდებით, ისინი ძლიერი ლურჯი სხივის საშუალებით ზეცაში იტაცებენ ადამიანებს. დეტექტივს მოუწევს აგრესიული უცხოპლანეტელების ხომალდზე მოხვდეს, რათა იპოვოს მისი დაკარგული შვილი.

უცხოელი

The Foreigner

ყოფილმა სპეც აგენტმა, ვიეტნამის ომის ვეტერანმა ციუანმა დიდი ხანია იარაღი გვერდზე გადადო და მშვიდობიანი ცხოვრება დაიწყო. მაგრამ მას შემდეგ რაც ტერაქტში მის თვალწინ მისი ქალიშვილი იღუპება და დაინახავს, რომ მთავრობა დამნაშავეთა მოძებნას არ ჩქარობს, იგი თავად იწყებს მკვლელის ძებნას.

ბეტმენი და ნაითვიგი ჰარლი ქვინთან ერთიანდებიან, რათა ხელი შეუშალონ შხამიანი სუროსა და ფლორონიკ მენს დედამიწის განადგურებაში.

ცივი ომის დროს, საიდუმლო ორგანიზაციამ "პატრიოტი" შექმნა სუპერგმირების არმია, რომელშიც შედიოდნენ სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკის წევრები. მათ დიდი ხნის განმავლობაში მოუწიათ ჩრდილში ყოფნა, მაგრამ ქვეყნისათვის საჭირო დროს, მათ გამოჩენა მოუწიათ.

ტარა მარკოვი გოგონა, რომელიც ფლობს ძალას მიწასა და ქვაზე. მას მეტი შეუძლია ვიდრე ეს გარეგნულად ეტყობა. წარმოადგენს ახალი ტიტანი საფრთხეს?

პოლიციელი , რომელსაც კავშირები აქვს დამნაშავე სამყაროსთან, აწყობს ღამის კლუბზე რეიდს, მისი მოტაცებული შვილის საპოვნელად.

სუკ-ჰის ბავშვობიდან ცივსისხლიან მკვლელად ზრდიდნენ. გოგონა იღებს უკეთესი ცხოვრების შანსს, როდესაც სამხრეთკორეული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო 10 წლიან სამუშაოს , შემდეგ კი სრულ თავისუფლებას სთავაზობს. მას ახალი სახელი და ახალი პროფესია აქვს, მაგრამ მშვიდი ცხოვრება ყოფილი დაქირავებული მკვლელებისთვის არაა.

გათამამებული ემილი უკვე 30 წლისაა, ის ეს-ესაა შეყვარებულმა მიატოვა. მან სასწრაფოდ უნდა იპოვოს ადამიანი, რომელიც მისი შეყვარებულის ადგილს დაიკავებს მოგზაურობისას. იგი დედამისს დაითანხმებს. მშვიდი ოჯახური მოგზაურობის მაგივრად მათ გაიტაცებენ. ისინი ერთმანეთს უნდა დაუახლოვდნენ, მთავარია გაქცევა და უდაბნოში გადარჩნა შეძლონ.

ნამდვილი ამბავი დებზე, რომლებიც მოულოდნელად საჯარო საცურაო აუზში ხაფანგში აღმოჩდებიან, მას შემდეგ, რაც აუზს მოძრავი გადასაფარებლით დაკეტავენ. ახლა მათ როგორმე უნდა გაუძლონ სიცივეს და ერთმანეთს დაეხმარონ, რათა გადარჩნენ ამ მტანჯველ და უიმედო ღამეს…

ქსანდერ კეიჯი და მისი მეგობარი გოგონა ყველას მკვდარი ეგონა, მაგრამ ეს მხოლოდ შენიღბვა იყო. რვა წლის შემდეგ იგი ბრუნდება და მზადაა ახალი სუპერსაიდუმლო დავალების შესასრულებლად.

ის საიდუმლო აგენტია. ამჯერად მისი მისიაა გადაარჩინოს ლონდონი ბიოლოგიური თავდასხმისაგან.

დაცვა

Security

ტრილერი სავაჭრო ცენტრის დაცვაზე, ვეტერანზე რთული წარსულით და მის მეწყვილეზე, რომელიც ერთადერთი წინაღობა აღმოჩნდება დაქირვებულ ბანდასა და პოლიტიკური მკვლელობის ახალგაზრდა თვითმხილველს შორის

რეალურ ცხოვრებაში კვონ იუ უმუშევარია, მაგრამ ვირთუალურ თამაშში ის საუკეთესო ლიდერია. ერთხელ მან ტელეფონი იპოვა და მის მფლობელს დაუბრუნა. მეორე დღეს კი მას პოლიცია იჭერს. მობილურს პატრონი გაუპატიურებული და მოკლული იპოვეს. მკვლელობაში კვონი იუს ადანაშაულებენ.

