ტოპ ფილმები
ქალაქ კტოგრატის გორაკზე ბოროტი გრინჩი და მისი ძაღლი ცხოვრობენ. გრინჩს სძულს თავისი ბედნიერი თანამოქალაქეები და ყოველ წელს ცდილობს საშობაო სამზადისი ჩაუშალოს მათ.
მგლოვიარე დედა თავისი ქმრისა და ქალიშვილის მკვლელობების შემდეგ მოხალისე გამომძიებლად გადაიქცევა. იგი არ ენდობა ხელისუფლებას და ცდილობს პირადი ძალებით, თავისებურად აღასრულოს მართლმსაჯულება.
ეს არის თინეიჯერის, რიჩარდ უერშ ჯუნიორის, ისტორია, რომელიც პოლიციის საიდუმლო ინფორმატორი გახდა1980იან წლებში. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ნარკოტრეფიკისთვის დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
ათასწლეულის წინ მსოფლიომ აპოკალიფსი გამოიარა. ახლა ადამიანები სხვაგვარ წესებთან არიან ადაპტირებულნი. მოძრავი მეგაპოლისები რესურსების მოსაძიებლად ერთმანეთს ანადგურებენ. ერთ-ერთი ასეთი ქალაქის ბინადარი ტომ ნათსოურთი მოულოდნელად გადაეყრება ახალგაზრდა იდუმალ ქალს, რომელიც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.
კოლორადოს ყოფილი სენატორი გარი ჰარტი, დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი კანდიდატი ხდება. მისი ქარიზმა, ინტელექტი და იდეალიზმი იპყრობს ახალგაზრდა ამომრჩევლების მხარდაჭერას.უტყუარი წარმატება ეჭვქვეშ დგება, როდესაც მედიაში მისი რომანის შესახებ ინფორმაცია გაჟონავს, რაც საპრეზიდენტო კამპანიასთან ერთად, პირად ცხოვრებასაც დანგრევით ემუქრება.
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, სადაც მოვლენები გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს იტალიაში ვითარდება და გრუმერის მიერ რომის გარეუბანში ჩადენილი ხმამაღალი მკვლელობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ომის შემდგომ იტალიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაული გახდება
ფილმი მოგვითხრობს მისტიური მოვენების შესახებ, ეგზორციზმის და მისტიური თრილერების მოყვარულები დააფასებთ.
კოლეჯის უკიდურესად წარმატებული უფროსკურსელი არასწორ გზას დაადგება. ამ გზაზე მოგზაურობა გადარჩენისათვის ბრძოლის ტოლფასია, რაც მის ცხოვრებას კენტუკის შორეულ რეგიონში ძირფესვიანად შეცვლის.
ველი, ყოფილი „ქუჩის“ ბავშვია, რომელიც თაღლითობით ირჩენს თავს, რაშიც მისი დედობილი მონიკაც მონაწილეობს. ერთხელაც ამ უჩვეულო პარტნიორებს არ გაუმართლებთ და მონიკას ძველ ნაცნობს, ვიქტორს, გააცურებენ, რომელიც ამჟამად ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. დედა-შვილს სხვა გზა არა აქვთ, თუ არა ორგანიზაციაში მდივანად და აღმზრდელად იმუშაონ, რათა ცოდვები გამოისყიდონ.
კოლინი მოუთმენლად ელის იმ დროს, როდესაც დასრულდება მისი გამოსასწორებელი სამუშაოები და დაუბრუნდება მშვიდ ოჯახურ ცხოვრებას. იგი ცდილობს გამოასწოროს მისი მეგობარი, რომელსაც მისი დაუფიქრებელი საქციელის გამო ხშირად აქვს პრობლემები კანონთან. მაგრამ თავისუფლებამდე ერთი დღით ადრე კოლინი ხდება თვითმხილველი, თუ როგორ მოკლა პოლიციელმა უდანაშაულო აფროამერიკელი.
მშობლები, რომელთა შვილებმაც დაქორწინება გადაწყვიტეს ძალებს აერთიანებენ, საბოლოო სამზადისისათვის.
აფრო-ფრანგი წარმომავლობის პოლიციელი და ამერიკელი დეტექტივი წარმოშობით კუბიდან იწყებენ ორი ნარკობარონის დევნას.
კაცი, რომელიც არქტიკაში ჩარჩა, ბოლოსდაბოლოს დიდი ხნის ნანატრ დახმარების მოლოდინშია. თუმცა ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, ამის შესაძლებლობაც ქრება და მან უნდა გადაწყვიტოს, დარჩეს თავის ბანაკში და მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ იყოს, თუ გაუდგეს საშინელ გზას ამ უცნობ მხარეში პოტენციური ხსნის იმედით.
ლაურა, ბუენოს აირესში მცხოვრები ესპანელი ქალი, ქმართან და შვილებთან ერთად, მშობლიურ ქალაქში, მადრიდის შემოგარენში ბრუნდება. გამგზავრების პროცესი დიდ იმედგაცრუებაში გადაიზრდება, როდესაც მოულოდნელი გარემოებები, საიდუმლოებებს გამოაშკარავებს.
