ტოპ ფილმები
ტომას სევიჯის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული დრამატული ვესტერნი, ძმების ფილ და ჯორ ბერბანკების შესახებ. უფროსი ფილი გონიერი და სასტიკი ადამიანია, ხოლო უმცროსი ჯორჯი ნაზი და მგრძნობიარე. ორივე მათგანმა ცოტა ხნის წინ მემკვიდრეობით მიიღეს მონტანას ხეობაში მდებარე უდიდესი რანჩო. მაგრამ ძმების ურთიერთობა სწრაფად ნადგურდება, როდესაც ჯორჯი ქვრივ როუზზე ფარულად დაქორწინდება. შედეგად, გაბრაზებული ფილ ქორწინების გასანადგურებლად დაუნდობელ ომს იწყებს, და ამაში ის როუზის შვილს პიტერს პაიკის სახით იყენებს.
მეთ ჰეიგის ამავე სახელწოდების საერთაშორისო ბესტსელერზე დაფუძნებული ფენტეზური დრამა, ახალგაზრდა ნიკოლასის თავგადასავლების შესახებ, რომელიც შობის გმირი გახდება. ნიკოლასი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც მამის გაუჩინარების შემდეგ მის გადასარჩენად, ჩრდილო პოლუსზე წავა, სადაც ჯადოსნური სამყაროს აღმოაჩენის შემდეგ, ელფების სოფელში შობის სულს დააბრუნებს.
ნამდვილი ამბავი ავიაკატასტროფის შესახებ. ტერორისტული საფრთხის გამოძიების დროს, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, კორეის ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ ეჭვმიტანილი ახლახან ავიდა საერთაშორისო რეისზე, რომელიც შეერთებულ შტატებში მიფრინვს. როდესაც იმავე რეისზე მყოფი სრულიად ჯანმრთელი მგზავრი მოულოდნელად კვდება შემზარავი სიკვდილით, პანიკა იფეთქებს როგორც ჰაერში, ასევე ხმელეთზე. ახლა საწვავის სტაბილურად ვარდნისა და დახმარებაზე საერთაშორისო უარის თქმის გამო, კაპიტანი და ეკიპაჟი იძულებულნი არიან მიიღონ უპრეცედენტო გადაუდებელი გადაწყვეტილებები მათი მგზავრების სიცოცხლის გადასარჩენად.
თეატრის რეჟისორმა უნდა მოძებნოს გზა, რათა თავისი თეატრი არ გაიყიდოს, წლევანდელი "საშობაო სიმღერა" ყველაზე დიდ წარმატებას მოუტანს მას თუ ჰოლივუდის სიმპათიური მსახიობი დაეხმარება ...
რომანტიკული დრამა, რომელშიც მოვლენები პოლიტიკურად დატვირთული 1960-იანი წლების დასაწყისში ვითარდება, სადაც ახალგაზრდა ქალი თავის მშობლიურ სამხრეთ ქალაქში ბრუნდება და თავისი შესაძლებლობების შეზღუდვის და დისკრიმინციის პირისპირ აღმოჩნდება. შედეგად, კონგრესში მისი მოკავშირის დახმარებით, მთავარი გმირი შესაძლებლობების და ქალთა დაცვის ისტორიულ კანონის მიღების შთაგონების წყარო გახდება, რომელიც ქალებისთვის მანამდე არასდროს არ იყო გათვალისწინებული.
ნამდვილი ამბავი ფორტ-უერთის ბავშვთა სახლის საფეხბურთო გუნდის შესახებ. დიდი დეპრესიის დროს, მტკიცე სულით ისინი ქალაქის, ქვეყნისა და ერის შთაგონების წყარო გახდებიან და პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის ყურადღებაც კი მიიპყურობენ. მათი წარმატების არქიტექტორი, ლეგენდარული სკოლის მწვრთნელი რასტი რასელი იყო, რომელმაც შოკში ჩააგდო თავისი კოლეგები, როდესაც უარი თქვა მწვრთნელის პრივილეგირებულ თანამდებობაზე და ბავშვთა სახლში დაიწყო მუშაობა. თუმცა, ცოტამ თუ იცოდა რასტის საიდუმლო: ის თავად იყო ობოლი. საბოლოოდ რასელი შეიმუშავებს ინოვაციურ სტრატეგიას, რომელიც წარმატების განმსაზღვრელი გახდება თანამედროვე ფეხბურთში.
