ტოპ ფილმები
ფრანგული გრაფიკული რომანის “ქვიშის კოშკის” ადაპტაცია, რომელიც ახალგაზრდა ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც იდუმალ ტროპიკულ კუნძულზე მიემგზავრებიან, მაგრამ იქ მათი ყოფნა ჯოჯოხეთად იქცევა, როდესაც გმირები აღმოაჩენენ, რომ განმარტოებული სანაპირო, სადაც ისინი ისვენებენ რამდენიმე საათის განმავლობაში მათ სწრაფ დაბარებას იწვევს… რაღაც აუხსნელი მოვლენა მთელ მათ ცხოვრებას ერთ დღედ შეამცირებს.
კლიმატის ცვლილების შედეგად თითქმის მთელი მაიამი წყლის ქვეშ აღოჩნდება. მარტოხელა მეცნიერი ნიკ ბანისტერი გონების მკვლევარია, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით წარსულის ბნელ და მიმზიდველ სამყაროში მოგზაურობს და თავის კლიენტებს დაკარგული მოგონებების აღდგენაში ეხმარება. მაიამის ჩაძირული სანაპირო ზოლის გარეუბანში მცხოვრები ნიკის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალება, როდესაც იგი მის ახალ იდუმალ კლიენტს მეის შეხვდება. ის, რაც დაკარგული მოგონების მარტივი ძებნით იწყება საშიშ აკვიატებად და მგზნებარე სასიყვარულო ურთიერთობად იქცევა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მეი გაუჩინარდება, სიმართლის დასადგენად, ბანისტერი წარსულის ბნელ სამყაროში იძირება და მოულოდნელად სასტიკ შეთქმულებას გამოავლენს.
მოვლენები იტალიის რივიერაზე მდებარე ულამაზეს ზღვისპირა ქალაქში ვითარდება და პატარა ბიჭის სახელად ლუკას ამბავს მოგვითხრობს, რომელიც ნაყინით, მაკარონით და წყლის სკუტერით დაუვიწყარ ზაფხულს ატარებს. ლუკა ამ თავგადასავლებს თავის ახალშეძენილ საუკეთსო მეგობარს ალბერტოს უზიარებს, თუმცა მათი გართობის მიღმა ერთი დიდი საიდუმლო იმალება: ისინი სინამდვილეში ზღვის ურჩხულები არიან სხვა სამყაროდან და ოკეანის სირღმეებში ცხოვრობენ.
საზარელი ამბავი სარაზე, ძლიერ თინეიჯერ გოგონაზე, რომელიც მოუთმენლად ელოდა მე -18 დაბადების დღეს, რათა დესპოტი მამისთვის დაეღწია თავი. მისი სამყარო ნადგურდება, როდესაც მამამისი მას საკუთარი სახლის სარდაფში გამოამწყვდევს
ფილმის სიუჟეტი SAS-ის ჯარისკაცის, ტომ ბუქუნგემის გარშემო ვითარდება, რომლის მისიასაც ტერორისტების გეგმის ჩაშლა წარმოადგენს
ტომი – საინჟინრო ფაკულტეტის გამორჩეული კურსდამთავრებულია, რომელიც ესპანეთში მდებარე ერთ-ერთი ბანკის საცავით არის დაინტერესებული. ბანკის შენობა 100 წლის წინ გეგმის გარეშე აშენდა და უსაფრთხოების სისტემა მიწისქვეშა მდინარეს მოიცავს - საგანგებო სიტუაციის დროს დაცულ ტერიტორიას წყლით ავსებს. როდესაც მთავარი გმირი შეიტყობს, რომ ზუდტად ამ ბანკის სეიფში მხოლოდ 10 დღით შეინახება ლეგენდარული საგანძური, ის ქარიზმატულ არტ-დილერთან, უოლტერთან ერთად ბანკში შეღწვის დეტალურ გეგმას შეიმუშავებს. ახლა მათ ხოლოდ 90 წუთი აქვთ, რადგან ბანკის თნამშრომლები 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ყურებით იქნებიან დაკავებულები, სადაც ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდი ასპარეზობს
სამუშაო ჯგუფი X - თვითმკვლელთა რაზმი - ჩამოაგდეს შორეულ, მტრით სავსე კუნძულ კორტო მალტატზე, ნაცისტების ეპოქის ციხისა და ლაბორატორიის იოტუნჰემის საპოვნელად და მის გასანადგურებლად.