გამოცდილ პოლიციელს და მის ახალგაზრდა ფეთქებად პარტნიორს მედიაში გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც ისინი ფიზიკური ძალადობენ, სამსახურიდან დაითხოვენ. გამწარებულები, რადგანაც არც ფული აქვთ და არც სამსახური, კრიმინალურ სამყაროს მიაკითხავენ, რათა თავისი „კუთვნილი“ აიღონ, თუმცა სანაცვლოდ იმაზე ბევრად მეტს „მიიღებენ“, ვიდრე მოელიან.
მეცნიერი ქმნის ავტოავარიაში დაღუპული ოჯახის წევრების კლონებს, თუმცა მის ქმნილებებს განადგურება ემუქრება. იმისათვის რომ "მკვდრეთით აღმდგარი" ოჯახის წევრები დაიცვას, მეცნიერს ყველაფერზე უწევს წასვლა.
მოვლენები კოსმოსურ ხომალდზე ვითარდება, რომელიც შავი ხვრელების შესასწავლად გალაქტიკის სივრცეებს კვეთს. მისიის წევრებს ენერგიის ალტერნატიული წყაროს მოძიება სურთ, რადგან საუკუნეების მანძილზე კაცობრიობის დაუდევრობის გამო დედამიწა თანდათანობით კვდება. ამ პროგრამის უნიკალურობა ის არის, რომ ექსპედიციის წევრები სიკვდილმისჯილი პატიმრები არიან, რომლებსაც მთავრობა ამ არაპროგნოზირებადი დასასრულის მქონე სახიფათო მოგზაურობაში მონაწილეობის სანაცვლოდ მათ თავისუფლებას დაპირდა. მაგრამ დამნაშავეები მოტყუებულები აღმოჩნდებიან, ახლა ისინი სასტიკი მეცნიერების ექსპერიმენტებში მხოლოდ გამოსაცდელი ვირთხები არიან. მეცნიერები შავ ხვრელთან ახლოს ინდივიდის სექსუალურ შესაძლებლობებზე კოსმოსური ვაკუუმის გავლენას აკვირდებიან. პარალელურად, საფრენ აპარატზე ხელოვნური განაყოფიერების ექსპერიმენტები ტარდება. შედეგად, მთავარ გმირს სახელად მონტეს ქალიშვილი შეეძინება, რომელსაც უილის დააქმევენ. თავდაპირველად, მამაკაცი ბავშვის მიმართ არ გრძნობს მამობრივ სითბოს. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი არა მხოლოდ სისხლით გახდებიან ახლობლები, არამედ ასევე სულით ...
ფილმის მთავარი გმირი მოკრძალებული მეტყევე ჯო ბრეივენია. ის განამრტოვებულ ცხოვრებას ეწევა მის ოჯახთან ერთად. იგი არასოდეს არავის აწუხებს, მაგრამ მზადაა დაიცვას თავი. იგი მშვიდად ცხოვრობს ველური ცხოველების გარემოცვაში, იქამდე სანამ ტყეში ნარკომოვაჭრეები არ გამოჩნდებიან, რომელთაც პოლიცია ეძებს. ნარკომოვაჭრეები გადაწყვეტენ ჯოს სახლში გაჩერდნენ და დაემალნონ პოლიციას. მაგრამ ჯო პოლიციის ლოდინს არ აპირებს, მას არ სურს დამნაშავეთა გამო დაკარგოს სახლი და თავისუფლება. ნარკომოვაჭრეებს წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ველური ცხოველების კი არა მეტყევის უნდა ეშინოდეთ.
ჯონ გოტი მის კრიმინალურ კარიერას ყველაზე აბსურდული დავალებების შესრულებით იწყებდა. მოგვიანებით იგი მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა კრიმინალურ სამყაროში. მისი ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძალაუფლების მქონეა ნიუ იორკში. დადგა დრო, როდესაც გოტის საქმე მის ვაჟშ უნდა გადაებარებინა, მაგრამ ვაჟმა განაცხადა, რომ არ სურდა საერთო ჰქონოდა კრიმინალთან. მაგრამ როგორ მოიქცევა ვაჟი, როდესაც ოჯახი საფრთხეში აღმოჩნდება?
1987 წლის კომედიის რიმეიკი. ლეონარდო პრეტენზიული მილიონერია. ერთხელ იგი მისი იახტის ბორტიდან გადავარდება, მეხსიერებას დაკარგავს და საავადმყოფოში მოხვდება. პიცის დამტარებელი კეიტი მას დაარწმუნებს, რომ იგი მისი ქმარი და სამი შვილის მამაა. როგორ დასრულდება კეიტის შურისძიება? რამდენი ნაბიჯია სიძულვილიდან სიყვარულამდე?
