ტოპ ფილმები

ფილმები | ნაპოვნია: 2627

უხამსი კომედია „მუნდოგის“, ბუნტისთავი ნარკომანისა და თაღლითის შესახებ, რომელიც თავაშვებული ცხოვრებით ცხოვრობს.

ფილმი გაგრძელებაა სატელევიზიო სერიალისა, რომელიც 2004-2006 წლებში გადიოდა. სამხრეთ დაკოტა 10 წლის დამოუკიდებლობას ზეიმობს დედვუდთან ერთად. ყოფილი მეტოქეობა კვლავ გაღვივდება, ალიანსები კიდევ ერთხელ გამოიცდება, ხოლო ძველი ჭრილობები ისევ გაიხსნება. ყველას მოუწევს იმ გარდაუვალი ცვლილებებისთვის თვალის გასწორება, რაც დრომ მოიტანა.

მუსიკოსი გადაწყვეტს წარმატებით აამუშავოს სქემა, თუ როგორ მოიწყოს კარგი ცხოვრება და დიდ შარშიც გაეხვევა.

პოლაროიდი

Polaroid

სკოლის მოსწალე ბირდ ფიტჩერს წარმოდგენა არა აქვს, რა ბნელი საიდუმლოებები უკავშირდება პოლაროიდის ვინტაჟურ ფოტოაპარატს, რომელსაც შემთხევით გადააწყდება, თუმცა დიდი დრო არ დასჭირდება იმის გაგებას, რომ ვინც კი ფოტო გადაიღო, ტრაგიკულად დაამთავრა ცხოვრება. ჩქარობენ რა ამოხსნან ეს საიდუმლოება, ბირდი და მისი მეგობრები როგორმე კიდევ ერთ ღამეს უნდა გადაურჩნენ, სანამ ეს საშინელი პოლაროიდი ყველას დახოცავს.

17 წლის სტელა ცხოვრების დიდ ნაწილს საავადმყოფოში ატარებს, როგორც კისტოზური ფიბროზით დაავადებული პაციანტი. მისი ცხოვრება სავსეა რუტინით, იმედგაცრუებითა და მუდმივი თავის კონტროლით. სტელა გამოცდის წინაშე აღმოჩნდება, როდესაც მომხიბვლელ ბიჭს - ვუილს შეხვდება, რომელსაც მისი მსგავსი ავადმყოფობა აწუხებს.

მუსტანგი

The Mustang

მსჯავრდებული, რომელიც ველური მუსტანგების გაწვრთვნის სარეაბილიტაციო პროგრამაში მონაწილეობს, ცდილობს კარგი ურთიერთობა დაამყაროს როგორც ცხენებთან, ასევე თავის თანამესაკნეებთან, და თავის ძალადობრივ წარსულსთან დაპირისპირებასაც შეძლებს, როდესაც განსაკუთრებულად ჭირვეული ცხენის მოთვინიერბა მოუწევს.

ალიტა

Alita: Battle Angel

ალიტა მომავლის სამყაროში გამოიღვიძებს, რომელიც მისთვის სრულიად უცხოა. ისიც არ ახსოვს, თვითონ ვინ არის. მას ექიმი იდო თანაუგრძნობს, რომელიც ხვდება, რომ სადღაც, ამ კიბორგის ფუტლარის მიღმა, განსაკუთრებული წარსულის მქონე ახალგაზრდა ქალის გული და სულია.

სპორტული აგენტი, რომელსაც რაღაც ჯადოსნობის ძალით შეუძლია ადამინების ფიქრები ამოიკითხოს, თავის ახლადაღმოჩენილ უნარს გამოიყენებს, რათა ზემოდან მაყურებელ კოლეგებს აჩვენოს, როგორ შეუძლია ყველაფერი თავის სასარგებლოდ შემოაბრუნოს.

გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ქვეყანაში უწესრიგობაა, ნგრევა, შიმშილი. ბრიტანელი სამხედრო ლუის მორგანი ჰამბურგის დროებით მერად დაინიშნა. მას ქალაქის ნულიდან აღდგენა დაევალება. ცოლთან ერთად ლუისი მდიდრულ სახლში განთავსდება, სადაც გერმანელი არქიტექტორი ცხოვრობს ემოციურად არასტაბილურ ქალიშვილთან ერთად. შეძლებენ ყოფილი მტრები ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას თუ შურისძიების წყურვილი უფრო ძლიერი აღმოჩნდება?

