ტოპ ფილმები
სათავგადასავლო ანიმაციური ფილმი, 15 წლის გოგონას, მირაბელ მადრიგალის შესახებ, რომელიც ჯადოქრების ოჯახში დაიბადა. თუმცა, თავად გოგონა არ ფლობს ჯადოსნურ შესაძლებლობებს. მოვლენები კოლუმბიის მთებში დამალუ ადგილას, სახელწოდებით “ენკანტო”-ში ვითარდება – ჯადოსნური სამყარო, რომელშიც საოცრებები ხდება. და სწორედ მირაბელს მოუწევს მისი ოჯახის და ენკანტოს დაღუპვისგან გადარჩენა…
ოჯახური იპმერიის სენსაციურ და შოკისმომგვრელ ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, იტალიური მოდის სახლის “Gucci”-ს სიგიჟის, გლამურისა და ძალაუფლების წყურვილის შესახებ, რომელიც სავსეა სიყვარულით, ღალატით, დაცემით, შურისძიებით და საბოლოოდ სასტიკი მკვლელობით. ფილმში ნაჩვენებია რას ნიშნავს ეს სახელი, რას წარმოადგენს იგი და რამდენად შორს წავა ოჯახი ძალაუფლების გამო. 1995 წლის 27 მარტს “Gucci”-ს დამფუძნებლის შვილიშვილს და მემკვიდრეს მაურიციო გუჩის მოკლავენ, რომლის მკვლელობა მისმა ყოფილმა მეუღლემ პატრიცია რეჯანი მარტინელიმ მეტსახელად ,,შავმა ქვრივმა" შეუკვეთა.
პიტერ პარკერის სიცოცხლე და რეპუტაცია საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, რადგან მისტერიომ მსოფლიოს ადამიანი-ობობას პიროვნების საიდუმლო გაუმხილა. ყველაფრის გამოსწორების მცდელობაში, პიტერი დახმარებისთვის დოქტორ სტივენ სტრეინჯს მიმართავს, მაგრამ მალე ყველაფერი უფრო სახიფათო სახეს იძენს. და ახლა პარკერმა უნდა გააცნობიეროს, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში იყო ადამიანი-ობობა.
ყოფილი პატიმარი და გამოსწორებული სოციოპათი დილან ფორესტერი ანტიდეპრესანტების მუდმივი მარაგისა და მისი ექსცენტრული ფსიქიატრის დახმარებით პირობით ვადამდე გათავისუფლების შეუმჩნევლად გავლას ცდილობს. მაგრამ როდესაც მისი ძმა იდუმალ ვითარებაში კვდება, დილანი FBI–ს აგენტთან ერთად სიმართლის გასარკვევად ცხელ კვალს მიჰყვება. მთავარ გმირს მთელი თავისი მზაკვრული და ტაქტიკური უნარების გამოყენება დასჭირდება ამ მძაფრსიუჟეტიან თრილერში გადარჩენისთვის.
მონადირეების ჯგუფი უკაცრიელ კუნძულზე ადამიანებზე სანადიროდ მიდის, თუმცა მოულოდნელად თავად ჯგუფის წევრები გახდებიან ნადირობის ობიექტი. ყოფილი პოლიციელი ჯეიმს მელოუნი, უვადო სასჯელს იხდის იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. მას თავისუფლების მოპოვების შანსი ეძლევა, თუ გადარჩება სასიკვდილო თამაშში, რომელშიც მონადირეების ჯგუფი ფულს იხდის, შორეულ კუნძულზე სხვა ადამიანებზე ნადირობისგან სიამოვნების მისაღებად. მელოუნი წესებს ემორჩილება, და კუნძულზე ხაფანგების შექმნით თუ მონადირეების წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ომის წამოწყებით ნამდვილ კოშმარს უწყობს მათ.
თითქმის 30 წლის ჯული იძულებულია აღიაროს, რომ მას ჯერ არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში და ნაკლებად სავარაუდოა რამე შეიცვალოს უახლოს მომავალში. ამ დროს მისი 44 წლის მეგობარმა ბიჭმა აკსელიმ მიაღწია წარმატებას და ახლა ჯულისთან ოჯახის შექმნა სურს. ერთ ღამეს ჯული წვეულებაზე მოხვდება, სადაც მიმზიდველ და ენერგიულ ახალგაზრდა ევინდს გაიცნობს. მასთან გატარებული ღამის შემდეგ ჯული ძველი ურთიერთობის დასრულებას და ცვლილებების იმედით ახალ პარტნიორთან ერთად ცხოვრებას გადაწყვეტს. ერთი წლის შემდეგ ჯული გაიგებს, რომ აკსელი მძიმედ არის ავად და მას საავადმყოფოში სტუმრობს.