სათავგადასავლო კომედია, შეყვარებული წყვილის მარკუსის და ემილის შესახებ, რომლებიც მექსიკის კურორტზე ველურ, მძაფრ შეგრძნებებს მოწყურებულ და წვეულებების მოყვარულ წყვილს რონს და კაილის დაუმეგობრდებიან, სადაც ამ მომენტამდე ჩვეულებრივ გაწონასწორებული წყვილი მარკუსი და ემილი მათ ახალ მეგობრებთნ ერთად ერთკვირიანი დაუღალავი გართობისა და გარყვნილების მოწყობას გადაწყვეტენ. ველურ ბუნებაში გაგულავებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მარკუსი და ემილი შოკირებულები აღმოჩნდებიან, როდესაც მათ ქორწილში რონი და კაილი დაუპატიჟებლად გამოჩნდებიან, სადაც ისინი ქაოს ქმნიან და ამტკიცებენ, რომ ის რაც არდადეგებზე ხდება, არ არის აუცილებელი არდადაგებში დარჩეს.
ახალი თამამი ხედვა კონკიას ტრადიციული ისტორიისა, რომელშიც ჩვენი გმირი – ახალგაზრდა ამბიციური გოგონაა, რომლის ოცნებები იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე სამყარო ამის საშუალებას იძლევა. თუმცა მისი საოცარი თანაშემწის ჯის დახმარებით მას შეუპოვრობის გამოვლენა და თავისი ოცნებების რეალობაში ასრეულება შეუძლია…
ვერაგი სასაზღვრო ქალაქის სამურაი-თაუნის ციხიდან ბანკების დაუნდობელი მძარცველი გამოდის, რომელსაც მდიდრი გუბერნატორი ბნელ ზებუნებრივ სამყაროში “მოჩვენებების ქვეყანაში” გაუჩინარებული თავისი ნაშვილები შვილიშვილის ბერნისის პოვნის და გადარჩენის სანაცვლოდ თავისუფლებას სთავაზობს. ტყავის კოსტიუმში გამოწყობილი, რომელიც ხუთი დღის შემდეგ თვითგანადგურდება, მთავარი გმირი ახალგაზრდა ქალის – და საკუთარი ცოდვების გამოსყიდის გზის მოსაძებნად საშიშ მოგზაურობაში მიდის, სადაც კოშმარული სამყაროსგან თავის დასაღწევად, მან ბოროტი წყევლა უნდა გაანდგუროს, რომელსაც მოჩვენებების იდუმალი ქვეყანა აკონტროლებს.
როდესაც მსოფლიოში ყველაზე ძებნილ ადამიანებზე ნადირობისა და დაჭერის ინტერპოლის მიერ გაცემული ყველაზე მაღალი ორდერის, წითელი ცირუკლარის დრო იწურება, FBI-ის მრისხანე აგენტს ჯონ ჰარტლის ქურდების დაჭერა დაევალება, შედეგად ის გაბედული ძარცვის ეპიცენტრში აღმოჩნდება, სადაც ის იძულებულია ხელოვნების სამყაროში ცნობილ ქურდთან ნოლან ბუტისთან ითანამშრომლოს, რათა ხელოვნების სამყაროში კიდევ უფრო ცნობილი, მოუხელთებელი და იდუმალი ძებნილი ქურდი, მეტსახელად “ბიშოპი” დაიჭიროს.
შესანიშნავი და უჩვეულოდ გამოცდილი კეიტი საბოლოოდ დაქირავებულ მკვლელად ჩამოყალიბდება და თამაშში ჩაერთვება , თუმცა ტოკიოში იაკუძას მოკვლის მცდელობისას , ის აღმოაჩენს , რომ მოწამლეს. საშინელი ნელა მოქმედი საწამლავით მას თავის მკვლელებზე შურის საძიებლად 24 საათზე ნაკლები დრო დარჩა.
