ტოპ ფილმები
ექსცენტრიული პროფესორი დროის მანქანას იგონებს და ახალგაზრდა მეგობართან ერთად ოცდაათი წლით უკან, წარსულში ბრუნდება.
მსოფლიოს ყურადღება ორი სუპერსახელმწიფოს სპორტულ დაპირისპირებაზეა მიპყრობილი, როდესაც საბჭოთა კავშირის დაუმარცხებელი მოკრივე ივან დრაგო ამერიკაში ჩადის საკუთარი ძალის საჩვენებლად. მისი გამოჩენა პროფესიონალური კრივის სამყაროს თავდაყირა აყენებს და მოვლენები სწრაფად იძაბება. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ როკი ბალბოა პირად მისიას იწყებს და საბჭოთა მოკრივესთან დაპირისპირებისთვის ემზადება. გამარჯვებისთვის ბრძოლა მხოლოდ სპორტული შეჯიბრი აღარ არის. ეს ხდება ღირსების, მეგობრობისა და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საკითხი. როკი ურთულეს პირობებში ვარჯიშობს და კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას ელოდება.
ვიეტნამის ომის ვეტერანი ჯონ რემბო ახალ საიდუმლო მისიას იღებს. ხელისუფლება მას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აგზავნის, რათა დაკარგული ამერიკელი ტყვეების არსებობის შესახებ ინფორმაცია მოიპოვოს. ერთი შეხედვით სადაზვერვო ოპერაცია მალევე ბევრად უფრო სახიფათო დავალებად გადაიქცევა. ტერიტორიაზე ჩასვლის შემდეგ რემბო აღმოაჩენს, რომ მისია გაცილებით რთულია, ვიდრე თავდაპირველად ეგონა. ძლიერი მოწინააღმდეგეების, სამხედრო ძალებისა და პოლიტიკური ინტერესების ფონზე იგი მარტო იწყებს ბრძოლას ადამიანების გადასარჩენად. გადარჩენისა და სამართლიანობისთვის ბრძოლა მას კვლავ ომის შუაგულში აბრუნებს.
არავის სჯერა თინეიჯერი ჩარლი ბრიუსტერის, როდესაც ის აღმოაჩენს, რომ მისი ახალი, ერთი შეხედვით თავაზიანი მეზობელი ჯერი დანდრიჯი სინამდვილეში ვამპირია. ჩარლის მცდელობები, დაარწმუნოს გარშემომყოფები საფრთხის არსებობაში, თავიდან სრულად იგნორირებულია. სიტუაცია მკვეთრად იცვლება, როდესაც ვამპირი მასზე პირდაპირი შეტევის განხორციელებას იწყებს. გადარჩენის ერთადერთი გზა ჩარლისთვის ხდება დახმარების ძიება უცნაურ და არაპროგნოზირებად ადამიანში მსახიობ პიტერ ვინსენტში, რომელიც მოჩვენებებზე მონადირის როლითაა ცნობილი.
სახალისო ექშენ კომედია ბიძაშვილებზე, რომლებიც ჩვეულებრივი ყოველდღიურობიდან მოულოდნელ თავგადასავალში ეხვევიან. თომასი და დევიდი მობილური რესტორნის მფლობელები მშვიდ ცხოვრებას ეწევიან, სანამ ერთი შემთხვევა ყველაფერს არ შეცვლის.
იქ იგი გაიცნობს ჰილარი ფლამონდს იატაკქვეშა მოძრაობის წევრს, რომელსაც ნატოს გემების განადგურება სურს. სიყვარულის გამო ნიკიც ამ ქაოსურ გეგმებში ეხვევა და მუსიკალური ვარსკვლავიდან უნებლიე „სუპერაგენტად“ გადაიქცევა.
ინდოეთში ჩასულ ინდიანა ჯონსს სოფლის მცხოვრებნი მისტიური ქვის დაბრუნებას სთხოვენ. ქვის კვალს ჯონსი სასტიკ საკულტო საიდუმლოს აპოვნინებს.
დანიელ ლარუსო ახალ ქალაქში გადადის და იქ ბულინგის მსხვერპლი ხდება. მისტერი მიაგი მას კარატეს სწავლას იწყებს, სადაც მთავარი არა მხოლოდ ბრძოლაა, არამედ მოთმინება, დისციპლინა და შინაგანი ძალა. საბოლოოდ დანიელი მონაწილეობს ტურნირში, სადაც უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები.
