ძიება - * | ნაპოვნია: 889

მცირე დანაშაულებრივი წარსულის მქონე პირი, რომელმაც მუშაობა პოლიციაში დაიწყო სპეცდანიშნულების ძალების მექანიკოსად, იძულებულია თავის უდანაშაულობა ამტკიცოს, როდესაც მის მენტორს სულმდაბალი პოლიციელები მოკლავენ.

რა იქნებოდა თუ სუპერმენი საბჭოთა კავშირში გაიზრდებოდა? Elseworld-ის ისტორიის ეკრანიზაცია DC-ის კომიქსებიდან

ტომ კარტერმა (ლიამ ნისონმა) პატარა ქალაქის ბანკებიდან 9 მილიონი დოლარი მოიპარა, მიუხედავად ამისა ვინაობის საიდუმლოდ შენახვა მოახერხა. მას შემდეგ, რაც ქალი უყვარდება (ქეით უოლში), გადაწყვეტს ახალი ფურცლიდან დაიწყოს ცხოვრება და პირველი რასაც ცდილობს თავისი კრიმინალური წარსულის გასუფთავებაა. ყველაფერი რთულდება როდესაც აღმოჩნდება რომ მის კვალზე ორი აგენტია.

როდესაც სესილიას მოძალადე ყოფილი, თავს იკლავს და მას ქონებას უტოვებს, ქალი ფიქრობს, რომ სიკვდილი დადგმაა. როდესაც შემთხვევათა ჯაჭვი ლეტალურად გრძელდება, სესილიას მცდელობები დაანახოს სხვებს, რომ მასზე ნადირობენ, უშედეგოდ სრულდება.

DC Comics-ის ამავე სახელწოდების ორიგინალური კომიქსების სერიის ეკრანიზაცია, სადაც მთავარი გმირი შეუდარებელი ჰარლი ქუინი ხდება. განვითარებული მოვლენების შემდეგ ვითარდება, როდესაც ბეტმენი გაუჩინარდება და გოთემ-სიტის დანაშაულებებისგან დაუცველს დატოვებს, ხოლო ჰარლი ქუინი ჯოკერს დაშორდება. მაგრამ როცა ახალგაზრდა გოგონა – კასანდრა კეინი, მოულოდნელად ალმასის მფლობელი გახდება, რომელიც კრიმინალურ ლოდრს შვა ნიღაბს ეკუთვნის, ჰარლი იძულებული გახდება პატარა გოგონას დაუნდობელი ბოროტმოქმედისგან გადასარჩენად თავისი ძალები ქალ-სუპერგმირებთან – შავ კანარისთან, ბეტგერლისთან, ქალ-მონადირესთან და პოლიციის ოფიცერთან რენე მონტონიასთან გააერთიანოს. და ახლა ზეშესაძლებლობების არ ქონის მუხედავად, ქალ-გმირებს გოთემ-სიტის კრიმინალურ ქუჩებში თავიანთი ძალაების დამტკიცება მოუწვეთ.

მარკუსი და მაიკი ახალ საკითხებს უპირისპირდებიან ( კარიერულ ცვლილებებსა და ასაკის მატების კრიზისს ), როდესაც ისინი შეუერთდებიან ახლადშექმნილ ელიტარულ გუნდს AMMO - ს, მათ და მაიამის პოლიციის დეპარტამენტს უწევთ დაუნდობელი არმანდო არმასის დაკავება. ეს ადამიანი მაიამის ნარკოტიკების კარტელის მანკიერი ლიდერია.

ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მოსწავლეების ჯგუფი სკოლის შენობაში შეიჭრება. ისინი შემაძრწუნებელ ხოცვა-ჟლეტას აწყობენ და სტრიმის სახით ყველაფერს პირდაპირ ეთერში გადასცემენ, სადაც ახლა გადარჩენის უნარების, გამომგონებლობისა და ადამიანური თანაგრძნობის გამოყენებით, ჩვიდმეტი წლის ზოი ჰალი და მისი კლასელები ამ ჯოჯოხეთში გადარჩენას მთელი ძალებით ცდილობენ…

პრინციპი

Tenet

საერთაშორისო შპიონაჟის სამყაროსთვის უცნობი ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს აგენტს, ცნობილს“პროტაგონისტი“-ს სახელით, საიდუმლო ორგანიზაცია, სახელწოდებით „ დოგმატი“ გადაიბირებს, რათა მან გლობალური მასშტაბის დავალება შეასრულოს, რაც რეალური დროის მიღმა უნდა განვითარდეს. მისია შემდეგია: ხელი შეუშალოს ანდრეი სატორს, რუს ოლიგარქსა და რენეგატს, რომელსაც მომავლის ხედვის უნარი აქვს, მესამე მსოფლიო ომის დაწყებაში. მთავარი გმირი მალე დაეუფლება „დროის ინვერსიის“ ხელოვნებას, როგორც მოსალოდნელ საშიშროებასთან შებრძოილების საშუალებას.

მოვლენები 1980-იან წლებში ვითარდება და გავლენიანი ბიზნესმენის, მაქსველ ლორდის (პედრო პასკალი) შესახებ მოგვითხრობს

პენსიაზე გასული სპეცრაზმის ოფიცერი უსასრულო დროის მარყუჟში იჭედება და მხოლოდ საკუთარი სიკვდილის დღეს ცხოვრობს.

დაქვრივებული სამოქალაქო ომის ვეტერანი თანახმაა გოგონა, რომელიც კიოვას ტომმა წლების წინ წაიყვანა თავის დეიდასა და ბიძას დაუბრუნოს, მისივე ნების საწინააღმდეგოდ. ისინი ასობით მილს გაივლიან და სერიოზულ საფრთხეებსაც გადაეყრებიან, ეძენებ რა ადგილს, რომელიც ორივეს შეუძლია სახლად მიიჩნიოს

მონადირე, რომელიც იზოლაციაში ცხოვრობს, ველური ბუნების ნაკრძალში კატა-თაგვობანას საშიშ თამაშში აღმოჩნდება, როცა ის და ადგილობრივი შერიფი ბოროტ მკვლელს ჩაუდგებიან კვალში, რომელსაც შესაძლოა მისი გოგონა ჰყავდეს გატაცებული წლების წინ.

ხუთი ახალი მუტანტი-მოზარდი, მათი ნების წინააღმდეგ საიდუმლო ობიექტზე ჩაკეტილები იმყოფებიან. იქ გმირები იძულებულნი არიან თავიანთი გამანადგურებელი შესაძლებლობების და წარსულის ცოდვების წინააღმდეგ იბრძოლონ. მათ მსოფლიოს ან სამყაროს კი არა, საკუთარი თავის გადარჩენა მოუწევთ. “ახალი მუტანტების” გუნდის წევრები არიან კოლოსის და მეჯიკი, ძლევამოსილი ჯადოქარი, რომელსაც ტელეპორტაცია შეუძლია. ვულფსბეინი, რომელსაც სურვილისამებრ მაქციად გადაქცევა შეუძლია. დანი მუნსტარი a.k.a. მირაჟი, რომელსაც სხვისი ფიქრების და შიშიების განხორციელება შეუძლია. ზარბაზნის ბირთვი, რომელიც ფრენის შესაძლებლობას ფლობს, და სანსტოპი, რომელიც მზის გამოსხივებას შთანთქავს და ძლიერ ნაკადად გარდაქმნის, და მთავარი გმირების მეთაური სესილია რეიესი, რომელსაც მის გარშემო დამცავი ბიო-სფეროს შექმნა შეუძლია.

ვენდი ერთი შეხედვით ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს. როდესაც ის ერთ უცნობს, სახელად მარეკს შეხვდება, გამაოგნებელ სიახლეს აღმოაჩენს: მას ზებუნებრივი უნარები აქვს. თუმცა ეს უფრო წყევლაა, ვიდრე ბედნიერება.

