ძიება - * | ნაპოვნია: 889

როდესაც მოკრძალებული და მშვიდი Uber-ის ტაქსის მძღოლი, სახელად სტიუ, მოულოდნელად აღელვებულ მგზავრს, ვიკის აიყვანს, რომელიც დაუნდობელი მკვლელის ცხელ კვალზე მდევარი პოლიციელი აღმოჩნდება, სტიუ მისი მძევალი გახდება, რომელსაც უნებლიედ გიჟური დევნის ეპიცენტრში ჩაითრევს. მთავარი გმირი მტკივნეული გამოცდის წინაშე დგება, სადაც ის სასოწარკვეთილი ცდილობს მისი გონებამახვილობა, მისი სიცოცხლე, და მისი ხუთვარსკვლავიანი მძღოლის რეიტინგი შეინარჩუნოს…

ამ ადრენალინით გაჯერებულ ფილმში ჯონ ვიკი, დაქირავებული სუპერ- მკვლელი, ბრუნდება. მისი თავი 14 მილიონ დოლარადაა შეფასებულიდა, მის კვალს კი მრავალი დაგეშილი ქილერი ადგას. დაქირავებულ მკვლელთა საერთაშორისო გილდიის ერთერთი წევრის მოკვლის შემდეგ, ჯონ ვიკი განკვეთილია, თუმცა მსოფლიოს ყველაზე უფრო დაუნდობელი მკვლელები მის ყველა მოქმედებას აკვირდებიან და ყოველ წუთს მოლოდინის რეჟიმში არიან.

ამერიკული ეპიკური კოსმოსური ფილმი, რომლის რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსია, ხოლო მთავარ როლებს ასრულებენ : დეიზი რიდლი, ადამ დრაივერი, ბილი ლურდი, ლუპიტა ნიონგო და ოსკარ აიზეკი. გადარჩენილი "წინააღმდეგობის მოძრაობა" კიდევ ერთხელ უპირისპირდება პირველ ორდენს Skywalker საგას ბოლო ნაწილში.

ნამდვილი ამბავი ეპიკური მოგზაურობის შესახებ, რომელიც ახალგაზრდა მდიდარი ქვრივის და პილოტის, ამელი რენის (ფელისიტი ჯონსი) და ამბიციური მეცნიერი-მეტეოროლოგის, ჯეიმს გლეიშერის (ედი რედმეინი) შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც 1862 წელს აეროსტატით გაფრინდებიან და იმ დროისთვის ადამიანისთვის რეკორდულ სიმაღლეს მიაღწევენ. მაგრამ ატმოსფეროს ზედა ფენებში მკვლევარები სასიკვდილო საფრთხის პირისპირ აღმოჩნდებიან. გმირები საოცარი აღმოჩენებისკენ მიიღწვიან და ამავე დროს უპრეცედენტო სიტუაციაში გადარჩენას ცდილობენ…

ამბავი ირლანდიული მაფიისა, რომელიც 1970იანი წლების მანჰეტენის ერთ რაიონში, "ჯოჯოხეთის სამზარეულოში ", ხდება. მას შემდეგ რაც მაფიის წევრებს პატიმრობას მიუსჯიან, ცოლები მათ ადგილს დაიკავებენ... და ისევე გააგრძელებსნ მათ საქმეებს, თუ უკეთ არა.

ეს მძაფრსიუჟეტიანი თრილერია ერთი ახალბედა პოლიციელის შესახებ, რომელიც ახალგაზრდა ნარკოდილერის მკვლელობას შემთხვევით თავისი სათვალთვალო კამერით გადაიღებს. მას შემდეგ, როდესაც მიხვდება, რომ მკვლელობა კორუმპირებულმა პოლიციელებმა ჩაიდინეს, ცდილობს კრიმინალებსაც გაექცეს, რომლებიც შურისძიებას გეგმავენ და პოლიციელებსაც, რომლებსაც მამხილებელი ფირის განადგურება სურთ.

ტყუპი

Gemini Man

მძაფრსიუჟეტიანი ფანტასტიკური ექშენ-თრილერი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შუახნის ელიტარული მკვლელის, ჰენრი ბროგანის (უილ სმითი) შესახებ, რომელიც პენსიაზე გასვალს და მშვიდ ცხოვრებას გადაწყვეტს, მაგრამ მოულოდნელად მისი ბოსების სამიზნე გახდება, როდესაც მთავარ გმირს იდუმალი ოპერატიული თანამშრომელი – მისი საკუთარი კლონი დაუპირისპირდება – ოღონდ 25 წლით ახალგაზრდა, რომელიც თავისი შესაძლებლობების პიკზე იმყოფება, და რომელსაც ჰენრის ყოველი ნაბიჯის წინასწარ პროგნოზირება შეუძლია ...

სუპერ ჯაშუში ლენს სტერლინგი ( უილ სმიტი ) და მეცნიერი ვალტერ ბეკეტი ( ტომ ჰოლანდი ) ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ლენსი გლუვი, თავაზიანი და მომაბეზრებელია, თუმცა ვალტერი სხვანაირია, მაგრამ, როდესაც მოვლენები მოულოდნელად შეიცვლება, ამ დუეტს მოუწევს გაერთიანება საბოლოო მისიისთვის, რომელიც თითქმის შეუძლებელ შენიღბვას მოითხოვს - ლანსის გამბედავ და სასტიკ მტრედად გარდაქმნას. ვალტერმა და ლანსმა მოულოდნელად გუნდურად უნდა იმუშაონ, ან მთელი სამყარო საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

უკვე ხუთი წელია ცხოვრება ბრწყინვალედ მიედინება. თუმცა მალევე მშვიდობიანი მოსახლეობა უზარმაზარ საფრთხეს შეეჯახება: LEGO DUPLO დამპყრობლემა გარესამყაროდან, ყველაფერი მარტივად დაანგრიეს...

