ტოპ ფილმები
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, უდანაშაულო მამაკაცს უსამართლოდ მიუსჯიან ციხეში 7 წლიან პატიმრობას. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, განგსტერად ქცეული მთავარი გმირი, იძულებულია უხელმძღანელოს სამხრეთ კალიფორნიულ სასტიკ ბანდას...
როდესაც გლობალური კლიმატის კონტროლის მიზნით შექმნილი თანამგზავრების ქსელი იწყებს დედამიწაზე შეტევას, იწყება რასის განადგურების საათი, რომელიც მსფოლიოს დაღუპვას წინასწარმეტყველებს, რადგან გეოშტორმი ანადგურებს ყველასა და ყველაფერს...
პიტერ პარკერი ცდილობს დააბალანსოს თავისი ცხოვრება, როგორც ჩვეულებრივმა სტუდენტმა და ებრძოლოს კრიმინალს, როგორც ადამიანმა ობობამ...
არსებობს ბევრი რეკომენდაცია და რჩევა , როგორ უნდა მივუდგეთ ბავშვს, მაგრამ რა უნდა ვქნათ თუ პატარას ცუდი ხელმძღვანელის ყველა თვისება აქვს და მის გარშემო იგი მხოლოდ ზარმაც და უნიჭო ადამიანებს ხედავს?
კორი ლამბერტი იპოვის გოგონას ნაწამებ სხეულს. იგი გადაწყვეტს დაეხმაროს ფედერალური ბიუროს აგენტს ჯეინ ბენერს, რომელიც ამ საქმეს იძიებს. მაგრამ შეძლებენ ისინი წინააღმდეგობა გაუწიონ ადგილს, სადაც თავად ბუნებაა გაჟღენთილი შურისძიების სურვილით...
ფედერალური საგამოძიებო სააგენტოს აგენტს სპეციალური დავალება აქვს. მოტოცილებიანი დაჯგუფება საინკასაციო მანქანებს ძარცვავს. არსებობს ეჭვი, რომ მათ ვიღაც ეხმარება პოლიციიდან. სწორედ ამ ამბის გარკვევა ევალება აგენტს...
იმ დროს, როდესაც გრეი მის შინაგან დემონებს ებრძვის, ანას უწევს გაუძლოს იმ ქალების შურსა და რისხვას, რომლებიც ადრე გრეისთან იყვნენ...
შეიკარით ღვედები! ჰავანა, ნიუ იორკი, ბერლინი დაუმარცხებელი გუნდისთვის შეუძლებელი არაფერია, როდესაც ისინი ერთად არიან, მაგრამ როდესაც მათ წინ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი აღუდგება, მათი გზები იყოფა...
გრუმ და მისმა ცოლმა უნდა შეაჩეროს 80-იანი წლების ვარსკვლავი ბალტაზარი , რომელსაც მსოფლიოს დაპყრობა სურს...
ახალგაზრდა ბიჭი, ზედმეტ სახელად ბეიბი დრაივერი, გიჟდება მოდურ მუსიკაზე, სწრაფად სიარულსა და ადრენალინზე სისხლში. მთელი მისი ცხოვრება სროლასა და გაქცევასთანაა კავშირში, ის ხომ მძღოლად მუშაობს, რომელიც ეხმარება დამნაშავეებს დანაშაულის ადგილიდან გაქცევაში. ერთხელ მას ნამდვილი სიყვარული ეწვევა და თამაშიდან გასვლას გადაწყვეტს, მაგრამ ჯერ ერთი საქმე უნდა გააკეთოს, რომელიც შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს...
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის უფროსი წევრები მუსიკას უკრძალავენ, მიგელი ოცნებობს გახდეს სრულყოფილი მუსიკოსი, როგორც მისი კუმირი მიგელ დე ლა კრუსია. ნიჭისა და ტალანტის დამტკიცებისგან გადაღლილი და სასოწარკვეთილი მიგელი აღმოაჩენს განსაცვიფრებელ, ფერად სამყაროს მუსიკალური წვეულებების მთელი ჯაჭვით. გზად იგი ხვდება მომხიბლავ, მაგრამ მატყუარა ჰექტორს. ისინი ერთად გაუდგებიან თავგადასავლებით სავსე გზას, რომ ამოხსნან საიდუმლო ამბავი, რომელიც მიგელის ოჯახის ისტორიაში იმალება...
ფერდინანდი - პატარა ხარი, რომელსაც ხის ქვეშ ჯდომა და ყვავილების სურნელის შეგრძნება ურჩევნია აქეთ-იქით ხტომას, ხვნეშასა და სხვა ხარებთან დაჭიდებას. როცა იგი დიდი და ძლიერი იზრდება, მისი ტემპერამენტიც მატულობს. ერთ დღესაც ფერმაში ხუთი კაცი მოვა, რათა აირჩიონ ყველაზე დიდი, მსუქანი და ტლანქი ხარი, მადრიდში ხარების შეჯიბრზე გასაყვანად. ისინი შეცდომით ფერდინანდს აირჩევენ. ფილმი გადაღებულია მანრო ლეფის 1936 წლის საბავშვო წიგნის მიხედვით...
ფილმი მოგვითხრობს ვინსენტ ვან გოგის ცხოვრებასა და მის იდუმალ გარდაცვალებაზე. ეს არის პირველი ანიმაციური ფილმი, რომლის შემქმნელებმაც გამოიყენეს ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატები მთელი ფილმის მანძილზე...
ეს ზაფხული დენიელს დიდხანს ემახსოვრება: მას შეუყვარდა ყველაზე პოპულარული გოგონა ნახევარკუნძულზე და საქმე დაიჭირა ნარკომოვაჭრეებთან. პრობლემა ისაა, რომ გოგონას ძმა დენიელის პარნიორია და ჯობია დენიელის სიყვარულის ობიექტის ვინაობა არ გაიგოს...
