ხუთი წელი, რვა თვე და 12 დღე გეგმავდა დები ოუშენი შურისძიებას. მისი მიზანია 150 მილიონი დოლარის ღირებულების ბრილიანტის სამკაულის მოპარვა. ამისათვის იგი შვიდ გოგონას დაუმაგობრდება. გეგმა ბრწყინვალეა, მაგრამ მიზნის მისაღწევად შესრულებაც ბრწყინვალე უნდა იყოს.
ჯვაროსნული ლაშქრობის გმირი რობინი და მისი მეთაური ილაშქრებენ ქვეყნის გამყიდველი, კორუმპირებული ინგლისის მეთაურის წინააღმდეგ.
მაილს მორალესს მოუწევს გააკეთოს არჩევანი: იყოს სკოლის მოსწავლე თუ ადამიანი ობობა. მაგრამ არჩევანი ნათელია უახლოესი ადამიანის მკვლელობის შემდეგ. ადამიანი ობობა კვეთს პარალელურ განზომილებებს და უერთდება სხვა სამყაროს ადამიან ობობას, რათა ორ რეალობას შორის არსებულ სამყაროს საფრთხე აარიდოს.
დედამიწაზე პარაზიტული არსება გამოჩდება – უცხოპლანეტური ანომალია, ამ ნივთიერებას პლანეტაზე მთელი სიცოცხლის შეცვლა შეუძლია, ადამიანის სხეულში მოხვედრის შემდეგ, მას უკიდურესად სასტიკად გარდაქმნის, განსაკუთრებულ ძალას აძლევს, მაგრამ ამავე დროს მის ნებას ახშობს და ბნელი აზრებით შთააგონებს.
მოქმედება უახლოეს მომავალში ხდება, როდესაც ტექნოლოგია ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში მონაწილეობს. მთავარი გმირი ტექნოფობია, რომელსაც სურს შური იძიოს მისი ცოლის მკვლელობისა და მიღებული ტრამვისათვის. მისი მთავარი იარაღი კომპიუტერული ჩიპი იმპლანტია, სახელად სტემი.
ნიჭიერმა გენეტიკოსებმა შექმნეს პრეისტორიული დინოზავრების სახეობები. პარკი, სადაც ისინი ბინადრობენ, უკაცრიელ კუნძულზეა განთავსებული და უჩინარ სამხეცედ გადაიქცა. ამ სენსაციურმა პროექტმა დიდი შემოსავალი მოიტანა. ძალაუფლებისა და შემოსავლის მოპოვების მიზნით მსოფლიო მეცნიერებმა გაათმაგებული ტემპებით დაიწყეს პრეისტორიული ურჩხულების სხვადასხვა სახეობების გამოყვანა, რაც სამყაროს კარგ შედეგს არ მოუტანს...
2045 წელი. რეალური სამყარო სასტიკი ადგილია. უეიდ უოტსი თავს ცოცხლად მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც ოაზისშია, სადაც მთელი მსოფლიოს დიდი ნაწილი ატარებს დროს. ოაზისში შეგიძლია იყო ვინც გინდა, გააკეთო რაც გინდა, წახვიდე სადაც გინდა - ერთადერთი შეზღუდვა საკუთარი წარმოსახვაა. ოაზისი შექმნა ბრწყინვალე და ექსცენტრიულმა ჯეიმს ჰოლიდეიმ, რომელმაც ბედს მიანდო მისი მემკვიდრის პოვნა. მემკვიდრე კონკურსში გამარჯვებული გახდება. უეირდი მეგობრებთან ერთად განძის ძიების კონკურსში ჩაერთვება.
ფილმი მოგვითხრობს ითანის კიდევ ერთ შეუსრულებელ მისიაზე. ამჯერადაც ითანსა და მის გუნდს წარმოუდგენელი უნარ-ჩვევების გამოველნა მოუწევთ კიდევ ერთი რთული ამოცანის ამოსახსნელად...
ლარა კროფტი თავგადასავლების მაძიებლის ქალიშვილია, რომელიც დაიკარგა , როდესაც ლარა მოზარდი იყო. ახლა ის 21 წლისაა და კურიერად მუშაობს ლონდონის დასავლეთში. მას სურს თავად გაიკვალოს გზა ცხოვრებაში და უარს ამბობს მამის იმპერიის სათავეში ჩადგომაზე. მიუხედავად რჩევებისა, რომ შეეგუოს მამის დაკარგვას, იგი მაინც განაგრძობს მის ძებნას.
20 000 წლის წინ დედამიწა ცივი და არაკომფორტული ადგილი იყო, სადაც სიკვდილი ადამიანს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ელოდა, სიცოცხლე კი დამოკიდებული იყო იმაზე, შეძლო თუ არა მან მსხვეპლის კუთხეში მომწყვდევა. ახალგაზრდა მონადირე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ადამიანი იყო პლანეტაზე მტრულად განწყობილი სამყაროს პირისპირ მარტო აღმოჩნდება. მან უნდა ჩახედოს მის შიშებს თვალებში და იპოვოს გზა შინისაკენ. შესაძლოა მისი მოგზაურობის შედეგზე კაცობრიობის ბედია დამოკიდებული.
