ტოპ ფილმები
ეს პოსტ-აპოკალიფსური ზღაპარი მოგვითხრობს ავგუსტინეს, მარტოხელა მეცნიერს არქტიკაში, როდესაც ის ცდილობს შეაჩეროს სალის და მისი თანამემამულე ასტრონავტები სახლში იდუმალი გლობალური კატასტროფის დროს.
შეყვარებულის ოჯახთან პირველი შეხვედრა როგორც წესი რთულია, გეგმავ, თუ როგორ შეხვდე მათ და როგორ დაესწრო მათ ყოველწლიურ საშობაო ვახშამს თუმცა შემდეგ აანალიზებ რომ გოგო გეია, ეს კი საქმეს უფრო ართულებს
ფილმი მოგვითხრობს 17 წლის დარინის ცხოვრებას , რომელიც გაიგებს, რომ მისი შეყვარებული კვდება. ის ცდილობს დარჩენილ წელიწადში , მას მთელი ცხოვრებისეული გამოცდილებები მიაღებინოს.
ტასია ვონი კორპორაციული აგენტია , რომელიც ტვინის გადანერგვის ტექნოლოგიას იყენებს სხვის სხეულში გადასასვლელად. მიუხედავად იმისა , რომ მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს , მისი ექსპერიმენტები სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს მასში. დაუზიანებს მოგონებებს, შეშლის მენტალურად და საკუთარ თავზე კონტროლს დააკარგვინებს როგორც კი გააცნობიერებს , ადამიანი , რომლის სხეულშიც არის გადასული , მისი ცნობიერების წაშლას ცდილობს...
შვედი და ნორვეგიელი ნახევარ-დები, ტუვა და იდა, ჩრდილოეთ ნორვეგიაში, ადრეულ ზამთარში ყვინთვით ერთობიან. უბედური შემთხვევა მოხდება - 30 მეტღის სიღრმეზე კლდოვანი გრუნტი მახეში მომიაწყვდევს ტუვას. იდას შესაძლებლობები, მარტო გაუმკლავდეს ამ პრობლემას, ძალიან მწირია. დახმარება არსაიდანაა- დები იძულებულნი არიან საკუთარი ძალებით გადაარჩინონ ერთმანეთი.
დაქვრივებული სამოქალაქო ომის ვეტერანი თანახმაა გოგონა, რომელიც კიოვას ტომმა წლების წინ წაიყვანა თავის დეიდასა და ბიძას დაუბრუნოს, მისივე ნების საწინააღმდეგოდ. ისინი ასობით მილს გაივლიან და სერიოზულ საფრთხეებსაც გადაეყრებიან, ეძენებ რა ადგილს, რომელიც ორივეს შეუძლია სახლად მიიჩნიოს
Lara Jean and Peter have just taken their relationship from pretend to officially official when another recipient of one of her old love letters enters the picture
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა გოგონასა და სერიული მკვლელის სხეულები შეიცვლება, გოგონა აღმოაჩენს რომ მას მხოლოდ 24 საათი აქვს სხეულის დასაბრუნებლად.
ისტორია მოგვითხრობს 7 ადამიანის სასამართლოზე , რომლებსაც ბრალი 1968 წლის დემოკრატიული საერთაშორისო კონფერენციაში ბუნტის გამო ედებათ.
ფილმი ადამის შესახებ , რომელიც სხვა მოზარდებისგან არაფრით განსხვავდება . მას ჰორმონების მოზღვავება აწუხებს და მისდევს მომავლის ოცნებას , რომ შეფ მზარეული გახდეს. ქიმიის გაკვეთილზე მომხდარი ინცინდენტის შემდეგ ადამს მენტალურად დაავადებულად გამოაცხადებენ და კათოლიკურ აკადემიაში გააგზავნიან.
ოდესღაც ცნობილი ბავშვი დეტექტივი ახლა 32 წლისაა და დღესაც იდუმალებით მოცული საქმეების გახსნითაა დაკავებული , თუმცა ეს საქმეები ძირითადად ნაბახუსევსა და თვითმწუხარებას შეეხება. ერთ დღეს გულუბრყვილო კლიენტი მას პირველ ზრდასრულთა საქმეს მიუტანს და დაავალებს , რომ თავისი შეყვარებულის მკვლელი იპოვოს.
ნევადაში კომპანიის ეკონომიკური ჩამოშლის შემდეგ , ფერნი (ფრანცის მაკდორმანდი) თავის ფურგონს მოაწყობს და სოციალური ცხოვრებისგან გათავისუგლებული , ნომადის ცხოვრებას მიჰყოფს ხელს. ნომადლენდი დაფუძვნებულია ნამდვილი ნომადის ლინდა მეის , სვენკი და ბობ ველსების ცხოვრებაზე , ამერიკის დასავლეთ ნაწილში
ახალგაზრდა ქალი, რომელიც წარსულში მომხდარი ტრაგიკული მოვლენით ტრავმირებულია, შურს იმ კაცების მიმართ იძიებს, რომლებიც მის გზას გადაკვეთენ.