პოსტაპოკალიპტურ მომავალში, როდესაც ხელოვნური ინტელექტის სისტემები ადამიანებზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ, სუპერკომპიუტერები დროში უკან აგზავნიან კიბორგ მკვლელს „ტერმინატორს“. მისი მისიაა სარა კონორის ლიკვიდაცია, რადგან მისი მომავალი შვილი გახდება ადამიანური წინააღმდეგობის ლიდერი მექანიკური ჰეგემონიის წინააღმდეგ. ტერმინატორი ცივი, დაუნდობელი და პრაქტიკულად შეუჩერებელი მანქანაა, რომელიც ნებისმიერ ფასად ასრულებს დავალებას. მისი გამოჩენა 21-ე საუკუნის რეალობაში გარდაუვალ საფრთხედ იქცევა სარასთვის, რომელიც ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს საკუთარ მომავალ როლს კაცობრიობის ისტორიაში. ამავე დროს, ადამიანები წარსულიდან აგზავნიან ერთ მებრძოლს, რათა დაიცვას სარა და შეცვალოს მომავლის ბედი. მისი მისიაა არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ ბრძოლა მანქანასთან, რომელიც თითქოს ვერასდროს ჩერდება.
დართ ვეიდერი მეორე "სიკვდილის ვარსკვლავს" ქმნის. ის ყველა ძალას იკრებს, რათა ამ სასიკვდილო იარაღით უკანასკნელი გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს აჯანყებულებს და მათ მოკავშირეებს.
1940 წლის ინდიანაში მცხოვრები ათი წლის რალფი პარკერი მოუთმენლად ელოდება შობას და ოცნებობს ერთ განსაკუთრებულ საჩუქარზე ნამდვილ „წითელი მხედრის“ პნევმატიკურ შაშხანაზე. დარწმუნებულია, რომ ეს საუკეთესო საჩუქარი იქნება, თუმცა მის სურვილს ოჯახის წევრები და გარშემომყოფები სკეპტიკურად უყურებენ. რალფის მზრუნველი დედა და მკაცრი მამა შიშობენ, რომ ასეთი საჩუქარი ბავშვისთვის სახიფათოა და შესაძლოა მან საკუთარი თავი დაიზიანოს. მიუხედავად უარისა და არაერთი გაფრთხილებისა, ბიჭი მიზნის მიღწევას არ ნებდება და გადაწყვეტს, დახმარებისთვის თავად სანტა კლაუსს მიმართოს.
2019 წლის ლოს-ანჯელესში, პენსიაზე გასულ რიკ დეკარდს გამოიწვევევენ, რათა მან დედამიწაზე დაბრუნებულ "რეპლიკანტებს" მიაგნოს. ისინი მათ შემქმნელს ეძებენ, რათა სიცოცხლე გაიხანგრძლივონ...
გემის სისტემები ერთმანეთის მიყოლებით მწყობრიდან გამოდის, ეკიპაჟი და მგზავრები პანიკაში ვარდებიან, ხოლო ყველაფერს კიდევ უფრო საშიშს ხდის ბორტზე მყოფი არასტაბილური ტერორისტი, რომელიც ყველას სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.
მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ როკი ბალბოა პოპულარობისა და წარმატების მწვერვალზე იმყოფება. წლების განმავლობაში მან არაერთი ტიტული წარმატებით დაიცვა და სპორტის ლეგენდად იქცა. თუმცა დიდების მიღმა იგი თანდათან კარგავს იმ მონდომებასა და სიმტკიცეს, რომელმაც ოდესღაც ჩემპიონობამდე მიიყვანა. ყველაფერი იცვლება, როდესაც რინგზე ახალი და დაუნდობელი მეტოქე, კლაბერ ლენგი ჩნდება. მძიმე მარცხისა და პირადი ტრაგედიის შემდეგ როკი საკუთარი ცხოვრების ყველაზე რთული გამოცდის წინაშე დგება. გამარჯვების შანსის შესანარჩუნებლად მას არა მხოლოდ ფიზიკური ძალის, არამედ თავდაჯერებულობისა და ბრძოლის სულის დაბრუნებაც უწევს.