როდესაც კომედიური ჟანრის ვეტერანი მწერალი ჩარლი ბერნსი, რომელიც ნელა კარგავს კავშირს რეალობასთან, ერთ დღეს ნიუ-იორკელ ნიჭიერ ქუჩის მომღერალს ემა პეიჯს შეხვდება, მათ შორის წარმოუდგენელი, მხიარული და მგრძნობიარე მეგობრობა ყალიბდება, რომლებიც თაობებს შორის ბარიერს შლიან და ხელახლა აღმოაჩენენ სიყვარულისა და ნდობის მნიშვნელობას…
ასაკოვანი ჟოკეი იმედოვნებს, რომ ბოლო ტიტულს მოიგებს თავისი დიდი ხნის მწვრთნელისთვის, რომელმაც მისთვის ჩემპიონი ცხენი შეიძინა. მაგრამ წლებმა – და დაზიანებებმა – დიდი გავლენა მოახდინეს მის სხეულზე, რაც ახლა ეჭვქვეშ აყენებს მის უნარს გააგრძელოს ასპარეზობა. ხოლო ახალგაზრდა დამწყები მხედრის მოულოდნელი გამოჩენა, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი შვილია, კიდევ უფრო ართულებს მთავარი გმირის ოცნების ასრულების გზას.
1987 წელი. დენვერი. ერთ გიჟური ღამე ოთხი მეგობრის ცხოვრებაში, რომლებიც სრულ ჭკუაზე არ არიან თავიანთი საკულტო ბრიტანული ჯგუფის - სმიტების - უცაბედი დაშლით.
ასტრონავტი, ტყისმცველი, მულტიპლიკატორი. ახალგაზრდა რაკელს კიდევ უამრავი სხვა გეგმა აქვს და მათში არ შედის დედობა. ურჩევნია წვეულებებზე იაროს, დალიოს ან ნარკოტიკები მიიღოს, ნაცვლად იმისა, რომ ტუალეტში გაატაროს საათები. მაგრამ, ფაქტს ვერ უარყოფ. მისი ბრალია თუ... ბავშვის?
იდა “რედი” უოკერი – გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტია, რომელიც შეიარაღებული ძარცვისთვის ციხეში იხდის სასჯელს. ხვდება, რომ სასიკვდილო ავადმყოფობის გამო შეიძლება ციხიდან ვერ გამოვიდეს, იდა თავისი უკანასკნელი მსხვილი საქმის განხორციელებას გადაწყვეტს და მის ვაჟს უაითის მიმართავს, რომელიც უნდა დაეხმაროს მას ციხიდან გამოსვლაში. მაგრამ FBI–ის მოახლოებასთან ერთად, უაითიმ ოჯახსა და თავისუფლებას შორის რთული არჩევანი უნდა გააკეთოს.
ანიმაციური ფილმის გმირები გადაშენებული საყვარელი ფუმფულა არსებები, სახელად ფლამელები არიან, რომელთაგან ორი ოპი და ედი შემთხვევით წარსულიდან ჩვენს დროში მოხვდებიან და აღმოაჩენენ, რომ მათი სახეობა გადაშენდა. ახლა მათი თავის და სახეობის გადასარჩენად გმირები თავგადასავლებით სავსე არაჩვეულებრივ და ამაღელვებელ მოგზაურობას იწყებენ, სადაც ისინი კვლავ წარსულში დაბრუნებას და ისტორიის მსვლელობის შეცვლას ცდილობენ.
როდესაც ბოდი და მისი ჯგუფი,,თრუ ბლუ“ დატოვებენ ,,სნოუ მაუნტინს“ და ტურნეში გაემგზავრებიან თვიანთი პოპ- სენსაციით - „ლილ-ფოქსი“, მიხვდებიან, რომ დიდება მარტივად არ მოდის.