ბანდა დაბრუნდა, მაგრამ თამაში შეიცვალა. როდესაც ისინი ჯუმანჯში ბრუნდებიან საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, ისინი აღმოაჩენენ, რომ არაფერია ისე, რასაც მოელიან. მოთამაშეებს მოუწევთ იყვნენ მამაცები უცნობისა და ამოუცნობელის წინაშე, მშრალი უდაბნოდან თოვლიან მთებამდე, რათა თავიდან აიცილონ მსოფლიოს ყველაზე საშიში თამაში.

ტერმინატორი: შავბნელი ბედისწერა - ცნობილი ფრანჩიზის მეექვსე ფილმია, რომელიც ყველაფერს, რაც „ტერმინატორი 2“-ის შემდგომ მოხდა, გადახაზავს. სარა კონორი სხვა მეომრებთან ერთად კვლავ იბრძვის თავისი პლანეტისა და კაცობრიობის მომავლისათვის.

Zombieland: Double Tap არის 2019 წლის ამერიკული ფილმი, რომელიც გადაიღო რუბენ ფლაიშერმა, ხოლო სცენარისტები დეივ კალაჰემი, რეტ რიზი და პოლ ვერნიკი არიან. კოლუმბოსი, ტალაჰასე, უიჩიტა და პატარა როკი ამერიკის კუნძულებზე გადაადგილდებიან რათა დაუპირისპირდნენ გამრავებულ ზომბებს.

ვიეტნამის ომის ვეტერანი ჯონ რემბო პოსტტრავმული სტრესული აშლილობით იტანჯება და არიზონაში მდებარე უბრალო რანჩოში ცხოვრეობის დალაგებას ცდილობს

წინა ფილმში ნაჩვენები მოვლენების შემდეგ, საიდუმლო სამსახურის აგენტ მაიკ ბენინგს ისე მოუწყობენ, რომ პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა ბრალდება. მას თავისი სააგენტო და გამოძიების ფედერალური ბიურო დევნის. ბენინგი ჩქარობს, რომ შელახული რეპუტაცია აღიდგინოს და გამოააშკარავოს ტერორისტების რეალური მუქარა, რომელთა სამიზნე საჰაერო ძალების საპრეზიდენტო ლაინერია.

ფილმი ცნობილი ბრაზიანი ჩიტების თავგადასავლების გაგრძელებაა. ამჯერად ეს ჩიტების დაუძინებელ მტრებთან დაპირისპირებაა, რაც სრულიად სხვა სიმაღლეებს იპყრობს.

ბევრი ფულის დახმარებით შეგიძლიათ მიაღწიოთ ძალაუფლებას, მაგრამ ვერ მიიღოთ მოქმედების სრული თავისუფლება. ექვს მილიარდელს ხელების გაშლის და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კარგი იდეა დაებადება. გმირები საკუთარი სიკვდილის ინსცენირებას მოახდენენ და სხვებისთვის გახდებიან. ახლა ისინი ყველა – საიდუმლო იატაკქვეშა სპეციალური რაზმის წევრები არიან, რომელთა მეთაური მოსახმობ ნიშანს მიიღებს. კონკრეტულ სფეროში თითოეული მათგანი საუკეთესოა. ჯგუფი ტექნიკურად სრულად აღჭურვილია. გამეფებული, დანაშაულის და ბოროტების წინააღმდეგ სასტიკი ომი იწყება. ექვსივე დამნაშავეების დასჯას იწყებს იმ ფორმით, როგორც საჭიროდ თვლიან. ამიერიდან მათთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს ...

პოპულარული ექშენ-ფრენჩაიზის -ფორსაჟი- პირველი სპინ-ოფი აშშ-ს დიპლომატიური უსაფრთხოების სპეცაგენტის ლუიკ ჰობსის (დუეინ ჯონსონი) შესახებ

უჩვეულო და სახალისო თავგადასავალის გაგრძელება მამაც ვიკინგ ბიჭზე და მის უკბილო დრაკონზე, რომლებსაც კვლავინდებურად საოცარი მოვლენები ელოდებათ წინ. მათ უნდა მიიღონ წარმოუდგენელი გადაწყვეტილებები რათა სამფლობელო მოახლოვებული საფრთხისგან იხსნან.

იქსმენები ერთერთი ყველაზე უფრო მრისხანე და ძლევამოსილი მტრის პირისპირ აღმოჩნდებიან, როდესაც ერთეერთი თავისიანი, ჯინ გრეი, კონტროლს აღარ ექვემდებარება. კოსმოსში ერთერთი სამაშველო მისიის შესრულებისას, როდესაც მას ამოუცნობი კოსმოსური ძალა შეეჯახება, ჯინი სიკვდილს ძლივს გადაურჩება. შინ დაბრუნებულს, ეს ძალა არა მარტო უსაზღვროდ ძლიერს გახდის, არამედ ბევრად უფრო არასტაბილურსაც. იქსმენები ახლა უნდა ერთად შეიკრან, რათა მისი სული გადაარჩინონ და შეებრძოლონ უცხოპლანეტელებს, რომელთაც უნდათ გრეის ახალი შესაძლებლობები გალაქტიკაზე ბრძანებლობისათვის გამოიყენონ.

შაზამ!

Shazam!

პატარა ბიჭუნას უნარი მიეცემა ერთი ჯადოსნურ სიტყვის წყალობით. საჭიროების შემთხვევაში,ზრდასრული სუპერგმირი გახდეს.