პოკემონების სამყაროს ყველანი კარგად ვიცნობთ. ასევე კარგად ვიცნობთ ყველასათვის საყვარელ, ფუმფულა პიკაჩუს, რომლის საოცარი თავგადასავალი ძალიან ბევრს გაცინებთ,ცოტათი შეგაშინებთ და ბოლოს, შეიძლება, იტიროთ კიდეც.

ფსიქოლოგიური ტრილერი ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომელმაც“ ნაპა ველი“-ში რამოდენიმე აკრი მიწა და ლამაზი სახლი შეიძინა, თუმცა მალევე აღმოაჩინა, რომ მამაკაცი, ვისგანაც სახლი იყიდეს, მის დატოვებას არ აპირებს.

როდესაც სამეფოს დიდი საფრთხე ემუქრება და ესპენის ძმები საფრთხეში აღმოჩნდებიან, გმირები იძულებულნი არიან დაიწყონ რთული და დაუვიწყარი მოგზაურობა. მათ წინ ელოდებათ ჯადოსნური არსებები, საიდუმლოებით სავსე სამყარო და მრავალი გამოცდა, რომელიც მათ გამბედაობასა და ერთგულებას ამოწმებს.

უჩვეულო და სახალისო თავგადასავალის გაგრძელება მამაც ვიკინგ ბიჭზე და მის უკბილო დრაკონზე, რომლებსაც კვლავინდებურად საოცარი მოვლენები ელოდებათ წინ. მათ უნდა მიიღონ წარმოუდგენელი გადაწყვეტილებები რათა სამფლობელო მოახლოვებული საფრთხისგან იხსნან.

ნოელი

Noelle

სანტას ქალიშვილი ხვდება, რომ დროა ოჯახურ ბიზნესს თავად ჩაუდგეს სათავეში.

მეფე

The King

ჰალსს, არაპროგნოზირებად პრინცსა და ინგლისის ტახტის მემკვიდრეს, მეფე ჰენრი მეხუთედ აკურთხებენ, ტირანი მამის გარდაცვალების შემდეგ. ახლა ახალგაზრდა მეფემ უნდა წარმართოს სასახლის პოლიტიკა, აწარმოოს მამის მიერ წამოწყებული ომი და გაუმკლავდეს თავისი წარსულის ცხოვრების ემოციურ გადმონაშთებს

კლაუსი

Klaus

ელემენტარული სიკეთეც კი აუცილებლად ათბობს სხვას, თუნდაც შორეულ, გაყინულ ადგილას მყოფს. სმერსენსბურგის ახალი ფოსტალიონი ჯასპერი, უკიდურეს ჩრდილოეთით არსებულ ქალაქ სმირენსბურგში გაიგზავნება, სადაც მისი მოვალეობა წელიწადში მინიმუმ 6000 წერილის დაამუშავებაა. ადგილზე ჩასვლისთანავე ბიჭი ომის ზონაში აღმოჩნდება: ორი ოჯახურ კლანს, საუკუნეების მანძილზე დაუნდობელი მტრობა აქვს გაჩაღებული. რასაკვირველია, ასეთ გარემოში წერილების დრო არ არის და ფოსტა უკვე დიდი ხანია საქათმედ იქცა. თითქმის სასოწარკვეთილი ჯასპერი სტუმრობს თოჯინების შემქმნელ კლაუსს და მათი ნაცნობობა საოცარ მოვლენებს ჩაუყრის საფუძველს.

აფრიკის „საფარი“-ში გამგზავრების წინა საღამოს ქმრისგან უცბად მიტოვებული ქალი მარტო მოგზაურობს კონტინენტზე, სადაც სპილოების დამცველს შხვდება.

ერთ პატარა ქალაქში, შობის წინა ღამეს, ქარბუქი ერთად შეყრის რამოდენიმე ადამიანს.

