ძიება - * | ნაპოვნია: 889

ნეონაცისტებისგან თავის დაღწევის შემდეგ, ჯესი პინკმანი ემალება სამართალდამცავებს და გამტაცებლებს. მან თავი უნდა დააღწიოს წარსულს, რათა შეიქმნას მომავალი.

ახალგაზრდა ამერიკელი ჯარისკაცი შეწუხებულია ხელმძღვანელი უფროსი ოფიცერის ქცევებით, რაც საბოლოოდ მორალური დილემის წინაშე აყენებს მას.

ადგილობრივი დანაშაულებრივი სინდიკატის ყოფილი აღმასრულებელი ფიცს სდებს, რომ სამაგიეროს გადაუხდის თავის ბანდის უფროსს, რომლის გამოც 22 წლით დაუმსახურებლად იჯდა ციხეში. ერთადერი რაც მის ძალადობრივ გეგმებს ჩაშლის ახლად ჩამოყალიბებული ურთიერთობაა თავის საყვარელ შვილთან.

მოქმედება ახლო მომავალში ხდება. ფრანგული წყალქვეშა ნავი კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდება.

ფილმი მოგვითხრობს ორ კონკურეტ კომპანიას ფორდსა და ფერარის შორის დაპირისპირებაზე - 1966 წელს ჩატარებულ 24 საათიან ლე მანის რბოლაზე.

ციხიდან შვებულებაში ყოფნისას, ერთი რიგითი კრიმინალი ბადრაგს გაექცევა და თავის ყოფილ უბანს დაუბრუნდება, რათა შური იძიოს იმ ადამიანებზე, ვინც იგი ცივსისხლიან მკვლელად აქცია.

ჰონკონგელი ტექნოლოგიების მაგნატის ქალიშვილი დაიკარგება. საქმე თითქოს ჩვეულებრივ, გამოსასყიდის მიზნით გატაცებას ჰგავს. როდესაც ბრესლინი და მისი გუნდი უფრო ღრმად ჩაიხედავენ საქმეში, აღმოაჩენენ, რომ დამნაშავე მათი ერთერთი ყოფილი მტრის ფსიქიკურად ავადმყოფი ვაჟია, რომელმაც ასევე ბრესლინის შეყვარებული გაიტაცა და უზარმაზარ ციხეში ჰყავს გამოკეტილი.

ბეტმანი, ბეტგირლი და რობინი ალიანსს შეკრავენ თინეიჯერ მუტანტ კუ-ნინძებთან, რათა კუ-ნინძების დაუძინებელ მტერს, შრედერს შეებრძოლონ, რომელიც, როგორც ირკვევა, შეუამხანაგდა რას ალ გალს და დაქირაევებული მკვლელების ლიგას.

2019 წლის კომედიის “იდუმალი მკვლელობა“ სიქველი, დაქორწინებული წყვილის, ნიკი და ოდრი სპიტცების შესახებ, რომლებიც საკუთარ სააგენტოს ხსნიან და კერძო დეტექტივებად იწყებენ მუშაობას. სამწუხაროდ, მათი ბიზნესი არ ყვავის და ახლა სპიტცები იბრძვიან სააგენტოს შესანარჩუნებლად

ძველებური მაგია და თანამედროვე სამყარო ერთმანეთს შეხვდება, როდესაც ახალგაზრდა ალექსი მითიურ ხმალს „ექსკალიბურს“ გადააწყდება. მალე იგი თავის მტერსა თუ მეგობარს გააერთიანებს, რომლებიც რაინდები გახდებიან. მათ ლეგენდარულ ჯადოქარ მერლინთან ერთად უნდა გადაარჩინონ კაცობრიობა ბოროტი გრძნეულის, მორგანასა და მისი ზებუნებრივი მებრძოლებისგან.

„სუპერმენის სიკვდილის“ შემდეგ , მსოფლიო „ფოლადის კაცის“ დაკარგვას ჯერ კიდევ გლოვობს, რაც ურჩხულთან მის ფატალურ ბრძოლას მოჰყვა. თუმცა, როგორც კი მისი სხეული მიწას მიებარა, სუპერმენის ფარის ოთხი ახალი მატარებელი გამოჩნდა, რომელმაც მისი ადგილი უნდა დაიკავოს. კრიპტონის უმცროსი შვილი, სუპერბიჭი, სტილი და კიბორგ სუპერმენი - ყველა მათგანი ცდილობს შეავსოს ვაკუუმი, რაც მსოფლიოს უდიდესი ჩემპიონის წასვლის შემდეგ გაჩნდა. ამასთანავე, სუპერმენის სიკვდილმა სამყაროს ამცნო, რომ დედამიწა დაუცველია. შესძლებენ ეს ახალი სუპერმენები და სხვა დარჩენილი გმირები საწინააღმდეგო დაამტკიცონ?

