ძიება - * | ნაპოვნია: 891

ბრეივენი

Braven

ფილმის მთავარი გმირი მოკრძალებული მეტყევე ჯო ბრეივენია. ის განამრტოვებულ ცხოვრებას ეწევა მის ოჯახთან ერთად. იგი არასოდეს არავის აწუხებს, მაგრამ მზადაა დაიცვას თავი. იგი მშვიდად ცხოვრობს ველური ცხოველების გარემოცვაში, იქამდე სანამ ტყეში ნარკომოვაჭრეები არ გამოჩნდებიან, რომელთაც პოლიცია ეძებს. ნარკომოვაჭრეები გადაწყვეტენ ჯოს სახლში გაჩერდნენ და დაემალნონ პოლიციას. მაგრამ ჯო პოლიციის ლოდინს არ აპირებს, მას არ სურს დამნაშავეთა გამო დაკარგოს სახლი და თავისუფლება. ნარკომოვაჭრეებს წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ველური ცხოველების კი არა მეტყევის უნდა ეშინოდეთ.

გამოცდილ პოლიციელს და მის ახალგაზრდა ფეთქებად პარტნიორს მედიაში გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც ისინი ფიზიკური ძალადობენ, სამსახურიდან დაითხოვენ. გამწარებულები, რადგანაც არც ფული აქვთ და არც სამსახური, კრიმინალურ სამყაროს მიაკითხავენ, რათა თავისი „კუთვნილი“ აიღონ, თუმცა სანაცვლოდ იმაზე ბევრად მეტს „მიიღებენ“, ვიდრე მოელიან.

ათასწლეულის წინ მსოფლიომ აპოკალიფსი გამოიარა. ახლა ადამიანები სხვაგვარ წესებთან არიან ადაპტირებულნი. მოძრავი მეგაპოლისები რესურსების მოსაძიებლად ერთმანეთს ანადგურებენ. ერთ-ერთი ასეთი ქალაქის ბინადარი ტომ ნათსოურთი მოულოდნელად გადაეყრება ახალგაზრდა იდუმალ ქალს, რომელიც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.

პიტნა

Peppermint

მგლოვიარე დედა თავისი ქმრისა და ქალიშვილის მკვლელობების შემდეგ მოხალისე გამომძიებლად გადაიქცევა. იგი არ ენდობა ხელისუფლებას და ცდილობს პირადი ძალებით, თავისებურად აღასრულოს მართლმსაჯულება.

მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების ჩართვის სამხედრო ოპერაციის (1944 წლის 6 ივნისი) დაწყების წინა დღეს, ამერიკელი პარაშუტისტები, რომელთაც გერმანელების რადიოგადამცემი ანძის განადგურების მისია აქვთ, მტრის ზურგში აღმოჩნდებიან, მას შემდეგ რაც მათი თვითმფრინავი ჩამოვარდება. მიაღწევენ რა სამიზნე ობიექტს, პარაშუტისტები მიხვდებიან, რომ გერმანელებთან ბრძოლის გარდა, საშინელ არსებებთანაც მოუწევთ შებრძოლება, რომლებიც ნაცისტების ფარული ექსპერიმენტების პროდუქტები არიან.

კინი

Kin

ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ბიჭი პოულობს უცხოპლანეტელთა უმძლავრეს იარაღს, რომლის დახმარებითაც, ცდილობს სხვადასხვა ბოოროტმქმედთა ბანდებისგან საკუთარი ძმის დაცვას.. მათი ნაწილი იდევნება ფედერალური აგენტებისა და მისტიური პირების მიერ, რომელთა მიზანს იარაღის ხელში ჩაგდება წარმოადგენს.

ოჯახი ნორვეგიაში, ოსლოში მიმეგზავრება, სადაც ძალიან ძლიერი მიწისძვრა მოხდება.

როდესაც მისი უდიდებულესობის საიდუმლო სამსახურის ყველა აგენტი ხელმიუწვდომელი აღმოჩნდება, საქმეში სათადარიგო ვარიანტი, ინგლისური სტილის მაგალითი, ლამაზმანების ფატალური სიყვარულით გამორჩეული და ციფრული სამყაროს მეფე, ბრიტანეთის დაზვერვის ტკივილი და სიამაყე აგენტი ჯონი შემოდის.

კოდი 211

211

ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენაზე : პოლიციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე სისხლიანი ბანკის ძარცვაზე. პოლიციის კოდი 211 – ბანკის ძარცვის კოდია. ბედის ირონიით ასეთ კოდს იღებს პოლიციის ოფიცერი მაიკ ჩენდლერი მისი მორიგეობის დროს. მთავარი გმირი მოვლენების ადგილზე მიდის და უპირისპირდება უაღრესად მაღალკვალიფიციურ, უშიშარ და კბილებამდე შეიარაღებულ მძარცველების ჯგუფს და ცდილობს არ მისცეს ნადავლთან ერთად გაქცევის საშუალება.

როდესაც პატარა ბიჭი, შემთხვევით, სამყაროს ყველაზე უფრო სასტიკი მკვლელი მონადირეების დედამიწაზე დაბრუნებას შეუწყობს ხელს, მხოლოდ ყოფილი ჯარისკაცების თავზეხელაღებული ჯგუფი და მეცნიერი შეძლებენ აღკვეთონ ადამიანური რასის განადგურება.