ევა, ყოფილი მოცეკვავეა, რომელიც ახლა ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული და სიარული არ შეუძლია. მაგრამ როდესაც მისი მეგობარი სოფი შობის წინ მას ძველ ხის ანტიკვარულ კალენდარს აჩუქებს, ის აღმოაჩენს, რომ კალენდარის თითოეულ ფანჯარაში სიურპრიზია, რომელსაც აქვს შედეგები რეალურ ცხოვრებაში: ზოგიერთი მათგანი კარგია, მაგრამ უმეტესობა ცუდი. ახლა ევას არჩევანის გაკეთება მოუწევს – კალენდარის თავიდან მოშორება ან ძველი ცხოვრების და ცეკვის დაბრუნება, თუნდაც ეს სხვისი სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.
ჰარუკი მურაკამის მოთხრობის “მამაკაცები ქალების გარეშე” მოტივებზე დაფუძნებული დრამატული ამბავი მსახიობის და თეატრალური რეჟისორის იუსიკეს შესახებ, რომელმაც ორი წლის წინ დრამატურგი მეუღლე დაკარგა. ერთ დღეს მას ანტონ ჩეხოვის პიესის დასადგმელად ჰიროსიმას თეტრალურ ფესტივალზე მიიწვევნ, სადაც ის მისაკის შეხვდება – ძალიან თავშეკავებულ და მდუმარე ახალგაზრდა გოგონას, რომელიც მის მძღოლად დანიშნეს. შედეგად, მათი ერთობლივი მოგზაურობისას, ისინი თავიანთ წარსულზე და ცხოვრებაზე გულწრფელ საუბარს იწყებენ. თანდათანობით, გმირები ერთმანეთს ჭრილობების შეხორცებაში ეხმარებიან. საბოლოოდ, იუსიკე მისაკის მისი გარდაცვლილი მეუღლის შესახებ საიდუმლოს უმხელს.
ორი ესპამენლი ქალის ჯენისის და ანას დრამატული ამბავი, რომლებიც ერთი და იგივე საავადმყოფოს პალატაში მოხვდებიან, სადაც ისინი მშობიარობას აპირებენ. ორივე მარტოხელაა და შემთხვევით დაორსულდნენ. შუახნის ჯენისი არ ნანაონს ამას და ბედნიერია. მოზარდი ანა შეშინებულია და წუხს. ჯენისი ცდილობს გაამხიარულოს ანა, როდესაც ისინი, როგორც მთვარეულები, საავადმყოფოს დერეფნებში დადიან. რამდენიმე სიტყვა, რომელსაც გმირები ამ დროს გაცვლიან, ძალიან მჭიდრო კავშირს შექმნის მათ შორის. ურთიერთობა შემთხვევით განვითარდება და მათ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.
ალმა, ნიუ-იორკელი 20 წლის პიანისტია, რომელიც კანადაში მდებარე შორეულ კუნძულზე მიფრინავს, სადაც მან ბავშვობა გაატარა, რათა ბაბუის დაკრძალვას დაესწროს, რომელმაც ის გაზარდა. თავის ფესვებთან კავშირის აღდგენისას გოგონას ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, როცა მოულოდნელად დაობლებულ მგლის ლეკვს და ვანკუვერის ცირკისთვის განკუთვნილ, დაკარგულ ლომის ბელს იპოვის. ცხოველების გადასარჩენად, ალმა მათ დატოვებას გადაწყვეტს, რომლებიც ერთად იზრდებიან და ძმებივით უყვარდებათ ერთმანეთი. მაგრამ გმირების იდეალური სამყარო იშლება, როდესაც მათი საიდუმლო გამჟღავნდება… ლომის ბელს იჭერენ და ცირკში აგზავნიან, ხოლო მგლის ლეკვი მეცნიერებს გამოსაკვლევათ მიჰყავთ. ახლა სამივეს წარმოუდგენელ და სახიფათო მოგზაურობაში წასვლა მოუწევს, რათა კვლავ იპოვონ ოჯახი.
მას შემდეგ რაც ცოლი ბავშვის დაბადებიდან მეორე დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა, მამამ მარტო დაიწყო ქალიშვილის აღზრდა.