ფილმი ბენგალიის არმიის ყოფილი ბრიტანელი ჯარისკაცის სერ ჯეიმს ბრუკსის რეალური თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც 1839 წელს ახალი სამყაროს აღმოჩენის მიზნით გემით მიემგზავრება ბორნეოში, სადაც ის იარაღის გამოყენების გარეშე სულთანს მკვიდრი ტომების აჯანყების ჩახშობაში დაეხმარება. ჯეიმის ბრიტანეთის იმპერიას გამოიწვევს, როდესაც ჯუნგლების სამეფოს მართვას და საზოგადოების რეფორმირებას გადაწყვეტს, სადაც მას მეკობრეების, ადგილობრივი მოსახელობის, დიდებულების, მონობის და ადამიანებზე ნადირობის წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევს. შედეგად, ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია მთავარ გმირს მისი მიღწევების გამო წოდებას მიანიჭებს.
ახალგაზრდა გოგონასა და სუპერძალების მქონე ციყვის თავგადასავალი
პელე, ერთადერთი ადამიანი, ვინც მოიგო მსოფლიო თასის სამი ტიტული, ახალგაზრდა სუპერვარსკვლავიდან ეროვნულ გმირად იქცა 1970 წელს. ფილმში ასახულია 1958-1970 წლები, რადიკალური და მშფოთვარე ხანა ბრაზილიის ისტორიაში.
თრილერი რეალურ დროში, რომელშიც მოვლენები ბელფასტის შუაღამის ქუჩებში ვითარდება და ახალგაზრდა წვრილმანი დილერი მძღოლის ბეიჯის შესახებ მოგვითხრობს, როდესაც ის საშიში მევახშისგან ნასესხები ნაღდი ფულით ცდილობს ბოლო გარიგება დადოს. მაგრამ როცა ტრანსფერი კატასტროფულად არასწორედ წარიმართება, ახალგაზრდა გმირი დროის წინააღმდეგ რბოლაში აღმოჩნდება, რომ იპოვოს დაკარგული პროდუქტი და ახალი მყიდველი, სანამ მას საშიში მევახშე გაანაგურებს.
ელმერ ელევატორი ეძებს დატყვევებულ დრაკონს ველურ კუნძულზე, თუმცა აღმოაჩენს ბევრად მეტს, ვიდრე შეეძლო წარმოედგინა.
მაიკლ ბრაისი ცდილობს მშვიდ ცხოვრებას, თუმცა კვლავ იძულებულია ჩაერთოს ქაოსურ თავგადასავალში. ამჯერად მასთან ერთად დარიუს კინკეიდი და მისი ცოლი სონია არიან. სამეულს უწევს ევროპაში მოგზაურობა, სადაც ისინი ხვდებიან საერთაშორისო კრიმინალებს, ტერორისტულ საფრთხეებს და უამრავ სასაცილო სიტუაციას. მათი ურთიერთობა სავსეა იუმორით, დაძაბულობით და მოულოდნელი მოვლენებით.
ლინდა და ბექსტონი გადაწყვეტენ, პანდემიით შექმნილი ქაოსი საკუთარ სასარგებლოდ გამოიყენონ და ლონდონის ცნობილი საიუველირო მაღაზიიდან, Harrods, მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტი მოიპარონ.
ომის დასრულების შემდეგ ჰარი ცდილობს ახალი ცხოვრება დაიწყოს, თუმცა წარსულის საშინელი მოგონებები და დანაშაულის გრძნობა მუდმივად თან სდევს. საკუთარი ტკივილისა და დაკარგული სიყვარულის დაბრუნების იმედით, იგი პროფესიონალურ კრივში ბრუნდება და ცდილობს ლეგენდარული მოკრივის, როკი მარჩიანოს წინააღმდეგ გახმაურებული ბრძოლა საკუთარი ცხოვრების გარდამტეხ მომენტად აქციოს.