12 ძლიერი

12 Strong

პირველი სპეც დანაყოფი გაიგზავნა ავღანათში 11 სექტემბრის შემდეგ. ახალი კაპიტნის ხელმძღვანელობით ავღანელ მეომრებს უნდა შეუერთდნენ, რათა ერთად დაამარცხონ საერთო მტერი თალიბანები...

"მოჩვენებები" - საიდუმლო დაზვერვის ელიტარული დანაყოფია. ოფიციალურად ისინი არ არსებობენ, მაგრამ ისინი ყოველთვის აღწევენ მიზანს და ხსნიან ისეთ საქმეებს, სადაც ძველებური მეთოდები არ მუშაობს. სუპერაგენტს რთული მისია აქვს შესასრულებელი: მან ინდონეზიიდან უსაფრთხოდ უნდა გაიყვანოს პოლიციელი, რომელიც ფლობს ინფორმაციას კორუფციის შესახებ მაღალ პოლიტიკურ წრეებში. სამაშველო ვერტმფრენამდე მისასვლელად მათ 22 სახიფათო მილის ფეხით გავლა მოუწევთ.

ნიჭიერი სტუდენტის ისტორია, რომელიც ოცნებობს შეხვდეს უცხობლანეტელებს და ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ძებნითაა დაკავებული. მის ყურადღებას იქცევს ამბები მფრინავ ობიექტზე რამოდენიმე აეროპორტში, თავად კი სპეცსამსახურის ყურადღებას იქცევს...

ყოფილი ელიტარულ მებრძოლ მაიკლს სურს მშვიდად იცხოვროს, იგი შინ ბრუნდება და გადაწყვეტს იზრუნოს მისი დაღუპული მეგობრის ქალიშვილზე. გოგონასთან ერთად მაიკლი სპორტულ ღონისძიებაზე გაემგზავრება, სადაც მთელ სტადიონს შეიარაღებული დამნაშავეები აიყვანენ მძევლად. როდესაც მაიკლი გოგონას თვალთახედვის არედან კარგავს მოუწევს გაიხსენოს საბრძოლო უნარები და თავად იხსნას ხალხი სტადიონზე.

ახლო მომავლის ლოს-ანჯელესში დამნაშავეები სასტუმრო "არტემიდაში" მიდიან დახმარებისათვის სასტიკ მედდასთან. აქ განსაკუთრებული კლუბის წევრებს შეუძლიათ მიიღონ სამედიცინო დახმარება და დაისვენონ. მაგრამ სასტუმროში მიდის ადგილობრივი კრიმინალური ბოსი, რომელსაც სურს დაიბრუნოს მოპარული ნივთი.

გამოძიების ფედერალური ბიუროს მძევალთა სამაშველო ჯგუფის ყოფილი ლიდერი და აშშ-ს ომის ვეტერანი უილ ფორდი ახლა ცათამბჯენების უსაფრთხოების დონეს აფასებს, ის ჩინეთში იმყოფება და აღმოაჩენს, რომ ყველაზე მაღალი და დაცული ცათამბჯენი უცაბედად ცეცხლის ალში ეხვევა, მისი ოჯახი კი ამ შენობაში იმყოფება...

მათი მოულოდნელი შეხვედრა ტაიტიზე გახდა დიდი სიყვარულის დასაწყისი. ახალგაზრდები სამოგზაუროდ მიდიან წყნარ ოკეანეში მდიდრული იახტით. ისინი ისტორიაში ყველაზე დიდ შტორმში მოხვდებიან. ამ წუთიდან არა მხოლოდ მათ მომავალს, არამედ მათ სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება.

რაი ბრესლინი ბრუნდება. ამჯერად იგი ყველაზე ელიტარული ციხიდან მეწყვილის გაქცევას გეგმავს. გამოწვევა მიღებულია!

სამმა მეგობარმა ბაზარზე უნდა გაიტანოს ახალი თამაში, რომელმაც მათ აღიარება და სიმდიდრე უნდა მოუტანოს. მაგრამ მოვლენათა უცნაური განვითარების გამო მათ სპონსორს ტყვედ აიყვანენ. პოლიციის იმედი არ აქვთ, ამიტომ გადაწყვეტენ თავად მაოგვარონ პრობლემა.

ჩახლართული გენეტიკური ექსპერიმენტის გამო მშვიდი გორილა უზარმაზარ მძვინვარე არსებად იქცევა. სიტუაციას ამძაფრებს ისიც, რომ აღმოჩენილია სხვა ცხოველებიც მსგავსი პრობლემებით. ისინი კი ჩრდილოეთ ამერიკისკენ მოემართებიან ყველაფრის გასანადგურებლად. პრიმატოლოჯისტ ოკოიეს რაზმი კი ცდილობს აღმოაჩინოს ანტიდოტი. მას უნდა, რომ არამხოლოდ დაიცვას მსოფლიო განადგურებისგან, არამედ გადაარჩინოს მისი მეგობარი გორილა.