ანა პოლიატოვას გამაოგნებელი სილამაზის უკან ერთი საიდუმლო იმალება რომელიც მას ძალასა და უნარს აძლევს - გახდეს მსოფლიოში ყველაზე უფრო საშიში დაქირავებული მკვლელი.
ჯ.ჯ. აკა ჯონ შაფტი უმცროსი შესაძლოა კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი გახდეს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ხარისხით, მაგრამ თავისი საუკეთესო მეგობრის უდროოდ გარდაცვალებას ფარდა რომ ახადოს, ამისათვის ისეთი განათლება სჭირდება, რომლის მიცემაც მხოლოდ მამამისს შეუძლია. ლეგენდარული, მუდამ შემართული ჯონ შაფტი, რომელიც შვილთან მისი ჭაბუკობის წლებში არ იყო, თანახმაა დაეხმაროს შთამომავალს და ჰეროინით გაბანგულ ჰარლემში ამოგზაუროს.
„ადამიანები შავებში“ ყოველთვის იცავდა დედამიწას სამყაროს სიბინძურისგან. ამ ახალ თავგადასავალში ისინი დღემდე არსებულ ყველაზე უფრო დიდ გლობალურ საფრთხეს შეერკინებიან - ეს ამ ორგანიზაციაში არსებული ჯაშუშია.
სანიტარი იძულებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაჭრილი პირი საავადმყოფოდან გააპაროს, როდესაც დაჭრილის ძმა მის ფეხმძიმე ცოლს გაიტაცებს და გაცვლას შესთავაზებს.
მოვლენები ფილმიდან - „რკინის ცა“ -25 წლის შემდეგ ხდება. ნაცისტების ყოფილი ბაზა მთვარეზე კაცობრიობის უკანასკნელი თავშესაფარი გახდება. დედამიწა ბირთვულმა ომმა გააჩანაგა, თუმცა ამ გავერანებული მიწის ქვეშ ღრმად ჩამარხულია ძალა, რომელსაც შეუძლია ის რაც კაცობრიობისგან დარჩა, გადაარჩინოს ან ერთხელ და სამუდამოდ გაანადგუროს. სიმართლე კაცობრიობის შექმნასთან დაკავშირებული სიმართლე გამჟღავნდება, როდესაც დიდი ხნის მტერი ფილმის გმირებს ფუღურო დედამიწაში სამოგზაუროდ წარუძღვება. კაცობრიობის გადასარჩენად ისინი უნდა შეებრძოლონ ვრილებს, უძველეს ფორმაცვალებადი რეპტილიების მოდგმას და მათ დინოზავრების არმიას.
იდუმალებით მოცული ახალი უარყოფითი გმირი, ჰაში, ბოროტმოქმედთა მთელ არმიას გამოიყენებს როგორც ბრუს უეინის პირადი ცხოვრების, ასევე ბეტმენის ბოროტებასთან ბრძოლის მთელი მოღვაწეობის გასანადგურებლად. ამ ყველაფერს სელინა კაილთან - ქალკატასთან - ურთიერთობა კიდე უფრო ართულებს.
ალიტა მომავლის სამყაროში გამოიღვიძებს, რომელიც მისთვის სრულიად უცხოა. ისიც არ ახსოვს, თვითონ ვინ არის. მას ექიმი იდო თანაუგრძნობს, რომელიც ხვდება, რომ სადღაც, ამ კიბორგის ფუტლარის მიღმა, განსაკუთრებული წარსულის მქონე ახალგაზრდა ქალის გული და სულია.
ნელს კოქსმანის მშვიდი ცხოვრება მოულოდნელად დასრულდება, როდესაც მისი საყვარელი ვაჟი საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში გარდაიცვლება. მამის სურვილი სიმართლე გაიგოს მალე შურისძიების წყურვილად გადაიქცევა: მას ცივსისხლიანი მართლმსაჯულების აღსრულება სურს ნარკობარონისა და მისი ახლო გარემოცვის წინააღმდეგ.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტი ახალგაზრდა მემკვიდრის (ქალის) დაცვას აიღებს თავის თავზე. მოტაცების მცდელობის ფაქტი ორივეს სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. ისინი უნდა გაიქცნენ და თავს უშველონ.
კრიმინალური სინდიკატი ელიტარული მკვლელების დაჯგუფებას მილიარდელის ქალიშვილის მკვლელობას შეუკვეთავს. მკვლელების პატარა ნაკლებად ცნობილი ბანდა კი მას მფარველობს, და ყოველ ღონეს ხმარობს, რომ დაქირავებულებმა თავიანთ სამიზნეს ვერ მიაკვლიონ.
სამყაროში, სადაც სუპერგმირები თავიანთი სახელისა და ცნობადობის ბნელი მხრეებისკენ უფრო იხრებიან, ფილმის ყურადღების ცენტრშია სამოქალქო აქტივისტების ჯგუფი (არაოფიციალურად „ბიჭების“ სახელით ცნობილი), რომლებიც გადაწყვეტენ კორუმპირებული სუპერგმირები დაამარცხონ ერთი რიგითი მუშა- გოგონასა დახმარებითა და სიბინძურესთან ბრძოლის სურვილით.
