ტოპ ფილმები

ფილმები | ნაპოვნია: 2627

სემი, ყოფილი როდეოს ჩემპიონი ალიასკაზე ცხოვრობს , ღვთისაგან მიტოვებულ ქალაქში. ელვუდი ორ მამაკაცთან ერთად იმავე სასტუმროში დაბინავდება , სადაც სემი ცხოვრობს. აღმოჩნდება, რომ ელვუდი დანაშაულთანაა დაკავშირებული, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქალაქი შეძრა.

1983 წელი. ელიო ჩვიდმეტი წლისაა და ზაფხულს ის ვილაზე მშობლებთან ატარებს, ამერიკელ პროფესორსა და იტალიელ თარჯიმანთან. ელიო ზაფხულის დღეებს პლიაჟზე სიარულში, მეგობარ გოგონასთან გართობაში, კითხვასა და კლასიკური მუსიკის მოსმენაში ატარებს. მის დასვენებას ოლივერის, ახალგაზრდა ამერიკელი მეცნიერის, მამამისის მეგობრის ჩამოსვლა დაარღვევს.

მარშალი

Marshall

ფილმი მოგვითხრობს ტერგუდ მარშალის, ამერიკის უმაღლეს სასამართლოში პირველი აფროამერიკელის ისტორიას. კარიერის დასაწყისში მას შეხვდა სადაო საქმე , შავკანიანი მძღოლის, რომელსაც მისი დამქირავებელი ქალბატონი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. მან ახალბედა ებრაელ ადვოკატთან ერთად გადაწყვიტა , რასიზმისა და ანტისემიტიზმის ეპოქაში, სენსაციური განცხადება გაეკეთებინა მოქალაქეთა უფლებათა თანასწორებისათვის.

ხანგრძლივი ცურვის შემდეგ მეტეოროლოგი ფრენდი მიაღწევს ოკეანეში მიკარგულ კუნძულს. კუნძულზე მხოლოდ შუქურის გუშაგი დახვდება. ფრენდი ხვდება რომ გუშაგი რაღაცას მალავს და კუნძული მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს დაუსახლებელი.

ფილმი მოგვითხრობს ნამდვილ ტრაგიკომიკურ ისტორიას 2003 წელს ტომი ვაისის საკულტო დრამის “ოთახი”-ს შექმნის შესახებ, რომელსაც კინო ისტორიაში ხშირად ყველაზე ცუდ ფილმს უწოდებენ, რომლის რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და წამყვანი მსახიობი თავად იყო. 10 წლის შემდეგ გრეგმა გამოაქვეყნა მემუარები, რომლის მიხედვითაც გადაიღეს ფილმი: დამწყები სიმპატიური მსახიობი გრეგი სამსახიობო კურსებზე გაიცნობს ექსცენტრიულ ტომი ვისეუს. ახალ მეგობრებს ძალიან ცოტა რამ აქვთ საერთო, გარდა თვითგამოხატვის სურვილისა და მსახიობობისა, ამიტომ ისინი ჰოლივუდის დასაპყრობად მიემგზავრებიან.

მოქმედება ხდება ამერიკაში გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში. ფილმი მოგვითხრობს ოთხი ადამიანის ისტორიას, რომელთაც უჭირთ საკუთარ გრძნობებში გარკვევა.

ერაყის ომის სამი ვეტერანის ისტორია, რომლებსაც ამერიკაში დაბრუნების შემდეგ საზოგადოებაში დაბურნება არ შეუძლიათ. ისინი აღმოაჩენენ, რომ მათ მოგონებებს საკუთარ კედლებშიც კი შეუძლიათ მათი დარუპვა.