ქალაქ მარსელის პოლიციაში გადმოსვლის შემდეგ ოფიცერს ევალება იტალიელი მძარცველების ბანდის დაკავება, რომლებიც ფერარის მარკის ავტომობილით დადიან საქმეზე. მის დასახმარებლად კი დენიელის დისშვილი მოდის თეთრი ლეგენდარული ტაქსით, რომელიც საშინელი მძღოლია.
ოდრი და მორგანი საუკეთესო მეგობრები არიან. ისინი უნებლიედ აღმოჩნდებიან ინტერნაციონალურ შეთქმულებაში. ამ დროს კი ერთ-ერთი ქალი აღმოაჩენს, რომ შეყვარებული, რომელმაც მიატოვა, სინამდვილეში ჯაშუშია...
ზღვის წყალქვეშა გემის პილოტი სტუმრობს წარსულ შიშებს მარიანას ღრმულში. ის შემთხვევით ათავისუფლებს დიდი თეთრი ზვიგენის წინაპარს, რომელიც უკვე გადაშენებულად ითვლება...
მას შემდეგ რაც იპ მანთან, ჩინური სამხედრო ხელოვნების სპეციალისტთან დამარცხდება, ჩეუნგ თინ ჩი შეეცდება ყურადღების ცენტრში აღარ მოექცეს. თავისი ბიზნესთან დაკავშირებით ჩხუბი მოუხდება ერთ უცხოელთან, გვარად დევიდსონთან, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტია. თინ ჩინს რთული ბრძოლა მოუწევს უინგ ჩანთან და ამით პატივისცემასაც დაიმსახურებს.
ვესტალის აკადემიის თინეიჯერი გოგონები დეტალურად სწალობენ, თუ როგორ უნდა გამოვიდნენ „სპეტაკი გოგონები“ , შეიძინონ სრულყოფილი ქალურობის ღირსებები. მაგრამ კონკრეტულად რისთვის წრთვნიან მათ? ამის გარკვევას ვივიენი შეეცდება.
ბრიტანეთის იმპერიის არმიის რეინჯერი დეზერტირად ბრუნდება სახლში ირნალდიაში და გაიგებს, რომ მისი არყოფნის დროს მის ქვეყანაში საშინელი შიმშილი მძვინვარებდა, რომელმაც დედამისი შეიწირა, მისი ძმა კი ჩამოახრჩეს სახლის დანგრევისას ხელის შეშლის გამო. ინგლისელ ჯენტლმენებს კი, რომლების გამოც იგი სისხს ღვრიდა შორეულ აზიაში, მისი ქვეყნიდან სიმინდის მოსავალს ეზიდებიან და ქვეყანას საშიმშილოდ იმეტებენ...
დონ უალასი, დახურული სკოლა-პანსიონის სლოთერჰაუსის მოსწავლე, სკოლის უფროსობის საიდუმლო კანონების პირისპირ აღმოჩნდება, როდესაც ახალი საფრთხე გამოჩნდება და მოსწავლეებს გადარჩენისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მოუწევთ.
„ოპერაცია წითელი ზღვა“ (Operation Red Sea, 2018) არის ჩინური სამხედრო მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, რომელიც შთაგონებულია იემენში 2015 წლის რეალური ევაკუაციის მოვლენებით. ფილმი გვიჩვენებს ელიტარული ჩინური სამხედრო-საზღვაო ძალების გუნდის, „იალუზის“, მისიას, რომელიც გაგზავნილია უცხოეთში ჩინელი მოქალაქეების ევაკუაციისთვის. მას შემდეგ, რაც სიტუაცია ომის ზონაში სწრაფად დაიძაბება, ისინი რთულ და სახიფათო ოპერაციას იწყებენ, სადაც მოუწევთ ბრძოლა ტერორისტულ ძალებთან და უმძიმესი გამოწვევების გადალახვა.
რიგითი დავალების შესრულებისას, პროფესიონალმა მკვლელმა დაუშვა დიდი შეცდომა - არ მოიშორა თვითმხილველი. გოგონას გადარჩენაში მან სულიერი ხნნის შანსი დაინახა. თუმცა მის ასეთ ქმედებას დიდი გართულებები მოჰყვა.
ამერიკული წყალქვეშა ნავის გამოუცდელი კაპიტანი აშშ საზღვაო ძალებთან ერთად ყველაფერს აკეთებს რუსი პრეზიდენტის გადასარჩენად, რომელიც გაიძვერა გენერალმა გაიტაცა.







