პოლარული

Polar

როდესაც პენსიაზე გასული დაქირავებული მკვლელი მიხვდება, რომ მასზე ნადირობენ და მიზანში ყავთ ამოღებული, იგი თავის საქმეს ისევ დაუბრუნდება და ახალგაზრდა, დაუნდობელი მკვლელების მთელ არმიასთან ერთად მოქმედებს.

ამერიკელი ექსპატრიატი ცდილობს თავისი მაღალშემოსავლიანი მარიხუანას იმპერია გაყიდოს ლონდონში, რაც კონსპირაციებს, მაქინაციებს, მექრთამეობას და შანტაჟს გამოიწვევს, რადგანაც მისთვის ამ სამფლობელოს ცხვირწინ აცლა უნდათ.

პიტერ პარკერი და მისი მეგობრები ძაფხულში ევროპაში მიდიან სამოგზაუროდ. თუმცა, დასვენებას ნაკლებად შეძლებენ - პიტერს მოუწეს ნიკ ფიურის დაეხმაროს, რათა ფარდა ახადოს რაღაც არსებების საიდუმლოებას, რომლებიც სტიქიურ უბედურებებსა და ნგრევას იწვევენ მთელი კონტინენტის მასშტაბით.

ჰელბოი

Hellboy

ჰელბოი მიდის ინგლისში, სადაც უნდა დაამარცხოს ნიმუე, მერლინის მეუღლე და სისხლიანი დედოფალი. მათი ბრძოლა სამყაროს დასასრული იქნება, რასაც იგი მთელი არსებით ეწინააღმდეგება.

ფილმი მოგვითხრობს კაროლ დანვერსის შესახებ - თუ როგორ გახდება იგი სამყაროს ყველაზე უფრო ძლევამოსილი გმირი, როდესაც დედამიწას გალაქტიური ომების დროს უცხოპლანეტელების ორი რასა დაიპყრობს.

მის ბალა

Miss Bala

საერთაშორისო დანაშაულში ჩათრეული გლორია აღმოაჩენს, რომ ისეთი ძლიერი პიროვნება ყოფილა, ვერც კი წარმოედგინა, მაგრამ სიკვდილს რომ გადაურჩეს, მთელი თავისი ჭკუის, მახვილგონიერებისა და ძალების მობილიზაცია უნდა მოახდინოს.

“შურისმაძიებლების” საგის მეოთხე დასკვნითი ნაწილი ოცდაორი ურთიერთდაკავშირებული ფილმის კულმინაცია გახდება, რომელიც ამ ეპიკური მოგზაურობის გარდამტეხ მომენტს წარმოგვიდგენს. ჩვენი საყვარელი გმირები აცნობიერებენ, თუ რამდენად მყიფეა ეს რეალობა და ჯერ კიდევ რამხელა მსხვერპლის გაღებაა საჭირო, რათა დაიცვან ის. შურისმაძიებელების და გალაქტიკის მცველების გადარჩენილთა ჯგუფი ძალებს კაპიტან მარველთნ აერთიანებენ, რათა ომის ბოლო ეტაპზე შეერკინონ თანოს, რომელიც ყოვლისშემძლე უსასრულობის ხელთათმანს ფლობს. გმირებს და თანოს შორის გადამწყვეტი ბრძოლა ახლოვდება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრავს არა მარტო დედამიწის, არამედ მთელი სამყაროს ბედს…

ბიოგრაფიული დრამა ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების, ვინგ ჩუნის ცნობილი გროსმაისტერის, იპ მანის შესახებ, რომელიც 1960-იან წლებში ამერიკაში, სიეტლში ჩადის, რათა თავის მოწაფეს ბრიუს ლის უშუს სკოლის, ვინგ ჩუნის გახსნაში დაეხმაროს, სადაც ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების გროსმაისტერი, იპ მანი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ახალი თაობის ბოროტმოქმედებს უპირისპირდება.

ყოფილი სამხედრო სპეციალისტი კლერ ჰამილტონი ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობიდან ბუნდება მამის გარდაცვალების გამო და მემკვიდრეობის საკითხების მოსაგვარებლად. შემდეგ ისე ხდება, რომ იტაცებენ მის ვაჟს და ითხოევნ გამოსასყიდს. გამტაცებელთა ბანდას ხელმძღვანელობს იდუმელებით მოსილი პიროვნება, რომელსაც მხოლოდ ზედმეტსახელით „მამა“ იცნობენ.