უდარდელი ნაილსი და ფრეილინა სარა შემთხვევით ქორწილში შეხვდებიან ერთმანეთს პალმ სფრინზსში. საქმე რთულდაა, რადგან არ შეუძლიათ თავი დააღწიონ ამ ღონისძიებას და ... ერთმანეთს.
როდესაც ენოლა ჰოლმსი - შერლოკ ჰოლმსის თინეიჯერი და- გაიგებს რომ დედა დაიკარგა, მის საძებრად გაეშურება, და თავისებური სუპერ-გამომძიებელი გახდება, თავის ცნობილ ძმასაც აჯობებს და ფარდას ახდის საშიშ შეთქმულებას ახალგაზრდა იდუმალებით მოსილი ლორდის წინააღმდეგ.
სლოანს და ჯეკსონს დღესასწაულებზე მარტო ყოფნა არ უყვართ, რადგან ოჯახის სხვა წევრები განიკითხავენ და ლექციებს უკითხავენ. ამიტომ, ისინი ქუჩაში ორ უცნობს შეხვდებიან და ოჯახურ დღესასწაულზე წაიყვანენ.
ერთი ღამის ურთიერთობის შემდეგ, ქორწინებაში მყოფი, წარმატებული მამაკაცი ერთი ცბიერი პოლიციელი-დეტექტივის მიერ წარმოებულ გამოძიებაში აღმოჩნდება გარეული.
მთებში მდებარე პატარა ქალაქში შიში დაისადგურებს რადგან ყოველი სავსე მთვარის შემდეგ გვამებს პოულობენ. ოფიცერი მარშლი, რომელსაც თინეიჯერი გოგონა ეზრდება და ავადმყოფი მამა ჰყავს, ძილს და მოსვენებას დაკარგავს. იგი ცდილობს თავი დაირწმუნოს, რომ მაქციები არ არსებობენ.
პენსიაზე გასული სპეცრაზმის ოფიცერი უსასრულო დროის მარყუჟში იჭედება და მხოლოდ საკუთარი სიკვდილის დღეს ცხოვრობს.
ინგლისი, 1980 წელი. აღიარებული თუმცა მივიწყებული მერი ანინგი, რომელიც წიაღისეულის მაძიებელი იყო, მარტო მუშაობს სამხრეთ სანაპირო ზოლზე. თავისი წარმატებული აღმოჩენები წარსულს ჩაბარდა...ახლა იგი ჩვეულებრივ ნამარხებს ეძებს ტურისტებს რომ მიჰყიდოს , რათა თავი ირჩინოს და ავადმყოფ დედას მიხედოს. როდესაც ერთი მდიდარი პიროვნება მერს თავის მეუღლეზე მზრუნველობას მიანდობს, იგი თავს უფლებას ვერ მისცემს ასეთ შეთავაზებაზე უარი თქვას. თავდაპირველად ამ დაუპატიჟებელ სტუმართან უთანხმოებაც კი მოსდის, თუმცა შემდგომ, მიუხედავად მათ სოციალურ კლასებსა და პიროვნებებს შორის დიდი სხვაობისა, ამ ორ ქალს შორის ძალიან მჭიდრო კავშირი დამყარდება, რაც ორივეს აიძულებს თავიანთი რეალური ურთიერთობის ბუნება განსაზღვრონ.
როდესაც საშუალო სკოლის მოსწავლეები იწყებენ აუხსნელ აფეთქებას, უფროსები მარა და დილანი იბრძვიან გადარჩენისთვის იმ სამყაროში, სადაც ყოველი მომენტი შეიძლება უკანასკნელი იყოს. როდესაც მათ შორის მოულოდნელი რომანი აღმოცენდება, მარა და დილანი მიხვდებიან, რომ როდესაც ხვალინდელი დღე გარანტირებული არ არის, აწმყოთი ტკბობა უნდა დაიწყონ.
მოვლენები 1980-იან წლებში ვითარდება და გავლენიანი ბიზნესმენის, მაქსველ ლორდის (პედრო პასკალი) შესახებ მოგვითხრობს
საერთაშორისო შპიონაჟის სამყაროსთვის უცნობი ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს აგენტს, ცნობილს“პროტაგონისტი“-ს სახელით, საიდუმლო ორგანიზაცია, სახელწოდებით „ დოგმატი“ გადაიბირებს, რათა მან გლობალური მასშტაბის დავალება შეასრულოს, რაც რეალური დროის მიღმა უნდა განვითარდეს. მისია შემდეგია: ხელი შეუშალოს ანდრეი სატორს, რუს ოლიგარქსა და რენეგატს, რომელსაც მომავლის ხედვის უნარი აქვს, მესამე მსოფლიო ომის დაწყებაში. მთავარი გმირი მალე დაეუფლება „დროის ინვერსიის“ ხელოვნებას, როგორც მოსალოდნელ საშიშროებასთან შებრძოილების საშუალებას.