მოვლენები პოსტ-აპოკალიფსურ მომავალში ვითარდება და დედამიწაზე ერთ-ერთი უკანასკნელი გადარაჩენილი ადამიანის – მომაკვდავი ნიჭიერი მეცნიერის და გამომგონებელის სახელად ფინჩის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მაღალტექნოლოგიური რობოტის შექმნას გადაწყვეტს, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რობოტმა მისი საყვარელი ძაღლის უსაფრთხოებაზე იზრუნოს. იწყება ეპიკური მოგზაურობა, რომლის დროსაც მეცნიერი თავის ქმნილებას ასწავლის როგორ გახდეს ადამიანი...
უიმედო რომანტიკოსი, მაგრამ მარად მარტოსული ლოს-ანჯელესელი ჟურნალისტი ნატალი თავისი სასიყვარულო ცხოვრების მოწყობას გაცნობის აპლიკაციის დახმარებით ცდილობს, სადაც მას ერთი შეხედვით იდეალური ბიჭი ტეგი შეუყვარდება. შედეგად, მისი გულისთვის, ნატალი ქვეყნის მეორე ბოლოში მიფრინავს შეყვარებულისთვის სიურპრიზის მოსაწყობად. თუმცა, ქალაქში ჩასვლისთანავე, მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ ტედი არ არის ის, რადაც თავს ასაღებდა...
ბარლამჰალვაი მოგვითხრობს თავისი ბნელი იუმორით გაჯერებულ ისტორიას , რომელშიც გავიგებთ , თუ როგორ იქცა ის სოფლელი გლეხიდან წარმატებულ ბიზნესმენად თანამედროვე ინდოეთში. მაცდური და ამბიციური გმირი , რომელსაც საზოგადოება მსახურობისთვის ამზადებდა საბოლოოდ მდიდარი ბატონი გახდება , მაგრამ ღალატის ღამის შემდეგ , ის გააცნობიერებს , რომ შესაძლოა ყველაფერი დაკარგოს.
სამი ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟი მარსისკენ მიემართება. აფრენიდან მალევე, ბორტზე მოულოდნელად უბილეთო მგზავრს აღმოაჩენენ, მაგრამ ხომალდის შეზღუდული რესურსების გამო, მისიის შეჩერება და დედამიწაზე დაბრუნება შეუძლებელი ხდება. როდესაც უმრავლესობა უკვე მზად არის უბილეთი მგზავრის მოსაშორებლად, ეკიპაჟის ექიმი ხდება ერთადერთი, ვინც მათ სასტიკ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.
შანგ-ჩი - კუნგ-ფუს ოსტატია, რომელიც იზოლაციაში გაიზარდა და მისი მამის მანდარინის ხელმძღვანელობით მრავალი ვარჯიშის წყალობით ბავშვობიდანვე სრულყოფილად აითვისა საბრძოლო ხელოვნება
საშინელი ისტორია -ტერორი, მკვლელობა და უცნობი ბოროტება - რომელმაც რეალური პარანორმალური მოვლენების გამოცდილი მკვლევარები, ედ და ლორენ უორენებიც კი შოკში ჩააგდო. ეს მათი პრაქტიკიდან ერთერთი ყველაზე უფო სენსაციური საქმეა, რომელიც პატარა ბიჭის სულის გადარჩენისათვის ბრძოლით იწყება, თუმცა შემდეგ მათთვის აქამდე უჩვეულო რამის მომსწრენი გახდებიან - ამერიკის ისტორიაში პირველად ხდება, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოითხოვს დემონური ძალით შეპყრობა ბრალის გამომრიცხავ გარემოებად ჩაითვალოს.
მედისონის ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცევა, როდესაც სიზმარში ის სასტიკი მკვლელობების მოწმე ხდება. მაგრამ რა მოხდება, თუ ღამის ხილვები სინამდვილეში მკაცრი რეალობაა? აქვს თუ არა მედისონს მათი თავიდან აცილების შანსი?
ჯოჯო მოიესის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია, თანამედროვე ლონდონში მცხოვრები ახალგაზრდა ჟურნალისტი გოგონას ელის შესახებ, რომელიც ქალაქის არქივში საიდუმლო სასიყვარულო წერილების სერიას აღმოაჩენს. მათში ჯენიფერ სტირლინგის და ენტონი ო’ჰარას 1960-იანი წლების ძალიან რომანტიკული, მაგრამ აკრძალული ურთიერთობის ისტორიაა მოთხრობილი. ნახევარი საუკუნის წინ განვითარებულ მოვლენებში ჩაფლული, ელი მტკიცედ გადაწყვეტს ფარული რომანის საიდუმლოს ამოხსნას, თუ როგორ დამთავრდა მათი სიყვარულის ისტორია.
