ტოპ ფილმები

ფილმები | ნაპოვნია: 2627

შორეული პლანეტის შესწავლისას, რომელიც გალაქტიკის მეორე მხარეს მდებარეობს, ხომალდის ეკიპაჟი მიხვდება რომ ის ადგილი, რომელიც მათ სამოთხე ეგონათ ბნელი და სახიფათო სამყაროა. მისი ერთადერთი მაცხოვრებელი დევიდია, რომელიც საექსპედიციო მისიის "პრომეთეს" შემდეგ გადარჩა ცოცხალი...

შიშველი

Naked

რობ ანდერსონის ქორწილის დღე "ზაზუნას დღედ" იქცევა, რომელიც კვლავ და კვლავ მეორდება. საქმე იმაშია რომ სიძე ყველა ჯერზე იღვიძებს ლიფტის იატაკზე, შიშველი. ქორწინებამდე კი მხოლოდ ერთი საათია დარჩენილი...

პოპულარული ჰორორის გაგრძელება ეშმაკისეულ თოჯინაზე, რომელიც ანაბელის დაწყევლილი სულის სათავსო გახდა. ვინც თავის სახლში მიიტანს ამ თოჯინას, კარს გაუღებს იმქვეყნიურ ბოროტებას, საშინელებას და სიკვდილს აუცილებლად ინანებს...

მეფე შტორმს სურს წაართვას პონებს მისი მაგიური შესაძლებლობები. ბოროტმოქმედის შესაჩერებლად პონები ტოვებენ მშობლიურ მხარეს და სამოგზაუროდ მიდიან. მათ საინტერესო თავგადასავალი ელით.

ფილმი მოგვითხრობს რეინჰარდ ჰეიდრიხის აღზევებაზე - ნაცისტური გერმანიის საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეზე. მისი ინიციატივა იყო საბოლოოდ "გადაეწყვიტათ" ებრაელების საკითხი. იგი ინგლისელების მიერ სპეციალურად მომზადებულმა ჩეხოსლოვაკიელმა დივერსანტებმა მოკლეს...

ძიძა

The Babysitter

ქოული ყურებამდეა შეყვარებული მის ძიძაზე. ლამაზ, ჭკვიან და საკუთარ თავში დარწმუნებულ გოგონაზე. ერთხელ იგი გადაწყვეტს არ დაიძინოს და მას უთვალთვალოს, მაგრამ სიტუაცია იცვლება. ძიძა ცივსისხლიანი მკვლელი აღმოჩნდება, რომელიც თვით ეშმაკს ემსახურება...

უნივერსიტეტში ყველას ამ გოგონას დაბადების დღეზე მოხვედრა უნდოდა, მაგრამ მას სწორედ მის დაბადების დღეზე მოკლავენ. ბედი გოგონას საჩუქარს უკეთებს, იგი კვლავდაკვლავ ცხოვრობს მისი გარდაცვალების დღეს, რათა გაიგოს ვინ არის მისი მკვლელი...

ჰოლანდია, მეჩვიდმეტე საუკუნე. მშვენიერი ყვავილების ბოლქვებს შეუძლია სიმდიდრე ან დამამცირებელი სიღარიბე მოიტანოს. ამსტერდამის მაცხვორებლებს მათთვის ყველაფერის გაკეთება შეუძლიათ: ტყუილი, ღალატი და მკვლელობაც კი. ღარიბი მხატვრის სიყვარულმა, მდიდარი კაცის მიმზიდველი ცოლისადმი შეიძლება ბევრი პრობლება შექმნას...

რეპორტიორი ქალების მოყვარულ მომხიბვლელ პრინცზე დეტალების გამოაშკარავებას ცდილობს. ამ მიზნით იგი სხვა ადამიანის როლს ირგებს და სასახლეში იპარება, თუმცა მალევე თავს სამეფო ინტრიგების ეპიცენტრში ამოყოფს და მცდელობას ნამდვილი სიყვარულის პოვნით დაასრულებს.

