ძიება - * | ნაპოვნია: 890

ფილმის მოქმედება იწყება მაშინ, როდესაც ტომასი გლეიდერების ლიდერი ხდება. ისინი ბოლო მისიის შესასრულებლად მიემგზავრებიან უკანასკნელ ქალაქში, რომეცლიც ლაბირინთს წარმოადგენს და ხაფანგებითაა სავსე. ისინი ყველა კითხვაზე მიიღებენ პასუხს, თუ შეძლებენ ლაბირინთიდან გაღწევას.

დედპული 2

Deadpool 2

ერთადერთი და განუმეორებელი დაქირავებული მკვლელი ბრუნდება, კიდევ უფრო მასშტაბური, კიდევ უფრო დამანგრეველი ! როდესაც მის ცხოვრებაში სუპერჯარისკაცი იჭრება, მომაკვდინებელი მისიით, დედპულს მოუწევს დაფიქრდეს რა არის მეგობრეობა, ოჯახი და რას ნიშნავს იყო ნამდვილი გმირი.

რობინი ბეტმენის თანაშემწე და ახალგაზრდა ტიტანების ლიდერია! მას სურს, რომ მისი გუნდი გახდეს ცნობილი

მოვლენები ტექნოლოგიური საოცრებებით სავსე შორეულ მომავალში ვითარდება, რომელიც მარტოხელა გოგონას და ზესაიდუმლო რობოტის მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს.

მეფედ კურთხევის შემდეგ, ინგლისელების მიერ იძულებით გადასახლებული შოტლანდიის მეფე, ლეგენდარული მეომარი რობერტ VIII დე ბრუსი, ტახტის დასაბრულებლად იბრძვის.

უილი და სამანტა ბედნიერი წყვილია, მალე მათ ბავშვიც ეყოლებათ, მაგრამ უილი და სამანტას მამა ერთმანეთს ვერ უგებენ. სამანტას მამა ვერ შეეგუა მის სხვა ქალაქში გადასვლას. მაგრამ როდესაც დასავლეთ სანაპიროზე კატასტროფა მოხდება, რომლის შედეგადაც აეროპორტები მუშაობას შეწყვეტენ, ელექტროენერგია გაითიშება, სამანტა კი საფრთხეშია, ურთიერთობის გარკვევის დრო არაა. უილი და მისი სიმამრი სამანტას გადასარჩენად მიდიან.

1992 წლის კომიქსის კლასიკური სცენარის ადაპტაცია სუპერმენზე, რომელიც იძულებულია გადაულახავ მოწინააღმდეგეს – ბოროტ მონსტრს დუმსდეის შეებრძოლოს, რომელთა სასტიკი შერკინება სუპერმენის სიკვდილით დასრულდება

ამანდა უოლერი საიდუმლო რაზმს “ოპერატიულ X ჯგუფს” შექმნის, რომელთა რიგებში შედის დედშოტი, ჰარლი ქუინი, მკვლელი ფროსტი, კაპიტანი ბუმერანგი, ბრინჯაოს ვეფხვი და კოპერჰედი. რაზმის ამოცანა არის – გაურკვევლი, იდუმალი ობიექტის მოპოვება, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ მასთან მიახლოვება და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება არავის არ უნდა. მაგრამ მალე გაირკვევა, რომ ამ ობიექტის ხელში ჩაგდება სხვასაც სურს. ახლა ჯგუფმა იქსმა ამ გიჟურ რბოლაში ნებისმიერ ფასად უნდა მოიგოს თუნდაც იმისთვის, რომ ისინი გადარჩნენ.

ალტერნატიულ ვიქტორიანული ხანის გოთემ სითიში ბეტმენი იწყებს ბრძოლას კრიმინალთან და ამასთან იგი მკვლელობების სერიასაც იძიებს.

სკოტ ლანგი ცდილობს იყოს როგორც კარგი სუპერგმირი ასევე კარგი მამა. მან შურისმაძიებლებს შორის ყოფნა დაიმსახურა, მაგრამ ქალიშვილთან ახლოს ყოფნის სურვილი მას სან-ფრანცისკოში აკავებს იქამდე, სანამ დოქტორი ჰენკ პიმი მას ახალ მისიაში დახმარებას არ სთხოვს. სკოტის ახალი მეწყვილე კრაზანა იქნება...