ლეგენდარული ვიდეოთამაშის - Mortal Kombat-ის მოტივებზე გადაღებულ ახალ ანიმაციაში შაო კანი რეიდენს და მის მომხრეებს აიძულებს არამომგებიანი წინადადება მიიღოს, რომლის თანახმადაც ისინი იძულებულები არიან მონაწილეობა მიიღონ ახალ ტურნირში, რომელიც ყველა სამყაროს ბედისწერას გადაწყვეტს
სკუბი-დუ და მშიშარა ძაღლი ერთიანდებიან მას შემდეგ, რაც ისინი კანზასის შტატის ქალაქ არსადში უცნაური არსების კვალს მიაგნებენ. მალე იდუმალი არმოჩენა მათ გიგანტური მონსტრის და მისი სულელი ფრთოსანი მეომრების კვალზე მიჰყავს. ფრედი, ველმა, დაფნა და შაგი აცნობიერებენ, რომ ამ საქმეს ისინი ვერ გაუმკლავდენიან და თავსატეხის ამოსასხნელად ძაღლების დუეტის დახმარება დასჭირდებათ. ახლა შეძლებენ თუ არა სკუბი-დუ და მშიშარა ძაღლი თავიანთი მღელვარების დაძლევას და მონსტრების არმიის დამარცხებას, სანამ მთელი სამყარო განადგურდება?
ბელგრავიას პრინცესა, სტეისი ვინდჰემი და მონტენაროს დედოფალი ლედი მარგარეტ დელაკური, ერთიანდებიან, რათა ტრადიციულ საშობაო ფესტივალს უმასპინძლონ, რომლის დროსაც ვატიკანი დედოფალს დემონსტრაციისთვის ერთ-ერთ ყველაზე ფასდაუდებელ საგანძურს, სამყაროს ვარსკვლავს ათხოვებს. ფესტივალის მსვლელობისას საგანძურს მოიპარავენ. დიპლომატიური კრიზისის თავიდან ასაცილებლად სტეისი და მარგარეტი დახმარებას თავიანთ დიდი ხნის მტერს, ლედი ფიონას თხოვენ და მალევე აღმოაჩენენ, რომ ვარსკვლავი მდიდარი, კორუმპირებული ბიზნესმენის კოლექციაშია. ახლა მათ ვარსკვლავის დასაბრუნებლად კარგად უნდა დაგეგმონ ძარცვის გეგმა...
ბაგს ბანისა და ლუნი ტიუნსის დახმარებით, NBA-ის ვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა უნდა გადაარჩინოს დაკარგული შვილი ვორნერ ბრაზერსის ფილმების ნავიგაციის მეშევეობით.
ფილმი ცნობილი ამერიკელი მწერალის სოფი ბრაუნის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც შოტლანდიაში მოგზაურობისას ძველი სასახლის ყიდვას გადაწყვეტს. მაგრამ შენობის მფლობელი, გაკოტრებული ჰერცოგი, სახელად მაილსი კატეგორიულად უარს ამბობს მისი სასახლის უცხოელზე მიყიდვაზე. სოფი უკან არ იხევს და ცდილობს კომპრომისის პოვნას და მოლაპარაკებას შეუპოვარ არისტოკრატთან. თანდათან მათი შეხლა-შემოხლა და კამათი სხვა რამეში გადაიზრდება.
რიგითი ჟურნალისტის, ედი ბროკის ისტორიის გაგრძელება, რომელიც საეჭვო საერთაშორისო კორპორაციის საქმიანობის გამოვლენას გადაწყვეტს, რის შედეგადაც აკრძალულ ობიექტზე ფარულად შეჭრა მისთვის კოშმარის დასაწყისად იქცევა. რადგან იგი უცხოპლანეტული სიმბიოტის, ვენომის მატარებელი გახდება. ამჯერად ვენომი, ძალიან ბნელი წარსულის მქონე ფსიქოფატს, სადისტს და სასტიკ სერიულ მკვლელს კლეტუს კესიდის დაუპირისპირდება. სიმბიოტის ნაშიერთან გაერთიანებული, კესიდი უბრალო მანიაკისგან შეშლილ სისხლისმსმელ მონსტრად ქარნეიჯად იქცევა, რომლის მთავარი მიზანი – კვლა და დასახიჩრება გახდება.