ანგარიში

The Report

სენატის იდეალისტური თანამშრომელი დენიელ ჯეი ჯონსი, მისი უფროსის დავალებით აწარმოებს გამოძიებას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დაკავებისა და დაკითხვის პროგრამის 9/11-ე პოსტზე, როდესაც შოკისმომგვრელ საიდუმლოებას აღმოაჩენს.

კეტ ემერსონს ნამდვილად შეუძლია შობის სასწაულმოქმედების საკუთარ თავზე გამოცდა. დამწყებ მომღერალს გრანდიოზული ოცნებები და კიდევ უფრო დიდი პრობლემები აქვს. დედინაცვლი და მისი ორი ქალიშვილი კეტს მოსამსახურესავით ექცევიან და ისიც იძულებულია ყველანაირი სამუშაო შეასრულოს. მას სახლის გარეთ მუშაობაც უწევს და ერთ მდიდრულ დაწესებულებაში მღერის, როგორც ელფი. თუმცა ამ სამსახურს ერთი დადებითი თვისებაც აქვს: ახალი მომხიბვლელი სანტა - ნიკი. როდესაც გოგონას პრესტიჟულ საშობაო ზეიმზე მიიწვევენ, დედინაცვალი , თავის გოგონებთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ მან მეჯლისზეწასვლა ვერ მოახერხოს, თავად კი, გულმოდგინედ ემზადებიან. მოახერხებს თუ არა კეტი ერთგული ძაღლის, საუკეესო მეგობრისა და სადღესასწაულო მაგიის საშუალებით მაინც ესწვიოს მეჯლისს და მისი ნამდვილი დედოფალი გახდეს?

კოდი 8

Code 8

სასოწარკვეთილი, განსაკუთრებული ძალის მქონე მამაკაცი მილიტარიზებულ საპოლიციო ძალებს დაუპირისპირდება, წვრილმანი დანაშაულის ჩადენის შემდეგ.

შაზამ!

Shazam!

პატარა ბიჭუნას უნარი მიეცემა ერთი ჯადოსნურ სიტყვის წყალობით. საჭიროების შემთხვევაში,ზრდასრული სუპერგმირი გახდეს.

იქსმენები ერთერთი ყველაზე უფრო მრისხანე და ძლევამოსილი მტრის პირისპირ აღმოჩნდებიან, როდესაც ერთეერთი თავისიანი, ჯინ გრეი, კონტროლს აღარ ექვემდებარება. კოსმოსში ერთერთი სამაშველო მისიის შესრულებისას, როდესაც მას ამოუცნობი კოსმოსური ძალა შეეჯახება, ჯინი სიკვდილს ძლივს გადაურჩება. შინ დაბრუნებულს, ეს ძალა არა მარტო უსაზღვროდ ძლიერს გახდის, არამედ ბევრად უფრო არასტაბილურსაც. იქსმენები ახლა უნდა ერთად შეიკრან, რათა მისი სული გადაარჩინონ და შეებრძოლონ უცხოპლანეტელებს, რომელთაც უნდათ გრეის ახალი შესაძლებლობები გალაქტიკაზე ბრძანებლობისათვის გამოიყენონ.

ცდილობს რა გაუმკლავდეს საკუთარ შიშებს, ბუღალტერი კეისი კარატის წრეზე ჩაეწერება. შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ძალადობის და ჰიპერმასკულინობის უცნაურ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც მამაკაცურობის სტანდარტები ყოვლისმომცველია.

ეს 20 წლის დანიელის ისტორიაა, რომელიც სულიერ ტრანსფორმაციას განიცდის ახალგაზრდობის შრომა-გასწორების კოლონიაში. დანაშაული, რომელსაც ის ჩაიდენს, ხელს უშლის სემინარიაში ჩააბაროს, ხოლო მას შემდეგ რაც თავდებით გამოუშვებენ, ერთ ხუროსთან გაამწესებენ სამუშაოდ სახელოსნოში. თუმცა დანიელს არასდროს უთქვამს უარი თავის ოცნებაზე და მღვდლის ფორმაში გადაცმული, პატარა ქალაქის მრევლს ემსახურება.