21 წლის ჯინ-სეოკი ახალ სახლში გადადის ოჯახთან ერთად. იგი შიზოფრენიით იტანჯება, მაგრამ ოჯახის მზრუნველობა უმსუბუქებს ამ მდგომარეობას. მისი უფროსი ძმა ჯინ-სეოკისათვის მისაბაძი მაგალითია. ერთ ღამეს ჯინ-სეოკის თვალწის მის ძმას იტაცებენ. 19 დღის შემდეგ იგი უკან ბრუნდება, მაგრამ არაფერი ახსოვს. ჯინ-სეოკს ჰგონია , რომ დაბრუნებული ადამიანი მისი ძმა არაა.

ფილმის მოქმედება ხდება გასული საუკუნის 50-იან წლებში. პროვინციალურ ქალაქში განათლებული და მოწესრიგებული ოჯახი ცხოვრობს. ერთ დღეს სახლში უცხო დამიანი შეიჭრება და ქალს მოკლავს. ნიკი დედის გარეშე რჩება. მეორე დღესვე ოჯახში გარდაცვლილის და ჩამოდის რომელიც ცდილობს დაეხმაროს ოჯახს ტრაგედიის გადატანაში. დროთა განმავლობასი ნიკი მამას უცნაურ ქმედებებს ამჩნევს და უნდა გაერკვეს რა ხდება.

ექიმი ნოკი

Knock

ფილმის მოქმედება გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების საფრანგეთში ხდება. მთავარი გმირი გამოუსწორებელი ჯიბის ქურდი და ავანტიურისტი ნოკია. იგი თანდაყოლილი ნიჭის წყალობით ადვილად ახერხებს გარშემომყოფების მოტყუებას, მაგრამ ერთხელ სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება და ნოკს წასვლა მოუწევს. იგი პატარა პროვინციალურ ქალაქში ჩადის, სადაც მას არავინ იცნობს. იგი ამით სარგებლობს და თავს ექიმად გააცნობს. იგი მკურნალობს ადამიანებს, რომლებსაც არაფერი სჭირთ. მალე ძალიან ცნობილი გახდება და უამრავი ადამიანი ჩადის მასთან სამკურნალოდ. ნოკს სიყვარული და ძველი ნაცნობი, რომელსაც მისი მხილება სურს, ერთდროულად დაატყდებიან თავს.

ამჯერად ჯუმანჯის სახიფათო სამყაროში ოთხი მოზარდი აღმოჩნდება. მათ ელით ბრძოლა მარტორქებთან და შავ მაბებთან. ყველა ნაბიჯზე უამრავი ხაფანგი და გამოცანაა.

ბარი

The Bar

ადამიანთა გუნდი გამოკეტილია ბარში. ვინც ბარიდან გავა ყველას სნაიპერი მოკლავს. სიტუაცია მაქსიმალურად იძაბება. ჩნება ეჭვი , რომ ამ სიტუაციის მთავარი მიზეზი ბარის შიგნითაა.

ყოფილი მოკრივე და ნარკოდილერი ბრედლი ტომასი ცდილობს თავი დააღწიოს კრიმინალურ წარსულს, მაგრამ კრიმინალმა იგი კვლავ ჩაითრია. მას შვიდი წლით დაიჭერენ. ეს ყველაფერი ძალიან უდროო დროს მოხდა: ცოლი ფეხმძიმედაა და დიდი ხნის ნანატრ ქალიშვილს ელოდებიან. ციხეში უცნობი ტიპი მივა, რომელიც ჯერ დაუბადებელი ქალიშვილის სიცოცხლით იმუქრება, თუ ბრედლი 99-ე ბლოკში ერთ-ერთ პატიმარს არ მოკლავს.

დეტროიტი

Detroit

ყველაზე დამანგრეველი სამოქალაქო არეულობის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1967 წელს დეტროიტში ათი ათასობით მოქალაქე აჯანყდება და მთავრობის კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა.

უფროსკლასელის ისტორია, რომელმაც ერთი წელი გაატარა საკრამენტოში. მთავარი გმირი ცდილობს გაიქცეს მისი პატარა მშობლიური ქალაქიდან, მისი უფროსი ნახევარძმის დახმარებით.