მამაკაცი შედის ასაკში და ქალიშვილისგან ყოველგვარ დახმარებაზე უარს ამბობს. შეეცდება რა ცვალებადი გარემოებების არსს ჩასწვდეს, საყვარელ ადამიანებშიც ეჭვი შეეპარება, თავის თავშიც და არსებულ რეალობაშიც.
1973 წელს ფრენკ ბლედსო და მისი 18 წლის ძმისშვილი ბეტი მანჰეტენიდან კრელვილში , სამხრეთ კაროლინაში გაემგზავრებიან , მათ კი უეცრად ფრენკის საყვარელი ვალიდიც შეუერთდება.
შემთხვევითი შეხვედრა მამაკაცთან, რომელიც ახალგაზრდობაშივე მიივიწყეს, ფრედს მის წარსულში ამოგზაურებს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
მომხიბლავი და თავდაჯერებული, მარლა გრეისონი – სასამართლოს მიერ დანიშნული მოხუცების პროფესიონალი მეურვეა, რომელთა ქონებას ის საეჭვო, მაგრამ კანონიერი საშუალებებით ითვისებს. ეს კარგად გააზრებული რეკეტია, რომელსაც მარლა და მისი ბიზნეს პარტნიორი და საყვარელი ფრანი ბრუტალური ეფექტურობით იყენებენ თავიანთი უკანასკნელი მსხვერპლის, უმემკვიდრეო და უოჯახო მდიდარი პენსიონერის – ჯენიფერ პატერსონის მიმართ. მაგრამ როდესაც გაირკვევა, რომ მათ მსხვერპლს არანაკლებ ბნელი საიდუმლოებები და საშიშ განგსტერებთნ კავშირი აქვს, მარლა იძულებული ხდება თამაშის დონე აწიოს, რომელშიც თამაში მხოლოდ მტაცებლებს შეუძლიათ.
ცივი ომის დროს ოლეგ პენკოვსკისგან საბჭოთა კავშირი წერილს მიიღებს. რომელშიც წერია , თუ როგორ ღელავს ატომური ომის გამო . ემილი დონოვარი , ცენტრალური სადაზვერვოს აგენტი მი6-ის აგენტს დიკი ფრენკს დაუკავშირდება. ერთად ისინი ბრიტანელ ვაჭარს , გრევილ ვინს გადაიბირებენ და მას ჯაშუშად გამოიყენებენ.
ნამდვილი ამბავი, რომელიც რევოლუციონერი აფრო-ამერიკელი ბიზნესმენების, ბერნად გარეტის და ჯო მორისის დრამატულ ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც 1960-იან წლებში ბიზნეს სფეროში რასისტულ-რეპრესიული პრობლემების მოსაგვარებლად თამამ და სარისკო გეგმას შიმუშავებენ. ისინი სხვა აფრო-ამერიკელებს თავიანთი ამერიკული ოცნების განხორციელებაში ეხმარებოდნენ. გარეტის მეუღლესთან ერთად გმირები მუშათა კლასიდან თეთრკანიან, მეთ შტაინერს მათი მზარდი უძრავი ქონებისა და საბანკო საქმის წარმოების იმპერიის მდიდარ და პრივილეგირებულ სახედ განასახიერებაში ავარჯიშებენ, ხოლო თავად გარეტი და მორის დამლაგებელს და მძღოლს ანსახიერებენ. მათი წარმატება საბოლოოდ ფედერალური ბიუროს ყურადღებას იპყრობს, რაც საფრთხეს შეუქმნის ყველაფერს…
როდესაც იდუმალი ვირუსი იწყებს გავრცელებას, ის საფრთხეს უქმნის უცხოპლანეტელ ჰიბრიდებსა და ადამიანებს შორის დამყარებულ მყიფე მშვიდობას. ეს ახალი რეალობა მთელ პლანეტაზე ქაოსს იწვევს და ოდესღაც სტაბილური თანაცხოვრება სწრაფად ინგრევა. კაპიტანი როუზ კორლი იღებს ურთულეს მისიას უხელმძღვანელოს ელიტურ მებრძოლთა ჯგუფს, რომელიც უნდა დაუპირისპირდეს ვირუსის შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებს და დაიცვას დარჩენილი ადამიანობა. ბრძოლა მხოლოდ ფიზიკურ გადარჩენას არ ეხება იგი ასევე ეხება ნდობას, ერთგულებას და იმ სამყაროს მომავალს, სადაც ორი განსხვავებული სახეობა ცდილობდა თანაცხოვრებას.







































































