ძიება - * | ნაპოვნია: 889

911: მარტოსული ვარსკვლავი

9-1-1: Lone Star

ნიუ იორკელი მეხანძრე ოსტინში, ტეხასში გადადის თავის შვილთან ერთად, სადაც ხალხის სიცოცხლის გადასარჩენადა იბრძვის, თავისი საკუთარი პრობლემების გადაჭრის პარალელურად.

აუთერ ბანქსი

Outer Banks

თინეიჯერების ჯგუფი ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე აუთერ ბანქსის სანაპიროზე წასვალს გადაწყვეტენ, რა დროსაც მოულოდნელად საგანძურის მოსაპოვებელ რუკას იპოვიან. ახალგაზრდა გმირები ლეგენდარულ განძზე ნადირობას იწყებენ, რომელიც ერთ-ერთი მათგანის მამის გაუჩინარებას უკავშირდება. აუთერ ბანქსის გარე წ( მომტყდეს ძირში ენა :D )ბი თავისი ცვალებადობით არის ცნობილი, რამაც მრავალი გემი იმსხვერპლა, თუმცა მიუხედავად ამისა ის მრავალ ადამიანს იზიდავს. სწორედ აქ მდებარეობს როანოკეს “გაუჩინარებული კოლონია” და გმირებიც საიდუმლოებების სამყაროში იძირებიან

სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უცხოპლანეტელთა ხომალდი ჩამოვარდა და დედამიწაზე ქაოსი დატოვა. ჩერტანოვოში მომხდარმა კატასტროფამ არა მხოლოდ ქალაქის მცხოვრებლების ცხოვრება შეცვალა, არამედ მთლიანად კაცობრიობის წარმოდგენა სამყაროზე. იმ მოვლენების შემდეგ, ერთი ახალგაზრდა გოგონას ცხოვრება სრულიად შეიცვალა ის აღმოჩნდა ისტორიის ცენტრში, რომელიც ბევრად უფრო დიდია, ვიდრე თავიდან ჩანდა. ეს გამოცდილება გახდა გამოცდა არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის, რომელიც იძულებული გახდა ეჭვქვეშ დაეყენებინა ყველაფერი, რაც აქამდე იცოდა.

დომინიონის იმპერია კვლავ აკონტროლებს სამყაროს. გარდაქმნილთა წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება, ხოლო ტრიკალიფსი და მისი მოკავშირეები ცდილობენ გაანადგურონ დომინიონის ძალაუფლება. ფილმი გვიჩვენებს ახალ გმირებს, უფრო მასშტაბურ ბრძოლებს და დისტოპიური სამყაროს გაფართოებას.

როდესაც სასოწარკვეთილ დედას შვილს დააშორებენ, იგი ყველაფერზე მიდის, რათა კვლავ იპოვოს და დაიბრუნოს საკუთარი შვილი. მისი ძიება სახიფათო მოგზაურობად იქცევა, სადაც გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღიურ რეალობად იქცევა. ამერიკელი ლტოლვილების ჯგუფთან ერთად იგი მტრულ და ქაოსურ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც ბოროტი ძალების გავრცელება აპოკალიფსურ საფრთხედ იქცა. რთული არჩევანებისა და მძიმე გამოცდების ფონზე, დედას უწევს საკუთარი გამბედაობისა და ნებისყოფის გამოცდა, რათა ყველაზე ძვირფასი ადამიანი გადაარჩინოს.

1950-იან წლებში ჰონგ-კონგი საბრძოლო ხელოვნების ოსტატების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად იქცა. კრივისა და საბრძოლო სკოლების გახსნის მიზნით ქალაქში მრავალი ცნობილი მებრძოლი ჩადის, მათ შორის ლეგენდარული იე ვენიც, რომელიც თავისი ოსტატობითა და ავტორიტეტით მალევე იპყრობს ყურადღებას. მისი რეპუტაცია კოულუნის გავლენიანი ფიგურის, ჟენგ დელონგის, ინტერესსაც იწვევს, რაც მოვლენებს ახალ მიმართულებას აძლევს. ფილმი გვთავაზობს შთამბეჭდავ ბრძოლებს, ღირსების დაცვასა და საბრძოლო ხელოვნების სამყაროში გამეფებულ დაპირისპირებებს.

დარაჯები

Watchmen

ამ სამყაროში სუპერგმირები საზოგადოებისა და პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი გახდნენ, თუმცა მათი არსებობა დაპირისპირებას, შიშსა და ძალადობასაც იწვევს. წარსულის ძველი კონფლიქტები და საიდუმლოებები ახალ საფრთხეებს წარმოშობს, რომლებიც მთელ საზოგადოებას ეხება.

სერიალი მოგვითხრობს უცნაური და გარიყული სუპერგმირების გუნდზე, რომლებმაც ზებუნებრივი ძალები საბედისწერო შემთხვევების შედეგად მიიღეს. თითოეული მათგანი მძიმე წარსულით, ტრავმებითა და საკუთარი ცხოვრების მიმართ იმედგაცრუებით ცხოვრობს, რის გამოც საზოგადოებასთან კავშირი თითქმის დაკარგული აქვთ.