საიდუმლო აგენტი გონს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წყალქვეშა ნავზე მოდის, თუმცა ვერ იხსენებს, როგორ აღმოჩნდა იქ და რა მისია ჰქონდა დაკისრებული. მის მეხსიერებაში არსებული სიცარიელე მას კიდევ უფრო დიდ საფრთხეში აგდებს. მალე ირკვევა, რომ წყალქვეშა ნავზე მყოფ ეკიპაჟს და აგენტს ერთმანეთის მიმართ ნდობა არ აქვთ. გაურკვეველი მოვლენები, საიდუმლო ოპერაციები და დაფარული მიზნები ვითარებას უფრო დაძაბულს ხდის.
მოქმედება ვითარდება მომავლის დისტოპიურ სამყაროში, სადაც „სიკვდილის რბოლა“ უკვე სრულად ქაოსურ და ანარქიულ ფორმას იღებს. პატიმრები და კრიმინალები მონაწილეობენ სასტიკ რბოლაში, სადაც წესები აღარ არსებობს. ახალი გმირი ცდილობს დაამარცხოს ლეგენდარული „ფრანკენშტეინი“ და მოიპოვოს თავისუფლება.
ოკეანის შუაგულში მდებარე საიდუმლო კვლევით სადგურზე მეცნიერები გენეტიკურად მოდიფიცირებული ზვიგენების ქცევას იკვლევენ. პროექტის მიზანი სამხედრო და სამეცნიერო შესაძლებლობების გაფართოებაა, თუმცა ექსპერიმენტები მალე უკონტროლო მიმართულებით ვითარდება. როდესაც ზვიგენები მოულოდნელად აგრესიულები და უფრო ინტელექტუალურები ხდებიან, კვლევითი ჯგუფი სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. იზოლირებულ წყალქვეშა კომპლექსში ჩარჩენილ ადამიანებს გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ, რადგან ყოველი ახალი საათი მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.
მომავალში, როდესაც კაცობრიობა ახალი საცხოვრებელი პლანეტების ათვისებას იწყებს, რობინსონების ოჯახი კოსმოსურ მისიაში მონაწილეობს, რომელიც მოულოდნელი კატასტროფის გამო სრულად იცვლება. მათი ხომალდი უცნობ პლანეტაზე ავარიულად ეშვება და ოჯახი გადარჩენისთვის რთულ ბრძოლას იწყებს. მტრულ გარემოში ისინი უამრავ საფრთხეს აწყდებიან, მათ შორის უცნობ არსებებს, ბუნებრივ კატასტროფებსა და ადამიანურ ღალატს. რთული გამოწვევების მიუხედავად, ოჯახის წევრები ერთმანეთის დახმარებით ცდილობენ გამოსავლის პოვნას და დაკარგული კოლონიის კვალზე გასვლას.
ჰაკანი ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭია, რომლის ცხოვრება მოულოდნელად იცვლება, როდესაც გაიგებს, რომ სტამბოლის დაცვა სწორედ მისი მისიაა. თავდაპირველად იგი ამ პასუხისმგებლობის აღებას არ გეგმავს, მაგრამ მოვლენები სულ სხვა მიმართულებით ვითარდება. როდესაც წარსულიდან დაბრუნებული უკვდავები ქალაქს სერიოზულ საფრთხეს უქმნიან, ჰაკანი იძულებულია საკუთარ ბედს შეეგუოს და ბრძოლაში ჩაერთოს. სერიალი აერთიანებს ფანტასტიკას, ექშენსა და მისტიკას, სადაც სტამბოლის მომავალი ერთ ადამიანზეა დამოკიდებული.
პრობლემური ომის ვეტერანი დავალებულია დაიცვას საკამათო პოლიტიკოსი, რომელიც შესაძლოა ტერორისტული შეთქმულების სამიზნე გახდეს.
მკაცრი და არამეგობრული როტვეილერი-პოლიციელი სახელად მაქსი, დავალებით ფარულად იგზავნება ცხოველების არალეგალური ვაჭრობის შესაჩერებლად, რომლებიც ძაღლების პრესტიჟულ გამოფენაზე ლას-ვეგასში იკრიბებიან. ამისთვის მაქსი და მისი პოლიციელი ადამიანი-მეწყვილე კონკურსანტთა რიგებს შეუერთდებიან, და ახლა გმირები იძულებულნი არიან – სალონის პროცედურებით დაწყებული ქორეოგრაფიის გაკვეთილებით დამთავრებული, სპეციფიკური მომზადების კურსი გაიარონ …
თრილერის მოქმედება სასამართლო მედიცინის სამყაროში ხდება. გამომძიებელი პოლ ჰერცფელდი საშინლად დასახიჩრებული გვამის თავში კაფსულას იპოვნის, რომელშიც ტელეფონის ნომერი და ერთადერთი სიტყვაა: გამომძიებლის ქალიშვილის სახელი.
არტურ კარი ატლანტის ოკეანის წყალქვეშა სამყაროს კანონიერი მბრძანებელია. იგი განსაკუთრებული უნარებით გამოირჩევა - ფლობს დიდ ძალას, ჭკუას, საოცრად სწრაფია და თევზებთან ლაპარაკი შეუძლია. მან უნდა გააკეთოს ყველაფერი რათა ღირსეულად უხელმძღვანელოს ოკეანის ბინადრებს.







