ბევრი ფულის დახმარებით შეგიძლიათ მიაღწიოთ ძალაუფლებას, მაგრამ ვერ მიიღოთ მოქმედების სრული თავისუფლება. ექვს მილიარდელს ხელების გაშლის და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კარგი იდეა დაებადება. გმირები საკუთარი სიკვდილის ინსცენირებას მოახდენენ და სხვებისთვის გახდებიან. ახლა ისინი ყველა – საიდუმლო იატაკქვეშა სპეციალური რაზმის წევრები არიან, რომელთა მეთაური მოსახმობ ნიშანს მიიღებს. კონკრეტულ სფეროში თითოეული მათგანი საუკეთესოა. ჯგუფი ტექნიკურად სრულად აღჭურვილია. გამეფებული, დანაშაულის და ბოროტების წინააღმდეგ სასტიკი ომი იწყება. ექვსივე დამნაშავეების დასჯას იწყებს იმ ფორმით, როგორც საჭიროდ თვლიან. ამიერიდან მათთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს ...

ორი პაპი

The Two Popes

უკანასკნელი 2000 წლის მანძილზე ძალაუფლების გადაცემის ყველაზე უფრო დრამატული ისტორია. 2012 წელს კარდინალი ბერგოლიო (ჯონათან პრაისი) პაპი ბენედიქტესგან (ენტონი ჰოპკინსი) გადადგომის ნებართვას ითხოვს. ნაცვლად ამისა, სკანდალისა და საკუთარი ეჭვების პირისპირ მდგომი პაპი მის უმწვავეს კრიტიკოსსა და მომავალ უფლებამონაცვლეს რომში გამოიძახებს, რათა მან გაამჟღავნოს საიდუმლობა, რომელიც კათოლიკური ეკლესიის საფუძველს გამოაცლის. ვატიკანის კედლებს მიღმა იწყება ბრძოლა ტრადიციასა და პროგრესს, ბრალეულობასა და მიტევებას შორის, ეს ორი განსხვავებული ადამიანი დაუპირისპირდება რა თავიანთ წარსულს, რათა მოძებნონ საერთო წერტილი და გამოსჭედონ მომავალი მილიარდობით მორწმუნისათვის მთელს მსოფლიოში.

პარაზიტი

Parasite

კი-ტაკის ოჯახში ყველა უმუშევარი და ღარიბ-ღატაკია. სიტუაცია მაშინ იცვლება, როდესაც ერთერთი მათგანი პარკების უმდიდრეს ოჯახში, დაიწყებს სამსახურს. შეეცდებიან რა მათი ცხოვრებისეული პრობლემები მოაგვარონ, თავად მოულოდნელად აღმოჩნდებიან უცნაურ ინციდენტში.

პოპულარული ექშენ-ფრენჩაიზის -ფორსაჟი- პირველი სპინ-ოფი აშშ-ს დიპლომატიური უსაფრთხოების სპეცაგენტის ლუიკ ჰობსის (დუეინ ჯონსონი) შესახებ

ტერიერი მაქსი უნდა შეეგუოს გარდაუვალ ცვლილებებს, როდესაც მისი პატრონი ქორწინდება და მათ ცხოვრებაში ბავშვი ჩნდება. მაქსი ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ რანჩოზე მიემგზავრება, ქალაქში კი ამ დროს საინტერესო თავგადასავალი მზადდება.

პეიჯი და მისი ძმა ზაკი, რომლებიც მოჭიდავეთა ოჯახში დაიბადნენ, ძალიან ეგზალიტირებულნი არიან: ცხოვრებაში რომ ერთხელ ეძლევა ადამიანს, ისეთი შანსი მიეცემათ - მონაწილეობა მიიღონ პროფესიული ჭიდაობისათვის შესარჩევ საკონკურსო პროგრამაში. მაგრამ როდესაც პეიჯს საწვრთნელ პროგრამაში აიყვანენ, მოუწევს თავის საყვარელი ადამიანებისგან მოშორებულს, მარტომ გაუსწოროს თვალი ამ ახალ სასტიკ სამყაროს. ეს გამოცდილება აიძულებს ყველა რესურსი გამოიყენოს და საბოლოოდ დაამტკიცოს, რომ რაც მას გამოარჩევს სწორედ ისაა, რაც ვარსკვლავად აქცევს.

CGI და live-action-ის მიერ სხვაგვარად წარმოჩენილი კლასიკად ქცეული დისნეის ფილმი.