6 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანი თამაშში მონაწილეობის მოწვევას მიიღებს. ისინი გამოცანებითა და თვსატეხებით სვსე სასიკვდილო ოთახებში აღმოჩნდებიან, გადასარჩენად კი გამჭრიახობაა საჭირო.
ახალგაზრდა ტონი სოპრანოს მომზადების ეპოქა. ისტორია, რომელიც ავლენს კაცობრიობას ტონის ბრძოლების უკან და მის ოჯახზე გავლენას - განსაკუთრებით ბიძამისის, დიკი მოლტისანტის - გავლენის ქვეშ მოექცა მას ყველა დროის ყველაზე ხატოვანი ბრბოს ბოსი.
უილიამ თელი – ყოფილი ჯარისკაცია, რომელსაც უბრალოდ ბანქოს თამაში სურს. მაგრამ მისი სპoრტული არსებობა კაზინოს კვალზე იშლება, როდესაც ის დაუცველ და გაბრაზებულ ახალგაზრდა კირკის შეხვდება, რომელიც დახმარებას ითხოვს მათ საერთო მტერზე, ამერიკელ სამხედრო პოლკოვნიკ, ჯონ გორდოზე შურისძიების გეგმის განხორციელებაში. თელი კირკთან თავისი ცოდვების გამოსყიდვის შანსს ხედავს და აზარტული თამაშების იდუმალი ფინანსისტის ლა ლინდას მხარდაჭერით, მთავარი გმირი კირკს გვერდზე იყენებს. ისინი ლას-ვეგასში პოკერის მსოფლიო სერიის მოგების მიზნით კაზინოდან კაზინოში გადადიან. მაგრამ კირკის სწორ და ვიწრო გზაზე შენარჩუნება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ის წარსულის სიბნელეში იძირება, რომლის დავიწყებასაც მთელი ძალებით ცდილობდა.
მოვლენები 1978 წელს ვითარდება და როდეოს ყოფილი ვარსკვლავის მიკოს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მეუღლის და შვილის მკვლეობის შემდეგ დეპრესიაში ვარდება და შვებას ალკოჰოლში ეძებს. ერთ დღეს მას, მისი ყოფილი ბოსი დაუკავშირდება. ეს უკანასკნელი მიკოს მექსიკაში წასვლას სთხოვს, რათა თავისი მცირეწლოვანი ვაჟი სახლში დააბრუნოს, სადაც ის ალკოჰოლიკ დედასთან ერთად ცხოვრობს. მექსიკიდან ტეხასისკენ მიმავალ გზაზე, ისინი მოულოდნელად რთულ მოგზაურობაში აღმოჩნდებიან, რა დროსაც მთავარ გმირს საკუთარი ცოდვების გამოსყიდის შანსი მიეცემა.
როდესაც საზოგადოების საფუძვლად ქცეული წესები საბოლოოდ ინგრევა, უკანონო მძარცველების რადიკალური სექტა გადაწყვეტს, რომ ყოველწლიური „წმენდა“ აღარ უნდა დასრულდეს გამთენიისას. მათი მიზანია, ეს ერთი ღამის სისტემა მუდმივ რეჟიმად აქციონ და ქაოსი მთელი წლის განმავლობაში გაავრცელონ. ქვეყანა სწრაფად ეშვება უკონტროლო ძალადობისა და ანარქიის მდგომარეობაში. ქალაქები გადაიქცევა ბრძოლის ველებად, სადაც კანონი აღარ მოქმედებს და გადარჩენა მხოლოდ ძალაზე, ეშმაკობასა და ნდობის ძალიან შეზღუდულ წრეზეა დამოკიდებული. მოსახლეობა იძულებულია აირჩიოს შეეგუოს ახალ რეალობას ან იბრძოლოს სისტემის დასამხობად.







































