კიბერ-თრილერი, პენსიაზე გასული CIA-ს ყოფილი აგენტის რობერტის შესახებ, რომელიც ზესაიდუმლო კურორტზე მდებარე ტყეში ცხოვრობს. ერთ დღეს, მისი გაუცხოებული ვაჟი სტუმრად მიდის მამასთან, მაგრამ მის კვალს რობერტის ძველი მტერი, ბალზარი მიჰყვება. იმის გამო, რომ ეს ადგილი ბალზარის შემტევი რაზმის მიერ ალყაში აღმოჩნდება, მამა-შვილი მაღალტექნოლოგიურ ბუნკერში იმალება. თუმცა, არის თუ არა ბუნკერის ფოლადის კედლები და თანამედროვე იარაღი საკმარისად ძლიერი, რომ შეაჩეროს ბალზარის სისხლისმსმელი გეგმები?
ამავე სახელწოდების 1947 წლის ფილმის რიმეიკი, ახალგაზრდა ამბიციური სტენ კარლაილის შესახებ, რომელიც არა მხოლოდ კარნავალის ილუზიონისტად მუშაობს, არამედ ძალიან გამოცდილი თაღლითია. სინამდვილეში, მას ძალიან მარტივად შეუძლია ადამიანებით მანიპულირება თავისი მოკლე და ეფექტური რიტორიკის წყალობით. მაგრამ რაღაც მომენტში ის იწყებს სხვა ადამიანად თავის გასაღებას, რომელსაც მიცვალებულებთან საუბარი შეუძლია. თავისი თაღლითობიდან მაქსიმალური სარგებელის მისაღებად, მთავარი გმირი მასზე უფრო საშიშ ფსიქიატრთან, ლიტლი რიტერისთან გაერთანებას გადაწყვეტს.
მას შემდეგ, რაც სასიკვდილო პანდემია ცივილიზაციას გაანადგურებს და მის ცოლს მოკლავენ, სპეც-დანიშნულების რაზმის ჯარისკაცი – ჯონ ვუდი – თავის მოვალეობას მიატოვებს და განდეგილი გახდება ჩრდილოეთ უდაბნოში. წლების შემდეგ, მისი სახლის ზღრუბლზე დაჭრილი ქალი – მარია ჯონსონი გამოჩნდება, რომელიც გაქცეული ლაბორატორიული ვირთხა აღმოჩნდება და მის მდევრებს მიაჩნიათ, რომ მისი სისხლი არის მსოფლიო განკურნების გასაღები. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ჯონი ცდილობს არ ჩაერიიოს, ყველა ეჭვი იშლება, როდესაც აღმოაჩენს, რომ მარიამის მდევარი მეთაური სტოუნია, ადამიანი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მისი ცოლი მოკლა.
მოვლენები მექსიკაში მდებარე იზოლირებულ პატარა ქალაქში ვითარდება და ამერიკელი ეგზორცისტის, მამა პიტერ უილიამსის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც იმ დემონიტ გახდება შეპყრობილი, რომლის განდევნასაც ცდილობდა. შედეგად ყველაზე საშინელ ცოდვას ჩაიდენს. თვრამეტი წლის შემდეგ, ამ ცოდვის შედეგები კვლავ ბრუნდება, რაც მასში არსებულ ბოროტებასთან უდიდესი ბრძოლის დასაწყისი გახდება.
1961 წლის ამავე სახელწოდების კლასიკური მიუზიკლის რიმეიკი, აკრძალული სიყვარულის შესახებ, რომელშიც მოვლენები 1950-იანი წლების შუა პერიოდში ნიუ–იორკში ვითარდება და ქუჩის ორ ბანდას – “ჯეთსებს” და “ზვიგენებს” შორის კონფლიქტზე მოგვითხრობს. მთავარი გმირი, სახელად ტონი “ჯეთსების” ყოფილი წევრია, რომელსაც “ზვიგენების” ლიდერის და მარია შეუყვარდება. ტონი და მარია ახალგაზრდები არიან, ერთმანეთი უყვართ და ერთად ახლი ცხოვრების დაწყებაზე ოცნებობენ. მაგრამ ისინი ორ დაპირისპირებულ ბანდას მიეკუთვნებიან, შესაბამისად ბრმა სიძულვილის მსხვერპლნი გახდებიან.
მისიკალური ანიმაციური ფილმი, კინკაჟუს სახელად ვივოს შესახებ, რომელიც მთელ დღეებს თავის საყვარელ მფლობელ ანდრესთან ერთად ჰავანას ხალხით სავსე ხმაურიან მოედანზე მუსიკის დაკვრაში ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება ერთ ენაზე არ საუბრობდნენ, ვივო და ანდრესი მუსიკისადმი საერთო სიყვარულის გამო იდეალურ დუეტს ქმნიან. მაგრამ როდესაც ტრაგედია დატრიალდება ყველაფერი იცვლება და ვივოს განსაკუთრებული მისია ეკისრება.