როდესაც საზოგადოების საფუძვლად ქცეული წესები საბოლოოდ ინგრევა, უკანონო მძარცველების რადიკალური სექტა გადაწყვეტს, რომ ყოველწლიური „წმენდა“ აღარ უნდა დასრულდეს გამთენიისას. მათი მიზანია, ეს ერთი ღამის სისტემა მუდმივ რეჟიმად აქციონ და ქაოსი მთელი წლის განმავლობაში გაავრცელონ. ქვეყანა სწრაფად ეშვება უკონტროლო ძალადობისა და ანარქიის მდგომარეობაში. ქალაქები გადაიქცევა ბრძოლის ველებად, სადაც კანონი აღარ მოქმედებს და გადარჩენა მხოლოდ ძალაზე, ეშმაკობასა და ნდობის ძალიან შეზღუდულ წრეზეა დამოკიდებული. მოსახლეობა იძულებულია აირჩიოს შეეგუოს ახალ რეალობას ან იბრძოლოს სისტემის დასამხობად.
რომანტიკული დრამა ორ ახალგაზრდაზე, რომლებიც ერთმანეთთან წერილების საშუალებით ამყარებენ კავშირს. წვიმიანი და სევდიანი ატმოსფერო ქმნის განსაკუთრებულ განწყობას, სადაც გრძნობები სიტყვებში ცოცხლდება. დისტანცია და გაურკვევლობა მათ სიყვარულს კიდევ უფრო ღრმას და რეალურს ხდის. ნაზი ისტორია სიყვარულზე, მოლოდინსა და ემოციებზე.
პატარა თაგვი ვისი და მელა უაითბელი ბუნებრივად მტრები არიან, თუმცა მოულოდნელი უბედური შემთხვევის შემდეგ ისინი ცხოველთა სამოთხეში ხვდებიან. აქ იწყება მათი უჩვეულო და ჯადოსნური მოგზაურობა, სადაც მტრობა მეგობრობაში გადაიზრდება. ეს არის თბილი და ემოციური ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია მეგობრობას ყველაზე დიდი განსხვავებების დაძლევა.
როდესაც ლანსკი წარსულის ბნელ და სისხლიან დეტალებს იხსენებს, საქმეში ერთვება FBI, რომელიც დეივიდს „სატყუარად“ იყენებს, რათა მიაგნოს მაფიოზის მიერ წლების წინ დამალულ უზარმაზარ ქონებას.
ერთ დღეს კონკია შემთხვევით აღმოაჩენს სამ ჯადოსნურ მუხას, რომლებიც უნიკალურ ძალას ფლობენ. თითოეული მუხა ასრულებს ერთ სურვილს, რაც გოგონას აძლევს შესაძლებლობას შეცვალოს საკუთარი ბედი და გაითავისუფლოს თავი მძიმე ცხოვრებისგან.
ორი მოზარდი აღმოჩნდება უცნაურ დროის მარყუჟში, სადაც ერთი და იგივე დღე უსასრულოდ მეორდება. ისინი გადაწყვეტენ, რომ ეს წყევლა შესაძლებლობად აქციონ და იპოვონ ყველა ის პატარა დეტალი, რაც ერთ დღეს იდეალურად აქცევს. თუმცა, რაც უფრო უახლოვდებიან სრულყოფილებას, მით უფრო რთულდება რეალობასთან დაბრუნება და საკუთარ გრძნობებთან გამკლავება.
მის ვილოთი პედაგოგი და ენთუზიაზმით აღსავსე თავგადასავლების მოყვარული ქალია, ოჯახური ქონების მემკვიდრე, რომელიც თავის ყოფილ პოლიციის მსახურთან, რობერტთან და თავხედ, მაგრამ საიმედო ჯეკ რასელ ბენტლისთან ერთად, საიდუმლოებით მოცულ ანტიკვარული წიგნების მაღაზიის გარშემო არსებულ საიდუმლოებებსა და თავგადასავლებში ეხვევა.
ბრაზილიაში აკემი აღმოაჩენს, რომ ის იაკუძას იმპერიის მემკვიდრეა. სწორედ ამის შემდეგ მისი ბედი ძალადობისა და საიდუმლოების სპირალში გადადის.
ცნობილი საშობაო კომედიის რიმეიკი, 12 წლის ცელქი და საზრიანი ბიჭის მაქს მერსერის შესახებ, რომელსაც არდადეგებზე იაპონიაში წასული მისი ოჯახი სახლში მარტო დატოვებს







































