ორ უფროსკლასელ მეგობარს სურს სოციალური ქსელების ვარსკვლავები გახდენენ. მაგრამ პოპულარობისათვის კარგი საქციელი საკმარისი არაა. ისინი შექმნიან ბლოგს "საშინელი გოგონები" და ყველა იმ ტრაგიკულ მოვლენაზე, რომელიც ქალაქში ხდება, სახუმარო კომენტარებს აკეთებენ. მაგრამ მალე ტრაგიკული მოვლენები შემცირდება და ისინი დაიწყებენ ყველა იმ ადამიანის მოკვლას, ვინც მათ ხელს უშლის.

არსაიდან

In the Fade

კაწიას იდეალური ცხოვრება ერთ წამში ნანგრევებად იქცა, მისი ქმარი და ვაჟი ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპნენ. მას სურს გაიგოს მიზეზი, რატომ მოხდა ეს უაზრო მკვლელობა. დიდხნიანი გლოვის შემდეგ, სრულიად ძალაგამოცლილი რადიკალურ ზომებს მიმართავს...

სიუჟეტი იუშბოუნების ოჯახის გარშემო ვითარდება, რომელთაც ერთმანეთთან პრობლემები აქვთ. ერთ დროს ბედნიერი ოჯახი სტრესმა და ერთფეროვნებამ იქამდე მიიყვანა , რომ ერთმანეთს ვეღარ უგებენ. დედა ცდილობს სიტუაცია შეცვალოს და დაანახოს ოჯახის წევრებს, რომ ისინი ერთმანეთისათვის მნიშვნელოვანნი არიან.

სიუჟეტის ეპიცენტრში დიდი ოჯახია, რომლის შეძლებულ წევრებსაც არასოდეს არ აინტერესებთ მათ გარშემო მცხოვრები ადამიანები. მათი სახლიდან მხოლოდ რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით მიგრანტები ცხოვრობენ. ყოველ დღე მათ უმრავლესობას გადაულახავ სირთულეებთან უწევს შეხვედრა. უკიდურესი სიდუხჭირე, უმუშევრობა, ცუდი საცხოვრებელი პირობები, უფლებების არქონა მოქალაქეობის უქონლობის გამო - ეს მათი პრობლემების მხოლოდ მცირე ნაწილია. და ეს ორი სამყარო გვერდი-გვერდ ცხოვრობს. და მხოლოდ რამოდენიმე მდიდარ ადამიანს ადარდებს მიგრანტების ბედი, დანარჩენები კი ისე ცხოვრობენ, თითქოს ისინი არც არსებობენ...

ოდესღაც ზეკი მიულერი ბანკის მძარცველი იყო, მაგრამ მან შეძლო შეეცვლაა მისი ცხოვრება. იგი მასწავლებელი გახდა და კარგადაც უმკლავდება მის საქმეს, ამიტომ იგი დამრიგებლად დანიშნეს. მას გერმანიის ყველაზე რთული მოზარდების დამრიგებლობა ხვდა წილად...

ორი ლამაზი მეგობარი გადაწყვეტს ყოველდღიურობას გაექცეს და ტროპიკულ მოგზაურობაში მიდის. სამწუხაროდ მათი თვითმფრინავი უამინდობის გამო კურსს იცვლის. მათ ერთი სიმპატიური მამაკაცის გამო მოუწევთ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს...

სახლი

The House

მამა მეგობრებს დაარწმუნებს არალეგალური კაზინოს გახსნაში მისი სახლის სარდაფში, მას შემდეგ რაც ის და მისი ცოლი ქალიშვილის კოლეჯის ფულს დახარჯავენ...

ფილმი მოგვითხრობს უნიკალურ მეცნიერზე, რომელიც მისი აღმოჩენის წარდგენამდე საიდუმლო მიზეზით ერთი დღით ადრე გარდაიცვალა. აღმოჩენის საშუალებით შესაძლებელია მოგონებების შენახვა და თავიდან განცდა...