ვიეტნამის ომის ვეტერანი ჯონ რემბო ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ პატარა ქალაქში ჩადის, თუმცა ადგილობრივი შერიფის მხრიდან უსამართლო მოპყრობის მსხვერპლი ხდება. სიტუაცია სწრაფად იძაბება და მოვლენები მოულოდნელ დაპირისპირებაში გადაიზრდება, რომელიც მთელ რეგიონს მოიცავს. მძიმე სამხედრო გამოცდილებისა და განსაკუთრებული უნარების წყალობით რემბო სამართალდამცავებისა და სამხედრო ძალების წინააღმდეგ მარტო აღმოჩნდება. ტყეებსა და მთიან ტერიტორიებზე დაწყებული დევნა გადარჩენის ბრძოლად იქცევა, სადაც ორივე მხარეს საკუთარი მიზნები და მოტივები აქვს.
როცა ინდიანა ჯონსს, ცნობილ არქეოლოგს მთავრობა ლეგენდარული დაკარგული კიდობანის პოვნას დაავალებს, ის მთელი ნაცისტური რეჟიმის პირისპირ აღმოჩნდება...
თუმცა დრო გადის და მათი ცხოვრება იცვლება. ერთ დღეს ტოდი და კუპერი ხვდებიან, რომ ბუნება და ადამიანების სამყარო მათ სხვადასხვა გზისკენ მიაქანებს. მეგობრობა რთული გამოცდის წინაშე დგება და მათ მოუწევთ გადაწყვიტონ, შეძლებს თუ არა ნამდვილი ერთგულება ყველა დაბრკოლების გადალახვას.
ეპიკური საგის გაგრძელება. გალაქტიკის ბრძოლა ბოროტი იმპერატორის წინააღმდეგ გრძელდება. პრინცესა ლეა იმპერიის ჯარების გამანადგურებელ შეტევას გადაურჩა. ლიუკ სქაიოუქერი ლეგენდარულ იოდას პოულობს და მისგან ჯედაის საიდუმლოებებს სწავლობს.
ფილმს მაყურებელი გადაჰყავს მოშორებულ სასტუმროში, სადაც ჯეკ ტორენსმა, მისმა ცოლმა და ვაჟმა ზამთარში უნდა იცხოვრონ. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფილმი რეალობას ისე აურევს, რომ იზოლაციაში ყოფნას ფსიქოლოგიურ კოშმარად აქცევს...
დედამიწაზე დაბრუნებისას კომერციული კოსმოსური ხომალდი დაიჭერს სიგნალს შორეული პლანეტიდან. როდესაც ამ პლანეტაზე ეკიპაჟის სამი წევრი აღმოაჩენს სათავსოს ათასობით კვერცხით, ერთერთი კვერცხიდან გამოჩეკილი უცხო არსება მკვლევარს თავს დაესხმევა. ეკიპაჟი ვერ აცნობიერებს კარზე მომდგარ კოშმარს - იმას, რომ მათთან უხცოპანეტელი პარაზიტი უნდა დაიბადოს...
ვიეტნამის ომის დროს, აშშ-ს არმიის კაპიტან უილიარდს სახიფათო დავალება მისცეს. მისი მიზანია დაადგინოს მისტიური მწვანე ბერეტის, პოლკოვნიკ უოლტერ კურტსის ადგილსამყოფელი...
ფილმი წარმოადგენს ლუკას სახარების ეკრანიზაციას და მოგვითხრობს იესო ქრისტეს ცხოვრებას მისი დაბადებიდან ქადაგებამდე, ჯვარცმასა და აღდგომამდე. რეჟისორი John Heyman განსხვავებული ხედვით წარმოგვიდგენს იესოს არა როგორც მიუწვდომელ ზებუნებრივ ფიგურას, არამედ როგორც თბილ, ახლობელ და ადამიანურ პიროვნებას, ზუსტად ისე, როგორც ეს ლუკას სახარება აღწერს.