ქურდების ბანდა ქარიშხლის დროს ძარცვას დაგეგმავს, თუმცა პრობლემა ექმნებათ, როცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პოლიციელი ყველას აიძულებს შენობა დაცალოს.

წამალი, რომელიც მომხმარებელს ხუთი წუთით სუპერ ძალებს აძლევს ნიუ ორლეანის ქუჩებში სწრაფად გავრცელდება. ახალგაზრდა დილერი , ადგილობრივი პოლიციელი და ყოფილი ჯარისკაცი გაერთიანდება ამ წამლის შემქმნელი ჯგუფის აღმოსაჩენად და მათ შესაჩერებლად.

ნადირობა

The Hunt

თორმეტმა ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანმა ერთად გაიღვიძა. მათ წარმოდგენა არ აქვთ სად არიან ან როგორ მოხვდნენ იქ. ელიტის წარმომადგენლები შორეულ გასაიდუმლოებულ ადგილას იკრიბებიან, რათა ბნელი ინტერნეტ კოსპირაციული თეორიის საშუალებით ადამიანებზე სპორტული ჟინის დასაკმაყოფილებლად ინადირონ. თუმცა მათი მთავარი გეგმა კრახით სრულდება, როდესაც ერთ-ერთი მსხვერპლი სახელად კრისტალი, სიტუაციას მათ საწინააღმდეგოდ შემოაბრუნებს.

ამავე სახელწოდების გრაფიკული რომანების სერიებზე დაუძნებული მძაფრსიუჟეტიანი ფენტეზი, უკვდავი მეომრების ჯგუფის შესახებ, რომლებიც უშიშარი მეომარი ქალის, სახელად ენდის (შარლიზ ტერონი) მეთაურობით კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ომებში იბრძოდნენ და საუკუუნების განმავლობაში მოკვდავების სამყაროს იცავდნენ. მაგრამ ერთ დღეს მორიგი საგანგებო მისიის შესრულების დროს უკვდავების შესაძლებლობები საფრთხის ქვეშ დადგება, თუმცა ყველაფერი შეიცვლება, როდესაც ისინი კიდევ ერთი უკვდავ ასრებას, შავკანიან გოგონას ნილეს (კიკი ლეინი) აღმაჩენენ, რომელიც მათ რიგებს უერთდება და ენდისთან ერთად კრიმინალურ ორგანიზაციას უპირისპირდება, რომლებიც უკვდავების ძალის კოპირებას და მის გამოყენებას ცდილობენ ...

დახსნა

Extraction

იარაღითა და სხვა აკრძალული საქონლით მოვაჭრეთა ჯოჯოხეთურ სამყაროში, ერთი პატარა ბიჭი ცნობილ ნარკოდილერთა მძევლად იქცევა. რადგან მსოფლიოს ერთერთ ყველაზე უფრო შეუღწევად ქალაქშია გამოკეტილი გამტაცებლების მიერ, მის დახსნას ტაილერ რეიკის, დაქირავებული მკვლელის, შეუდარებელი უნარები დასჭირდება, მაგრამ რეიკი ერთი უბედური კაცია, რომელსაც არაფერი აქვს დასაკარგი და სიკვდილს ნატრობს, რაც სასიკვდილო მისიას თითქმის შეუძლებელს ხდის.

მეზღვაური რეი გარისონისა და მისი მეუღლის მკვლელობის შემდეგ მეცნიერთა გუნდი რეის მკვდრეთით აღადგენს. ნანოტექნოლოგიით აღჭურვილი რეი სუპერადამიანად და მკვლელ მანქანად იქცევა. ის წვრთნას სუპერჯარისკაცებთან ერთად გადის და წარსული ცხოვრებიდან აღარაფერი ახსოვს. თუმცა როცა მოგონებები ამოუტივტივდება და მისი და მისი ცოლის მკვლელი გაახსენდება, დაწესებულებიდან შურისძიების მიზნით გაიქცევა.