ხმის ჩამწერი სტუდიის ხელმძღვანელი მიდის კანზასში , რათა შეასრულოს მამის უკანასკნელი თხოვდა - გაამჟღავნოს კოდაქრომის ფოტოლენტი. თხოვნა არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მთელ მსოფლიოში მხოლოდ ერთი კოდაკის ლაბორატორია დარჩა და ისიც მალე დაიხურება.

ტვირთი

Cargo

ზომბი-აპოკალიფსის დროს მამაკაცს ცოლი ეღუპება და მას ჩვილი ქალიშვილი რჩება. მაგრამ მასაც უკბინეს და მამას 48 საათი რჩება, რათა ბავშვს ახალი ოჯახი უპოვოს.

ჯერ კიდევ ბავშვობაში მაქსიმომ გადაწყვიტა რომ არ იმუშავებდა. ათ წელში მან ჩანაფიქრი აისრულა. ცოლად მოიყვანა მილიონერი , რომელთან ერთადაც 25 წელი იცხოვრა. მაგრამ მოულოდნელად მილიონერი ქალბატონი ქმრის შეცვლას გადაწყვეტს, მაქსიმოს კი გარეთ გამოაგდებს. იგი დასთან გადავა საცხოვრებლად და ახალ მილიონერზე ნადირობას დაიწყებს.

ლამაზმან ქლოიას მისი ფსიქოანალიტიკოსი პოლი შეუყვარდება. როდესაც წყვილი ერთად ცხოვრებას იწყებს, ქლოია ხვდება, რომ მისი შეყვარებული ის არაა, ვისაც თამაშობს.

სერიული მკვლელი აარონი ვეღარ გრძნობს შთაგონებას. სასოწარკვეთილი იგი აქვეყნებს განცხადებას ვიდეოგრაფის ძიების თაობაზე, რომელსაც სარა გამოეხმაურება. სარას ვიდეოებს აქვეყნებს უცნობებთან შეხვედრებზე, მაგრამ ის არც ისე პოპულარულია. ისინი უბრალოდ ერთმანეთთან შესახვედრად არიან დაბადებულები.

სლამბერი

Slumber

ექიმი ელისი ღამის კოშმარებსა და ხალხის ქცევას სწავლობს ძილში. იგი ცდილობს დაემხაროს ახალგაზრდა ოჯახს, მაგრამ მათ დასახმარებლად ელისს საკუთარი შიშების დაძლევა მოუწევს, რომელიც მთელი ცხოვრება თან სდევს მას...

უფროსკლასელი ჯეფრი დამერი განიცდის მშობლების გარდაუვალ განქორწინებას, მეგობრებისა და ყურადღების უკმარისობას. მართლაც, ვის მოუნდება უცნაურ ბიჭთან მეგობრობა, რომელიც მკვდარ ცხოველებს აგროვებს , მჟავით ადნობს და ნახულობს რა აქვს შიგნით. ერთხელ ჯეფრი გადაწყვეტს სულელური საქციელით მიიქციოს სკოლასი ყურადღება. ეს სვლა გაამართლებს. ახლა მას მეგობრები ჰყავს...

ალფონსოსთან და ევასთან სადილის დროს, მეგობრები გადაწყვეტენ რომ ერთმანეთს გაუზიარონ ყველა ზარი და შეტყობინება , რომელიც მათ ტელეფონზე შემოვა.

ტყუპი ძმები დედამ გაზარდა. მათ იცოდნენ, რომ მამა მათ დაბადებამდე გარდაიცვალა, მაგრამ ბიჭები გაიზარდნენ და მიხვდნენ რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ატყუებდნენ. მართალია მამამ ისინი დედასთან ერთად მიატოვა, მაგრამ ის მაინც მათი მშობელია. ბიჭები მამის საძებნელად მიდიან...