1990 წელი. ახალგაზრდა კომპოზიტორი ჯონი ნიუ-იორკის ერთ-ერთი დაწესებულებაში ოფიციანტად მუშაობს. ის პარალელურად მიუზიკლ -სუპერბიას- წერს, რომელიც როგორც თვითონ თვლის მომავალში ბროდვეის ჰიტად იქცევა და მას სიღარიბისგან თავის დაღწევის საშუალებას მისცემს
ბასტერი და მისი ახალი შემადგენლობა აპირებენ ახალი შოუს გამართვას გლამურული Redshore City- ის კრისტალ თაუერის თეატრში. კავშირების გარეშე, მან და მისმა მომღერლებმა უნდა შეაღწიონ Crystal Entertainment- ის ოფისში, რომელსაც ხელმძღვანელობს დაუნდობელი მგლის მაგნატი ჯიმი კრისტალი, სადაც ბანდა უბიძგებს სასაცილო იდეას ლომის როკის ლეგენდის კლეი ქალოუის გადაცემაში. ბასტერმა უნდა მოძებნოს ძებნა, რათა იპოვნოს ახლა იზოლირებული თიხა და დაარწმუნოს, რომ დაბრუნდეს ადგილზე.
ფინ შოუ – მორცხვი, მაგრამ ნიჭიერი 13 წლის ბიჭია, რომელსაც მანიაკი მკვლელი მოიტაცებს და ხმაგაუმტარ სარდაფში გამოკეტავს, საიდანაც ვერავინ გაიგებს მისი შველის თხოვნას. მაგრამ როდესაც კედელზე ჩამოკიდებული უმეშევარი ტელეფონი დარეკავს, ახალგაზრდა ფინი აღმოაჩენს, რომ მას შეუძლია მოისმინოს მკვლელის წინა მსხვერპლის ხმა, რომლებსაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი დაეხმარონ ბიჭს თავიდან აიცილოს საშინელი ბედი, რაც მათ ვერ შეძლეს...
ქლინი, ძალადობრივი და კრიმინალური წარსულის მქონე მამაკაცია, რომელიც მშვიდ ცხოვრებას ცდილობს მას შემდეგ, რაც თავს დიდი პირადი ტრაგედია დაატყდა. ის სიცოცხლეს სწირავს დანგრეულ საზოგადოებას და ახალგაზრდა გოგონას უსაფრთხოებას, რომელიც ქალიშვილს აგონებს. ახლა გოგონას გადარჩენის მცდელობისას ქლინიმ შეიძლება საკუთარი თავიც გადაირჩინოს.
უმაღლესი სკოლის მოსწავლე გოგონა, სახელად ვადა მის სკოლაში მომხდარი, ტრაგედიის შემდეგ თავის ცხოვრებაში რთული პერიოდის გადატანას, ტრაგედიისგან დატოვებული ფსიქოლოგიური ტრამის მოშუშებას, და ამავე დროს ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს. შედეგად ურთიერთობა ოჯახთან, მეგობრებთან და ასევე მისი მსოფლმხედველობა სამუდამოდ შეიცვლება…
მილიარდერი ბიზნესმენი, ისტორიაში თავის კვალის დატოვებას და სენსაციური ფილმის გადაღებას გადაწყვეტს. ამისათვის იგი ცნობილ რეჟისორს ლოლა კუევასის, ჰოლივუდის გულთამპყრობელ მსახიობს ფელიქს რივეროს და რადიკალურ თეატრალურ მოღვაწეს ივან ტორესს ქირაობს. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ გმირებს ერთდ მუშაობა არ შეუძლიათ. რივერო და ტორესი შეიძლება ძალიან ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ მათ კიდევ უფრო დიდი ეგო აქვთ. იმისათვის, რომ მათში თავმდაბლობის გრძნობა გააღვიძოს, ლოლას სულ უფრო შემოქმედებითი დავალებების მოფიქრება უწევს, რომლის მიზანია არამხოლოდ ერთმანეთის მიღება, არამედ საკუთარი მემკვიდრეობის გააზრება.