ამერიკული წყალქვეშა ნავის გამოუცდელი კაპიტანი აშშ საზღვაო ძალებთან ერთად ყველაფერს აკეთებს რუსი პრეზიდენტის გადასარჩენად, რომელიც გაიძვერა გენერალმა გაიტაცა.
როდესაც მსოფლიოს ფული და კავშირები მართავს, ერთ ადამიანს შეუძლია შეუზღუდავი ძალაუფლება მოიპოვოს. ადამიანებზე ზემოქმედების უნიკალურმა ნიჭმა, გამორჩეულმა გონებამ და საჭირო კავშირებმა მისცა მას საშუალება ემართა ყველაზე გავლენიანი წრეები კულისებიდან. მან შეძლო ჩრდილში დარჩენილიყო და სამუდამოდ შეეცვალა ისტორიის კურსი...
რიგითი დავალების შესრულებისას, პროფესიონალმა მკვლელმა დაუშვა დიდი შეცდომა - არ მოიშორა თვითმხილველი. გოგონას გადარჩენაში მან სულიერი ხნნის შანსი დაინახა. თუმცა მის ასეთ ქმედებას დიდი გართულებები მოჰყვა.
მას მერე რაც პირველ ცოლს გაშორდა, ჟურნალისტი დევიდ შეფტი ყველაფერს აკეთებს, რომ თავის თინეიჯერ შვილს ნიკს, დაეხმაროს. რომელიც სხვადასხვა ნარკოტიკების მიღების შემდეგ, საშინლად დამოკიდებული ხდება მეტამფეტამინზე.
ერლ სთოუნი, 80 წელს გადაცილებული და გაკოტრებულია, როდესაც სამსახურს შესთავაზებენ, რაც მხოლოდ მანქანის მართვას გულისხმობს. ადვილი საქმეა კია, მაგრამ ერლს წარმოდეგენაც არ აქვს, ისე გახდება მექსიკური კარტელის ნარკოკურიერი. საქმეს იდეალურად ართმევს თავს, ტვირთიც მნიშვნელოვად ეზრდება, მაგრამ ერთხელაც, ნარკოტიკებთან მებრძოლ ამბიციურ აგენტს, კოლინ ბეტს გადაეყრება.
პანორამიქსი ფიქრობს, რომ ჯადოსნური ელექსისრის დამზადებისთვის უკვე დაბერდა. იგი ასტერიქსსა და ობელიქსთან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას გადაწყვეტს, რათა თავის შემცვლელ, ნიჭიერ ახალგაზრდას მიაგნოს.
პრობლემების მქონე მუსიკალური ვუნდერკინდი შარლოტი დიდი ძებნის შემეეგ, ელიზაბეტს მიაკვლევს, რომელიც მისი ყოფილი სკოლის ახალი საუკეთესო მოსაწავლეა. ეს შეხვედრა ორივე მუსიკოსს ავბედით ცხოვრებისეულ გზას უქადის, რომელიც შოკისმომგვრელ შედეგებს მოიტანს.
ბიძაშვილები ვინსენტი და ანტონი ცხოვრობენ სამყაროში სადაც თითოეულ წამს მილიარდის მოტანა შეუძლია. ისინი გადაწყვეტენ ოპტიკურ-ბოჭკოვან საკაბელო პროექტს ჩაუყარონ საფუძველი. ყველაფერი გათვლილია და წარმატების შანსიც ისეთი მაღალია როგორც არასდროს. თუმცა მიზნისკენ მიმავალ გზაზე მათ ყოფილ ბოსთან, ევა ტორესთან მოუწევთ დაპირისპირება, რომელიც ბოროტი გენია და მათი დაუძინებელი მტერია. ფსონები დიდია - დამარცხებული კარგავს ყველაფერს, გამერჯვებულის მონაპოვარი კი ფასდაუდებელია.
ფილმში მოქმედება იწყება , მაშინ როდესაც ნათელი ხდება რომ დედამიწას ეკოლოგიური კატასტროფა ელის. როდესაც ეს მოხდება პლანეტის მოსახლეობა დაიღუპება. სასწრაფოდ რაიმეს მოფიქრებაა საჭირო, სხვაგვარად ადამიანთა რასა გაქრება. მედნიერების გუნდი იწყებს მუშაობას ზებუნებრივი ადამიანის გამოგონებისათვის, რომელიც ნებისმიერ პირობებში შეძლებს არსებობას.
ტობი, სარეკლამო სამსახურის ცინიკოსი ხელმძღვანელი ერთი მოხუცი ესპანელი ფეხსაცმლის ხელოსნის სულელური ბოდვების მსხვრეპლი აღმჩნდება, რომელსაც იგი დონ კიხოტი ჰგონია. კომიკური და სურეალისტური თავგადასავლების ფონზე, ტობის მოუწევს თავის გადაღებული ახალგაზრდობის დროინდელი იდელისტური ფილმის გამოძახილებს შეეწინააღმდეგოს.







































