ტელმა

Thelma

ტელმა უნივერსიტეტში აბარებს და პირველად გადადის მარტო საცხოვრებლად. იგი არ ეწევა და არ სვამს, მაგრამ ერთ ცდუნებას ვერ უძლებს: მას ძალიან მოსწონს მისი კურსელი ანია. გაღვიძებული გრძნობები და სურვილი მასში საშიშ შესაძლებლობებს აღვიძებს. როდესაც მისი კურსელი იკარგება გოგონა აცნობიერებს, რომ ეს შეიძლება მისი ბრალი იყოს...

დედა!

Mother!

წყვილის ურთიერთობას გამოცდის გავლა მოუწევს, როდესაც მათ ოჯახში დაუპატიჟებელი სტუმრები მოვლენ და დაარღვევენ მათ იდილიას...

ფილმის მთავარი გმირი, კარდიოქირურგი სტივენი, ბედნიერი მის ცოლთან ერთად. იგი ხშირად ხვდება და დროს ატარებს 16 წლის მოზარდ მარტინთან ერთად, რომელიც ზუსტად იმ ასაკშია, როდესაც უფროსების თანადგომა სჭირდება. მაგრამ ვინ არის მარტინი? რატომ უთმობს ამდენ დროს ქირურგი მას?

სტუდენტ კენ კანეკის მონსტრი დაესხა თავს. ბიჭი მეტალის კონსტრუქციამ გადაარჩინა, რომელიც მონსტრს დაეცა და მოკლა ის. ორივე საავადმყოფოში გადაყვათ და კენს მონსტრის ორგანოებს გადაუნერგავენ...

სპეცნაზის აგენტი ცდილობს დაიცვას ახალგაზრდა ქალი კრიმინალური დაჯგუფებისაგან. ამავე დროს იგი უცნაურ კავშირს გრძნობს მასთან, თითქოს სხვა ცხოვრებაში შეხვედრია მას.

1950 წლის ომის შემდგომი ლონდონის გლამური. დიზაინერი რეინოლს ვუდკოკი და მისი და საირილი ბრიტანული მოდის ცენტრში არიან. ვუკდოდკის ცხოვრებაში ქალები მრავლადაა, თუმცა ვუდკოკი მარტოა მანამ, სანამ ჯიუტ და ძლიერ ახალგაზრდა ქალს - ელმას არ შეხვდება, რომელიც მალე მისი ცხოვრების მუზა და სიყვარული ხდება. ოდესღაც კონტროლირებად, მკაცრ და წინასწარ დაგეგმილ ცხოვრებას ძირი სიყვარულის ძალით ეთხრება...

თერაპევტი გადის ახალ პროცედურას, რომ შეიმციროს სიმაღლე ოთხი ინჩით, რათა მან და მისმა ცოლმა გადაარჩინონ პლანეტა და ჰქონდეთ ლამაზი ცხოვრება ერთდროულად...

ხერხი 8

Jigsaw

ქალაქში რამოდენიმე სხეულს აღმოაჩენენ. როგორც ჩანს მათ არც ისე კარგი სიცოცხლის დასასრული ჰქონდათ. ყველა ნივთმტკიცება ერთ ადამიანზე მიუთითებს, ჯონ კრამერზე. მაგრამ ეს როგორაა შესაძლებელი? ადამიანი სახელად ხერხი უკვე ათ წელზე მეტია გარდაცვლილია. ნუთუ ვინმემ მისი გზის გაგრძელება გადაწყვიტა...?

ჰარვარდის სწავლულმა და პროფესორმა უილიამ მარსტონმა მისი კვალი დატოვა ისტორიაში სიცრუის დეტექტორისა და ფემინიზმის თეორიით. კომიქსების შემქმნელმა მარკს ჰეინსმა მას შესთავაზა სუსტი სქესის სუპერგმირი გამოეგონა...

დასტი და ბრედი გაერთანდებიან, რათა მათ შვილებს იდეალური შობა მოუწყონ. მათი მიღწეული ნეიტრალიტეტი საფრთხის ქვეს დგება, როდესაც დასტის მაჩო მამიკო და ემოციური ბრედის მამა ჩამოდიან შვილიშვილებთან. შობის დღესასწაული ნამდვილ ქაოსში გადაიზრდება.