ისტორია ვითარდება XI საუკუნეში, როდესაც ჩრდილოეთ წყლებში ვიკინგები ბობოქრობდნენ. ამ მომენტში მათ ინგლისის დაპყრობა უკვე დაწყებული ჰქონდათ

დემონების მკვეთი ხმალი

Demon Slayer

ტაიშოს ეპოქა, იაპონია. ტანჯირო, ნახშირით მოვაჭრე გულკეთილი ბიჭი, თავის ოჯახს დემონის მიერ მოკლულს პოულობს. თითქოსდა ეს საკმარისი არ ყოფილიყო, მისი უმცროსი და, ნეზუკო, დემონად იქნა გადაქცეული. ამ მწარე რეალობით განადგურებული ტანჯირო გადაწყვეტს რომ დემონების მკვლელი გახდეს, რათა დაუბრუნოს თავის დას ადამიანობა და მოკლას დემონი.

ტყით გარშემორტყმულ თავშესაფარში ერთი დიდი ოჯახივით ბედნიერად ცხოვრობენ ობოლი ბავშვები, მათზე კი ზრუნავს "დედა" - იზაბელა. ბავშვები თავისუფლად ატარებენ დროს ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევენ, თამაშობენ გარეთ, მაგრამ ერთი მთავარი წესი უნდა დაიცვან- თავშესაფრიდან ძალიან შორს არ უნდა წავიდნენ. თუმცა ყველაფერ კარგს აქვს დასასრული - რამოდენიმე თვეში ერთხელ ბავშვებს აშვილებენ და მათგან აღარაფერი ისმის. სამ ძმას კი ეჭვი აქვს იმაზე, თუ რა ხდება სინამდვილეში.

მხედვარი

The Witcher

ფენტეზური-სერიალი სამყაროზე, სადაც ჯადოსნური და მითიური მონსტრები ნამდვილია, კაცობრიობის სადარაჯოზე ძლევამოსილი მხედვარები დგანან – ადამიანები, რომლებმაც ბავშვობაში გაუთავებელი ვარჯიშებით განზრახ განიცადეს მუტაცია

უკვე მრავალი წელია დემონი თეთრი გველი ჯადოსნურ ბაღში მედიტირებს და ცდილობს შინაგან სიცარიელეს გაუმკლავდეს. მისი და, მწვანე გველი მას ნეფრიტის თმის სამაგრს აძლევს და მოგონებები ბრუნდება

"სლოკინა" და "უკბილო" ერთიანდებიან, რათა ყველა მათ მსგავსს შესახსენონ, რომ ვიკინგებსა და დრაკონებს შორის ურღვევი კავშირია.

ჯუჯებად გადაქცეული პრინცები ეძებენ წითელ ფეხსაცმელს, რომელიც მათ წყევლის მოხსნაში დაეხმარება.

1903 წლიდან დაძინებული ვულკანი, რომელიც 2.744 მეტრზე მდებარეობს, ბაეკდუს მთაზე, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე, ამოიფრქვევა. არსებობს რა გარდაუვალი ამოფრქვევების საფრთხე, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის უნიკალურად მომზადებული პროფესიონალების ჯგუფები ერთიანდებიან. მათ სხვა ძალებთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა კატასტროფული უბედურება, რომელიც კორეის ნახევარკუნძულს ემუქრება, როგორმე აღკვეთონ.

ადამიანების არეულ-დარეულ სამყაროში მრავალი გობლინი ცხოვრობს მშვიდად და წყნარად. ლუო-ქსიაო-ჰეი, კატა-დემონი, აქეთ-იქეთ დახეტიალობს, რადგან სახლი, რომელიც ტყეში ჰქონდა, დაუნგრიეს. ხან კეთილისმსურველი გობლინები გამოჩნდებიან მის ცხოვრებაში, ხანაც პატრონი-ადამიანი. ჰეი დილემის წინაშე დგას - რომელ მხარეს უფრო მიაკუთვნოს თავისი თავი.

„სამეფოს“ საგას კიდევ ერთი ისტორია: ფილმი გვიხსნის “აღდგომის მცენარის“ წარმოშობას და აგრეთვე საკმაოდ სიღრმისეულად იკვლევს აშინის პერსონაჟის საიდუმლოებას, რომელიც ამ სერიალის ბოლოს ჩნდება.

პროქსიმა

Proxima

სარა კიოლნის ევროპულ კოსმოსურ სააგენტოში ერთადერთი ქალია, რომელიც რთულ პროგრამაში მონაწილეობს. იგი მარტოხელა დედაა, რომელიც რვა წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს და თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან მას საკმარის დროს ვერ უთმობს. მისი სიყვარული თრგუნავს, არღვევს. როდესაც სარას საზაფხულო კოსმოსურ მისიაში მონაწილეობის მისაღებად ირჩევენ, რომელსაც პროქსიმა ეწოდება, ეს ქმნის ქაოსს დედა-შვილის ურთიერთობაში.

კრიმინალური თრილერი, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის გამოცდილი მომლაპარაკებელის, რემი დარბინის შესახებ, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტთან, ბრინ სტიუარტთან გაერთაინდება, რათა აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკის 10–საათიანი ალყის დროს, მძარველების მიერ მძევალად აყვანილი ბანკის თანამშრომლები და მისი სტუმრები გადაარჩინონ ...