მძევალი

Taken

სერიალის სიუჟეტი ბრაიან მაილსის გარშემო ვითარდება. უბედური შემთხვევა მასზე დიდ ზეგავლენას იქონიებს, ფსიქოლოგიური სტრესიდან გამოსვლის შემდეგ კი ბრაიანი CIA-ს აგენტი ხდება. სწორედ ამის შემდეგ იღვიძებს მასში განსაკუთრებული და დაუჯერებლი ნიჭი…

როდესაც შეერთებული შტატების მთავრობის თითქმის ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი ერთდროულად მომხდარ დამანგრეველ კატასტროფას ემსხვერპლება, დაბალი რანგის მინისტრი ტომ კირკმენი მოულოდნელად ქვეყნის პრეზიდენტი ხდება. სრულიად მოულოდნელად მას ევალება ქვეყნის მართვა ყველაზე მძიმე კრიზისის პერიოდში. სახელმწიფოს უსაფრთხოების, პოლიტიკური არასტაბილურობისა და საზოგადოებაში გავრცელებული პანიკის ფონზე, კირკმენი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ღირსეული ლიდერია. პარალელურად, იგი იკვლევს ტრაგედიის ნამდვილ მიზეზებს და ცდილობს გამოავლინოს ადამიანები, რომლებიც ამ მასშტაბური შეთქმულების უკან დგანან. ყოველი ახალი გამოწვევა კიდევ უფრო ართულებს მის მდგომარეობას, რადგან პრეზიდენტს ერთდროულად უწევს ქვეყნის დაცვა, პოლიტიკური ინტრიგების დაძლევა და რთული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებზეც მილიონობით ადამიანის მომავალია დამოკიდებული.

ნამდვილ მოვლენებზე დაფუძნებული ეს დრამატული ისტორია მოგვითხრობს 2010 წლის აპრილში მექსიკის ყურეში მდებარე ნავთობის პლატფორმა „დიფვოთერ ჰორიზონზე“ მომხდარი ტრაგედიის შესახებ. პლატფორმის თანამშრომლები ყოველდღიურ სამუშაოს ასრულებენ, როდესაც ტექნიკური პრობლემები და უსაფრთხოების სისტემების ჩავარდნა კატასტროფულ მოვლენებს იწვევს. სიტუაცია სწრაფად გამოდის კონტროლიდან და ასობით ადამიანის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დგება.

მას შემდეგ, რაც პოლიციელმა სერჟანტმა ლეო ბერნსმა მიიღო მძიმე გადაწყვეტილება და არ მოკლა საკუთარი შვილის მკვლელი, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ორი წლის შემდეგ იგი ცდილობს წარსულის ტკივილთან გამკლავებას და ახალ გზას პოულობს ხდება სენატორ შარლინ როანის პირადი დაცვის უფროსი. არჩევნების წინა ღამე ქვეყანაში ქაოსს და სრულ არეულობას მოაქვს. სამთავრობო სისტემაში ღალატი იწყება, რაც უსაფრთხოების გარანტიებს მთლიანად ანგრევს და ქალაქი დაუცველ ზონად იქცევა. ბერნსი და როანი იძულებულნი ხდებიან ქუჩებში გადარჩენისთვის იბრძოლონ, სადაც წესრიგი აღარ არსებობს და ყველა მათ სიცოცხლეს ემუქრება.

ძველი ეგვიპტის სამყაროში ღმერთები და ადამიანები ერთად ცხოვრობენ. როდესაც ბნელი ღმერთი სეტი იპყრობს ტახტს, ქვეყანა ქაოსში იძირება. ახალგაზრდა გმირი ბეკი და ღმერთი ჰორუსი ერთიანდებიან, რათა დაამარცხონ სეტი და აღადგინონ სამართლიანობა. ბრძოლა მოიცავს მაგიას, მითოლოგიურ არსებებს და ეპიკურ დაპირისპირებებს.

დედამიწის მომავალი ახალი ენერგიის წყაროსა და ინოვაციურ ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული. თუმცა, კაცობრიობის გადარჩენის გზაზე მოულოდნელი საფრთხე ჩნდება, როდესაც მოვლენები კონტროლიდან გამოდის. ლაბორატორიაში ჩაკეტილი გმირები დროის მარყუჟში აღმოჩნდებიან და იძულებულნი არიან თავი დააღწიონ ნიღბიან დამპყრობლებს. ამავდროულად, მათ უნდა დაიცვან ენერგიის უნიკალური წყარო, რომელიც შესაძლოა მთელი კაცობრიობის გადარჩენის გასაღები აღმოჩნდეს.

„ალიჯენტი“, „დივერგენტის“ სერიის მესამე ნაწილი, აგრძელებს ბეატრისისა და მისი თანამებრძოლების ისტორიას. ფრაქციებად დაყოფილ სამყაროში მცხოვრები გმირები ამჯერად ქალაქის საზღვრებს მიღმა გადიან, რათა სიმართლე აღმოაჩინონ. მოგზაურობისას ისინი შოკისმომგვრელ საიდუმლოებებს იგებენ და ექსპერიმენტის ავტორებს ხვდებიან, რომლებმაც მათი სამყარო შექმნეს. ახალი აღმოჩენები გმირებს რთული არჩევანის წინაშე აყენებს და კაცობრიობის მომავლის შესახებ წარმოდგენას მთლიანად ცვლის.