ზამთრის ცივ ღამეს ფსიქიატრ აუგუსტო ფლორესს სასწრაფოდ იძახებენ სამსახურში, რათა გაესაუბროს ავარიაში მოყოლილ ინსპექტორ ფოგელს. ფოგელს არაფერი ახსოვს, ავარიის ადგილზე კი არაფერი მიანიშნებს ავარიის მიზეზსა თუ დაშავებულებზე. ფოგელის პერანგის კი სისხლის ლაქებითაა დაფარული, სისხლი კი მისი არაა. საუბრის პროცესში მთელი თვის მოვლენების ჯაჭვი იწყობა. ალპებში დამალული მძინარე ქალაქი, შობის საღამო, ნისლი. 16 წლის გოგონა ანა სახლიდან გამოვიდა და გაქრა. არ არის არც მისი სხეული, არც არანაირი კვალი, არც თვითმხილველი. მალე ქალაქში ისნპექტორი ფოგელი გამოჩნდება, რომელიც საუკეთესო მანიაკებისა და სერიული მკვლელების დაჭერაში.

რამოდენიმე წარუმატებელი წიგნის შემდეგ, ჩარლზ დიკენსი გადაწყვეტს დაწეროს და მისივე სახსრებით გამოუშვას წიგნი "საშობაო სიმღერა".

მხედარი

The Rider

როდეოს ამომავალი ვარსკვლავი და ნიჭიერი ცხენების მწვრთნელი იძულებულია კარიერა მიატოვოს თავის სერიოზული ტრამვის გამო. მშობლიურ მხარეში, პაინ-რიჯში დაბრუნების შემდეგ, იგი ვერ ხედავს მისი წარსული ცხოვრების ვერანაირ ალტერნატივას. ბრედი გადაწყვეტს დაიწყოს ახალი ცხოვრება და შეიგრძნოს, როგორია იყოს ჩვეულებრივი ადამიანი ამერიკის გულში...

მტრები

Hostiles

1892 წელს არმიის კაპიტანს სამსახურიდან გადადგომამდე უკანასკნელ დავალებაზე უშვებენ: დაიცვას შაიენის შეფი და მისი ოჯახი საშიშ ტერიტორიაზე...

ნორვეგიელი მებრძოლთა გუნდი მიიღებს დავალებას მიაღწიოს ჩრდილო-დასავალეთ სანაპირომდე გემით სახელად "ბრატჰომი"და განახორციელოს დივერსია გერმანულ საავიაციო ბაზებზე. მაგრამ მისიამ ფიასკო ზღვაშივე განიცადა. გემს გერმანული გემი დაესხა თავს და ჩაძირა. ერთადერთი ადამიანი , რომელიც გადარჩა იან ბოლსრუდია. იგი მოახერხებს საპარომდე მისვლას და გარბის შვედეთის საზღვრისაკენ. მას დაედევნებიან. ქარბუქისას იგი გამოქვაბულს შეაფარებს თავს , რომელიც სასიკვდილო ხაფანგი აღმოჩნდება...

უსასრულო

The Endless

ძმები ჯასტინი და აარნონი ბავშვობაში სექტიდან გაიქცნენ. ათი წლის შემდეგ ისინი იღებენ ვიდეოგზავნილს სექტის წევრებისაგან და გადაწყვეტენ მოინახულონ მათი ძველი "ოჯახი". როდესაც ადგილზე ჩავლენ აღმოაჩენენ, რომ სექტის წევრებს მათთვის არანაირი ვიდეო არ გამოუგზავნიათ, მაგრამ რაღაც ზბუნებრივი მაინც არსებობს, რომლისაც სექტანტებს სჯერათ...

ფილმის მოქმედება პატარა სიცილიურ ქალაქში მიმდინარეობს, სადაც ახალ მერს ირჩევენ, რომელიც მალევე ხვდება რომ წესებით თამაში არც ისე მარტივია.

კედელი

The Wall

ამერიკელი სნაიპერი აღმოჩნდება ხაფანგში კედელთან. იგი სამიზნეში მის მოწინააღმდეგეს ყავს ამოღებული. გმირი ირანულ რადიოტალღას დაიჭერს და მოწინააღმდეგეს ესაუბრება. ცოცხალი ბრძოლის ველიდან მხოლოდ ერთი წავა...