პირველი ნაწილის მოვლენების შემდეგ სუპერ ოჯახი ჟურნალისტებისაგან ყურადღებითაა განებივრებული. მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ ჰელენი ტელევიზორის ეკრანზე უკეთ გამოიყურება , ვიდრე მისი ქმარი. ამიტომ ჰელენს უფრო ხშირად უწევს სახლის გარეთ იყოს დაკავებული, ბობს კი ბავშვების მოვლა ხვდა წილად...

ფილმი გვიამბობს ახალგაზრდა კოსმოსური თავებზემონადირე ჰან სოლოსა და მისი ერთგული მეგობრის ჩუბაკის შესახებ, იმაზე თუ როგორ გახდნენ ისინი ყველაზე სწრაფი პილოტები და ყველაზე მოხერხებული კონტრაბანდისტები გალაქტიკაში.

შურისმაძიებლები კვლავ ერთიანდებიან, რათა სამყარო ძლევამოსილი ტიტანი თანოსისგან დაიცვან. შეშლილი თანოსი არაფერზე იხევს, მისი მთავარი მიზანია – ხელში ჩაიგდოს უსასრულობის ექვსივე ქვა, რომელთა გაერთიანებით უძლიერესი არტეფაქტის – უსასრულობის ხელთათმანის, მართვას შეძლებს და ყველაზე ძლიერი არსება გახდება. სამყაროს საშინელი საფრთხე ემუქრება და ახლა მხოლოდ შურისმაძიებლებს შეუძლიათ მისი შეჩერება…

ერთი შეხედვით იფიქრებთ, რომ ვაკანდა აფრიკის უბრალო ველური ტერიტორიაა, მაგრამ ეს ასე არაა. აქ უდაბურ მიწებში ინახება მეტალი, რომელსაც შეუძლია წარმოშოს მშთანთქმელი ვიბრაცია. მის მოსაპოვებლად ბევრი იბრძვის მაგრამ ყველა კვდება. მას შავი პანტერა, ტ'ჩალა - ვაკანდას ძველი სამეფოს ახალი მმართველი იცავს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი მეთ გრეივერი ალეხანდრო გილიკთან ერთად იწყებს მექსიკელი ნარკობარონების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს უკანასკნელნი ამერიკაში ტერორისტებს აფინანსებენ.

გინდათ იდეალურ სამყაროში ცხოვრება, სადაც არ არსებობს დანაშაული, უმუშევრობა და ომი? საფასური ასეთი ბედნიერებისთვის წელიწადში ერთი ღამე იქნება, ღამე როდესაც ყველაფერი ნებადართულია. თანახმა იქნებოდით მიგეღოთ მონაწილეობა ასეთ ექსპერიმენტში?

პირველი შეტაკების შემდეგ გავიდა წლები. მაგრამ მტერს არ შეუცვლია შეხედულებები დედამიწაზე. გმირებს კვლავ მოუწევთ ბრძოლა.

რობერტ მაქკოლის ისტორიის გაგრძელება. ყოფილი დაზვერვის აგენტი ბრუნდება, რათა აღადგინოს სამართლიანობა. რამდენად შორს წავა როცა საქმე ეხება საყვარელ ადამიანს?

მენდი

Mandy

1983 წელი. ხისმჭრელი რედი ცოლთან ერთად ტყეში ცხოვრობს ტბის მახლობლად. ტყეში ბოროტება დასახლდა - რელიგიური კულტი ჯოჯოხეთური ბაიკერების გუნდით. სერნობისას რედის ცოლი კულტის ლიდერს მოეწონა, მან ბაიკერებს უბრძანა მისი მოტაცება. იგი დაწვის რიტუალზე შესწირეს მსხვერპლად. რედს შურსძიების გარდა არაფერი დარჩა...

მდევრისგან თავდასაცავად ბამბლი, კალიფორნიის შტატის - პატარა ქალაქის, ავტომობილების სასაფლოზე იმალება. იქ ცხოვრობს გოგონა ჩარლი. მას მალე 18 წელი შეუსრულდება. ის ცდილობს საკუთარი თავის დამკვიდრებას ამ ქვეყანაზე. სწორედ ის იპოვნის დამტვრეულ ბამბლის და მოიყვანს გონზე. გოგონა მიხვდება, რომ ყვითელი ფოლცვაგენი ხოჭო უბრალო მანქანა არ არის.