ტომას სევიჯის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული დრამატული ვესტერნი, ძმების ფილ და ჯორ ბერბანკების შესახებ. უფროსი ფილი გონიერი და სასტიკი ადამიანია, ხოლო უმცროსი ჯორჯი ნაზი და მგრძნობიარე. ორივე მათგანმა ცოტა ხნის წინ მემკვიდრეობით მიიღეს მონტანას ხეობაში მდებარე უდიდესი რანჩო. მაგრამ ძმების ურთიერთობა სწრაფად ნადგურდება, როდესაც ჯორჯი ქვრივ როუზზე ფარულად დაქორწინდება. შედეგად, გაბრაზებული ფილ ქორწინების გასანადგურებლად დაუნდობელ ომს იწყებს, და ამაში ის როუზის შვილს პიტერს პაიკის სახით იყენებს.
მეთ ჰეიგის ამავე სახელწოდების საერთაშორისო ბესტსელერზე დაფუძნებული ფენტეზური დრამა, ახალგაზრდა ნიკოლასის თავგადასავლების შესახებ, რომელიც შობის გმირი გახდება. ნიკოლასი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც მამის გაუჩინარების შემდეგ მის გადასარჩენად, ჩრდილო პოლუსზე წავა, სადაც ჯადოსნური სამყაროს აღმოაჩენის შემდეგ, ელფების სოფელში შობის სულს დააბრუნებს.
როდესაც საზოგადოების საფუძვლად ქცეული წესები საბოლოოდ ინგრევა, უკანონო მძარცველების რადიკალური სექტა გადაწყვეტს, რომ ყოველწლიური „წმენდა“ აღარ უნდა დასრულდეს გამთენიისას. მათი მიზანია, ეს ერთი ღამის სისტემა მუდმივ რეჟიმად აქციონ და ქაოსი მთელი წლის განმავლობაში გაავრცელონ. ქვეყანა სწრაფად ეშვება უკონტროლო ძალადობისა და ანარქიის მდგომარეობაში. ქალაქები გადაიქცევა ბრძოლის ველებად, სადაც კანონი აღარ მოქმედებს და გადარჩენა მხოლოდ ძალაზე, ეშმაკობასა და ნდობის ძალიან შეზღუდულ წრეზეა დამოკიდებული. მოსახლეობა იძულებულია აირჩიოს შეეგუოს ახალ რეალობას ან იბრძოლოს სისტემის დასამხობად.
ცნობილი საშობაო კომედიის რიმეიკი, 12 წლის ცელქი და საზრიანი ბიჭის მაქს მერსერის შესახებ, რომელსაც არდადეგებზე იაპონიაში წასული მისი ოჯახი სახლში მარტო დატოვებს
ომის დასრულების შემდეგ ჰარი ცდილობს ახალი ცხოვრება დაიწყოს, თუმცა წარსულის საშინელი მოგონებები და დანაშაულის გრძნობა მუდმივად თან სდევს. საკუთარი ტკივილისა და დაკარგული სიყვარულის დაბრუნების იმედით, იგი პროფესიონალურ კრივში ბრუნდება და ცდილობს ლეგენდარული მოკრივის, როკი მარჩიანოს წინააღმდეგ გახმაურებული ბრძოლა საკუთარი ცხოვრების გარდამტეხ მომენტად აქციოს.
ორი მოზარდი აღმოჩნდება უცნაურ დროის მარყუჟში, სადაც ერთი და იგივე დღე უსასრულოდ მეორდება. ისინი გადაწყვეტენ, რომ ეს წყევლა შესაძლებლობად აქციონ და იპოვონ ყველა ის პატარა დეტალი, რაც ერთ დღეს იდეალურად აქცევს. თუმცა, რაც უფრო უახლოვდებიან სრულყოფილებას, მით უფრო რთულდება რეალობასთან დაბრუნება და საკუთარ გრძნობებთან გამკლავება.
როდესაც ლანსკი წარსულის ბნელ და სისხლიან დეტალებს იხსენებს, საქმეში ერთვება FBI, რომელიც დეივიდს „სატყუარად“ იყენებს, რათა მიაგნოს მაფიოზის მიერ წლების წინ დამალულ უზარმაზარ ქონებას.
ერთ დღეს კონკია შემთხვევით აღმოაჩენს სამ ჯადოსნურ მუხას, რომლებიც უნიკალურ ძალას ფლობენ. თითოეული მუხა ასრულებს ერთ სურვილს, რაც გოგონას აძლევს შესაძლებლობას შეცვალოს საკუთარი ბედი და გაითავისუფლოს თავი მძიმე ცხოვრებისგან.







































