ქალბატონი

Madame

იმისათვის, რომ ქორწინებას ელფერი შესძინონ, ამერიკელი მდიდარი წყვილი ენი და ბობი გადადიან პარიზში საცხოვრებლად. მანამ, სანამ მდიდრულ სადილს ამზადებენ მეგობრებისთვის, მასპინძელი დაითვლის და აღმოაჩენს, რომ ზუსტად 13 სტუმარს ელოდებიან. პანიკით მოცული ენის ერთგული მოსამსახურე მარია ინიღბება მდიდარი ესპანელი ქალის სამოსით, რომ სტუმართა სია თარს რიცხვ 13-ს აღემატებოდეს. მაგრამ რამდენიმე ჭიქა ღვინის შემდეგ მარიას უცაბედად სიმპათიური ბრიტანელი არტ ბროკერი ჩაუვარდება გულში. მათი მზარდი რომანის გამო ენის უწევს მარიას დევნა მთელ პარიზში და საბოლოოდ გეგმის შემუშავება, რომ დაანგრიოს ეს მოულოდნელი და მხიარული სასიყვარულო საქმე.

ცხელი ზაფხული საფრანგეთის სამხრეთში, ახალგაზრდა სცენარისტი ამინი დროებით მშობლიურ მხარეში ბრუნდება. ბიძაშვილები, მეგობრები, სტუდენტები ნიცადან - ყველანი აქ იკლავენ წყურვილს, ცეკვავენ, ზღვაში ბანაობენ და კავდებიან სიყვარულით. ოფელიას ტონი უყვარს, მაგრამ კლემანზეა დანიშნული. შარლოტანსაც უყვარს ტონი, ტონის ქალები უყვარს, ისევე როგორც სელინი, მაგრამ სელინს გიჟური წვეულებები უფრო უყვარს. ამ ზაფხულის სიგიჟეში ამინი იწყებს სიყვარულის ძიებას...

ცხელი ზაფხული საფრანგეთის სამხრეთში, ახალგაზრდა სცენარისტი ამინი დროებით მშობლიურ მხარეში ბრუნდება. ბიძაშვილები, მეგობრები, სტუდენტები ნიცადან - ყველანი აქ იკლავენ წყურვილს, ცეკვავენ, ზღვაში ბანაობენ და კავდებიან სიყვარულით. ოფელიას ტონი უყვარს, მაგრამ კლემანზეა დანიშნული. შარლოტანსაც უყვარს ტონი, ტონის ქალები უყვარს, ისევე როგორც სელინი, მაგრამ სელინს გიჟური წვეულებები უფრო უყვარს. ამ ზაფხულის სიგიჟეში ამინი იწყებს სიყვარულის ძიებას...

ნამდვილი ამბავი პასტორ მაიკლ სპერლოკზე, რომელმაც მთელი ცხოვრება ადამიანების დახმარებას დაუთმო. ხალხის სამსახურში ყოფნა მისთვის არსებობის ჭეშმარიტი აზრი გახდება. ერთ დღეს მთავარი გმირი ხელისუფლებისგან შეტყობინებას იღებს, სადაც მას სხვა ქალაქში ვადაზე ადრე გადაყვანის შესახებ ატყობინებენ. ამ ამბავმა შეიძლება ბევრი ადამიანის ბედს ჯვარი დაასვას, რადგან ბოლო დროს, მის ეკლესიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ჩამოსული დევნილები ცხოვრობენ, რომლებსაც სახელმწიფოსგან მხარდაჭერა სჭირდებათ. მაგრამ მხოლოდ მთავარი გმირი ზრუნავს მათზე. საბოლოოდ მაიკლმა ყველაფერი გარისკა, რათა დაკეტვისგან გადაერჩინა მისი პატარა ეკლესია...

ფილმი ბრუკლინში მცხოვრები ორი ოჯახის დრამატულად გადახლართული ბედის შესახებ გვიამბობს. ამ ორ ოჯახს შორის არსებული წონასწორობა მაშინ ირღვევა, როცა ჩნდება უცოელი გოგონა, სტუდენტი გაცვლითი პროგრამიდან...