მსოფლიო ჩემპიონთან გამართული დაუვიწყარი ბრძოლის შემდეგ როკი ბალბოა პოპულარობას იძენს და ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს. თუმცა წარმატებასთან ერთად მას ახალი პასუხისმგებლობები და სირთულეებიც ხვდება. რინგიდან შორს ყოფნა იმაზე რთული აღმოჩნდება, ვიდრე წარმოედგინა, ხოლო ფინანსური და პირადი პრობლემები თანდათან იზრდება. ამავე დროს აპოლო კრიდი წინა ბრძოლის შედეგს ვერ ეგუება და რევანშს ითხოვს. საზოგადოების დიდი ინტერესის ფონზე როკი კიდევ ერთხელ დგება რთული არჩევანის წინაშე. მას უწევს საკუთარი შიშების, ეჭვებისა და ფიზიკური შეზღუდვების დაძლევა, რათა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევისთვის მოემზადოს.
კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟი „Nostromo“ იღებს SOS სიგნალს უცხო პლანეტიდან. მათ იქ აღმოაჩინეს უცნაური კვერცხები, საიდანაც იბადება საშიში უცხოპლანეტური არსება Xenomorph. ეკიპაჟი იძულებულია ბრძოლა გადარჩენისთვის, სადაც თითოეული ნაბიჯი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
გალაქტიკური იმპერიის მოსახლეობა პროტესტს უცხადებს დიქტატორულ ხელისუფლებას, რომელიც მათ სამყაროზე მბრძანებლობს. აჯანყებულები იმპერატორზე თავდასხმისათვის ემზადებიან, ისინი იბრძვიან თავისუფლების მოსაპოვებლად...
შუაღამისას მოადგილე ფილიპ დუბაი თავის ძველ მეგობარს, ხავიერ მარეშალს, შოკისმომგვრელი ამბით აღვიძებს მან მოკლა გავლენიანი რეკეტიორი, რომელსაც ძლიერი პოლიტიკური კავშირები ჰქონდა. მკვლელობის უკან დგას კორუფციის ბნელი ქსელი, რომელიც დუბაის წინააღმდეგ მტკიცებულებებს შეიცავს. ხავიერი გადაწყვეტს მეგობარს დაეხმაროს, თუმცა მალე ხვდება, რომ ამ თამაშში ჩართვა გაცილებით საშიშია, ვიდრე ეგონა.
ტრევის ბიკლი - დიდი ქალაქის დეგრადაციისა და ამორალურობის წინააღმდეგ ამბოხებული ვიეტნამის ომის ვეტერანი, რომელიც ღამის ცვლის ნიუ-იორკელ ტაქსისტს განასახიერებს...
ფილადელფიაში მცხოვრები მოკრივე როკი ბალბოა ცხოვრებაში დიდ წარმატებას ვერ აღწევს და მცირე ბრძოლებითა და შემთხვევითი სამუშაოებით ირჩენს თავს. მიუხედავად რთული პირობებისა, იგი არასოდეს კარგავს იმედს და ოცნებობს შანსზე, რომელიც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის. მოულოდნელად მსოფლიო ჩემპიონი აპოლო კრიდი მას ტიტულისთვის ბრძოლის შესაძლებლობას აძლევს. როკი იწყებს მძიმე ვარჯიშს და საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობას, რათა დაამტკიცოს, რომ უბრალო ადამიანსაც შეუძლია უდიდესი მიზნების მიღწევა. ამ გზაზე მას სიყვარული, მეგობრობა და საკუთარი თავის რწმენა აძლიერებს.
სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში, დაუმორჩილებელი პატრიკ მაკმერფი მის მეგობარ პაციენტებს, მთავარი მედდის - მილდრედ რეტჩიდის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ აამხედრებს...
მოუხერხებელი ბანკირი იძულებულია ჩაერთოს უცნაურ და სახალისო თავგადასავალში, როდესაც ცდილობს დაიბრუნოს ღამის კლუბის საკუთრების საბუთები, რომლებიც კაბარეს არტისტებმა მოიპარეს. იუმორით, გაუგებრობებითა და მოულოდნელი სიტუაციებით სავსე ისტორია, სადაც ყველაფერი გეგმას არ მიჰყვება.
ვიტო კორლეონეს ისტორია, რომელიც სიცილიაზე მისი ბავშვობით იწყება და ნიუ-იორკში მისი ვაჟის, მაიკლ კორლეონეს ამბით გრძელდება, რომელიც თავისი ბიზნესის ლას-ვეგასში, ჰოლივუდსა და კუბაში გაფართოებას ცდილობს...







































