ფილმი სამ მოხუც მეგობარზე მოგვითხრობს, რომლებიც ერთ დღესაც გადაწყვეტენ, რომ ბანკი გაძარცვონ...
ძაღლი მიემგზავრება, რათა გაიგოს მისი ცხოვრების მიზანი. იგი გამოიცვლის რამოდენიმე პატრონს და გადახდება განსხვავებული ისტორიები...
ყველა ადგილზეა: პიტერ ქვილი, სიტყვაძუნწი დრაქსი, მწვანეკანიანი ჰამორა, ცოცხალი ხე გრუტი და მოლაპარაკე ენოტი. გმირები ჩვეულ რიტმს არ ღალატობენ: ეხვევიან გაუგებარ სიტუაციებში და საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების გარეშე პოულობენ გამოსავალს. ამჯერად მათ ყველაზე დიდი საიდუმლოს ამოხსნა მოუწევთ. მათ უნდა გაიგონ, თუ ვინ არის პიტერ ქვილის მამა...
ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მარსზე ექსპერიმენტალურ კოლონიაში გაიზარდა, მოდის დედამიწაზე, რათა შეხვდეს მის შეყვარებულს. მათ ერთამენთი ინტერნეტის საშუალებით გაიცნეს...
ნამდვილი ისტორია პილოტ - ბერი სილზე. ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ბოინგ 747-ის პილოტი იყო ამერიკაში, მალე კი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. მისი ცხოვრების სტილი ისეთივე ექსტრემალური იყო, როგორც მისი ბიზნესი...
ძებნაში მყოფი ჰაკერი ერევა პოლიტიკაში. ამიტომ "მე-9 განყოფილება" საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი, იღებს დავალებას იპოვოს და შეაჩეროს იგი...
ფილმი მოგვითხრობს სამყაროზე, სადაც ადამიანების ანალოგ არსებებს ქმნიან სოციუმში სხვადასხვა დანიშნულებისთვის. სამწუხაროდ ამ ხელოვნრუად შემქნილ არსებებს გამრავლება არ შეუძლიათ. ერთ დღეს ერთ-ერთი მათგანი გაიგებს ინფორამციას, რომელიც ყველაფერს შეცვლის...
სამედიცინოს ხუთი სტუდენტი შეპყრობილია სურვილით გაიგოს რა ხდება სიკვდილის შემდეგ. ისინი გადაწყვეტენ საკუთარი გამოცდილებით გამოიტანონ დასკვნები. გულის გაჩერებით ცდილობენ კლინიკური სიკვდილი განიცადონ და გაიგონ რა ხდება სიკვდილის შემდეგ. მაგრამ აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა...
ფილმის მთავარი გმირი ფედერალური საგამოძიებო სისტემის აგენტი,ჯოა, რომელიც ცდილობს შეცვალოს მისი ცხოვრება. იგი დაკავებულია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდების გადარჩენით. მას პოლიტიკოსი მიმართავს, რომლის ქალიშვილიც დაიკარგა. ჯო შეთქმულებებისა და კორუფციის ქსელში ეხვევა...
ამბავი ორი ზედმეტი წარმოსახვის მქონე პრანკსტერის ჯორჯის, ჰაროლდის და ერთ წარმოუდგენელ ბზინვარე გმირზე...
მუნისა და მის მეგობრებს ეს ზაფხული არასოდეს დაავიწყდებათ. მათი ყოველი დღე უჩვეულო და დაუვიწყარია, მოზარდების ცხოვრებისაგან განსახვავებით...
ფილმი მოგვითხრობს ვალერიანისა და ლაურენის თავგადასავალზე 28-ე საუკუნეში, რომლებიც დროში მოგზაური აგენტები არიან...
არქეოლოგიის პროფესორი ჯეკი, რომელიც სიანში ტერაკოტის არმიის მუზეუმში მუშაობს, აშმიტასთან და კირასთან ერთად ცდილობს იპოვოს მაგადაჰას საგანძური. ტიბეტში ყინულის გამოქვაბულში, ისინი სამეფო არმიის ნაშთებს აღმოაჩენენ, რომელიც საგანძურთან ერთად გაქრა. ამავე დროს, მათ თავს ესხმის რენდალი, ამბოხებული ჯარის შთამომავალი ლიდერი. მას შემდეგ, რაც ისინი ტყვეობიდან თავს დაიხსნიან, მიდიან დუბაიში, სადაც აუქციონზე გეგმავენ ყინულის გამოქვაბულში ნაპოვნი ბრილიანტის გაყიდვას. მთელი რიგი წარუმატებლობის შემდეგ, ჯეკი და მისი გუნდი ინდოეთში მდებარე ტაძარში მიდიან, სადაც ბრილიანტს გამოიყენებენ როგორც ნამდვილი საგანძურის გასაღებს…
რაპუნცელს არ სურს იქორწინოს და კოშკის კედლებში გაატაროს ცხოვრება. იგი სასახლიდან წავა და ახალ თავგადასავალში გაეხვევა...
პატარა ქალაქ მაინიში, შვიდი ბავშვი ცნობილი როგორც ‘ლუზერების კლუბი’ უპირისპირდება მონსტრს, რომელსაც შეუძლია მიიღოს კლოუნის სახელად 'პენივაისი' - ის ფორმა...
ფილმი მოგვითხრობს შეშლილ მანიაკზე, რომელსაც სურს საშინელი ვირუსი, რომელიც ადამიანებს შეშლილ ზომბებად აქცევს მთელს ნიუ-იორკში გაავრცელოს და ეს ყველაფერი შურისძიების სახელით გააკეთოს…







































































